თამაში (ნაწილი მეორე)

Image

თავი 1 – სხვენი

ფრთხილად, მია! ფეხი არ ჩაგივარდეს
სალიმ მიას ხელი მიაშველა და სხვენზე ასვლაში დაეხმარა.

– ხომ მშვიდობა გაქვთ? – ამოსძახა გოგოებს ნინიმ, რომელიც ქვემოთ დარჩენილიყო.

ჯერ კიი

მია წელში გასწორდა და სხვენი მოათვალიერა.

დიდი, დაწნული ხის გოდრები! – წარმოთქვა მან და გოდრებისკენ გაემართა. სხვენში დაშორებული კრამიტებიდან მზის სინათლე სხივებად შემოდიოდა და ზოლებად ეცემოდა იქაურობას.

– ზუსტად ისეა, როგორც ტრიქსტერის დღიურში! – ხმამაღლა თქვა სალიმ და ფეხი ჟანგიან კონსერვის ქილას გაჰკრა.

ამოვიდე?

– როგორც გინდა, ნინ… მგონი, აქ განსაკუთრებული არაფერია! გოდრები აბლაბუდის ქსელითაა სავსე. – ჩასძახა მიამ ნინის.

მია, ეს ნახე? – სალი ხის ძელზე თოკით ჩამოკიდებულ ტომარასთან მივიდა და ფრთხილად ატაკა თითი. ტომარა გაქანავდა.

– ეგ რა არის?

რა ვიციცოტა მეშინია ხელის მოკიდება! რამე საშინელება არ იყოს შიგნით

– მაგალითად?

რა ვიცი, მიარამე არ იყოს მკვდარისაშინლად მეშინია მკვდარი ცხოველების ან ფრინველებისსადმე რო დავინახო, შეიძლება გულიც წამივიდეს

– მოიცა, მე გავხსნი!

მიამ თოკი გახსნა. ტომარა დაბლა ჩამოვარდა და დავარდნისას მტვრის კორიანტელი დააყენა. მია დაიხარა და ორი თითით გადასწია ტომრის პირი… ტომარაში ნაჭრებში გადახვეული პატარა დიქტოფონი იდო.

გოგოებმა დიქტოფონი დაბლა ჩამოიტანეს და ჩართეს.

მეორე დღეა, რაც ამ ცისფერ სახლში არიან. წინა დღეს იქაურობა მიალაგეს და ყუთებიდან ამოაწყვეს ყველაფერი… საღამოს სოფელი დაათვალიერეს და დარწმუნდნენ, რომ მართლაც ცივილიზაციას მოწყვეტილია ეს ადგილი.

სოფელში დარჩენის გადაწყვეტილება ერთად მიიღეს. მოილაპარაკეს, რომ ერთი-ორი დღით გაჩერდებოდნენ და დააკვირდებოდნენ მოვლენების განვითარებას. სალის არ ტოვებდა შეგრძნება, რომ ტრიქსტერი სადღაც მათ სიახლოვეს ტრიალებდა…

სხვენის გასაღები მეორე დღეს, – ძველებურ კედლის ფეჩში იპოვეს, როდესაც ყველა კუთხე-კუნჭული საგულდაგულოდ გადაჩხრიკეს.

დიქტოფონიდან მოულოდნელად მამაკაცის ბოხი ხმა გაისმა:

– თუ ამას უსმენთ, ესე იგი, უკან არ დაიხიეთ და სწორ გზას ადგახართ… თამაშის მეორე ნაწილი გაცილებით რთული იქნება. თქვენ ჩემი დღიური გაქვთ! მაგრამ არა სრულად… მას ფურცლები აკლია, რომლებიც მინიშნებებს წარმოადგენს. ეს ფურცლები დაგეხმარებათ თავსატეხების ამოხსნაში და სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება გაბნეული. ასე რომ, სანამ დავალებებს ამოხსნით, ჯერ ფურცლების პოვნა მოგიწევთ.

ნუ ეცდებით, რამე გაიგოთ “სფეროს” შესახებ, რადგან დროს ტყუილად დაკარგავთ! მიყევით დინებას და ითამაშეთ!

გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თამაშის შეწყვეტისაკენ მოგიწოდებენ. ზოგიერთმა მათგანმა შეიძლება თავი გმირადაც მოგაჩვენოთ, რომელიც თქვენს დასაცავად ყველაფრისთვის მზადაა, მაგრამ გახსოვდეთ, – ეს მხოლოდ და მხოლოდ ფარსია!

ყველა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს! ამიტომ ნუ ენდობით ადამიანებს, რადგან ყველა ტყუის!

გაუფრთხილდით მედალიონებს! არასოდეს მოიხსნათ! ისინი კიდევ დაგჭირდებათ…
ამჯერად გუნდური პრინციპით მოგიწევთ თამაში. აქ არ იქნება გამარჯვებული ან წაგებული…

არ დაცილდეთ ერთმანეთს! ჩემს პოვნას შეძლებთ, თუ ერთად იმოქმედებთ! ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის!

იმისთვის, რომ ჩემთან მოხვიდეთ, ძალიან ბევრი უნდა იაროთ! ბევრი კი იმიტომ უნდა იაროთ, რომ იპოვოთ კოდი. კოდი დაგჭირდებათ, რომ გაიგოთ, ვინ ვარ!

კოდი სხვადასხვა რიცხვისა და ლათინური ასოების კომბინაციას წარმოადგენს!
ყოველი ციფრი სათითაოდ უნდა ეძებოთ! სრულად კოდი მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის და ეს ადამიანი მე ვარ!

კოდის პირველი ციფრი – ცხოველის სახელის პირველი ასოა. იმისთვის, რომ იპოვოთ ცხოველი, თქვენ ჯერ უნდა მოძებნოთ ოჩოპინტრე!

ოჩოპინტრე, რა თქმა უნდა, ტყეშია! ის თავისი საქმის პროფესიონალია და ძალიან კარგად იმალება. თუ ოჩოპინტრეს იპოვით, ცხოველის მოძებნაც არ გაგიჭირდებათ, რადგან ოჩოპინტრეს ცხოველი მუდამ ხელთ აქვს…

ყველაფერი პირობითია!

ცისფერ სახლში ჩამოსვლას მაშინ შეძლებთ, როცა მოისურვებთ! – ოღონდ ამ ადგილის შესახებ არავის არაფერი უთხრათ! – თქვენივე უსაფრთხოებისთვის!

სასაფლაოს გავლით, ტყისკენ მიმავალ გზაზე გახვალთ…

ვითამაშოთ?

***
გოგოები გახევებულები იდგნენ და ჩანაწერს უსმენდნენ.

ვაიმე, ეს რა იყო?.. ეს ტრიქსტერის ხმაა?

– ჰო… ტრიქსტერის ხმაა! მე მოსმენილი მქონდა! – თქვა სალიმ და მაგიდაზე ჩამოჯდა.

მოიცა, ტყეში უნდა ვიპოვოთ ოჩოპინტრე?.. ხუმრობს?..

– ასეც ვიცოდი, გოგოებო! იმ დღიურში არ იქნებოდა ტყუილად ამოხეული ის ფურცლები… – წამოიძახა მიამ.

მე ის ფრაზა მიტრიალებს გონებაში, – თავს გმირებად მოგაჩვენებენონეტა ვინ იგულისხმა?

– ვაიმე, არ ვიცი, სალ და ინტერესი მკლავს! ნეტა ვაკო ხო არ იგულისხმა? – თქვა ნინიმ და სიგარეტს მოუკიდა.

მეც ეგ გავიფიქრე! – დაეთანხმა სალი.

– ან საფრთხე იგრძნო, ან…

ან?

– ან მართალს ამბობს… ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინაა ვაკო…

და არც ტრიქსტერი!

– და არც ტრიქსტერი, მართალია! მაგრამ…

კაცმა არ იცის, რა ორგანიზაციაა და რაში გავყავით თავი, სალ

– იქნებ მართალია ვაკო? იქნებ რაღაც სექტაა? იქნებ მასონებივით ვიღაცეები არიან…

რა ვქნათ?

– გაორებულივით ვარ! მთელი არსებით მინდა თამაში, მაგრამ ამავდროულად, რაღაცა მაბრკოლებს…

ალბათ, შიშიმეც ეგრე ვარ!

– გოგოებო, თამაშის შეწყვეტას ნებისმიერ დროს შევძლებთ, კონტრაქტი არ გვაქვს და არაფერი… მე ინტუიცია მკარნახობს, რომ თუ არ ვითამაშებ, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს გამოვტოვებ ცხოვრებაში… მე ვფიქრობ, ამ ეტაპზე დავუჯეროთ ტრიქსტერს და ერთად ვიყოთ!

და ოჩოპინტრე?.. ალბათ, ზედმეტსახელია ვიღაცის, ვინც ტყეში იმალება! – რატომ უნდა იმალებოდეს ტყეში საგულდაგულოდ? ნეტა თვითონ ხომ არაა?..

– მია, არა მგონია, რომ თვითონ გამოჩნდეს… აბა, რისთვის გვაძებნინებს კოდს?

ჰო, მაგრამრა იცი, რომ გამოჩენილი არაა? ჩვენ ხომ არ ვიცით, ვინ არის? მას თავისუფლად შეუძლია გამოგვეცხადოს რომელიმე თავისი ქვეშევრდომის სახელითრა დაუშლის?

– მართალი ხარ, სალ… თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, მაგრამ მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ტრიქსტერი სულ სხვა ვიღაცაა… – თქვა სალიმ, დიქტოფონი ხელში აიღო და შეათვალიერა.

– რამდენიმე ფრაზა უცნაური მომეჩვენა… რას ნიშნავს, ოჩოპინტრეს ცხოველი ხელთ აქვს?.. ან ის, – ყველაფერი პირობითიაო… და კიდევ, ოჩოპინტრე პროფესიონალიაო… ვაიმე, ინტერესი მკლავს…

ნინიმ სიგარეტის ცარიელ კოლოფში ჩააფერფლა.

მეც ასე მგონია, რომ ამ ჩანაწერშიც მინიშნებები იყოეს ხომ მისი სტილია?

– თქვენ ტყეში ვიღაც ოჩოპინტრეს პოვნა ადვილი საქმე გგონიათ? კაცმა არ იცის, ვინ არის ეგ ოჩოპინტრე…

მოიცა, გამახსენეთ რაა, ოჩოპინტრე რა არსებაა?.. – იკითხა მიამ.

– ცხოველების წინამძღოლი და მფარველია… ოჩოპინტრე თითოეული ცხოველის სულს ფლობს!

– ყველაფერი პირობითიაო… რაღაცას მაიმუნობს აშკარად! შეუძლებელი რომ იყოს მისი პოვნა, არ დაგვავალებდა… – როდის წავიდეთ? დრო არ აქვს მითითებული და ის ოჩოპინტრე სულ იქ ხო არ იქნება?

შეიძლება ტყეში სახლია სადმეან კარავი აქვს გაშლილიწასვლა ხვალ აჯობებს. ახლა გვიანაა! საღამოს ექვსი საათი ნორმალური დროა! აღარ ეცხელება ძაან.

– ე.ი. ვთამაშობთ? – გაიცინა მიამ და ელექტროჩაიდანი ჩართო, რომ ჩაი აედუღებინა.

აბა რა! ვთამაშობთ ბოლომდე! – ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის! – სიცილით უპასუხა სალიმ და თავის მედალიონს ხელი მოუჭირა.

თავი 2 – ოჩოპინტრეს ძებნაში

საღამოს ექვსი საათი შესრულდა თუ არა, გოგოებმა ცისფერი სახლის კარი მედალიონების მეშვეობით დაკეტეს და სასაფლაოსკენ მიმავალ გზას დაადგნენ.

სამივეს ზურგჩანთები ეკიდა, რომლებიც ცისფერ სახლში დახვდათ. ზურგჩანთები ლურჯი ფერის იყო და ზედ “სფეროს” ლოგო იყო გამოსახული.

ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მოხუცი კაცები შეგროვილიყვნენ და რაღაცას ბერძნულ ენაზე საუბრობდნენ. გოგოების დანახვაზე ლაპარაკი შეწყვიტეს და მზერა გააყოლეს.

