ბედნიერება

Image

რა არის ბედნიერება? ბედნიერება უმაღლესი კმაყოფილების შეგრძნებაა, რომელიც, როგორც წესი, დიდხანს არ გრძელდება. ბედნიერებისთვის მუდმივი სტიმული ან მიზანია საჭირო. ბედნიერება სხვადასხვაგვარია, მაგრამ ყველა ადამიანს ერთნაირად სურს ის.

ბედნიერებისათვის არ არის აუცილებელი, მაინცდამაინც “ფერარი” გყავდეთ, ან ლატარიაში მილიონი მოიგოთ. ბედნიერება შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო რამაც მოგიტანოთ; მაგალითად ძველი, დაკარგული მეგობრის მოულოდნელმა სატელეფონო ზარმა, ან გამვლელის უნებლიე ღიმილმა. ჩიტების ჭიკჭიკმა თუ წვიმის წკაპუნმა… ბედნიერება ყველგანაა. ჩვენს ირგვლივ. ყველა ადამიანში, უბრალოდ უნდა შეგვეძლოს მისი დანახვა, გაცნობიერება და შეგრძნება.

_ “ მე ვტიროდი იმიტომ, რომ არ მქონდა ფეხბურთის სათამაშო კეტები, მაგრამ ერთხელ შევხვდი ადამიანს, რომელსაც არ ჰქონდა ფეხები”… _ ეს უდიდესი სიტყვებია! ბავშვობაში არც მე მქონდა ორთვლიანი ველოსიპედი, მაგრამ მე მქონდა ჩემი შექმნილი სამყარო, სადაც ყველა გმირი კეთილი იყო და მე ჩემი ველოსიპედით ყოველ საღამოს დავსეირნობდი ლამაზად მორთულ ქუჩებსა და ბაღებში. თუ რაღაცის გამო, თავს უბედურად ვგრძნობდი, მაშინვე ვიწყებდი ფიქრს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ჩემზე ათიათასჯერ ცუდ მდგომარეობაში იყვნენ. ყოველთვის უნდა იყო მადლიერი იმისთვის რაც გაქვს. ბევრი ოცნებობს რომ ჰქონდეს სახლი, ჰყავდეს მშობლები, მეგობრები, სამსახური და ა.შ.

თუ ნეგატიურ ფიქრებს, პოზიტიურით შეცვლით, ბედნიერ ცხოვრებას უფრო მიუახლოვდებით! დამტკიცებულია, რომ ფიქრებს დიდი ძალა აქვს. ადამიანები, რომლებიც მუდამ ნეგატიურად ფიქრობენ, ფიქრობენ იმაზე, რაც არ სურთ, რაც არ მოსწონთ, ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდიან, რადგან მიიზიდავენ იმას, რასაც “უიღბლობას” ეძახიან. ადამიანს, რომელიც მუდმივად ცუდ ხასიათზეა და ცხვირ-პირი ჩამოსტირის, ყველა მოერიდება. განწყობა გადამდებია! როგორც ცუდი, ასევე კარგი.

უბრალოდ სცადეთ

შეცვალეთ სიტყვა “უნდა” სიტყვა “მინდათი”. ხშირად ხდება, როდესაც ადამიანი ვალდებულების გამო აკეთებს რაღაცას. ეს არასწორია. არც ერთი ადამიანი არ არის ვალდებული რომ რაღაც გააკეთოს. რასაც აკეთებთ, აკეთებთ იმიტომ, რომ თქვენ ეს გინდათ. _ “მაღაზიაში უნდა ჩავიდე”, ამის ნაცვლად თქვით: _” მინდა მაღაზიაში ჩასვლა პროდუქტების საყიდლად”, ასე ნეგატიურ ენერგეტიკას აიცილებთ თავიდან.

“სხვა გზა არ მაქვს, ჯერ უნდა დავასრულო სამუშაო და შემდეგ წავიდე წვეულებაზე!”_ ეს არასწორია! გამოსავალი ყოველთვის არსებობს! არჩევანი თქვენზეა დამოკიდებული, რადგან თქვენ ირჩევთ ყოველთვის როგორ მოიქცეთ. თქვენ თავად აანალიზებთ სიტუაციას, აკეთებთ შედეგის პროგნოზს, ადარებთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს და ამ ყველაფერზე დაყრდნობით ღებულობთ გადაწყვეტილებას. ასეთ სიტუაციაში უმჯობესია თუ იტყვით: _ “უფრო ჭკვიანური იქნება, თუ დავასრულებ სამუშაოს და მერე წავალ წვეულებაზე!”

“არ შემიძლია!” _ რამდენჯერ გითქვამთ ეს სიტყვა? მაშინაც, როცა არ იყო სიმართლე? “აღარ შემიძლია სიარული, აღარ შემიძლია წერა, არ შემიძლია ამ ადამიანთან ურთიერთობა” და სხვა. არსებობს ფრაზა: _ “არ მინდა!” _ “არ შემიძლია ამ ადამიანთან ურთიერთობა”, ამის ნაცვლად თქვით: _ “არ მსურს ამ ადამიანთან ურთიერთობა!”

“შეუძლებელია”_ დაიმახსოვრეთ, რომ შეუძლებელი არაფერია! 1998 წელს, მსოფლიოში ყველაზე მაღალი მწვერვალი _ ევერესტი, ინვალიდმა დაიპყრო! მთავარი სურვილი, მონდომება და მოქმედებაა!

“არასოდეს” _ არასოდეს თქვა არასოდეს! შეიძლება თქვენს ცხოვრებაში ისეთი რაღაც მოხდეს, რისი წარმოდგენაც “არასოდეს” შეგეძლოთ.

ადამიანის ორგანიზმს აქვს აღდგენის უნარი. ჭრილობა ხორცდება. დაავადება იკურნება. ადამიანები, რომლებიც დეპრესიაში არ ვარდებიან და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებენ, გაცილებით სწრაფად იკურნებიან.

“ეს დასასრულია”! _ ბევრი ადამიანისაგან გამიგია ეს სიტყვები. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება ეტაპი, როცა რაღაც სრულდება, მაგრამ ყველა დასასრულს, რაღაც ახლის დასაწყისი მოყვება! ყოველ ადამიანში არის უდიდესი ძალა, თუ ადამიანი თავის თავს დაძლევს, და მოერევა, მას წინ ვეღარაფერი აღუდგება.

ყველას შეგიძლიათ შეცვალოთ ის, რაც არ მოგწონთ, შეცვალოთ კარგისკენ! გინდათ, რომ იყოთ ბედნიერი? _ მაშინ იყავით!

Advertisements

8 thoughts on “ბედნიერება

  1. ძალიან სასარგებლო რჩევებია,მართლაც და ასეა 🙂 …ერთხელ ჩემს ბავშვობაში მამამ მითხრა: ,,არასდროს სთქვა სიტყვა ,,მეზარება”, ეს დიდი სირცხვილიაო”.. მართლაც არ ვამბობ ამ სიტყვას, მეზარება ზოგჯერ,მაგრამ მაშინვე მამას სიტყვები მახსენდება და ეს დაზარებაც ქრება 🙂

  2. მაგარია, თეა…ძალიან მომეწონე…რამდენიმე შენი სტატია(თუ წერლი) წავიკითხე…მომინდა, ჩემი შვილებსაც წაეკითხათ….მადლობა….მე კიდევ დაგიბრუნდები…:*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s