Poly Crea – ნინო კიკნაძისაგან

Image

შაბათს, 7 აპრილს კაფე “როტონდაში” ჩვენი ჟურნალის ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ამჟამად, უმშვენიერეს და უნიჭიერეს დიზაინერს – ნინო კიკნაძეს ვუმასპინძლეთ, რომელმაც ძალიან ორიგინალური და ლამაზი სამკაულები წარმოგვიდგინა.

ImageImage
ამ ტექნოლოგიის შესახებ საქართველოში ძალიან ცოტას თუ სმენია. მასალას, რომლისგანაც ეს საკმაულები მზადდება – polymer clay (პოლიმერული თიხა) ჰქვია. იდეა გერმანიაში გაჩნდა და დაახლოვებით 1930-იან წლების ბოლოს შეიქმნა, მაგრამ, ბოლო 30-40 წელია რაც ადვილად ხელმისაწვდომი გახდა. შეუძლებელია სამკაულების მოყვარული ქალბატონები არ მოიხიბლონ გემოვნებით შეხამებული საოცარი ფერებითა და ფორმებით. მე მართლაც მოხიბლული დავრჩი ამ სილამაზით და ძალიან მომინდა მენახა, თუ როგორ მზადდებოდა ისინი.

Image
ამ ბოლო დროს ბევრმა დაიწყო ე.წ. handmade (ხელნაკეთი) აქსესუარების კეთება. ძუაზე ააცვამენ სხვადასხვა მძივებს და handmade-ს არქმევენ. სინამდვილეში, ეს სიტყვა გულისხმობს ისეთ ნამუშევარს, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ უნდა შექმნა. Poly Crea ნამდვილი handmade-ია, რომელიც საკმაოდ რთული დასამუშავებელია.

Image

პოლიმერული ფერადი თიხის (რომელიც პლასტელინს ჰგავს) ცალკეული ფერთა ნაწილები, ერთმანეთთან ისე ეწყობა, რომ ორნამენტები შექმნას, შემდეგ იჭრება და ხდება მისი გამოწვა. ამ ტექნოლოგიის შესახებ უფრო დაწვრილებით თავად ნინო მოგვიყვება:

ნინო კიკნაძე:
– ადრე ამისაგან გერმანიაში თოჯინები მზადდებოდა. გერმანელმა ქალმა, ფიფი რობინდერმა დაიწყო ამ მასალისაგან თოჯინების გაკეთება; მაგრამ თავიდან ძალიან მავნე ნივთიერებებს შეიცავდა და ტოკსიკური იყო. დროთა განმავლობაში დაიხვეწა, გაიწმინდა მავნე ნივთიერებებისაგან. 60-იან წლებში უკვე დაიწყეს ამ მასალით სამკაულების კეთება.

Image
როგორ გაიგეთ ამ მასალის შესახებ?
– მე მანამდე მინანქარზე ვმუშაობდი. ერთხელ, ინტერნეტში ვეძებდი რაღაცას, და შემთხვევით აღმოვაჩინე ეს მასალა, რომელსაც რამოდენიმე ცნობილი, ძალიან მაგარი დიზაინერი იყენებდა. მინანქარზე მუშაობა მობეზრებული მქონდა და რაღაცა სხვა,  ახალი მინდოდა დამეწყო. როდესაც ვნახე სამკაულის ფოტო, ვერაფრით მივხვდი რა მასალისაგან იყო გაკეთებული. ერთი შეხედვით მინანქარს ჰგავდა, მაგრამ მინანქარი არ იყო. დავინტერესდი, მოვიძიე ინფორმაცია, შევიძინე უამრავი ლიტერატურა ამ ტექნოლოგიის შესახებ, ჩამოვიტანე საქართველოში და შევისწავლე. ამ მასალაში, მუშაობის 100-მდე ტექნიკა არსებობს. მე რომელი ტექნოლოგიითაც ვმუშაობ, იტალიურად მილლეფიორი ჰქვია. (ათასი ყვავილი). ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო მასალაა. ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება. სამკაულის, ჩარჩოების, ზარდახშების და სხვა დეკორატიული ნაკეთობების.

ImageImage
 პროფესიით ვინ ხარ?
– სამხატვრო აკადემიაში დამთავრებული მაქვს მოდელირების ფაკულტეტი.  ტანსაცმლის მოდელირება. თავიდან თიხაზე ვსწავლობდი, მაგრამ შემდეგ გადავედი. ახლა ცოტა გული მწყდება რომ ბოლომდე არ გავყევი.
ტანსაცმლის მოდელირების განხრით არ გიმუშავია?
– არა, არ მიმუშავია! რომ დავამთავრე სწავლა, ამერიკაში წავედი და 10 წელი ვცხოვრობდი იქ. ჩამოვშორდი ამ საქმეს.

Image
ფაქტობრივად Polymer Clay-ს ტექნოლოგიაში იპოვე შენი თავი
– როგორც კი ხელი მოვკიდე, მივხვდი რომ ეს რაღაცა “ჩემი” იყო და შემიყვარდა. ძალიან მიყვარს კეთების პროცესი. დილით რომ დავჯდები, მუშაობაში ისე ღამდება რომ ვერ ვხვდები. სასიამოვნო პროცესია. კრეატიულიც. თან რომ აკეთებ არ იცი ბოლომდე რა შეიძლება გამოვიდეს. როგორ შედეგს მიიღებ.

Image
მომავალში აპირებ გამოფენის გაკეთებას?
– დიახ, ვაპირებ! polymer clay-ის საერთაშორისო ასოციაციაში გავაგზავნე ჩემი ნამუშევრების ფოტოები და მინდა გავხდე წევრი.

Image
მასალა ძვირი ჯდება?
– არ ჯდება ძვირი, უბრალოდ აქ არ იყიდება, ამერიკიდან ჩამომაქვს. შესაბამისად სამკაულიც არ ღირს ძვირი, ყველასათვის ხელმისაწვდომი ფასი აქვს.
სად შეიძლება შენი ნამუშევრების შეძენა?
– ჩემი სამკაულები შარდენზე და კინოთეატრ ამირანის სალონში იყიდება. ვინც იცის პირდაპირ სახლში მოდის ჩემთან და აქ იძენენ.
მინდა წარმატება ვუსურვო ნინოს ამ საქმეში. მან პირველმა დაიწყო საქართველოში ამ ტექნოლოგიის გამოყენება. “როტონდაში” კი საღამომ არაჩვეულებრივად ჩაიარა. სტუმრებს შორის საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტი – ქეთი მელაძეც გახლდათ, რომელიც ამ ნომერში ასევე ჩვენი რესპოდენტია. მკითხველებს კი ერთი თვით დაგემშვიდობებით. გაილამაზეთ ზაფხული ფერადი ხელნაკეთი სამკაულით და იყავით მომხიბვლელი.
თეა ინასარიძე

ჟურნალი “და ქალი”

Advertisements

2 thoughts on “Poly Crea – ნინო კიკნაძისაგან

    • ნინო, ძალიან ბევრი ნინო ნადირაშვილი ამომიგდო და იქნებ შენ მომძებნო? Tea Inasaridze (ავტორი) – ასე მიპოვი 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s