ქართველი მადამ ტიუსო -ნანა ბედიაშვილი

Image

თოჯინას სული არ გააჩნია! თოჯინა ვერაფერს გრძნობს! თოჯინა ნივთია! ამ მოსაზრებების გამო, ძალიან მიჭირს ნანა ბედიაშვილის კოლექციას – თოჯინები ვუწოდო.

ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, არის პერსონაჟი, თავისი ხასიათით. -საოცრად მეტყველი, საოცრად ცოცხალი… თითქოს, ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს.ეს მართლაც ცალკე სამყაროა! – ცვილის ფიგურების სამყარო.

ადამიანს, რომელიც ქმნის ამ მშვენიერებას, ეს ხელობა არ შეუსწავლია! მან არც ხატვა იცოდა… ძნელია დაიჯერო ეს, როდესაც თოჯინებს უყურებ და ხედავ, თუ როგორი უზადო გემოვნებითაა შესრულებული. ეს ღვთისაგან ბოძებული ნიჭია, რომელსაც ერთეულები ფლობენ და რომელსაც მოფრთხილება და დაფასება სჭირდება! როგორ იქმნება ხელოვნების ეს ნიმუშები, რას ნიშნავს ისინი მისი შემოქმედისათვის, ამაზე ქალბატონი ნანა გვესაუბრება.

Image

– ქ-ნო ნანა, როგორ დაიბადა იდეა, როგორ გაჩნდა სურვილი, რომ თქვენ ამ საქმიანობისთვის მოგეკიდათ ხელი?

– სახლში რემონტი გვქონდა და ძალიან მომეწონა “შპაკლის” მასა, რომელიც ძალიან კარგი დასამუშავებელი აღმოჩნდა. ნებისმიერ ფორმას მისცემ და გაჩერდება, გახმება… ამავდროულად, ჩემმა მეგობარმა გააკეთა თოჯინა -მარიონეტი, რომელსაც თავი ნაჭრისაგან ჰქონდა შეკერილი, ხელები კი ბოქსიორის ხელთათმანებივით, უხეში გამოსვლოდა.

მაშინ დავფიქრდი, რისგან შეიძლებოდა გაკეთებულიყო ხელები და გადავწყვიტე მომესინჯა სანთელი. სანთელში გავხსენი “შპაკლი” და ისეთი მასა მივიღე, რომლისგანაც შეიძლებოდა გამოთლა, ფორმის მიცემა. ძალიან მომეწონა. რა ფორმაც მინდოდა, იმ ფორმას ვაძლევდი.

– ფერს როგორ ღებულობთ?

– ზეთოვან პასტელებს ვურევ, რადგან შეფერადება სჭირდება.

– რომელი იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

– პირველად, პატარა თავები გამოვთალე და ბოთლებზე წამოვაცვი. შევუკერე კაბები, ხელები მოითხოვა და გავუკეთე. ამის შემდეგ დავიწყე მავთულებით კარკასის გაკეთება. ფიგურები ნელ-ნელა იხვეწებოდა და სიმაღლეშიც იზრდებოდა.

Image

საყიდლებზე რომ გავდივარ, თოჯინებისთვის ვათვალიერებ ნაჭრებს, ყველაფერს, რაც გამომადგება. გადართული ვარ იმაზე, რომ თოჯინებს ჩავაცვა. ჩემი ჩაცმა დახურვა აღარ მაინტერესებს. ერთი თავსაფარი მქონდა, რომელიც ძალიან მიყვარდა.

თოჯინა გავაკეთე და დავფიქრდი, რა ჩამეცმია მისთვის. ჩემი თავსაფარი შემოვახვიე და ისე მოუხდა, რომ მაშინვე დავჭერი და კაბა შევუკერე. სხვა ჩაცმულობით ვეღარ წარმოვიდგინე.

– კიდევ რა მასალას იყენებთ? მაგალითად, თმისთვის?

– ხშირად არ ვიყენებენ ნამდვილ თმას. მე ნამდვილ თმასთან მიმართებაში, ცუდი შეგრძნება მაქვს და ამიტომ ძაფებს ვიყენებ.