– რაღაცნაირად მეშინია ამ ხალხის… ძალიან უცნაურები ჩანან… ნეტა, სად იპოვა ეს ღვთისგან დავიწყებული სოფელი? – ხმადაბლა ჩაილაპარაკა მიამ, ნინისა და სალის შორის ჩადგა და ასე გააგრძელა სიარული.

– მართლა სად იპოვა! დღეს დილის ექვს საათზე გამეღვიძა და სხვენზე ისეთი ამბავი იყო, კინაღამ გული გამისკდა… ეგრევე ტრიქსტერის დღიური გამახსენდა, – ჭინკები ქილას აგორავებენო, რომ ეწერა, გახსოვთ?

– სალ, მიას კიდე შენი გულის გახეთქვა უნდა? – გაეცინა ნინის.

– მია კი არა, მე ისე შემეშინდა, კინაღამ გაგაღვიძეთ!

– რატო არ გაგვაღვიძე მერე?

– თქვენი შეშინება არ მინდოდა…

– თაგვები იქნებოდნენ! მაგათ ისეთი ხმაური იციან… ერთხელ ჩვენს სოფელში ვიყავით და კედელში იყო ერთი თაგვი, კაკალი ჰქონდა, ეტყობა, შეტანილი და აგორავებდა. მთელი ღამის განმავლობაში მე და საბა მუშტებს ვაბრახუნებდით კედელზე… კინაღამ სახლი დაგვანგრევინა!

– აი, სასაფლაო!
გოგოებმა რკინის კარს ურდული გამოაძრეს და სასაფლაოს ტერიტორიაზე შევიდნენ. სასაფლაოც უცნაური იყო. ბევრი მაღალი ფიჭვის ხე იდგა და ამის გამო მზის სინათლე უცნაურად ეცემოდა საფლავებს. იქვე იყო ძალიან ძველი, დანგრეული ეკლესია.

– რამდენი გვირილაა! – წამოიძახა მიამ.

– ნეტა, რომელია ტყისკენ მიმავალი გზა? – თქვა ნინიმ და ირგვლივ მიმოიხედა.

– გზას აქ ვერ ვხედავ და თუ იმ ბილიკს გულისხმობს, არ ვიცი…

– აქ ყველგან ტყეა, მოდი და გაიგე ახლა, რომელ მხარეს უნდა წავიდეთ…
გოგოები წვრილ ბილიკს გაუყვნენ. მალე ბილიკი სამ ნაწილად გაიყო, სამივე სხვადასხვა მიმართულებით მიდიოდა.

– ახლა რა ვქნათ? – სალი გადაჭრილ კუნძზე ჩამოჯდა და ბოთლიდან წყალი მოსვა.

– ეს რა არის?
ნინი ბილიკთან ამოსულ უზარმაზარ ხესთან მივიდა და ხელით შეეხო.

– ჩქარა მოდით!
სალი და მია ხესთან მივიდნენ და თეთრი საღებავით მიხატული ნაცნობი სიმბოლო დაინახეს.

– ტრიქსტერის სიმბოლო! ესე იგი, ამ ხესთან რომ მიდის, ის ბილიკი იქნება!
გზა ბილიკით გააგრძელეს და მალე ტყეში შევიდნენ. თეთრი საღებავით დახატული სიმბოლო შორიდანაც კარგად ჩანდა. მალე კვალი შენიშნეს, ჩამქრალი კოცონი იყო. იქვე ეგდო სიგარეტის დაკუჭული კოლოფი.

– ჩვენი ოჩოპინტრე ეწევა! – თქვა ნინიმ და სიცილი აუტყდა.

– კარგია მერე! – თქვა სალიმ და სიგარეტის კოლოფი ხელში აიღო.

– რა არის კარგი, მწეველი როა? – მიამ გაკვირვებულმა შეხედა სალის.

– ჰო… ნუ, კარგი ჩვენთვისაა, თორე იმის ფილტვებისთვის ნამდვილად არ არის კარგი!

– ჩვენთვის რატოა კარგი, სალ?

– რატო და შეიძლება სიგარეტის სუნითაც ვიპოვოთ!

– უი, ასი წელი მაგას ვერ მოვიფიქრებდი! შერლოკ ჰოლმსი ხარ რაა! – სიცილით უთხრა ნინიმ სალის. სამივემ გზა განაგრძო. მალე კიდევ ერთი დანიშნული ხე იპოვეს, რომელთანაც პატარა დასაკეცი დანა და უცნაური პარკოსანი მცენარის მოტეხილი ტოტი ეგდო.

– მაჩვენე სალ, დანაა?

– დანაც! ყველაფერია ზედ… კონსერვის გასახსნელი, მაკრატელი, კიდე რაღაცები…

– ეს რა მცენარეა?

– პირველად ვხედავ! ლობიოს ჰგავს, მაგრამ როგორი მუქი წითელია!

– მეც არასოდეს მინახავს ასეთი მცენარე. მგონი, ესეც მინიშნებაა. ვითომ ამ დანით მოჭრა ეგ ტოტი ოჩოპინტრემ?

– ანუ ეს მცენარე უნდა ვიპოვოთ?

– ან სადაც ამ მცენარეს დავინახავთ, იქ ახლომახლო უნდა გავაძლიეროთ ძებნა…
ცოტა ხანი იქვე შეისვენეს და გზა გააგრძელეს. დაახლოებით ნახევარი საათის სიარულის შემდეგ პატარა ხე დაინახეს, რომლის ტოტები ამ უცნაური წითელი ნაყოფით იყო დახუნძლული.

– ეს არის! ეს ხეა!
გოგოებმა ხესთან მიირბინეს, მაგრამ იქ ვერაფერი იპოვეს. ძებნა ხის ირგვლივ გააგრძელეს და მის გაყოლებაზე სულ ასეთი ხეები დაინახეს… ხეებს შორის გზა მიდიოდა.

– აქ უნდა წავიდეთ! – ხმამაღლა დაიძახა ნინიმ და პირველი თვითონ გაიჭრა წინ. ნაბიჯს აუჩქარეს. სალი ჟანგბადს ღრმად ყნოსავდა.

– მოკლედ რაა… მაძებარ ძაღლს დავემსგავსე!
სამივე ისეთ აზარტში შევიდა, რომ ერთმანეთთან ლაპარაკიც კი შეწყვიტეს. როგორც იქნა, მიამ ტოტებს შორის რაღაცას მოჰკრა თვალი, რაღაც მოძრაობდა. მან ჩუმად, ხელის მოძრაობით ანიშნა სალის და ნინის, რომ მას გაჰყოლოდნენ…

ტოტებს მიღმა, ღრმად ტყეში, ვიღაც იჯდა მიწაზე… მონადირის ფორმა ეცვა, კომუფლიაჟის შარვალი და ქურთუკი. იქვე იდო დიდი თოფი.

– უკაცრავად… – გაუბედავად წამოიწყო მიამ და მისკენ გადადგა ნაბიჯი…

მონადირემ თავი მოატრიალა და სერიოზული გამომეტყველებით შეათვალიერა სამივე.

– ოჩოპინტრე თქვენ ხართ?
მონადირე ერთხანს ჩუმად უყურებდა მათ. ბოლოს, როგორც იქნა, ფეხზე წამოდგა და ხმა ამოიღო.

– მე ვარ ოჩოპინტრე!

– ოჰო… მე წვერებიან აჯაჯულ კაცს ველოდი, თავზე ჩიტის ბუდით. – გაიცინა ნინიმ.
მონადირემ ქურთუკი გაიხადა და მიწაზე დააგდო. მას მაისურზე ხოხობი ეხატა და ქვეშ – “ოჩოპინტრე” ეწერა.

– ისე, მე მართლა ოჩოპინტრე ვარ! მონადირეთა კლუბი არ გაგიგიათ? – “ოჩოპინტრე”? – აი, მაგ კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი ვარ და ოჩოპინტრე ჩემი ზედმეტსახელია! – გაიცინა მონადირემ და თოფის ასაღებად დაიხარა.

– გასაგებია! ძალიან კარგი… ჩვენ რა უნდა ვქნათ?

– როგორც გავიგე, თქვენ რაღაც-რაღაცების გაგება გინდათ… რაღაცა თუ გინდა, ამისთვის რაღაც უნდა გააკეთო, ხო ასეა?

– კიი – გაეცინა ნინის.

– მგონი, ცხოველი უნდა ვიპოვოთ! კოდის პირველი სიმბოლო… – თქვა მიამ და ოჩოპინტრეს ხელებზე შეხედა, მაგრამ ცხოველის მსგავსი ვერაფერი დაინახა.

– ეგრე ადვილად თქვენ მაგ ცხოველს ვერ იპოვით! მინიშნებები გჭირდებათ!

– და სად არის ეგ მინიშნებები?

– მე მაქვს! სულ ხუთი მინიშნებაა, მაგრამ ხუთივე უნდა მოიპოვოთ!

– როგორ?
მონადირემ თოფი გადატენა და წითელი ხის ქვეშ დალაგებულ რკინის ქილებს გახედა.

– უნდა ისროლოთ! 30 მეტრი მანძილიდან…

– აუჰ… ცხოვრებაში არ მისვრია! – თქვა მიამ და ქილებს გახედა.

– ჯერ ქილებს ესვრით, მერე ხეზე დამაგრებულ მიზანს და ბოლოს ერთ ცალ ქილას უნდა მოახვედროთ ტყვია, ოღონდ მანძილს კიდევ უფრო გაგიზრდით!

– პირველი მე ვისვრი! რა ვიცი, ტირში ყოველთვის კარგად ვახვედრებ ხოლმე…
ნინიმ მონადირეს თოფი გამოართვა და ქილებს დაუმიზნა. თოფი ძალიან მძიმე იყო და ხელი უკანკალებდა. პირველ ჯერზე ააცილა. გოგონები მონაცვლეობით ისროდნენ. პირველად სალიმ მოარტყა და პირველი მინიშნებაც მოიპოვა.

ეს იყო ტრიქსტერის დღიურიდან ამოხეული პატარა ფურცელი, რომელზეც ეწერა: – “1. საგნები ფორმას იცვლიან… ნებისმიერი ნივთი შეიძლება გადაიქცეს ცხოველად, თუ მას მდგომარეობას შეუცვლი…”

პირველი მინიშნებით ვერაფერს მიხვდნენ და სროლა გააგრძელეს. ძალიან დიდხანს ისროდნენ და საბოლოოდ ხუთივე მინიშნება მოიპოვეს.

“2. ცხოველი რომ დაინახო, ის ჯერ უნდა გაათავისუფლო. მიანიჭე მას თავისუფლება და ის დაგანახებს თავის ფორმას…”

“3. ცხოველი შავია…”

“4. ცხოველი იწელება…”

“5. “ადგილი”, სადაც ცხოველია, ყველას ხელში გეჭირათ… გადახედეთ წინა მინიშნებებს…”

– ხელში მხოლოდ თოფი გვეჭირა და ტრიქსტერის მინიშნებაშიც ნათქვამი იყო, – “ცხოველი მონადირეს მუდამ ხელთ აქვსო”… რაღაც თოფზე უნდა იყოს!

სამივე თოფს მივარდა. თოფზე ცხოველის მსგავსი არაფერი იყო, მხოლოდ წვრილი შავი რეზინა იყო ჩამოცმული კონდახზე.

– “ცხოველი შავია და იწელება”… – წარმოთქვა სალიმ და რეზინი მოხსნა.

– სალ, ნუ წელავ! პირიქით… მინიშნებაში ეწერა – მიეცი მას თავისუფლება და დაგანახებს თავის ფორმასო!

სალიმ რეზინი მარცხენა ხელისგულზე დაიდო უცებ, საოცრება მოხდა! რეზინი შეიკუმშა და კატის ფორმა მიიღო… სამივეს მოულოდნელობისაგან გაოცების შეძახილი აღმოხდათ…

– კატა! ესე იგი, კოდის პირველი სიმბოლო -K-ა?

– სწორია! – გაუღიმა გოგოებს მონადირემ. ტყეში უკვე ბინდდებოდა. ოჩოპინტრემ გოგოები ტყიდან გაიყვანა და თავისი უზარმაზარი ჯიპით ცისფერ სახლამდე მიაცილა.

