Vetro Vario – ვარიაციები მინაზე

როდესაც მეგობრებთან ერთად  მცხეთის ქუჩა ბოლომდე ავიარე და არტ კაფე  Vetro Vario -ს პატარა, მყუდრო ეზოს მივადექი, მივხვდი, თუ როგორ მომნატრებია ჩვენი ჟურნალის ყოველთვიური  შეხვედრები…

საოცრად   მშვიდი საღამო იყო.  კაფეს მყუდრო  დიზაინმა და იქ გამოფენილმა მრავალფეროვანმა  და საინტერესო ნამუშევრებმა, უცბად რეალობას მომწყვიტა და სადღაც, სხვა სამყაროში გადამაგდო.

ImageImageImage

იქ ვნახე:

მინაზე გადატანილი, ცნობილი მხატვრების ნახატები და საათები, მინის ხელით მოხატული  ფერადი სანათები, „რკინის არტი“, მინიატურული კაფე, სამარხებში ნაპოვნი სამკაულების ანალოგები, ულამაზესი, ხელით ნაკეთი მძივები, შლაპები, ნახატები და სხვადასხვა  ულამაზესი  ნაკეთობა.

ImageImage

კაფე ნელ-ნელა სტუმრებით აივსო. იყო სითბო, საერთო მხიარულება, სიხალისე და განსაკუთრებით გემრიელი თურქული ყავა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სახლში ვიყავი და წასვლა აღარ მინდოდა.

ImageImageImage

ახლა კი, უნდა გაგაცნოთ, პროექტ „ეძიე ქალის“ ოქტომბრის აღმოჩენა. Vetro Vario-ს შემქმნელი, გემოვნებიანი  და ენერგიული, არაჩვეულებრივი  ქალბატონი – ნინო მდივანი, რომელსაც თავიდან ეგონა, რომ ჟურნალისტი იყო, მაგრამ შემდგომ, საკუთარ თავში სხვა ინტერესები აღმოაჩინა.

ვარიაციები მინაზე, სწორედ მისი იდეა იყო, რომელიც განახორციელა. უფრო დეტალურად კი, ამ ყველაფერს თავად მოგვიყვება:

ნინო მდივანი

Image

ჩვენს ჯგუფს Vetro Vario ჰქვია და ქართულად ნიშნავს – ვარიაციები მინაზე. როდესაც ეს ახალი მიდგომა აღმოვაჩინე, ძალიან გამიხარდა. მე არ ვარ პროფესიით მხატვარი, მაგრამ ბევრი რამ მომწონს. ეს ტექნოლოგია კი საშუალებას მაძლევს, ნებისმიერი ნახატი თუ გამოსახულება, მინაზე გადავიტანო.  გემოვნებით მორგებული ჩარჩო კი ძალიან ლამაზ შედეგს იძლევა…

ჩემს ორ მეგობართან, დიზაინერ დალი სინჯარაძესთან და  მხატვარ-დეკორატორ მამუკა გიორგაზესთან ერთად დავიწყე მუშაობა. ნელ-ნელა გავაფართოვეთ ასორტიმენტი, გადავედით საათებზე, მაგიდებზე, ლანგრებზე… შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენივე ხელითაც გვეცადა ნახატების შექმნა. შემოგვიერთდა მეოთხე მეგობარი, შიო ხომასურიძე და სანათების კეთება დავიწყეთ.

რამოდენიმე  გამოფენა გვქონდა  კაფე „დისქავერში“ , ჯი თი სი-ში ვიყავით აბაშიძეზე, შემდეგ უკვე ამოვედით მცხეთის ქუჩაზე და გავაკეთეთ არტ სალონი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მოსვლა, ნამუშევრების დათვალიერება, ყავის დალევა და დროის სასიამოვნოდ გატარება. ყველას გვჭირდება ცოტა ხნით იმ რუტინიდან თავის დაღწევა, რომელშიც ვიმყოფებით…

Image

ჩვენს ირგვლივ უამრავი ნიჭიერი ადამიანია, რომელსაც არ აქვს საშუალება, გამოფინოს და გააცნოს საზოგადოებას თავისი ნამუშევრები, მოახდინოს რეალიზაცია. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ასეთი ადამიანების ხელშეწყობაა. მე ბედნიერი ვარ იმით, რომ მომეცა საშუალება, ნიჭიერ ადამიანებს გამოვუფინო თავიანთი ნამუშევრები.

ImageImage

და ბოლოს, თუ მეგობრებთან ერთად სადმე გასეირნებას და დროის გატარებას  გადაწყვეტთ, აუცილებლად ეწვიეთ მცხეთის ქუჩის 28 ნომერს. განიტვირთეთ და  მიიღეთ ის სიამოვნება, რომელსაც vetro vario ჰქვია.

ImageImage

Advertisements

One thought on “Vetro Vario – ვარიაციები მინაზე

  1. მართლა რა ლამაზი იყო იქაურობა… მინაში გაცოცხლებული ვან გოგი და კლიმტი, ულამაზესი სამკაულები და ორიგინალური სანათები…. ყავა კი მართლა არაჩვეულებრივი იყო 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s