ვინჩესტერების “წყევლა” – მისტიკური სახლები რეალური ისტორიით

Image

ამ ერთხელ, ჩვეულებას გადავუხვევ და საქართველოს საზღვრებს გავცდები. გასაკვირი არ არის, რომ მოჩვენებებიანი სახლები, ტურისტული მარშრუტების ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. მისტიკური ისტორიები, რომლებიც დაკავშირებულია ამა თუ იმ ღირსშესანიშნაობასთან, მას პოპულარობას მატებს.

ყოფილი მფლობელის სული, რომელიც ღამ-ღამობით დაბორიალობს სასტუმროში, არ აშინებს სტუმრებს, არამედ აიძულებს მათ კიდე ერთი-ორი ღამით დარჩენას.

ასეთი შენობები ნამდვილად არსებობს! უფრო მეტიც, ორი ასეთი სახლი, ცნობილი მწერლის, სტივენ კინგის ნაწარმოებების შთაგონებაც გახდა. – „ნათება“ და „წითელი ვარდი“ – ეს ორი ნაწარმოები, რომლის გენიალური ეკრანიზაციაც ალბათ ყველას გინახავთ, რეალურ ისტორიებზეა დაფუძნებული.

ვინჩესტერების მისტიკური სახლი

Image

XIX საუკუნის 50-იან წლებში, ოლივერ ფიშერ ვინჩესტერმა, რომელიც წარსულში მამაკაცის ტანსაცმლის წარმატებული მწარმოებელი იყო, იარაღის შექმნა დაიწყო. მისი თოფები და სხვა იარაღები დიდი მოთხოვნით იყიდებოდა, რამაც შემქმნელს მსოფლიო აღიარება და მილიონები მოუტანა, ხოლო მის ოჯახს – წყევლა.

ყოველ შემთხვევაში, ასეთი ვერსია წამოაყენა მედიუმმა, რომელიც ვინჩესტერის ცოლმა ინახულა. მან ძალიან მოკლე დროში დაკარგა ქმარი, დედამთილი და ერთადერთი ქალიშვილი.

მედიუმმა სარას მეუღლის, ოლივერ ვინჩესტერის სული გამოიძახა, რომელმაც აუწყა, რომ მათ ოჯახს უბედურება მოჩვენებებმა დააწიეს, რომლებიც ვინჩესტერის ფირმის იარაღებით იქნენ მოკლულნი. ქალბატონი სარას ქმრის სულმა, მოჩვენებებისაგან თავის დასაღწევად, ცოლს ურჩია, რომ საცხოვრებლად სხვა შტატში გადასულიყო და აეშენებინა უზარმაზარი სახლი, რომელსაც ექნებოდა ძალიან ბევრი ოთახი. ეს იმისთვის, რომ მოჩვენებებს გზა აბნეოდათ და სახლის ლაბირინთებში დაკარგულიყვნენ.

Image

ამას გარდა, მშენებლობა არასოდეს არ უნდა დამთავრებულიყო, რადგან როგორც კი ჩაქუჩების ხმები შეწყდებოდა, სარა მაშინვე მოკვდებოდა.

მისის ვინჩესტერმა მედიუმის რჩევა შეასრულა. სახლი დაუსრულებლად შენდებოდა და იცვლებოდა. ერთი მეორის მიყოლებით ჩნდებოდნენ ჭერში მიმავალი კიბეები, კარები, რომლებიც არსად არ გადიოდა. გაურკვეველი დანიშნულების ტიხრები და ვიწრო და გველებივით დაკლაკნილი კორიდორები, სადაც გაჭირვებით თუ გადაადგილდებოდა ადამიანი. ზედა სართულის ზოგიერთი კარი პირდაპირ გარეთ იღებოდა. დაუკვირვებელი სტუმარი შეიძლება ეზოში გადავარდნილიყო. კედლებში საიდუმლო კარ-ფანჯრები იყო დატანილი, საიდანაც შესაძლებელი იყო შეუმჩნევლად თვალთვალი მეზობელ ოთახებში.

Image

Image

ყველა კიბე, ერთის გარდა 13 საფეხურისაგან შედგებოდა. დიდ ოთახებში 13 ფანჯარა იყო. ყოველ ღამე, სახლში გონგის ხმა ისმოდა და ქალბატონი სარა „განსაკუთრებული ოთახისაკენ“ მიემართებოდა. მას ღრმად სწამდა, რომ მის სახლში მოჩვენებები ბინადრობდნენ. მათი მსხვერპლი რომ არ გამხდარიყო, სარა ყოველ ღამე იცვლიდა საძინებელ ოთახს.

Image

Image

სარას ვინჩესტერი 1922 წლის სექტემბერში, 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას მთელი ქონება მშენებლობაში ჰქონდა დახარჯული, ხოლო მის მიერ დატოვებულ ანდერძში, სახლის შესახებ არც ერთი სიტყვა არ იყო ნახსენები.

Image

Image

ამჟამად ვინჩესტერების მისტიკურ სახლში 150 ოთახია. თუ ჯერ არ გინახავთ სტივენ კინგის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმი „წითელი ვარდი“, აუცილებლად ნახეთ!

Image

სტენლი კუბრიკის თრილერი „ნათება“, რომელიც ასევე კინგის ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ფილმად ითვლება, კინემატოგრაფიის ისტორიაში.

The Stanley Hotel – სწორედ ეს სასტუმრო, სადაც გარკვეული პერიოდი გაატარა სტივენ კინგმა, დაედო საფუძვლად მის წიგნს.

Image

ყველაფერი მზარეულების საჩივრით დაიწყო. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სამზარეულოს ქვემოთ მდებარე დარბაზიდან ხმაური ისმოდა. თუმცაღა, იქ არავინ იყო. მოგვიანებით, სასტუმროში უხილავი მუსიკოსი გაჩნდა, რომელიც ღამ-ღამობით ფორტეპიანოზე უკრავდა.

Image

სასტუმროს ბინადრებს ბავშვის სიცილის ხმაც აღვიძებდათ. ზოგჯერ კი მათ თვალწინ  თავისით გადაადგილდებოდა ნივთები.

ეს ყველაფერი, სასტუმროს მფლობელებმა თავიანთი სარგებელისთვის გამოიყენეს. მათ არ დაიწყეს მოჩვენებებზე ნადირობა, არამედ სტუმრებს ისეთ ნომრებს სთავაზობენ, სადაც პარანორმალური აქტივობის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია.

Image

სტივენ კინგი, სწორედ ამ ნომრებში ცხოვრობდა, რომ დაეწერა თავისი ნაწარმოები – „ნათება“.

ImageImageImage

Advertisements

2 thoughts on “ვინჩესტერების “წყევლა” – მისტიკური სახლები რეალური ისტორიით

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s