– ისე, ამ ოჩოპინტრესაც ბოხი ხმა აქვს! – თქვა მიამ და დაღლილი საწოლზე გადაწვა.

– კი, ბოხი ხმა აქვს, მაგრამ ტრიქსტერი არ არის! იმას სულ სხვანაირი საუბრის მანერა აქვს… რაღაცნაირი… სპეციფიკური…

– კიი… მართალი ხარ, სალ! აუ, მაგრად შემცივდა! – ჩაი არ დავლიოთ?
ნინიმ ჩაიდანი ჩართო.

– ჩაი კი არა, შიმშილით ვკვდები! – თქვა სალიმ და მაცივართან მივიდა, რომ ძეხვი გამოეღო. მაცივრის კარზე, მაგნიტის ქვეშ წერილი იყო, – ნაცნობი კალიგრაფიით…

თავი 3 – ილირეწ

აშინელი ჭექა-ქუხილი ატყდა და კოკისპირული წვიმა წამოვიდა. გოგოებს ისე შესცივდათ, რომ ბუხარი აანთეს.

– კრამიტის სახურავზე წვიმა რომ ეცემა, ბუხარში შეშა ტკაცუნობს… ამაზე სასიამოვნო რა უნდა იყოს? – თქვა ნინიმ და ჩაის ჭიქას თითები მოუჭირა. სალი ისევ ტრიქსტერის წერილს ატრიალებდა ხელში.

– ხომ ვამბობდი, გული მიგრძნობს, რომ სადღაც აქვე იქნება-მეთქი… იქნებ რომელიმე სახლშია, ჩვენს მეზობლად და თვალყურს გვადევნებს?..

– ეგრეც რომ იყოს, სალ… ხომ არ ჩამოვივლით ყველა სახლს? ისიც კი არ ვიცით, როგორ გამოიყურება! თან ხვალ თბილისში ვბრუნდებით… მომენატრება რაღაცნაირად ეს სახლი…

– როცა მოგვინდება, ჩამოვიდეთ ხოლმე. ხომ გვითხრა, სახლი თქვენს განკარგულებაში იქნებაო? კარგია, რომ ვბრუნდებით… ჩემი შვილი უნდა გავამზადო, მამამისს მიჰყავს ზღვაზე.

– რა გითხრა მართლა საბამ, რომ ელაპარაკე?

– ეჭვები აწუხებს. დალაპარაკება უნდა ჩემთან! წარამარა მესიჯებს მწერს… მიჩვეული იყო, რომ სულ სახლში ვიჯექი და მეგობრებსაც ვერ ვნახულობდი…

– უი, ნეტა ნიკამ რა ქნა… ხომ არ შეურიგდა მეგის?!. ის ბუს კვერცხები რომ მახსენდება, ცუდად ვხდები სიცილისგან…

ნინის სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ უცებ მაგრად დაიქუხა და მთელ სოფელში სინათლე გაითიშა. გარეთ ისეთი უკუნეთი ჩამოწვა, რომ საერთოდ აღარაფერი ჩანდა.
ოთახს მხოლოდ ბუხრიდან წამოსული ცეცხლის მოწითალო შუქი ანათებდა მკრთალად და იქაურობას მისტიკურ ელფერს ჰმატებდა…

მიამ თაროდან სამი დიდი სანთელი გადმოიღო და აანთო.
– ესღა გვაკლდა რაა… – ჩაილაპარაკა სალიმ და ბუხარში კიდევ ერთი შეშის ნაჭერი შეაგდო.

– აუ, აქ როდის გააკეთებენ დენს… არც ეყოლებათ სპეციალისტები… როგორც ჩანს, სინათლე მთელ სოფელში გაითიშა.

ნინი ფანჯარასთან მივიდა და გაიხედა. ფანჯრიდან საერთოდ არაფერი ჩანდა. მხოლოდ დროდადრო, ელვა თუ გაანათებდა წამიერად და გამოჩნდებოდა სახლების სახურავები. ცისფერი სახლი ყველაზე მაღლა იყო და მთელ სოფელს გადაჰყურებდა.

– მე მეშინია! ვერ ვიტან სიბნელეს… ის საეჭვოდ განათებული გვირაბიც იმიტომ ავირჩიე მაშინ. – თქვა სალიმ და სანთელი გვერდით მოიდგა.

– ნეტა ის ოჩოპინტრე ვინ იყო? – ჩაილაპარაკა ნინიმ და გოგოებისკენ შემობრუნდა.

– მონადირეების კლუბი “ოჩოპინტრე” მოვძებნოთ და გავიგებთ, რა პრობლემაა? მაგრამ ჩემი აზრით, ტრიქსტერმა ეგ ბიჭი, უბრალოდ, დაიქირავა.

– შეიძლება კი, შეიძლება არა! მიდი აბა, სალ, კიდევ ერთხელ წაიკითხე ეგ წერილი, იქნებ მივხვდეთ რამეს…

სალიმ წერილი სანთლის შუქთან ახლოს მიიტანა და კითხვა დაიწყო:

– “მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი ძალიან კარგი კაცი იყო. დიდგვაროვანი ოჯახიდან, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. რუსეთის მთავრობის სამსახურში ჩადგა თუ არა, ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

ერთხელ სტამბულის ტყვეთა ბაზარზე ახალგაზრდა ქართველი ქალი, სახელად ნინო იყიდა, რომელიც შეუყვარდა და ცოლადაც მოიყვანა.

ცოლს სამშობლოში სურდა დაბრუნება და ამიტომ თავრიზი საქართველოში დასახლდა. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო მას ხელისუფლებამ.
ნინოს მშობლები ცოცხლები არ დახვდა, დარდისაგან ავად გახდა და გარდაიცვალა. მეუღლემ ის სახლის ეზოში დაასაფლავა და ყოველდღე მის სახელზე ულამაზეს ყვავილებს რგავდა.

აქედან დაიწყო ამ ადგილის ისტორია… ადგილის, სადაც უკვე მრავალი წელია, დღის განმავლობაში ბავშვების ჟრიამული ისმის…

იპოვეთ ეს ადგილი და შემდეგ უკვე მინიშნება, საიდანაც კოდის მეორე სიმბოლოს ადგილსამყოფელს შეიტყობთ.

.სბეთვინ თიდრივკაად

.თაილძუეშ ამქთ სიმარ ირვებ სბეთვინ

რეტსკცირთ”

– გაქვთ რამე ვერსია? ვინ ოხერია ეს მირ ფეთეხ ვიღაცა… პირველად მესმის! – გაეცინა ნინის.

– აი, საერთოდ გონზე ვერ მოვდივარ! ალბათ, რაღაცა ისტორიული ადგილია… საბავშვო ბაღი ხომ არაა იქვე, დღის განმავლობაში ბავშვების ჟრიამული რომ ისმის? მტკვრის მარცხენა სანაპიროო კიდე…

– შეიძლება, მია, ხვალ რომ ჩავალთ, ჩემს ქმარს ვკითხავ. მერიაში მუშაობს და მთელ თბილისს თვალდახუჭული იცნობს! შეიძლება იცოდეს, ეგ ლეგენდა რომელ ადგილს უკავშირდება!

– ესე იგი, როგორც მივხვდი, ჯერ ეს ადგილი უნდა ვიპოვოთ, მივიდეთ, მერე ვიპოვოთ მინიშნება შემდეგი ადგილის, სადაც გავიგებთ კოდის მეორე სიმბოლოს, ხო?

– მგონი კი…

– ბოლოში ეს აბდაუბდა ნაწერი რას უნდა ნიშნავდეს?.. რა საინტერესოა! – სალი ფურცელს თვალს არ აცილებდა. – იცით, ხანდახან ვფიქრობ, რომ ერთხელაც გამეღვიძება და…

– შუქიც რო გაითიშა? ზუსტად ისეთი გარემოა აქ, როგორიც სტივენ კინგის მოთხრობებში…

– აი, ზუსტად, მია!

უცებ საზარლად დაიქუხა და წვიმამ კიდევ უფრო იმატა. მთელი ღამის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. მხოლოდ გამთენიისას გადაიღო. დილით გოგოებმა ისაუზმეს, იქაურობა მიალაგეს, კარი დაკეტეს და სოფელი დატოვეს.

ტყის გზა ატალახებული იყო და მანქანას ძალიან გაუჭირდა სიარული. დიდი წვალებით გავიდნენ ტრასაზე და შუადღისას უკვე თბილისში იყვნენ.

სალის ქმარი სახლში დახვდა. ოთახში შემოსვლა არც დაააცადა, მაშინვე კითხვები მიაყარა.

– რა ხდება შენს თავს? ოღონდ არ მითხრა ახლა, რომ მივლინებაში იყავი!

– რატო არ უნდა გითხრა ვითომ?

– გოგო, სამჯერ სამსახურში გასულ ადამიანებს მივლინებაში არ უშვებენ! ჯერ ეს ერთი… ჰოდა, მეორეც კიდევ, რა ჰქვია მაგ სამსახურს, გამაგებინე ბოლოს და ბოლოს! კონტრაქტი შენ არ გაქვს, არაფერი… ხან ტორტების მენეჯერი ხარ, ხან მანუსკრიპტებს შიფრავ და ხან კაცმა არ იცის რა!

– რა კი არა, ვინ! – “რა” მანამდე ვიყავი, “კუხნიდან” ცხვირს რო არ ვყოფდი და სანამ შენი და მეგის კურკურის ამსახველ კადრებს ვნახავდი… მერე ყველაფერი შეიცვალა!

– დაიწყე ისევ?.. ასე მგონია, მაგ სამსახურს იგონებ და სინამდვილეში…

– რა?

– სინამდვილეში ვიღაც გყავს…

– საყვარელი ხო? და ფულსაც ის მირიცხავს ხოლმე… ვაი შენს პატრონს რაა… ფანტაზიის მეტი უნარი რომ არ გაქვს!

– მაშინ მითხარი იმ კომპანიის სახელი, სადაც მუშაობ და მოვრჩეთ ამ თემაზე ლაპარაკს!

– “სფერო”! – დაწყნარდი?

საბა რამდენიმე წუთის განმავლობაში გახევებული იდგა და სადღაც, სივრცეში იყურებოდა უაზროდ. ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოიღო.

– სფერო? მოიცა, მოიცა…

– რა იყო?

– ძაან მეცნობა ეგ სახელი… მგონი, ადრე ვიღაც იყო ჩვენთან მოსული… კიი, კიი… იყო…

– ვინ?
სალის გული საშინლად აუჩქარდა და დივანზე ჩამოჯდა.

– გაიხსენე რა, საბ… ვინ იყო და რა საქმეზე…

– თუ არ ვცდები, იმათი ადვოკატი იყო… რაღაც დახურულ ობიექტებზე დაშვების ნებართვას ითხოვდნენ… გამახსენდა!

– რა ობიექტებზე?

– ქარვასლა ლესელიძეზე… ძველი ლაბორატორია და კიდე რაღაცები…

– ვაიმე…

– რა იყო? რა ორგანიზაციაა ეგ ვაფშე? რა საქმიანობას ეწევიან?

– მაგას ვერ გეტყვი ჯერ… რაღაც კვლევებს ატარებენ… და ოფისი სად აქვთ, ხო არ იცი? ან იმ ადვოკატის სახელი იქნებ გაიხსენო?

– არ ვიცი… ადვოკატის სავიზიტო ბარათი კი მაქვს სადღაც… სამსახურში, ჩემი მაგიდის უჯრაში…

– სასწრაფოდ მჭირდება!

– არ მომწონს ეს ყველაფერი მე და გავიგებ, ვინ არიან და რა უნდათ. შენ კიდე შეეშვი მაგათ! გესმის?

