ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები

Image

ჰარვარდის გამოჩენილმა ფსიქოლოგმა გორდონ ოლპორტმა, ცრურწმენის კლასიკური განსაზღვრება ჩამოაყალიბა: – „ცრურწმენა არის მცდარ და ჯიუტ განზოგადებაზე დაფუძნებული ანტიპათია. იგი შეიძლება გამოხატულ იქნეს ადამიანთა გარკვეული ჯგუფის ან მისი ცალკეული წევრების მიმართ“.

უძველესი დროიდან მოყოლებული, დღემდე ბევრს სჯერა ცრურწმენების… ზოგი ცდილობს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ორშაბათ დღეს არ მიიღოს. ზოგს 13 რიცხვის ეშინია, ზოგს შავი კატის შეხვედრის და სხვა მრავალი.

ცნება „ცრურწმენა“, როგორც სხვა ცნებები (მაგალითად, ჭეშმარიტება, სიცრუე, ცდუნება) განუსაზღვრელია და ამა თუ იმ წარმოდგენის ცრურწმენასთან დაკავშირება, უმეტეს შემთხვევაში – სუბიექტურ ხასიათს ატარებს. როგორც წესი, ცრურწმენებს მიეკუთვნება წარმოდგენები, რომლებიც ერთმანეთთან აკავშირებს საგნებს და მოვლენებს, რომელთა შორის შეუძლებელია ობიექტური კავშირის დამყარება. (მაგალითად, რთულია წარმატებას და რიცხვ 13 -ს შორის კავშირის დადგენა).

ძალიან ხშირად, ჩვენ ვაკეთებთ რაღაცეებს მხოლოდ იმიტომ, რომ ასეა „მიღებული“, მაგრამ  მათი ისტორიების ან მიზეზების შესახებ, არაფერი ვიცით და ვერც ვხვდებით…

გადავწყვიტე, განვიხილო ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები, რომლებისაც ბევრ ადამიანს უბრალოდ ბრმად სწამს და ეშინია.

1. რატომ ითვლება სარკის გატეხვა ცუდის მომასწავებლად?

Image

ძველ დროში, თურმე ბევრს სწამდა, რომ როდესაც ადამიანი სარკეში იყურება, ის საკუთარ სულს ხედავს. ანუ, სარკეში ადამიანის სული აირეკლება. აქედან წარმოიშვა ცრურწმენა, თითქოს სარკის გატეხვა ავს მოასწავებს.

ცუდი იღბალის თავიდან ასაცილებლად, სარკის გატეხვიდან 7 საათში, გატეხილი სარკის ნამსხვრევები მთვარის შუქზე, მიწაში უნდა ჩაიფლას.

2. რატომ არ უნდა მოვიმოქმედოთ არაფერი პარასკევს, 13 რიცხვში?

ეს ცრურწმენა, – 13 – პარასკევი, სავარაუდოდ საწყისს ძველი აღთქმიდან იღებს. ითვლება, რომ ამ დღეს, კაენმა მოკლა თავისი ძმა – აბელი. საუკუნეების შემდეგ, ამ ლეგენდის ირგვლივ სხვადასხვა მოსაზრებები ამოიზარდა და გავრცელდა, რომლებმაც 13 რიცხვს უბედურების და ხიფათის აურა მიაწერა.

მაგალითად, საიდუმლო სერობაში 13 მონაწილე იყო. იუდას ღალატი კი სახარების მეცამეტე თავშია ნახსენები.

13 რიცხვის შიში, ხშირად პანიკურ ხასიათს ატარებს. მაგალითად, ფრანკლინ რუზველტი, არასოდეს არ მიდიოდა სამოგზაუროდ 13 რიცხვში. ზოგიერთ საავადმყოფოში არ არის მე-13-ე პალატა, ხოლო ზოგიერთ სასტუმროში – მე-13-ე სართული. ამბობენ, რომ ოჯახში, სადაც ცამეტი ბავშვი დაიბადება, ერთ-ერთი მათგანი აუცილებლად გახდება დამნაშავე.

3. რატომ არ შეიძლება რაღაცის გადაცემა კარის ზღურბლიდან?

Image

დარწმუნებული ვარ, იცნობთ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს არ გესალმებიან და არ გაწოდებენ რაღაცას კარის ზღურბლიდან. როგორ ფიქრობთ, საიდან მოდის ამ უცნაური ცრურწმენის ფესვები?

