DeaPax – დეას სამყაროში

Image

ჩვენი  მორიგი აღმოჩენა, პროექტის სხვა მონაწილეებთან შედარებით, ასაკით ყველაზე პატარა გახლავთ. – „თვითმარქვია ფოტოგრაფი“, როგორც თავად უწოდებს საკუთარ თავს, ოცი წლის, უნიჭიერესი გოგონა  – დეა სანაძეა.

დეა, მოგვიყევი, როგორ დაიწყე ეს საქმიანობა?

დეა სანაძე

ფოტოგრაფიით ბავშვობიდან ვიყავი დაინტერესებული.  პირველი კადრი მამამ გადამაღებინა.უბრალოდ მომცა აპარატი და მითხრა რომ მისთვის ფოტო გადამეღო.ალბათ აქედან დაიწყო ყველაფერი.ხშირად  ბაბუაჩემის ფოტო ალბომებს ვათვალიერებდი ხოლმე.ვოცნებობდი რეჟისორობაზე და მივხვდი რომ ფოტოთიც შემეძლო რაიმეს თქმა,მოყოლა.ჩემთვის მთავარი ჰომ არა მხოლოდ ლამაზი კადრი და ადგილია,არამედ ემოციის,განწყობის მოტანაა.

Image

შეიძლება ითქვას, რომ თვითნასწავლი ფოტოგრაფი ვარ.დაახლოებით  13 წლის ასაკიდან ვიღებდი ფოტოებს. თავიდან  სულ მიფუჭდებოდა კადრები, მოგეხსენებათ, ფირზე მუშაობა დიდ პრაქტიკას მოითხოვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფოტოაპარატი  არ გამიშვია ხელიდან, პირიქით, უფრო მეტი მონდომებით და შემართებით მოვეკიდე ამ საქმეს.ვეცნობოდი სხვა ფოტოგრაფების შემოქმედებას, ვკითხულობდი ლიტერატურას, ამ თემაზე  და ბევრი გადაღებისა თუ იმედგაცრუების შედეგად მოვედი აქამდე.

Image

 სად სწავლობ?

ვსწავლობ სამხატვრო აკადემიაში. მედია ხელოვნების ფაკულტეტზე, კომპიუტერული გრაფიკის სპეციალობაზე. მესამე კურსზე ვარ.

ძალიან საინტერესო გარემოა არჩეული შენს ფოტოებში. უცნაური და ზოგჯერ იდუმალი ადგილები. როგორ არჩევ, სად გადაიღო ფოტოსესია?

– ხშირად მიწევს ქალაქგარეთ გასვლა, რომ ასეთი ადგილები აღმოვაჩინო. ხან შემთხვევით ვპოულობ, მომეწონება. მერე ვარჩევ გოგოს, რომელიც მოუხდება იმ კონკრეტულ ადგილს.

ImageImage

შეიძლება უბრალოდ დანგრეული შენობა ვნახო და კედელი მომეწონოს, ან მიტოვებული მანქანა, ბუნება და ა.შ.

რა პარამეტრებით არჩევ მოდელს გადაღებისთვის?

ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი ის, რომ მოდელს, რომელსაც მე ვიღებ, აუცილებლად მოდელის პარამეტრები ჰქონდეს ან ტიპიური სილამაზით იყოს გამორჩეული. ხშირად უბრალოდ ქუჩაში გამიჩერებია ვიღაც, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც მივსულვარ. როდესაც დავინახავ გოგონას მაშინვე ვხვდები რომ ის აუცილებლად უნდა მოხვდეს ჩემი ობიექტივის წინ.ასე რომ არ შემიძლია არ მივიდე.ვიცი რომ ამას როდისმე ვინანებ.სინანულის გრძნობა კი ძალიან არ მიყვარს. ვეუბნები, რომ მათი გადაღება მინდა. თავიდან, ბუნებრივია იბნევიან, რადგან უმეტესობა მათგანისთვის არავის უთქვამს მსგავსი რამ. შეიძლება ვნახო გოგო, მკვეთრი მაკიაჟით და სულ სხვა სტილში გადავიღო. მაგალითად, – უმაკიაჟოდ, თოვლში…

ImageImage

გვიამბე წითურების პროექტზე?