– რაც მანდ მუშაობა დავიწყე, ჩემი ცხოვრება შეიცვალა! იმიტომ შეიცვალა, რომ მე თვითონ შევიცვალე… ცხოვრების ხალისი დამიბრუნდა, მეგობრები შევიძინე და არ ვაპირებ ამ ყველაფრის დაკარგვას! თუ რამეს გაიგებ “სფეროზე”, პირველ რიგში მე დამირეკე. იმ ადვოკატის ნომერიც უნდა მითხრა… ახლა ერთ ადგილს ვეძებ, რომელსაც რაღაც ლეგენდა უკავშირდება! შეიძლება შენ იცოდე… მოკლედ…

 

თავი 4 – იპოვე 6 

– ნინ, ის ადგილი მუშტაიდის ბაღია! გავარკვიე… მიას ვურეკავ და არ პასუხობს… ალბათ, არ ესმის… ჰოდა, კიდევ ტრიქსტერმა თავისი ექაუნთი აღადგინა ფეისბუქზე!

სალიმ საბას წასვლისთანავე დაურეკა ნინის და ახალი ამბავი შეატყობინა.

მაგარია! როდის წავიდეთ?

– მიასთან დარეკვა იქნებ სცადო რა… ხვალ წავიდეთ, ახლა გვიანია და თან ლუკა მყავს გასამზადებელი. – მისმინე…

ჰოუ

– მთავარი ამბავი ბოლოსთვის მოვიტოვე!

რა ამბავი, სალ?

– საბასთან ვახსენე “სფერო”. ჰოდა, გაიხსენა, რომ მერიაში ადრე მაგ კომპანიის ადვოკატი იყო მისული… ჩვენ სადაც ვიყავით, იმ ობიექტებზე დაშვების ნებართვა უნდოდათ თურმე… აზრზე ხარ?

ვაიმეარ გამაგიჟო! სახელი და გვარი ვერ გაიხსენა იმ ადვოკატის?

– ვერა, მაგრამ უჯრაში ჩაუგდია იმისი “ვიზიტკა” და ორშაბათს რომ გავა სამსახურში, მოძებნის.

გაქვს რამე იდეა? რას აპირებ?

– კონსულტაციისთვის მივადგები… განქორწინება მინდა-მეთქი, ვეტყვი.

მართლა გინდა განქორწინება?

– არ ვიცი, ნინ… ჯერ მაგ თემაზე არ გვილაპარაკია მე და საბას… მაგრამ ახლა გამოვიყენებ მიზეზად და ვნახავ იმ ადვოკატს…

ძაან მაინტერესებს, ვინ არისმისმინე, ტრიქსტერის ფეისბუქზე რა ხდება? აქვს რამე აქტივობა?

– არაფერი განსაკუთრებული… მივწერე, მაგრამ პასუხი არ მომსვლია!

მე ვაკომ დამირეკა!

– მართლა? რა უნდოდა?

აინტერესებდა, ვიპოვეთ თუ არა ის სახლიმედალიონებზეც მკითხამოკლედ, არ ვიცი, სალუცნაური შეგრძნება დამეუფლა. გახსოვს, ტრიქსტერმა რომ დაგვარიგა, არავის ენდოთორაღაცნაირად მგონია, რომ ვაკო იგულისხმაჰოდა, ინტუიციას მივენდე და ვაკოს ყველაფერი დავუმალე. ვუთხარი, რომ ის სოფელი ვერ ვიპოვეთ!

– მერე რა გითხრა? დაგიჯერა?

მგონი არაარ ვიციშეხვედრა მთხოვა!

– უნდა შეხვდე?

ჰო, შევხვდები და დავაკვირდებიმინდა გავიგო, ვინ არის, რა პიროვნებაა და საერთოდ, რა უნდა! იმის არ მჯერა, რომ მარტო ჩვენზე ზრუნავსაშკარაა, რომ რაღაც პირადი ინტერესი ამოძრავებს!

– გეთანხმები…

კაი, მოკლედ, წავედი ახლა, დავურეკავ მიას და ხვალ, 6 საათზე მუშტაიდის შესასვლელთან შევიკრიბოთ!

ნინი სალის დაემშვიდობა, მერე მიას დაურეკა და ახალი ამბები შეატყობინა. ბოლოს საწოლზე წამოწვა და ლეპტოპი მუხლებზე დაიდო.

ტრიქსტერს მართლა აღედგინა თავისი გვერდი. მის ყოფილ ქმარს, ნიკას კი მეგისთან ერთად გადაღებული სურათები აეტვირთა. როგორც ჩანს, შერიგდნენ და ანტალიაში ატარებდნენ თაფლობის თვეს.

დილით ნინიმ მამა და ბებია მოინახულა, სახელოსნოშიც შეიარა და საღამოს მუშტაიდის ბაღში წავიდა, გოგოებთან შესახვედრად.

რა კარგად გაუკეთებიათ ყველაფერი! – თქვა მიამ, როდესაც სკვერში შევიდნენ.

– მაგრა! მე ბავშვობის მერე არც ვყოფილვარ აქ, მგონი…

მე ლუკა მყავდა რამდენჯერმე, პატარა რომ იყომაგრამ მაშინ ყველაფერი სხვანაირად იყო

– გოგოებო, რას ვეძებთ ისე, ჩვენში რო დარჩეს?

შემდეგი ლოკაციის მინიშნებას, მაგრამსაიდან დავიწყოთ, არ ვიცი

– იმ მირ-ფეთეხ აღა სეიდ თავრიზის, თუ ვინც არის, იმის სახლიდან ხომ არ დაგვეწყო? არ ახსენებდა ტყუილად მაგ სახლს… და სადაც ნინოა დასაფლავებულიო. საბამ მითხრა, სახლის წინ დამარხა თავისი ცოლიო…

– “ზნაჩიტ”, მაგ სახლიდან ვიწყებთ! – თქვა ნინიმ და მწვანე შენობისკენ აიღო გეზი.
შენობას შემოუარეს და კიბეზე ავიდნენ. აივანზე, სადღაც კუთხეში, ტრიქსტერის დღიურიდან ამოხეული ფურცელი იყო მიკრული თავდაყირა, რომელზეც პირველი მინიშნება ეწერა:

“1. მთლიანი სურათი ცალკეული ნაწილაკებისაგან შედგება! P.S. იპოვეგაზაფხული

– ეს რას უნდა ნიშნავდეს? – მია ნაწერს დააკვირდა.

რაღაც მოზაიკაზე ხომ არაა საუბარი?.. “იპოვე გაზაფხული” – გაზაფხული ბრჭყალებში წერია! – თქვა სალიმ და კიბეზე დაეშვა.

– მე მგონი, “გაზაფხული” რაღაცას უნდა ერქვას!

გოგოებმა ბაღი მოიარეს და შიშველი ქალის ქანდაკება იპოვეს, რომელსაც ქვემოთ პატარა ლითონის ტრაფარეტი ჰქონდა მიკრული და ზედ ეწერა: – “გაზაფხული”.

ეს არის! – წამოიყვირა ნინიმ და ღობეს გადაახტა. ქანდაკების უკანა მხარეს დამალული დღიურის მეორე ფურცელი იპოვა.

– “2. მწვანე სანდო ფერია! P.S. იპოვე: – ვხედავ, მესმის, ვერ ვლაპარაკობ…” – წაიკითხა ხმამაღლა და გოგოებს გადახედა.

ნინ, ეს მგონი ის ქანდაკებაა, მიწაში რო იყო ჩაფლული ვიღაცისსიფათი“… თვალები, ყურები და ცხვირი რო უჩანს და პირი მიწაში რო აქვს ჩაყოფილი

– უეჭველი ეგ იქნება! – დაეთანხმა მიას სალი და სამივე იმ უცნაური ქანდაკებისკენ გაქანდა.

მესამე ფურცელიც იქვე იყო:

“3. ჯერ არ შეეხო, ჯერ დააკვირდი! P.S. იქ ცეკვავდნენ და მღეროდნენ…”

– გოგოებო, როგორც მივხვდი, P.S. იმ ადგილების მინიშნებებია, სადაც დღიურის ფურცლებია დამალული და ზემოთა ნაწილი რაღაც სხვაა…

– მეც ეგ გავიფიქრე, მია! “იქ ცეკვავდნენ და მღეროდნენ” სცენა იქნება!

მომრგვალებული ფორმის სცენაზე, კულისებში მეოთხე მინიშნება იყო დამალული, რომელზეც ქალისა და მამაკაცის სილუეტები იყო დახატული, ქვეშ ეწერა – “სიახლოვეს”… ხოლო ზემოთ – “ნივთები, რომლებიც არავის სჭირდება…”

ეს, მგონი, ტუალეტის ნიშნებია! ალბათ ტუალეტის სიახლოვესაა რაღაც! – თქვა მიამ და სალის ფურცელი გამოართვა.

– “ნივთები, რომლებიც არავის სჭირდება?” იმედია, ნაგვის ურნების გაქექვა არ მოგვიწევს! – გაეცინა ნინის და სცენიდან ჩახტა.

სამივე ტუალეტის მიმართულებით წავიდა. ტუალეტის კედელს ზუსტად ისეთი სიმბოლოები ეხატა, როგორიც ფურცელზე იყო მიხატული. მის მოპირდაპირე მხარეს დამტვრეული “კარუსელების” ნაწილები და პატარა, ხის ძველი ვაგონები ეყარა.

– “ნივთები, რომლებიც არავის სჭირდება!” – წამოიყვირა მიამ და ვაგონებისკენ გაექანა.
ერთ-ერთ ვაგონში მინიშნება იყო დამალული. ეს გახლდათ სასკოლო ნივთები, რომლებიც თავდაყირა იყო ამოტრიალებული. პენალში ფაზლი იყო.

– “მთლიანი სურათი ცალკეული ნაწილაკებისაგან შედგება!” – თქვა სალიმ და იქვე მდგარ მანქანის საბარგულზე დაიწყო ფაზლის აწყობა. საბოლოო ჯამში, ფიფქიას გამოსახულება მიიღეს…

თუ ყველაფერი ამოტრიალებულია, მაშინ ფაზლიც უნდა ამოვატრიალოთ! – თქვა ნინიმ. ფაზლი ფრთხილად გადაიტანეს რვეულზე და ამოაბრუნეს. უკანა მხარეს ეწერა: – “ყვავი ალისა”.

– “მწვანე სანდო ფერიაო”, ამ წიგნში მწვანე სანიშნი დევს! – თქვა მიამ და ხელში დონალდ ბისეტის წიგნი – “ყველაფერი ყირამალა” აიღო.

სანიშნი სადაც დევს, იმ ზღაპარს ჰქვია -“ყველაფერი ყირამალა“!

მიამ ზღაპარი ხმამაღლა წაიკითხა. ზღაპარი ყვავი ალისას სიზმრის შესახებ იყო, რომელიც ბუდიდან გადმოვარდა და როცა ამოტრიალებული ვარდებოდა, უკუღმართი სიზმარი ნახა, სადაც ყველაფერი თავდაყირა ხდებოდა.

წინა მინიშნებებიც იმიტომ ეწერა უკუღმა! რაღაც ბავშვებთანაა ასოცირებული ეს მინიშნება! სკოლის თემაა აშკარად! – თქვა სალიმ და წიგნები და რვეულები კიდევ ერთხელ გადაათვალიერა.

– ნახეთ, ამ რვეულში ამოტრიალებული კითხვის ნიშანია და უკუღმა წერია: – ” 9 აიცაკოლ”… თუ ყველაფერი თავდაყირაა, მაშინ ეს 9, სინამდვილეში 6 იქნება!

ლოკაცია ექვსი რას უნდა ნიშნავდეს? – ნინიმ სალის რვეული გამოართვა. უცებ იქიდან მეხუთე მინიშნების ფურცელი გადმოვარდა.

– ტრიქსტერის დღიურის კიდევ ერთი გვერდია! – “იქ მხოლოდ კეთილშობილი ქალიშვილები დადიოდნენ!” რაღაც სასწავლებელია, ალბათ!

წამოდით, ჩემთან სახლში ავიდეთ და იქნებ ინტერნეტში ვიპოვოთ რაღაც! – თქვა ნინიმ.

სამივე მისი მანქანისკენ გაემართა.

თავი 5 – მაცდური წინადადება 

– ყველაფერი ჩაუწყე ბავშვს? რამე ხომ არ დაგავიწყდა?

ყველაფერი ჩავულაგე!

– ერთად როცა მივდიოდით ხოლმე, ყოველთვის გრჩებოდა რაღაც…

იმიტომ, რომ შენ დილიდან ბუზღუნებდი და მაჩქარებდი. მე კიდე ასეთ დროს აზროვნების უნარს ვკარგავ!

