halloween – ვამპირების, კუდიანების, მოჩვენებებისა და სხვა უწმინდურთა დღესასწაული

Image

უკვე ათასი წელია, რაც სხვადასხვა ხალხები აქტიურად აღნიშნავენ დღესასწაულებსა და ფესტივალებს. ჰელოუინი – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტური ფესტივალი „სამჰეინიდან“  და ქრისტიანული „ყველა წმინდანის დღიდან“იღებს.

ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1 ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსებების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა, ჰელოუინის უძველესი არსი იმალება.

მთელს ევროპაში, ეს ღამე აღინიშნებოდა როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს, გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ. ისინი დაბორიალობდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს.

სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც: დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა. იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა შემაშინებლად იცვამდნენ.იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ,იმ  მიზნით,  რომ დააფრთხობდნენ ავ სულებს.

ჰელოუინის ღამეს, ჩვენსა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ყველანაირი ბარიერი ირღვეოდა. იღებოდა ჭიშკარი ორ სამყაროს შორის. ასე, რომ ჰელოუინი ასევე იყო მცდელობა, ამ ორი სამყაროს  კავშირის გაგებისა. ჰელოუინის ღამე არის გადასასვლელი ერთი სამყაროდან მეორეში; – კარიბჭე – ზამთარში, ცივ სამყაროში გადასასვლელად, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, მაგრამ ამავდროულად ემზადება აღორძინებისათვის. თავისუფლდება ყველაფერი ზედმეტისაგან, როგორც ხე ფოთლებისაგან.

ახალი ერის დადგომისას, რომაელებმა კელტების მიწების უმრავლესობა დაიკავეს. იმ 400 წლის მანძილზე, რაც მათ კელტების მიწაზე გაატარეს, მოსახლეობის შერევის გარდა, მათი ტრადიციების შერწყმაც მოხდა. სემჰეინის დღესასწაული ორ რომაულ დღესასწაულთან  – ფერალია და პომონთან (ხილისა და ხეების ქალღმერთი) გაერთიანდა, რომლის სიმბოლო იყო ვაშლი. სწორედ აქედან წამოვიდა ჰელოუინის დღეს ვაშლით სხვადასხვა თამაშების მოწყობის ტრადიცია.

შემდგომ, ქრისტიანულმა რელიგიამ 1 ნოემბერი „ყველა წმინდანის დღედ“ აქცია. დღესასწაული წმინდანებისათვის, რომელთაც არ აქვთ საკუთარი მოხსენიების დღე. ამ დღეს მოიხსენიებდნენ და ადიდებდნენ ყველა წმინდანისა და წამებულის სულებს. ხალხში – „ყველა წმინდანის დღე“ – All Saints’ Day-ს  – უწოდებდნენ  Allhallowmas (the mass of all Hallows), ხოლო ამ დღის წინა ღამემ მიიღო სახელწოდება – „ყველა წმინდანის ღამე“ – All Hallows Eve. სწორედ აქედან წამოვიდა დღესასწაულის სახელწოდება – Halloween.

მე-19 საუკუნეში, ემიგრანტებმა ირლანდიიდან, ჰელოუინი ამერიკაში „წაიღეს“. აშშ-ში სხვადასხვა ევროპული ქვეყნების ჩვეულებები შეერწყა ინდიელთა რწმენას, რის შედეგადაც გაჩნდა ამერიკული ვერსია დღესასწაულისა, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ.

ჰელოუინის პირველი  დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, მკითხაობები და ცეკვები. აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებზე და მოჩვენებებზე. მე-19 საუკუნის ბოლოს, ჰელოუინი სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა, აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა.

მას შემდეგ, ყოველი 31 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, სახლებში დადიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა, ჰელოუინი არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმებში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს. ჰელოუინი ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია.

doorway-haunt-1009-de

უძველესმა მითებმა, გაგრძელება პოპკულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში  ჰპოვა.  ჰელოუინის ღამეს, ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ.  ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.

გოგრის თავი – ჰელოუინის აუცილებელი ატრიბუტია.  გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან.

დრუიდების ძველი კალენდრის მიხედვით, ინგლისში 1 ნოემბერს დგებოდა ახალი წელი. ამისთვის, 31 ოქტომბერს საჭირო იყო ავი სულების გაგდება, რომლებიც ამ ღამეს გამოდიოდნენ დღის სინათლეზე.

ამერიკაში, ამ დღეს ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდება კანფეტები.

ამერიკული ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტები: – გოგრის ფარანი და კანფეტების შეგროვებაა –  Trik or treat (გამიმასპინძლდი, თორემ ინანებ).

halloween-decor

Advertisements

2 thoughts on “halloween – ვამპირების, კუდიანების, მოჩვენებებისა და სხვა უწმინდურთა დღესასწაული

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s