მე პერიოდულად ვგეგმავ ხოლმე სხვადასხვა პროექტებს. ერთ-ერთი მათგანი იყო წითურების პროექტი. მინდოდა შემეკრიბა წითურები და ოთხივე დროის მიხედვით გადამეღო.  პირველ სერიაში მხოლოდ ათამდე წითური მყავს. შემდეგ, დროთა განმავლობაში ვაგროვებდი მათ. ქუჩაში ვაჩერებდი, სავიზიტო ბარათს ვაძლევდი.. ჩემი მეგობრებიც მეხმარებოდნენ და ასე მოვაგროვე…

ImageImage

მათ ჩაცმულობაზეც შენ ზრუნავ?

დიახ. მე ვარჩევ ხოლმე რა უნდა ჩაიცვან.ხშირად დეტალურად ვუხსნი როგორი ჩაცმულობა მჭირდება ამა თუ იმ სერიისთვის და მოდელებიც შეძლებისდაგვარად მეხმარებიან.ხშირად ყოფილა  უცნობი ადამიანები გამომხმაურებიან და შემოუთავაზებიათ ის ნივთი რასაც ვეძებდი.ამას ძალიან ვაფასებ. ფოტოში ჰომ ხშირად ძალიან უმნიშვნელო დეტალიც მნიშვნელოვანია.სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ დამიკავშირდა ერთ-ერთი დიზაინერი, რომელმაც თავისი სურვილით შემომთავაზა, გამომეყენებინა გადაღებების დროს კოსტიუმები მისი კოლექციიდან. საკმაოდ ძვირადღირებული კოლექციაა და ჩემთვის ეს დიდი პატივია.

ImageImage

გამოფენა თუ გქონია ან კონკურსში თუ მიგიღია მონაწილეობა?

სხვდასხვა ფოტო კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა,ჯგუფური გამოფენებიც მქონია აკადემიაში და სხვა საგამოფენო დარბაზებში.რაც შეეხება პერსონალურ გამოფენას არ მქონია. ვეძებ ისეთ სივრცეს, რომელიც მომეწონება. თან მინდა, რომ პერფორმანსის სტილში გავაკეთო.ერთ პროექტს ვგეგმავ, რომელიც ბალერინებს შეეხება და ძალიან მინდა, რომ ამ თემას მივუძღვნა.ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა,რომლის სახელის იქნება ‘’ვუძღვნი ბაბუაჩემს,თენგიზ სანაძეს’’ ჩემი ოჯახის წევრებიც ამ სფეროში მოღვაწეობდნენ… ბაბუა იყო ბალერონი,თენგიზ სანაძე და ისიც იღებდა სურათებს. ჩემი ინტერესი ფოტოგრაფიისადმი, მისი დამსახურებაცაა. ყველაფერი დეტალურად მაქვს წარმოდგენილი.მინდა ვიდეო ჩანახატიც მოვამზადო .ბევრმა მეგობარმა დახმარების სურვილიც გამოთქვა.იმედი მაქვს ყველაფერი კარგად ჩაილის.

Image

რთულია, მიიღო მოდელისგან, რომელსაც იღებ, ის ემოცია რომელიც შენ კონკრეტულ სიტუაციაში გჭირდება?