– დარწმუნებული ხარ, რომ არ გინდა ჩვენთან ერთად წამოსვლა? როდემდე უნდა იყო გაბრაზებული ჩემზე?

ჯერ არ გადამიწყვეტია რას ვიზამ, საბა! მგონი, არ ღირს ჩვენი შერიგება. რამდენი წელია ჩვენი ურთიერთობა ნელი ტემპით მიგორავდა, მიგორავდა და აი, გაჩერდა კიდეც

– მე არ მიფიქრია გაყრაზე… არასოდეს!

შეახსენე ხოლმე ლუკას, იმეცადინოს ხანდახანოცდაოთხი საათი კომპიუტერთან არ დასვა. 

– შენ როდის ჩამოხვალ?

როგორც კი საქმეებს მოვაგვარებ.

სალიმ ლუკას აკოცა და მანქანის კარი მიუხურა. საბამ მანქანაში ჩაჯდომა დააპირა, მაგრამ უცებ შეჩერდა და ჯიბეში ხელი ჩაიყო.

– კინაღამ დამავიწყდა!

ჯიბიდან სავიზიტო ბარათი ამოაძვრინა და სალის ხელში ჩაუდო.

– დამპირდი, რომ ფრთხილად იქნები! მიუხედავად იმისა, რომ მე რაღაც-რაღაცები გავიგე მაგ “სფეროს” შესახებ, მაინც არ მომწონს, რომ შენ მანდ მუშაობ.

 რა გაიგე? მე რატომ არ მითხარი?

– რაღაც კარგ საქმეებს აკეთებენ. ქველმოქმედებას ეწევიან და სხვადასხვა აქციასაც მართავენ პერიოდულად, დაავადებული ან სოციალურად დაუცველი ადამიანების დასახმარებლად. თუმცა ამას შეიძლება შესანიღბადაც აკეთებდნენ. კაცმა არ იცის… რა ჯანდაბა უნდოდათ საიდუმლო ლაბორატორიაში? დაშვების ნებართვა რომ გამოითხოვეს? არ ვიცი…

მადლობა, რომ არ დამიმალე ეს სავიზიტო ბარათი!

მანქანა მიეფარა თუ არა თვალს, სალიმ მაშინვე დახედა სავიზიტო ბარათს.

დავით არეშიძესაინტერესოა! – ჩაილაპარაკა სალიმ და სადარბაზოს კიბეები ფეხით აირბინა.

***
ნინის წინა ღამით ვაკომ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა. საკმაოდ გვიანი იყო, ამიტომ ნინიმ მეორე დღეს, თორმეტ საათზე დაიბარა თავის სახელოსნოში.

კარგა ხანია, არაფერი დაუხატავს. ტილო ქვეჩარჩოზე გადაჭიმა, დაგრუნტა და გასაშრობად კედელზე მიაყუდა. ამ დროს სახელოსნოს კარი ვაკომ შემოაღო.

მოდი! – გაუღიმა ნინიმ და მისკენ გაემართა.

– როგორ ხარ? – გადაკოცნა ვაკომ და ლუდის ქილები პატარა მაგიდაზე დააწყო.

აუ, რა გამისწორე ახლა, შენ არ იცი! – თქვა ნინიმ და ლუდის ქილა გახსნა.

– პარკში მისატანებელი რაღაცებია!

ნინიმ პატარა მაგიდაზე დააწყო ვაკოს მოტანილი სასუსნავები და დაბალ, ხის სკამზე ჩამოჯდა.

– ესე იგი, სოფელი ვერ იპოვეთ?

ვერა!

– აბა, სად იყავი ეს რამდენიმე დღე? ტელეფონსაც არ პასუხობდი…

სალის ბაზალეთზე სახლი აქვს და იქ მოვხიეთ გოგოებმა. – თქვა ნინიმ და გაუკვირდა, ასე სპონტანურად რომ მოიფიქრა პასუხი.

– კარგია… განტვირთვისთვის…

ძაან! ყველაფრისგან მოწყვეტა მინდოდა! ტელეფონსაც მაგიტომ არ ვპასუხობდიშენი ნომერი არც მაქვს ჩაწერილი და ეტყობა, უცხო ნომერი რომ იყო, არ გავიგიჟე თავი.

– ჰოო… არადა, რაღაცის მოყოლა მინდოდა შენთვის!

რამე გაიგე ახალი?

– შეიძლება ასეც ითქვას!

მეტყვი?

– ის მრბოლელი… რეზი… გახსოვს?

კი, როგორ არა!

– ვფიქრობ, რომ ეგ არის ტრიქსტერი!

მაგაზე მეც ვფიქრობდიყველაზე რეალური კანდიდატია! ჩვენ რომ ვნახეთ, უცნაურად იქცეოდა! ძაან ორაზროვნადტრიქსტერულად, მოკლედშენ რატო ფიქრობ ეგრე?

– საერთო ნაცნობები გავაძრე… კაროჩე, გოგოებს ეჩალიჩება! ვინმე თუ მოეწონა, რაღაც ხრიკებს უწყობს…

მაინც? – დაინტერესდა ნინი.

– ეგრე ზუსტად არ ვიცი, რას აკეთებს, მაგრამ პარტნიორებს ძალიან ხშირად იცვლის… დიდხანს ვერავინ უჩერდება! ძაან სტრანნი ტიპია… ამას წინათ გავაძრე ერთ ივენთზე. რბოლა ჰქონდათ რუსთავში და მერე ყველანი ივენთზე წაიყვანეს. იქ გაიცნო ვიღაცა გოგო… ერთი-ორი სიტყვა უთხრა და კლუბიდან წავიდნენ…

მერე რა არის ამაში გასაკვირი?

– გავყევი ჩუმად. მეგონა, სადმე ბაითში ან სასტუმროში აიყვანდა. ამან მანქანაში ჩაისვა და დააწვა… ქალაქიდან გაიყვანა. ძლივს ვეწეოდი, ძალიან სწრაფად მიდიოდა. მოკლედ, რაღაც უცნაურ ადგილზე მიიყვანა. ძველი შენობა იყო. უფრო რაღაც საწყობს ჰგავდა. იქ შევიდნენ… ცოტა ხანში სინათლე აინთო. არ გასულა თხუთმეტი წუთი, რომ ის გოგო შეშინებული გამოვარდა გარეთ…

ვაა

– გზისკენ მირბოდა. მე ნელი სვლით დავეწიე და გავუჩერე, დახმარება ხომ არ გჭირდებათ-მეთქი…

მერე?

– ჯერ დაიბნა. შეშინებული იყურებოდა იმ შენობისკენ… მიხვდა, რომ სხვა შანსი არ ჰქონდა და ჩამიჯდა მანქანაში. სახლში მივიყვანე…

არაფერი გითხრა?

– ჰო, ბიჭი გავიცანიო და მითხრა, მაგარ ადგილას წაგიყვანო… ისეთ რაღაცას გაჩვენებ, რაც აქამდე არ გინახავსო… საკუთარ თავს ლანძღავდა, რა იდიოტი ვარ, ყველას ვენდობიო…

მერე?

– მეც ვკითხე, ხომ არაფერი დაგიშავა-მეთქი… – არაო. მიტოვებული რაღაც შენობა იყოო, საცავს ჰგავდაო… კედლებზე უცნაური სიმბოლოები ეხატაო… საშინელებათა ფილმებში რო ადგილებია, სადაც ადამიანები მიჰყავთ და აწამებენ, იმას ჰგავდა და უცებ ძალიან შემეშინდაო. აქ რატომ მომიყვანა, ხომ შეიძლება მანიაკი იყოსო..

აჰა, ესე იგი, იმას არაფერი არ გაუკეთებია, გოგოს შეეშინდა და გამოექცა, ხო?

– კი! მე მეორე დღეს ისევ მივედი იქ… განსაკუთრებული ვერაფერი ვნახე, გარდა ძველი ხის ყუთებისა, რომლებშიც ბურბუშელას რო ეძახიან, ხო იცი? სირბილისთვის რო აფენენ ხოლმე, როცა რამე გასატეხი გადააქვთ, ეგენი ეყარა. კედლებზე ტრიქსტერის სიმბოლოები ეხატა. ყუთებს “სფეროს” ლოგო… კიდევ იყო რაღაც ნივთები, მოკლედ, როგორც მივხვდი, ეგ შენობა მაგ კომპანიის განკარგულებაში იყო რაღაც პერიოდი. ეტყობა, ინახავდნენ რაღაცებს და მერე დაცალეს…

 ვაიმე, შოკში ვარ! რა საინტერესოა! წამიყვანე რა, მეცგეხვეწები!

– კარგი, წაგიყვან!

ოღონდ გოგოებსაც უნდა ვუთხრა!

– ნოუ პრობლემ! – გაუღიმა ვაკომ ნინის და ლუდი მოსვა.

***
დილა მიასთვის ძალიან უცნაურად დაიწყო. ჯერ კიდევ ეძინა, როცა მობილურმა დარეკა. ნამძინარევმა გაიწვდინა ხელი ტუმბოსკენ, სადაც მობილური ტელეფონი ედო და უპასუხა:

გისმენთ!

– ხო არ გაგაღვიძე?
მამაკაცის სასიამოვნო ხმა იყო.

რომელი ხარ?

– აბა, გამოიცანი! – ყველაზე სიმპათიური და ყველაზე სწრაფი!
მია მომენტალურად გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა.

ტრიქსტერ?

– შეიძლება კი, შეიძლება არა…
უცნობმა გაიცინა.

რეზი? 

– ყოჩაღ, წითურო! კარგია, რომ გახსოვარ!

რამ გაგახსენა ჩემი თავი?
მია საწოლიდან წამოდგა და ფეხშიშველა რატომღაც სარკესთან მივიდა.

– კოცნამ! გახსოვს, მე რომ გაკოცე და შენ რომ მითხარი, სიყალბე ვიგრძენიო?.. ჰოდა, დაუკმაყოფილებლობის გრძნობა დამრჩა!

ჩემი სიკვდილი! მერე, მე რით დაგეხმარო? – გაეცინა მიას.

– უნდა შემხვდე!

რისთვის?

– თუნდაც იმისთვის, რომ დარწმუნდე, ტრიქსტერი ვარ თუ არა!

როგორ უნდა დავრწმუნდე? მეტყვი თუ რა

– არაფერს გეტყვი, მაგრამ შემიძლია რაღაც განახო…

მანახო? რა უნდა მანახო?

– რაღაც ადგილი… მოსაფიქრებლად 30 წამი გაქვს. მეუბნები პასუხს ან ყურმილს ვთიშავ და ვერასოდეს მნახავ… ათვლა დაიწყო… – 1, 2, 3, 4…

მოიცამოიცაამიხსენი წესიერად!

– 5, 6, 7…

ჯერ უნდა მითხრა, სად მიგყავარ!

– 11, 12, 13…

კარგი, ხოო… – მოვდივარ! სად და როდის მოვიდე?

თავი 6 – სადაც კეთილშობილი ქალიშვილები დადიოდნენ….

ვაკოს წასვლისთანავე ნინიმ სალის დაურეკა და ახალი ამბავიც შეატყობინა.

– საინტერესოა… მაგრამ ამ ვაკოს მიზანი მაინც ვერ გავიგე… რა უნდა? რას ვერ ისვენებს? ვითომ თამაშიდან გავარდნას ვერ ეგუება და დაბრუნება სურს? ფრთხილად იყავი მასთან, ყოველი სიტყვა კარგად გაზომე და აწონე, სანამ რამეს იტყვი, ნინ.

– ეგრეც ვაკეთებ, სალ! სოფელში რომ ვიყავით, არ მითქვამს… მაგრამ ის საწყობი აუცილებლად უნდა ვნახოთ! როდის წავიდეთ? ხვალისთვის შევთანხმდით ჩვენ და ერთად მინდა, რომ წავიდეთ ყველანი. ხუთისთვის გამომივლის სახელოსნოში ვაკო…

– მე ვერ წამოვალ! 

– რატომ?

– საბამ იმ ადვოკატის სავიზიტო ბარათი მომცა დილით, ვიღაც დავით არეშიძე ყოფილა. ხო არ გეცნობა?