როგორც აღმოჩნდა, უძველეს დროში, კრემაციის შემდეგ,  წინაპრების ნაცარს ფლავდნენ კარის ზღურბლთან და ცდილობდნენ, რომ არ შეეწუხებინათ ისინი, რაღაცის გადაწოდებით. ამავე მიზეზის გამო, არ შეიძლებოდა კარის ზღურბლზე ჩამოჯდომა ან შეყოვნება.

 

4. რატომ არ შეიძლება დავბრუნდეთ შუა გზიდან?

ეს ცრურწმენაც ზღურბლის გადაკვეთას უკავშირდება. კარის ზღურბლი ასოცირებულია როგორც საზღვარი ორ სამყაროს შორის.

თუ არ გამოვიდა ის, რისთვისაც წავიდა ადამიანი, უკან უკმაყოფილო დაბრუნდება, ზღურბლზე მას წინაპრების სულები ელოდებიან. ამბობენ, რომ დაბრუნებისას, წარუმატებლობის ნეიტრალიზაციისთვის, საჭიროა მეორედ გასვლის წინ სარკეში ჩახედვა. ასე, ადამიანი თითქოს ძალებს და ენერგიას გაიორმაგებს.

5. შავი კატა

13 რიცხვისაგან განსხვავებით, რომელსაც უმეტეს ქვეყნებში არ სწყალობენ, ამ ცხოველთან მიმართებაში, საქმე  არ არის ერთმნიშვნელოვნად. ეგვიპტეში, კატას ეთაყვანებოდნენ და მას წმინდა ცხოველად მიიჩნევდნენ.

აღმოსავლეთში მას უბრალოდ ანადგურებენ. განსაკუთრებით კორეაში, რადგან კატა მათი აზრით ეშმაკის მოციქულია. ევროპელები, სამფერიან კატას წარმატების მომტანად თვლიან.

შავ კატებს მრავალ ქვეყანაში ერიდებიან, რადგან ნეგატიური ენერგიის ეშინიათ, რომელსაც თითქოს შავი კატები ატარებენ. გარკვეულწილად, ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ შავი ფერი ასოცირებულია მწუხარებასთან, გლოვასთან და სიკვდილთან.

ოდითგანვე, ჯადოქრები და ალქაჯები ყველგან მხოლოდ შავ მოსასხამებში ჩნდებოდნენ.

ბრიტანელები კი პირიქით, შავი კატის შეხვედრას დიდ წარმატებას უკავშირებენ.

6. რატომ არ უნდა გადავიხადოთ 40 წლის იუბილე?

40 წელი – ერთადერთი თარიღია, რომლის აღნიშვნაც არ არის მიღებული. განსაკუთრებით კი მამაკაცებისთვის.

ეს ცრურწმენა გაჩნდა რიცხვი „40“-ის სიკვდილთან დაკავშირების შემდეგ. კიევში მიღებული იყო „მიცვალებულთა შემოწმება“ სხეულის ხრწნადობის დასადგენად. ამ შემოწმების დრო მე-40-ე  დღე იყო. დღემდე, რიცხვი 40 პირდაპირ ასოცირდება დაკრძალვის ტრადიციებთან. ის ემთხვევა მიცვალებულის ხსოვნის დღეს, მისი სიკვდილიდან. ყველა რელიგიაში, რიცხვი 40 ფატალურად მიიჩნევა.

7. რა მიზეზით არ ღირს სახლიდან პირდაპირ გამოსვლა, თუ არ ჩამოჯექი სადმე ცოტა ხნით?

ეს ცრურწმენა დაფუძნებულია ადამიანთა რწმენაზე  სულებთან მიმართებაში. ადრიდანვე ითვლებოდა, რომ სახლის სულები ებღაუჭებიან ადამიანებს, ხელს უშლიან მას სახლის დატოვებაში და ცდილობენ მის უკან დაბრუნებას. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ „წარმატებული გზა“ არ იქნებოდა.

გამგზავრების წინ თუ ჩამოჯდებოდა ოჯახის წევრი, სულების შეცდომაში შეყვანას შეძლებდა. თითქოს, არსადაც არ აპირებდა წასვლას…

8. რატომ არ შეიძლება დანიდან შევჭამოთ რაიმე?