დაწყება ყოველთვის რთულია, რადგან იშვიათად ხდება, რომ პირველივე კადრიდან გაიხსნას მოდელი. მინიმუმ ერთი საათი მჭრდება იმისთვის, რომ ვიგრძნო რომ ის უკვე მარტოა ჩემთან ერთად. სრული თავისუფლება რომ მივცე, ძალიან ხელოვნურ პოზას მიიღებს. ჩემი პოზა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი და არ გავდეს დადგმულს. ამ საკითხში შეთანხმება  ცოტა რთულია ხოლმე. მე ვცდილობ, რომ მოდელს ავუხსნა რა მინდა ,თუმცა გადაღების დროს ლაპარაკი არ მიყვარს. საბოლოოდ კადრი მაშინ გამოდის ბუნებრივი ,როდესაც მოდელიც იგრძნობს იგივეს რასაც მე ვგრძნობ იმ მომენტში.მან უნდა გადმოსცეს ემოცია.იმიტომ რომ კადრი ჰომ მე თვითონ ვარ.მე ვლაპარაკობ  კადრებით.კადრებს წინასწარ ვხედავ ხოლმე, წარმოვიდგენ და ვიცი რა მინდა. გადაღების დროს, რა თქმა უნდა არის ისეთი კადრებიც ან რაკურსი,  რომელიც  უშუალოდ გადასაღებ ადგილზე მოდის…

ImageImage

შენ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი ?

მიუხედავად იმისა ,რომ ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია ის არ არის ჩემი უმთავრესი დაინტერესება.რაც დრო გადის უფრო მეტი სფეროთი ვინტერესდები.ვფიქრობ,დრო მუდამ ახლის ძიებაში უნდა გამოიყენო და სურვილი თუ დიდია ყველაფერი გამოვა.უბრალოდ ის რასაც აკეთებ ბოლომდე უდნა გააკეთო ,თავი არ დაზოგო და მაქსიმალურად დაიცალო.მინდა მივაღწიო იმას,რის გამოც დავიწყე ფოტოგრაფობა. დიდი სურვილი მაქვს ახლო მომავალში ვიდეო ჩანახატების გადაღება დავიწყო,სადაც შემეძლება ჩემი ფოტოების გაცოცხლება.იმედი მაქვს მაგისტრის ხარისხს რეჟისორისა და ფსიქოლოგიის პროფესიის განხრით დავიცავ.ეხლა მხატვრულ ჩანახატებზე და ესკიზებზე ვმუშაობ,რომლებსაც მაისურებზე ვასრულებ.

Image

სად შეუძლიათ დაინტერესებულ პირებს ნახონ შენი შემოქმედება სრულად?

მაქვს ფეიჯი ფეისბუქზე – DeaPaxPhotography.ამავე სახელით ვარ დარეგისტრირებული სხვადასხვა უცხოურ საიტებზეც. ხელნაკეთი მაისურების ფეისბუქ მისამართია

Handmade T-Shirts From Deapax. ახლო მომავალში მექნება პირადი საიტი DeaPax.com

შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?

მიუხედავად იმისა ,რომ ფოტოგრაფია ჩემთვის ჰობზე მეტია ის არ არის ჩემი უმთავრესი დაინტერესება.რაც დრო გადის უფრო მეტი სფეროთი ვინტერესდები.ვფიქრობ,დრო მუდამ ახლის ძიებაში უნდა გამოიყენო და სურვილი თუ დიდია ყველაფერი გამოვა.უბრალოდ ის რასაც აკეთებ ბოლომდე უდნა გააკეთო ,თავი არ დაზოგო და მაქსიმალურად დაიცალო.მინდა მივაღწიო იმას,რის გამოც დავიწყე ფოტოგრაფობა. დიდი სურვილი მაქვს ახლო მომავალში ვიდეო ჩანახატების გადაღება დავიწყო,სადაც შემეძლება ჩემი ფოტოების გაცოცხლება.იმედი მაქვს მაგისტრის ხარისხს რეჟისორისა და ფსიქოლოგიის პროფესიის განხრით დავიცავ.ეხლა მხატვრულ ჩანახატებზე და ესკიზებზე ვმუშაობ,რომლებსაც მაისურებზე ვასრულებ.

Image

Advertisements

One thought on “DeaPax – დეას სამყაროში

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s