– არაა… მერე? რას აპირებ?

– მობილურზე ვურეკე და არ მიპასუხა. მერე ოფისის ნომერზე დავრეკე და მდივანი შემხვდა…

– რა უთხარი?

– ვუთხარი, რომ ბატონ დავითთან კონსულტაციაზე მინდოდა მისვლა. უნდა ჩაეწეროთო… ჰოდა, ჩავეწერე. ხვალ, ექვსის ნახევარზე იქ უნდა ვიყო.

– რა უნდა უთხრა? მოფიქრებული გაქვს?

– კი! – ვეტყვი, რომ განქორწინებაზე ვფიქრობ და პირობები მაინტერესებს… ჩემი უფლებები და რამე. თან დავაკვირდები. ნუ, ინტუიციას მივენდობი და სპონტანურად ვიმოქმედებ.

– ეგრე ჯობია! არ იჩქარო… შენ არაფერი ახსენო. დააკვირდი ჯერ…

– აჰაა… ნინ, მიას ვურეკავ მთელი დღეა და არ პასუხობს… შენ ხომ არ იცი, სადაა?

– არაა… მე ჯერ შენ დაგირეკე. სახლის ნომერზეც სცადე?

– კიი… ძმამ მიპასუხა და ასე მითხრა, თავის მეგობართან წავიდა კოჯორშიო… მაგრამ მობილურს რატომ არ იღებს?

– ალბათ, არ ესმის… ან შეიძლება ხმა გაუთიშა, ან ვიბროზე გადაიყვანა… მოგვიანებით გადავურეკოთ კიდევ… დავალებაზე უმაგისოდ ხომ არ წავალთ?

– ე.ი. შენც დარწმუნებული ხარ, რომ მეექვსე საავტორო სკოლის შენობაა?

– აბა რაა! არ ეტყობა შენობას? მოჩვენებების სახლს ჰგავს! გოთიკა ხომ მისი საყვარელი მიმდინარეობაა… ნამდვილი “ჰარი პოტერის” სკოლაა და თან, ადრე “კეთილშობილ ქალთა პანსიონი” ერქვა!

– მეც დარწმუნებული ვარ, რომ ეგ შენობაა! მოდი, ხვალ დილით წავიდეთ, რომ საღამოს ადვოკატის ნახვა მოვასწრო. შენ რას იზამ? მარტო ხომ არ გაყვები ვაკოს? მია გაიყოლე… მარტო არავითარ შემთხვევაში არ წაყვე! 

– ნუ გეშინია! ია მაგუ პასტაიაც ზა სებია! – გაეცინა ნინის.

დღემ ისე ჩაიარა, რომ მიას არ დაურეკავს არც სალისთვის და არც ნინისთვის. დილითაც სცადეს მასთან დაკავშირება, მაგრამ ამაოდ. სამაგიეროდ, ორივეს ღამით ტრიქსტერის შეტყობინება დახვდა ფეისბუქზე.

ორივეს ერთი და იგივე ტექსტი მისწერა – შენობა მხოლოდ ერთი საათით გაიღება თქვენთვის და ამ დროში უნდა ჩაეტიოთო. თქვენი დრო შუადღის 12-დან 1 სთ-მდეაო.
გოგოებს არ უნდოდათ დავალებაზე მიას გარეშე წასვლა, მაგრამ სხვა გამოსავალი არ ჰქონდათ.

– ალბათ, კოჯორში დარჩა… იქნებ დასვენება გადაწყვიტა ერთი-ორი დღით? – ნინი გასამართლებელ მიზეზს ეძებდა და თან მანქანას სწრაფად ატარებდა, რომ არ დაეგვიანათ.

– მესიჯი მაინც მოგვწეროს… ვნერვიულობ! სახლშიც არავინ იღებს ყურმილს… სად გაიკრიფა ყველა? რამე ხომ არ შეემთხვა ნეტა…

– რამე ცუდი რომ იყოს, გავიგებდით აქამდე, სალ!

ნინიმ მანქანა სკოლის შენობის სიახლოვეს გააჩერა. შენობა მართლა ულამაზესი იყო და ძალიან ჰგავდა “ჰარი პოტერის” სკოლას.

დიდი ხის კარი ერთად შეაღეს და შიგნით შევიდნენ. სკოლა ცარიელი იყო. მსხვილმოაჯირიან მარმარილოს კიბეს აუყვნენ და საფეხურებზე დაგდებული ტრიქსტერის დღიურის ფურცელიც იპოვეს. ფურცელზე მხოლოდ ჯვარი იყო გამოსახული, მეტი არაფერი…

– ჯვარი! – რას უნდა ნიშნავდეს?

მეორე სართულზე გრძელ დერეფანს გაუყვნენ და სათითაოდ აღებდნენ ხის მაღალ კარებს, რომლებიც დერეფნის ორივე მხარეს იყო განლაგებული.

ნინიმ ცისფერი კარები დაინახა, რომელსაც ჯვრები ჰქონდა გამოსახული. მხოლოდ ამ ერთ კარებს ჰქონდა მსგავსი გამოსახულება. ოთახი პატარა იყო და ფანჯრებში პატარ-პატარა, ფერადი მინები იყო ჩასმული. მეორე მინიშნება რკინის ძველებურ სეიფზე იყო.

სამი სხვადასხვა ლიტერატურული ნაწარმოები იყო ჩამოთვლილი და ბოლოში ეწერა: – “იპოვე ნივთი, რომელიც სამივე ნაწარმოებს აერთიანებს”…

მესამე მინიშნება დერეფანში, დიდი სურათის ქვეშ იპოვეს.

– “ანჯეი საბკოვსკის ფანტასტიკური რომანი – “ვედმაკიდან” – “ნეჰალენას – – – – – – – -” ძმები გრიმების “ფიფქიადან” – “მითხარი”…

მეოთხე მინიშნება ერთ-ერთ კლასში, პატარა კარადაში იყო დამალული: – “ის აჩვენებს იმას, რაც არის! სამივე მინიშნება ერთი და იგივე ნივთია. იპოვე ის და დაიხმარე!”

– მგონი, სარკეა! – თქვა სალიმ და მარმარილოს კიბეებისაკენ გაემართა.

– “ნეჰალენას სარკეები” – ზუსტად ჯდება იმ ხაზებში!

ნინი სალის უკან მიყვებოდა და მინიშნების ფურცლებს ათვალიერებდა.

– ალბათ, რაღაც საცეკვაო დარბაზია სარკეებით…

მეორე სართულზე, დერეფნის ბოლოში, ძველებური, ხის ულამაზესი კარები გამოჩნდა, დიდი მინებით, საიდანაც კარგად ჩანდა დარბაზი – სარკეებით.

– ეს არის! – წამოიძახა სალიმ და დარბაზის კარი შეაღო. მოულოდნელობისაგან ლამის სუნთქვა შეეკრათ, ისეთი ლამაზი იყო იქაურობა. უზარმაზარი, ბოლოში წაწვეტებული დიდი გოთიკური არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფანჯრები, კედლებზე ჩუქურთმები, რაღაც ფიგურები… ზემოთ ხის აივნები იყო, სავარაუდოდ, ადრე მაყურებელი სხდებოდა და ზემოდან ადევნებდა თვალს წარმოდგენებს…

– ნინ, რა მაგარია! წარმოიდგინე, აქ ადრე კეთილშობილი ქალები სწავლობდნენ და ალბათ, კონცერტებიც იმართებოდა!

– ახლა წარმომიდგა თვალწინ, როგორ ეცვათ, როგორ იქცეოდნენ… სულ დამბურძგლა! მაგრამ ვერ ვხვდები, სარკე რაში უნდა დავიხმაროთ ჩვენ?

გოგოებმა დარბაზი დაათვალიერეს. თვითონაც არ იცოდნენ, რას ეძებდნენ… სალი დიდ როიალთან მივიდა და კლავიშების დასაფარებელი ახადა. შიგნით ფურცელი იდო, მათემატიკის ფურცელი, შუაზე გაკეცილი…

– ნინ…

ფურცელზე უცნაური, შიფრის მაგვარი რაღაც ეწერა… ქვემოთ ტრიქსტერის სიმბოლო იყო მიხატული, მხოლოდ გაშვერილი თითი საპირისპირო მხარეს ჰქონდა.

– მე ამას ვერ წავიკითხავ! – თქვა სალიმ და ფურცელი ნინის გადასცა.

– წამოდი სარკესთან! ეს წერილი სარკისებურადაა ნაწერი!

გოგოები სარკეს მისცვივდნენ. ნინიმ ფურცელი გაშალა და სარკეს მიუშვირა. სარკეში გამოჩნდა ჩვეულებრივი ნაწერი:

“კოდის მეორე სიმბოლო მასწავლებელმა იცის. მასწავლებელი სკოლიდან წავიდა, მაგრამ სიმბოლო დატოვა. მას მოსწავლეების წვალება უყვარდა. იმისთვის, რომ გაიგო კოდის მეორე სიმბოლო, ის ჯერ უნდა გამოიყვანო. მაგრამ შეგიძლია მისი გამარტივება!”

– უნდა გამოიყვანო და გამარტივება შეგიძლია… განტოლებაა ყველა ვარიანტში!
 – თქვა სალიმ.

– ალბათ, რომელიმე კლასში დატოვა…

გოგოები დერეფანში დაბრუნდნენ და კლასები ისევ დაიარეს. ერთ-ერთ კლასში მართლა იპოვეს დაფაზე დაწერილი განტოლება, რომელსაც ქვეშ მიხატული ჰქონდა ნაცნობი სიმბოლო.

გოგოებმა წვალებით გამოიყვანეს განტოლება და კოდის მეორე სიმბოლოც გაიგეს. ეს გახლდათ ციფრი 1.

***
საღამოს, დათქმულ დროს, ნინის ვაკომ მანქანით მიაკითხა და შეპირებული ადგილის სანახავად წაიყვანა.

სალი კი ადვოკატთან შესახვედრად გაემართა.

პატარა ოფისი იყო. მისაღებში მდივანი იჯდა, ახალგაზრდა ქალი, გამოკვეთილად დიდი მკერდით.

– გამარჯობა! მე ჩაწერილი ვარ ექვსის ნახევარზე, ბატონ დავითთან! – უთხრა სალიმ მდივან ქალს და მაგიდის წინ დაუდგა.

– დაბრძანდით… კლიენტი ჰყავს და როგორც კი გამოვა, შეხვალთ!

სალი მაგიდის მოპირდაპირე მხარეს, სავარძელში ჩაჯდა და მზერა ხის გალაკული კარისკენ გადაიტანა. კარის გვერდით, კედელზე, ოქროსფერი ლითონის თხელი ფირფიტა იყო მიმაგრებული და ეწერა – დავით არეშიძე, ადვოკატი.

სალიმ რატომღაც შუახნის მსხვილტანა მამაკაცი წარმოიდგინა, კეფაზე შეთხელებული თმით. ერთი სული ჰქონდა, როდის გამოვიდოდა ის ვიღაცა მისი ოთახიდან…

ოცწუთიანი ლოდინის შემდეგ კაბინეტის კარი გაიღო და ხანშიშესული მამაკაცი გამოვიდა. ხელში საქაღალდეები ეჭირა. მდივანი ქალი უცებ წამოხტა ადგილიდან და კაბინეტში შევარდა. უკან მალე გამობრუნდა და სალის უთხრა, შებრძანდითო…

სალიმ კაბა გაისწორა და კაბინეტის კარი შეაღო.

– მობრძანდით! – პირველად მისი ხმა გაიგონა და ოთახში შევიდა.

დავით არეშიძე არც შუახნის აღმოჩნდა და არც მსხვილტანა. იქნებოდა, დაახლოებით 35 წლის. წაბლისფერი თმა ჰქონდა და თაფლისფერი თვალები. ოდნავ გრძელი და სწორი ცხვირი. – საკმაოდ სიმპათიური იყო და აღნაგობაც მშვენიერი ჰქონდა.

– დაბრძანდით! – გაუღიმა სალის და მაგიდის წინ მდგარ სკამზე მიუთითა.

სალი დაჯდა და ჩანთა ძირს დადო.