ითვლება, რომ დანიდან ჭამის გამო, შეიძლება გახდე ბოროტი. საიდან გაჩნდა ასეთი ცრურწმენა? აღმოჩნდა, რომ დანას უძველესი ისტორია გააჩნია.

ის ერთ-ერთი პირველი თავდაცვის და საბრძოლო იარაღია. თავდაპირველად, ის მხოლოდ მეტალის ნივთი კი არ იყო, არამედ ნივთი – საკრალური მნიშვნელობით. დაცვითი იარაღი, როგორც რეალური საფრთხის შემთხვევაში, ისე უწმინდურ ძალებთან მიმართებაში. ასეთი ძლიერი მაგიური ნივთი ითხოვს განსაკუთრებულ მოპყრობას. დანით ჭამა კი, იმ სულებს გააბრაზებს, რომლებსაც ადამიანის გაბოროტება შეუძლიათ.

ამ ყველაფერთან ერთად, დანიდან ჭამით შეიძლება რამე გაიჭრა კიდეც.

9. გზაჯვარედინი

Image

გზაჯვარედინი, უძველესი დროიდან მისტიკურ ადგილად მიიჩნევა. ადგილი, სადაც გადაიკვეთება პარალელური სამყაროები. ასეთ ადგილებში მრავალი რიტუალები ხორციელდება. რომლებიც უმეტეს შემთხვევაში, არ გამოიყენება კარგი მიზნებისთვის.

ითვლება, რომ უიღბლობა ან ავადმყოფობა რაღაც ნივთზე რომ „გადავიტანოთ“ და გზაჯვარედინზე გადავაგდოთ, შესაძლოა მისგან სამუდამოდ განვთავისუფლდეთ. სწორედ ამიტომ, სხვისი პრობლემები რომ არ გადმოვიდეს ჩვენზე, არ ღირს გზაჯვარედინზე ნაპოვნი ნივთის წამოღება.

10. რატომ არ უნდა გადავყაროთ ნაგავი მზის ჩასვლის შემდეგ?

 Image

ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ცრურწმენაა, რომელიც თითქმის ყველა ადამიანმა იცის. საიდან წარმოიშვა ის?

ამ ცრურწმენის ახსნაც კეთილ და ბოროტ სულებს უკავშირდება. იმისთვის, რომ კეთილი სულები შემოსულიყვნენ სახლში ღამით, საჭირო იყო მათ დასახვედრად მომზადება. ამისთვის კი, ოჯახის წევრებს სახლიდან ნაგავი უნდა მოეცილებინათ. ვინც ვერ მოასწრებდა ნაგვის გადაყრას მზის ჩასვლამდე, მხოლოდ ბოროტ სულებს მოიზიდავდა.

რელიგიის კუთხით, ცრურწმენა მეტად სახიფათოა. ცრუმორწმუნე ადამიანი, უმნიშვნელო მოვლენასაც დიდ ყურადღებას აქცევს. ერთი სიტყვით, ის არარაობაზე აგებული სარწმუნოებაა. ცრუმორწმუნე ადამიანი, საკუთარ წარუმატებლობას რაღაც ნიშნებს აბრალებს. ზოგიერთი ორშაბათობით საქმიანობას სახიფათოდ მიიჩნევს; გარკვეულ კატეგორიას კი რიცხვი 13 აშინებს. ზოგიერთს ჩანგლის დავარდნა სტუმრის მომასწავებელი ჰგონია და ა.შ.

ვინც კვირადღე გაუთავებელ სმა-ჭამაში გაატარა, სწორედ მათთვისაა მძიმე დღე ორშაბათი. ამიტომაც, ორშაბათის შიშით საქმის გადადება, არა მარტო საღ აზრს მოკლებული ცრურწმენაა, არამედ ღვთის შეურაცმყოფელიცაა, რამეთუ ყოველი დღე ღვთისაგან კურთხეულია.

Advertisements

3 thoughts on “ყველაზე გავრცელებული ცრურწმენები

  1. მე ყველაზე მეტად ის ცრურწმენა მიშლის ნერვებს, ორშაბათს რომ თავის დაბანა არ შეიძლებაო და მგონი ოთხშავათსაც… 😦 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s