ზამთრის კურორტები

Image 

ადამიანის ორგანიზმს დასვენება ზამთარშიც ისევე სჭირდება, როგორც ზაფხულში. ზაფხულისაგან განსხვავებით, ზამთრის კურორტები დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ამ სეზონზე, ყველაზე აქტუალური ბაკურიანი და გუდაურია, თუმცა უნდა ავღნიშნო, რომ ამ ორ არაჩვეულებრივ  კურორტზე დასვენება საკმაოდ სოლიდურ თანხებთანაა დაკავშირებული და  სამწუხაროდ არ არის ყველასათვის ადვილად ხელმისაწვდომი.

გადავწყვიტეთ  შემოგთავაზოთ  რამოდენიმე ოპტიმალური ვარიანტი, სადაც მისაღებ ფასად შეძლებთ დასვენებას ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად და დროს მშვენივრად გაატარებთ.

რჩევისთვის საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტს,  ქალბატონ ქეთი მელაძეს მივმართეთ, რომელიც ზაფხულშიც გვიწევდა რეკომენდაციებს.

ქეთი მელაძე: 

ზამთრის სეზონისთვის  იდეალურია ბორჯომის ხეობის კურორტები: – ბორჯომი, წაღვერი, ცემი, ბაკურიანი.

პატარა ცემი, მთის კლიმატური კურორტია. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სამკურნალო ფაქტორი, – მთის ჰავა, რომელიც ძალიან კარგია ფილტვის, ლიმფური კვანძებისა და პლევრის ტუბერკულოზის დახურული ფორმის სამკურნალოდ.

პატარა ცემი, მდინარე ბორჯომულას ხეობაში მდებარეობს. ზღვის დონიდან 1370 მეტრზე. ბორჯომიდან 21 კილომეტრის დაშორებით.

აქ ადრე ინტერნატის ბავშვები ისვენებდნენ. ამჟამად, შესაძლებელია დასასვენებლად ჩასვლა და ოთახების დაქირავება საოჯახო სასტუმროებში. საწოლის ფასი ერთი ღამით, დაახლოებით  10 ლარი დაგიჯდებათ. ეს ადგილი, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის იდეალურია.

ცემში კუკუშკაც ჩერდება.

არაჩვეულებრივია ლიკანი, ფასანაური, ყაზბეგი, კოჯორი.

ფასანაური ზღვის დონიდან 1050 მ-ზეა.  ის საკურორტო ზონაა,  რომელიც გასაოცარი ბუნებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით, მრავალი ისტორიული ადგილითა და საინტერესო ლეგენდებითაა ცნობილი. ფასანაურში ზომიერად ნოტიო ჰავაა. ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი გრილი ზაფხულია.

არაჩვეულებრივია ყაზბეგი, მაგრამ ხანდახან ზამთარში გზა იკეტება ხოლმე.

კოჯორი მოსახერხებელია მანძილის გამოც. ის თბილისიდან 18 კმ-ზეა. ხოლო ზღვის დონიდან – 1300 მ-ზე. აქ შესანიშნავი მთის ჰავაა, რომელიც განსაკუთრებით მიზანშეწონილია ბავშვებისათვის.  როგორც მოგეხსენებათ, კოჯორი ბაკურიანზე ოდნავ დაბლაა…  ბაკურიანი ზღვის დონიდან 1700 მ-ია. ფასები, ბაკურიანთან განსხვავებით გაცილებით დაბალია. კოჯორში დასვენება ბევრად ნაკლები დაგიჯდებათ, ვიდრე ბაკურიანში ან გუდაურში.

სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!

Advertisements

2 thoughts on “ზამთრის კურორტები

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s