– გამარჯობა! განქორწინებას ვაპირებ და მაინტერესებს ჩემი უფლებები… ადვოკატთან არასოდეს ვყოფილვარ და სასამართლოსთანაც არასოდეს მქონია საქმე! ამიტომ წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო… 

– გასაგებია! – ჩაილაპარაკა დავითმა და გაიღიმა.

სალიმ მის ხელებს შეხედა. დავითს მარჯვენა ხელში კალამი ეჭირა და აწვალებდა.

– “ნეტა ჩემი სახელი და გვარი რამეს ეუბნება?” – გაიფიქრა მან და ახლა სახეზე დააკვირდა, ხომ არ ნერვიულობსო. 

– ეს გადაწყვეტილება ორმხრივია? მეუღლეც თანახმაა?

სალი ამ კითხვამ ცოტა დააბნია.

– უი… არ ვიცი… ალბათ, თანახმაა!

– გადაწყვეტილება საბოლოოა? მყარად გაქვთ გადაწყვეტილი თუ აფექტში მოქმედებთ? დარწმუნებული ხართ, რომ გინდათ ამის გაკეთება?

– მე კი… დარწმუნებული ვარ!

– კეთილი… მაშინ ასე მოვიქცეთ. თქვენ მეუღლის პოზიცია გაარკვიეთ ჯერ. დაელაპარაკეთ და ამის მერე მობრძანდით ჩემთან. დღევანდელი ვიზიტის ფულს არ გადაგახდევინებთ!

– დიდი მადლობა! – სალი ფეხზე წამოდგა და დავითს ხელი გაუწოდა. მანაც ჩამოართვა. ოდნავ სველი ხელი ჰქონდა, თუმცა კაბინეტში არ ცხელოდა. პირიქით, კონდიციონერი 19 გრადუსზე იყო დაყენებული.

– შეხვედრამდე! – თქვა დავითმა და სალი კარებამდე მიაცილა.

 თავი 7 – გატაცებული ქალიშვილი

შებინდებული იყო, როდესაც ვაკომ თავისი მანქანა უცნაური შენობის გვერდით, დიდ თუთის ხესთან მიაყენა. მანქანიდან გადმოვიდა, წინიდან შემოუარა, რომ ნინისთვის კარი გაეღო, მაგრამ ნინის უკვე მოესწრო მანქანიდან გადმოსვლა.

რატომ არ დამელოდე? – გაეცინა ვაკოს.

– არ ვარ დაჯილდოებული ლედის თვისებებით და რა ვქნა? – უპასუხა ნინიმ და შენობა მოათვალიერა, რომელიც ძალიან ჰგავდა ფარდულს.

საწყობი ერთსართულიანი იყო. გარედან ჟეშტები ჰქონდა აკრული, რომელსაც მწვანე საღებავი ნახევრად გადასვლოდა. ფანჯრები ხის ფიცრებით იყო აჭედილი.

– რა უცნაურია! ამ კარს რკინის ჯაჭვი აქვს გამობმული, წესით, ბოქლომით უნდა იყოს დაკეტილი. დავიჯერო, რეზი ისე წავიდა, რომ დაკეტვა დაავიწყდა?

შეიძლება იმ გოგოს გამოეკიდა. თან ნასვამიც იყო

– ჰო, მაგრამ წესით, ხომ უნდა მობრუნებულიყო მეორე დღეს? იქნებ აქ არის კიდეც… რა ვქნათ, შიგნით რომ დაგვხვდეს?

არ დაგვხვდება! მანქანა არ აყენია და ფეხით აქ ვერ მოვიდოდა!

– ეგეც მართალია! – თქვა ნინიმ და რკინის ნახევრად დაჟანგებული კარი გამოაღო.

მოიცა! წინ მე გამიშვი! – ვაკომ ფარანი მოიმარჯვა და ნინის მკლავში ხელი მოჰკიდა, რომ შეეჩერებინა.

– მომეცი აქ ეგ ფარანი! – ნინიმ ფარანი გამოართვა და ფარდულში პირველი შევიდა.

ვაჰ, გამაგიჟებ შენ მე! რანაირი ქალი ხარ?..

ვაკო ნინის დაეწია და გვერდით ამოუდგა.

საწყობი შიგნიდან გაცილებით დიდი იყო, ვიდრე გარედან ჩანდა. აქ ეყარა ძველი, დამტვრეული სკამები და ხის დიდი ყუთები, რომლებზეც სფეროს ლოგო იყო დაბეჭდილი.

ნინი ყუთებთან მივიდა და ერთ-ერთი მათგანი გადმოაპირქვავა. პენოპლასტის თეთრი ბურთულები გადმოცვივდა და მიმოიფანტა.

– ნეტა რა ეწყო ამ ყუთებში?!. ისე, ხომ შეიძლება კონტრაბანდას ეწეოდნენ? – ჩაილაპარაკა ნინიმ და გადმოყირავებულ ყუთთან ჩაიკუზა. იატაკიდან რბილი ბურთულები აიღო და მუჭში მოიქცია.

არ არის გამორიცხული

– აქ რა უნდა ეჩვენებინა იმ გოგოსთვის?

წამოდი, იქით კიდეა გასასვლელი

ნინი ფეხზე წამოდგა და ვაკოს გაჰყვა. თან კედლებზე თეთრი საღებავით დახატულ სიმბოლოებს აკვირდებოდა.

ვაკო

– გისმენ, ნინი…

ეს სიმბოლოხელი, გაშვერილი თითით და თვალიხომ არ იცი, რას ნიშნავს?

– თუ არ ვცდები, ერთგული მეგობრობის სიმბოლოა…

ერთგული მეგობრობის? რა საინტერესოამე რაღაც უფრო სხვა მეგონა!

– ზუსტად არ ვიცი… ეს ერთ-ერთი განმარტებაა ამ სიმბოლოსი…

ესე იგი, რა გამოდის, რომ ტრიქსტერი ერთგულ ადამიანებს ეძებს? იქნებ ეს თამაშიც მაგაზეა დაფუძნებული? იქნებ ამოწმებს ჩვენი ნდობის ხარისხს, ბოლომდე ერთგულად ვემსახურებით თუ არაან მე, სალი და მია ერთგული მეგობრები გავხდებით თუ არაან იქნებ თვითონ ეძებს მეგობრებსრა ვიცი 

– არა მგონია, რომ ეს მიზანი ამოძრავებდეს მაგ ორგანიზაციას…

ვაკო ერთმანეთზე დაწყობილი ყუთების უკან შეძვრა, სადაც კიდევ ერთი კარები იყო მიმალული.

მე მაინც მგონია, რომ რეზის დაკეტვა დაავიწყდა, თორე აქ საბომჟეთი იქნებოდა. ამ ყუთებსაც შეუძახებდნენ ადგილობრივები ბუხარში დიდი ხნის წინ.

– დასახლება აქედან საკმაოდ შორსაა და რომელი ბომჟი მოვიდოდა აქ ფეხით…

– ჰო, ისე, ეგეც მართალია!

ვაკო და ნინი პატარა ოთახში შევიდნენ. აქ ძველებური ხის საწერი მაგიდა იდგა, ოღონდ ძალიან იყო გაუბედურებული. ნინიმ უჯრები სათითაოდ გამოსწია. შიგნით ძველი, გაყვითლებული ფურცლები ეწყო, ზედ რაღაც ციფრები და ფორმულები ეწერა.

შეხედე, ნინ!

ვაკო კედელთან იდგა და თითს უსვამდა. ნინიმ მაგიდას თავი დაანება და მასთან მივიდა.

– ხედავ?

ვაიმე, რა არის ეს?

ნინი კედელს დააკვირდა, რომელიც “დარტსის” დაფასავით სულ დაჩხვლეტილი იყო.

– ალბათ, აქ რაღაცა ჰქონდათ გაკრული და ზედ ჭიკარტებით ნიშნავდნენ… შეიძლება რუკა! ან რაღაც დიდი ფორმატი…

ან დარტსს თამაშობდნენ.

– დარტსს მთელ კედელზე არ ისვრიან, თან ასეთ მოკლე მანძილზე. მაგრამ მე სხვა რაღაც უნდა გაჩვენო.

ვაკო მაგიდას დაეჯაჯგურა და გვერდზე გააცურა. მაგიდას უცებ ერთი ფეხი მოტყდა და ბრაგუნით დაეცა.

რას აკეთებ? – გაუკვირდა ნინის.

– მოდი აქ!

ვაკომ ფეხით მაგიდის ქვეშ დაგროვილი დიდი რაოდენობით მტვერი გადახვეტა და სარდაფში ჩასასვლელი ოთხკუთხედი ლუკი გამოაჩინა.

– ეს იმ დღეს ვნახე და მაგიდა ისევ მივაფარე… არ იღება! ვერაფრით მივხვდი, ეს რა ჯანდაბა აყენია ზედ.

ნინიმ ჯიბიდან ერთჯერადი ხელსახოცი ამოიღო და ლუკი გადაწმინდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ შეჰყვირა, მაგრამ დროულად შეიკავა თავი. ლუკზე ისეთივე მექანიზმი ეყენა, როგორიც ცისფერი სახლის კარებზე დახვდათ.

– “მედალიონები“… – გაიფიქრა ნინიმ, მაგრამ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. 

– უცნაურია. კოდის მექანიზმს არ ჰგავს…

ჰო, არაეტყობა სპეციფიკური გასაღებებით იღება! – თქვა ვაკომ.

– ძაან დაგვიბნელდა. ფარანი არ დაჯდეს… მეტი აქ სანახავი არაფერია!

ნინი ფეხზე წამოდგა. ვაკო მიუახლოვდა და ხელით მკლავზე შეეხო.

ხომ არ გცივა?

– არა!

გოგოები რატომ არ წამოიყვანე?

– სალის არ ეცალა… მია თავის მეგობართანაა კოჯორში…

გასაგებია

უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა.

– მგონი, ჯობია წავიდეთ…

– ჰო…

ნინი გასასვლელისკენ გაემართა. ფარნით ინათებდა გზას.

არ მახსოვს, გითხარი თუ არა ადრევგიჟდები ასეთ გოგოებზე

– როგორ ასეთზე?

რისკი რო ევასებათ და არ ეშინიათპრინციპში, შეიძლება ითქვას, რომ შენ დღეს მაგრა გარისკეშენ ხომ არ მიცნობ წესიერად?.. 

– თუ არ გარისკავ, ძალიან უინტერესო და მოსაწყენი იქნება ცხოვრება! – უპასუხა ნინიმ.
ორივემ ფარდული დატოვა და მანქანისკენ გაემართა.

***

სალი აბაზანიდან ახალი გამოსული იყო და დასაძინებლად აპირებდა დაწოლას, როცა კარზე გაბმულად დარეკეს ზარი. ცოტა არ იყოს, შეეშინდა. ასეთ დროს კარგ საქმეზე ვინ მოვიდოდა?

ჭუჭრუტანიდან მიას ჟღალი თმა ჩანდა. სალიმ კარი გააღო და მის დანახვაზე გულმა ბაგა-ბუგი დაუწყო.

მია გაშტერებული იდგა. სახეზე არაფრისმთქმელი გამომეტყველება ჰქონდა.

რა მოხდა? – ძლივს ამოთქვა სალიმ ეს სიტყვები და მიას ხელი მოჰკიდა, რომ სახლში შეეყვანა.

– რა ცივი გაქვს ხელები… რა მოხდა? შეგემთხვა რამე? ამოიღე ხმა, გული გამისკდა…

სალჩაი დამალევინე

მიას ხმა ძლივს ამოუვიდა. სალიმ კარი ყოველი შემთხვევისთვის ჯაჭვზეც დაკეტა და მია დივნამდე მიიყვანა.

– მცივა…

მია თითქმის ჩურჩულებდა. დივანზე დაჯდა და ბალიში მიიხუტა.

ვაიმე, რა დაგემართა, მია? ახლავე, მოიცაადიალას მოგიტან!

სალი სირბილით გაიქცა საძინებელ ოთახში და ადიალა გამოიტანა, მიას მიაფარა და გვერდით დაუჯდა.

– ჩაის ახლავე გაგიკეთებ… ორი სიტყვით მითხარი, რა გჭირს?

