ყველაზე უცნაური პროფესიები

1. მსუნავი

Image

ეს ვაკანსია, რამოდენიმე დეზოდორის მწარმოებელ კომპანიას აქვს გახსნილი. გაგიკვირდებათ და კანდიდატების შერჩევა, საკმაოდ მკაცრი პირობების დაცვით მიმდინარეობს. ვაკანსიაზე, მხოლოდ არამწეველ, ხანშიშესულ ქალბატონებს იღებენ, რადგან მათ ცხვირებს სუნის გარჩევა ყველაზე უკეთ შეუძლიათ. 🙂

ქალები, ექსპერიმენტში მონაწილეებს უსვამენ იღლიაში დეზოდორანტს და მთელი დღის განმავლობაში აკვირდებიან, როგორ იცვლება სუნი.

2. ძაღლებისა და კატების საკვების დეგუსტატორი

Image

სამწუხაროდ, ჩვენს შინაურ ცხოველებს არ შეუძლიათ თქვან, თუ როგორი გემო აქვს მათ საკვებს. ერთ-ერთი ასეთი დეგუსტატორი გახლავთ საიმონ ელისონი, რომელსაც ძალიან მოსწონს “დელიკატესების” ტესტირება. ამასთანავე, მას შემოსავალიც მოაქვს. სწორედ საიმონის შეფასებაზეა დამოკიდებული, მოხვდება თუ არა საკვები ბაზარში.

3. ბალიშების გამაფუმფულებელი

Image

ავეჯის მაღაზიებში, სადაც საძინებელი ოთახის ავეჯი, კერძოდ საწოლები იყიდება, თავისი ატრიბუტებით, არსებობს ვაკანსია – ბალიშების გამსწორებელი 🙂 მათ ევალებათ, სამუშაო დღის მანძილზე, ყურადღება მიაქციონ ბალიშებს. გააფუმფულონ და ნაკეცებიც გაასწორონ. 🙂

4. ტუალეტის გიდი

Image

ჩინეთში, სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც 4 ცენტად მიგასწავლიან უახლოესი ტუალეტის ადგილმდებარეობას. მათ შრომის წიგნაკებში წერია: – “სახელმწიფო მოხელე – ტუალეტის გიდი”.

5. რიგის დამკავებელი

Image

ამ ვაკანსიას, მოთმენის განსაკუთრებული უნარი სჭირდება! თუ თქვენ ბრიტანეთში ცხოვრობთ, მაშინ ძალიან გაგიმართლათ, რადგან თქვენს ნაცვლად, რიგში სპეციალურად “განსწავლული” ადამიანი დადგება. ეს სიამოვნება კი, საათში სულ რაღაც 40 დოლარი დაგიჯდებათ 🙂

6. ატრაქციონების დამლაგებელი

Image

ამ ვაკანსიაზე თავისი სურვილით გამოცხადდა 22 წლის რის ოუენი. მისი მოვალეობაა, “ამერიკულ გორკებზე” “მოკატავეთა” ზედმეტი შთაბეჭდილებებისაგან  “ამოფრქვეული” მასების ლიკვიდაცია. 🙂

7. შხამიანი გველების “მწველავები”

Image

გველის შხამი არა მხოლოდ საშიში და მომაკვდინებელია, არამედ სამკურნალოც. იგი გამოიყენება შხამსაწინააღმდეგო პრეპარატის შექმნაში და ავთვისებიანი სიმსივნის მკურნალობაში. გველის მწველავის მოვალეობაა, აიძულოს გველს შხამის გამოყოფა შუშის ჭიქაში.

Advertisements

2 thoughts on “ყველაზე უცნაური პროფესიები

  1. რიგის დამკავებელი და ტუალეტის გიდი ძაან საჭირო პროფესიებია ზოგჯერ, ძაან რომ გეზარება რიგში დგომა ან ჩაფსმაზე რომ ხარ 🙂 🙂 :)!!!

    იღლიების მსუნავები და ატრაქციონის დამლაგებლები ძალიან შემეცოდნენ 🙂 🙂 :)!!

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s