ImageImage

– ყოველ მათგანს, ძალიან მეტყველი სახე აქვს. ცოცხალი მიმიკა თუ გამომეტყველება.

– ამას ხშირად მეუბნებიან. სანამ ასეთ მეტყველ სახეს არ მივიღებ, იქამდე არ ვწყვეტ მუშაობას.

– პროფესიით ვინ ბრძანდებით?

– ფრანგული ენის სპეციალისტი ვარ!

– მუშაობის პროცესში რაიმე ჩვევა ხომ არ გაქვთ, რაც გეხმარებათ კეთების დროს?

– კლასიკურ მუსიკას ვრთავ და ვმუშაობ! ეს საოცრად მავსებს და მეხმარება.

– საყვარელი თოჯინა გყავთ?

– ჩემი საყვარელი თოჯინა ბალერინაა. თავად ბალეტიც ძალიან მიყვარს. ჩემი ბავშვობის ოცნება იყო, ამიტომ პირველ რიგში, ბალერინას გაკეთება გადავწყვიტე. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე ამ პროცესისაგან. ჩელიტას ფორმით გავაკეთე ეს ბალერინა, რომელმაც დონ კიხოტი მოითხოვა და ისიც შევქმენი.

Image

ედგარ დეგას ერთადერთი ქანდაკება აქვს გაკეთებული – ბალერინა, რომელიც ძალიან მომეწონა. ერთი კვირის შემდეგ, ტელევიზიით გავიდა დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთა მან ეს ბალერინა. დავიდე სურათები და მეც გავაკეთე.

– რამდენ ხანში ქმნით ერთ თოჯინას?

– სირთულის მიხედვით. თავის ჩაცმულობიანად, დაახლოებით ერთი თვე. თუ უფრო მარტივია, ორ კვირაშიც შეიძლება გაკეთდეს.

– შენახვისათვის თუ საჭიროებს განსაკუთრებულ პირობებს, ტემპერატურას, კლიმატს?

– ჩვეულებრივ ტემპერატურაზე არაფერი ემართებათ. სიცხესაც უძლებენ. ერთადერთი, არ უხდებათ ნესტი. ადრე მქონდა გამოფენა სარდაფში მთელი თვე და აღარ მომეწონა, დაობება დაიწყო.

– რომელ გამოფენებში მიგიღიათ მონაწილეობა?

– პერსონალური გამოფენა არ მქონია. ფოლკლორის ცენტრის მიერ მოწყობილ გამოფენებში ვმონაწილეობდი რამდენჯერმე. პირველი გამოფენა ფიროსმანის მუზეუმში მქონდა. ერთხელ კაფეშიც იყო ჩემი თოჯინები ერთი თვის განმავლობაში. სადაც, შემთხვევით, ერთმა ხელოვნებათმცოდნემ ნახა და მიმიწვია გალერეაში.
ImageImageImageImage
პატრიარქის ფიგურას ვაკეთებდი ერთხელ და რომ ვამთავრებდი, სრულიად შემთხვევით დამირეკეს და შემატყობინეს, რომ ხარების ეკლესიაში ეწყობოდა გამოფენა. ეს საოცარი დამთხვევა იყო. დავამთავრე თუ არა, წავიღე და გადავეცი პატრიარქს საჩუქრად. საერთოდ, როდესაც ვჩუქნი ჩემს თოჯინას, ძალიან მახარებს ის, რომ საშუალება მაქვს მივიდე და მოვნახულო. ძალიან ძნელია როდესაც გაყიდი… საოცრად მენატრებიან.

– არ შემიძლია არ აღვნიშნო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც ძალიან გემოვნებით, პროფესიონალურ დონეზეა შეკერილი. არც კერვა შეგისწავლიათ?

– კერვა ბავშვობიდან მეხერხებოდა. ყველას უკვირს, ასეთ პატარა ფეხსაცმელებს სად შოულობო. ყველაფერს თავად ვაკეთებ.

ImageImageImageImageImageImageImageImage

Advertisements

4 thoughts on “ქართველი მადამ ტიუსო -ნანა ბედიაშვილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s