რეზისთან ერთად ვიყავი 

– რეზისთან? რა გინდოდა რეზისთან? როდის შეხვდი? ჩვენ რატომ არ გვითხარი? სად იყავი? – მიაყარა კითხვები სალიმ.

ჩაი მომიტანე და ყველაფერს მოგიყვებიცოტა აზრზე მოვიდენინი სად არის?

– ვაკოსთან ერთად წავიდა რაღაც სახლის სანახავად. წეღან ველაპარაკე… გზაში ვართო… მოდიან უკვე… მერე მოგიყვები… მოიცა, ჩაის დაგისხამ უცებ.

სალი სამზარეულოში შევარდა. ასე სწრაფად ჩაი არასოდეს გაუკეთებია.
მიამ რამდენიმე ყლუპი მოსვა და როგორც იქნა, ალაპარაკდა.

– პატარა რომ ვიყავი და წავიქცეოდი ხოლმე, იქამდე ვტიროდი, სანამ ჩაის არ დამალევინებდნენ… ასე მეგონა, ჩაის ყველაფრის მორჩენა შეეძლო… დღემდე გამომყვა ეს განწყობა…

რეზიზე მითხარი

– რეზიმ, სოფლიდან რომ ჩამოვედით, იმის მეორე დილას დამირეკა და დამაინტრიგა…

რა გითხრა? ისეთ რაღაცას განახებ, რაც აქამდე არ გინახავსო?

მიამ გაოცებული სახით შეხედა სალის.

– საიდან იცი?

მერე გეტყვიჯერ მოყევი ყველაფერი

– არჩევანის წინაშე დამაყენა… მოკლედ, შევხვდით… თავისი მანქანით იყო. ჩამსვა, ღვედი თვითონ შემიკრა და შავი ლენტი მომცა…

შავი ლენტი?

– მთხოვა, თვალები ამეხვია!

არ მითხრა, რომ დაუჯერე

მიამ თავი დააქნია და ჩაი მოსვა.

– გაგიჟდი გოგო? ასე ბრმად როგორ ენდე?

ძალიან სწრაფად მიდიოდა. დავიძაბე საშინლად, მაგრამ არ შევიმჩნიემოკლედ, სადღაც გააჩერა მანქანა

– სად?

მთაზეიქიდან რაღაც სასაფლაო ჩანდა. მრგვალ, უცნაურ ნაგებობასთან მიმიყვანა, რომელსაც კარი არ ჰქონდაგარედან სიმბოლო ეხატა

– ტრიქსტერის?

არა! – აი, სახიფათოს რომ ნიშნავს

– ჰო…

და მოყოლა დაიწყო ამბისვიღაცის ბავშვობაზესახელი არ მითხრავიღაცას ბავშვობაში უყვარდა აქ მოსვლაოარ ვიცი, საკუთარი თავი იგულისხმა თუ ტრიქსტერი 

– მერე?

თვალები ისევ ამიხვია და ხელები მომკიდა. მივყავდი სადღაცსახეზე რაღაცეები მომედოარ შეგეშინდესო, მითხრამხოლოდ ფოთლებიაომერე ნესტის სუნი ვიგრძენი და ვიგრძენი, რომ ძაან დაბნელდა…. სახვევი მომხსნა დარომ მახსენდება, ახლაც მბურძგლავს, სალმე ასეთი რამ ჩემს სიცოცხლეში არ მინახავს

– რა? რა ნახე?

უცებ სალის მობილურმა დარეკა. ნინი იყო. სალიმ მიკროფონზე უპასუხა, რომ მიასაც გაეგო მისი ხმა.

ჰო, ნინ

– ტრიქსტერმა მომწერა ფეისბუქზე! ახალი დავალება გვაქვს!

თავი 8 – ცრუ და ნამდვილი

მიამ ის ღამე სალის სახლში გაატარა. დილით მათ ნინიც შემოუერთდათ, ქაღალდის პარკით კრუასანები მოიტანა. სალიმ ყავა მოადუღა, რომ სამივეს ერთად ესაუზმა.

ტრიქსტერმა ახალი დავალება სამივეს მისწერა. მათ უნდა ეპოვათ გზავნილი უჩვეულო ფოსტით… ჯი პი ეს-კოორდინატების მიხედვით, დავალების ლოკაცია ლისის ტბა იყო.

მია შედარებით დამშვიდებული იყო და წინა დღის მოვლენებზე უფრო თავისუფლად ლაპარაკობდა. მან ნინისაც იგივე მოუყვა, რაც სალის… ოღონდ, კიდევ უფრო მეტი დეტალი გაიხსენა.

– ასე ბრმად როგორ წაყევი? იქნებ რას გიპირებდა?

როგორც შენ წაყევი ვაკოს, მეც ისე წავყევი რეზის, ნინგანსხვავებას ვერ ვხედავ!

– ჰო, მაგრამ… ნუ, მე ასეთი დაქნეული ტიპი ვარ და შენ? შენ სხვანაირი ხარ, მია!

იქნებ არ ვარ სხვანაირი? იქნებ ასეთი ვარ? და უბრალოდ, ახლა მომეცა საშუალება, რომ გამოვავლინო ჩემი დაფარულიმე“?

– დაწვრილებით მოყევი, იქნებ ჩვენ ისეთი რაღაც შევამჩნიოთ, რაც შენ გამოგრჩა… და მერე მეც უნდა გითხრათ რაღაც…

დამირეკა, მითხრა, ახლავე თუ წამომყვები, რაღაცას გაჩვენებო და ამის შანსი ერთხელ გეძლევაოფიქრის დროც არ მომცა! მერე მომაკითხა თავისი მანქანით და გარკვეული მანძილი რომ გავიარეთ, თვალები ამიხვია!

– საერთოდ ვერ მოდიხარ აზრზე, სად იყავით?

მე მგონი, ბოლოს მივხვდიორიენტაცია არ მაქვს საერთოდ, მაგრამ ეგ ადგილი ძალიან მეცნომოკლედ, გააჩერა მანქანა, გადმომიყვანა. ცუდი გზა იყო. დაახლოებით 20-30 მეტრი ეკლებსა და ბალახებში ვიარეთ. ფეხები მეკაწრებოდა…. სადღაც ამიყვანა და სახვევი მომხსნა. პირველი, რაც დავინახე, სასაფლაო იყო, რომელიც ქვემოთ ჩანდაჩვენ კი მთაზე ვიდექით.

– მერე?

მერე უცნაური შენობა დამანახა. გარედან სახიფათოს რომ ნიშნავს, ის ნიშანი ეხატამრგვალი იყო მთლიანადმითხრა, რომ შიგნით შევსულიყავი. მე შემოვუარე, მაგრამ კარი ვერ ვუპოვე. რეზი იდგა და იცინოდა

– რა საინტერესოა…

მერე ისევ ამიხვია თვალები და თვითონ წამიყვანა

– საერთოდ არ შეგეშინდა?

როგორ არა! ძალიან მეშინოდა, მაგრამ არ ვიმჩნევდიხო არ გამოვიქცეოდი? თან არც ვიცოდი, სად ვიყავი

– მერე?

მერე სახეზე ფოთლები მომედოისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ხეში შევედითსიგრილე ვიგრძენი და დაბნელდასახვევი რო მომხსნა, აი, შიში მაშინ გენახა

– რა იყო?

არ ვიცი, გოგოებოსაშინელებათა ფილმებში რომ ადგილებია ხოლმე, ისეთი რაღაც იყოშესასვლელთან ვიდექი, რომელიც ცოტა მაღლა იყო და იმ შენობას ძირი ჩაღრმავებული ჰქონდამთლიანად მრგვალი იყო. უნდა ჩაგერბინა დაღმართზე, რომ შიგნით მოხვედრილიყავიბნელოდა, მაგრამ ჭერი რამდენიმე ადგილას გახვრეტილი იყო და მზის სხივები ჩამოდიოდა და ზოგ ადგილას ეცემოდა

ჭერი გუმბათოვანი იყო და ცენტრში მრგვლად ამოჭრილი ჰქონდა, საიდანაც შემოდიოდა სინათლეკედელში, რამდენიმე ადგილზე უზარმაზარი მეტალის მილი იყო დატანილი. ამ შენობის ცენტრში კიდევ ერთი, ძალიან უცნაური ნაგებობა იყო, ზედხედით ყვავილის ფოთლისებური. თითო ფოთოლში თითო მომრგვალებული ოთახი ჰქონდასულ სამი ოთახი იყო, თუ არ ვცდებინაგებობა აგურის იყო

– რა ჯანდაბა უნდა ყოფილიყო?

არ ვიციეს რა არისმეთქი, ვკითხეგაეღიმა და ხელი მომკიდა, რომ შიგნით შევეყვანემე არ მივყვებოდი, მაგრამ დაღმართი იყო და ფეხი მიცურავდაჩამარბენინა...

– მერე?

ისე შემზარავად გამოიყურებოდა იქაურობა, რომ მთელი სხეული მიკანკალებდანუ გეშინიაო, მითხრა! ეს ძალიან საინტერესო ადგილია და სხვა დროს ვეღარ ნახავო… – რა არის აქ საინტერესომეთქიაქ, ერთ ადამიანს ძალიან უყვარდა მოსვლაოხანდახან მთელ დღეს აქ ატარებდაო

– ვისო?

მეც ეგ ვკითხე, ვისმეთქი და გაიცინა. ფარანი ამოიღო და იმ ნაგებობას მიანათაშეხვალო? – მკითხაშიგნით ნამდვილად ვერ შევიდოდი, სალრო მოვკვდე, მანდ ვერ შევალმეთქი… – ძალიან ცუდიომე უფრო გაბედული გოგო მეგონეოშიგნით საინტერესო რაღაცებია და მხოლოდ ის ნახავს, ვინც გარემოებებს არ შეუშინდება და ვისაც სიღრმისეული ხედვის უნარი გააჩნიაოარ ვიცი, ამაში რა იგულისხმა

– ვაიმე… გამაჟრიალა! – თქვა სალიმ და ყავის ჭიქას ორივე ხელი მოუჭირა.

მერე? რა მოხდა მერე, მია?

– მე წამოსვლა მინდოდა, მაგრამ არ მიშვებდა… დამიჭირა, მკლავები მომხვია, რომ თავი ვერ დამეძვრინა. თან თვალებში მიყურებდა…

ღმერთო ჩემო! ვერაა ეგ ბიჭი

– არ მჯერა, რომ სიყალბე იგრძენი მაშინ, როცა გაკოცეო…

ვერ მოუნელებია ეგ

– აქედან არ წახვალ, სანამ შენ თვითონ არ მაკოცებო… მეც გავჯიუტდი და არ ვაკოცე… ძალით არც ცდილობდა! უნდოდა, რომ მე ვეიძულებინე… რომ ჩემი ინიციატივით მეკოცნა…

გეკოცნა მერე შენც და წამოსულიყავი დროზე… – თქვა ნინიმ და სიგარეტს ნერვიულად მოუკიდა.

– პრინციპის საკითხი იყო, ნინ… არ მინდოდა, რომ თავისი გაეტანა… დიდხანს ვიყავით იქ, ბოლოს დაიღალა და ჩაილაპარაკა, კარგიო… ხელი მკლავში მომკიდა და წამომიყვანა… ამჯერად სახვევი აღარ გავაკეთებინე და მანქანამდე სანამ მივედით, იქაურობა მოვათვალიერე… რუკაზე უნდა მოვძებნო ეგ ადგილი, იმიტომ, რომ ვიცი, ადრე დანახული მაქვს… მოკლედ, მანქანაში ჩამსვა და კარი შიგნიდან ჩაკეტა. ამჯერად თბილისს გავცდით… ვეკითხებოდი, სად მიდიოდა, მაგრამ ჩუმად იყო… კინაღამ გავგიჟდი…

ვაიმე, ეს რეები გადაგიტანია

– მცხეთისკენ, რაღაც სოფელში წამიყვანა… ისტორიული სოფელი უნდა განახოო. უძველესი სამოსახლო და უმნიშვნელოვანესი პუნქტიაო. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, თვითმხილველების გადმოცემით, აქ კგბ-ს შეფის,- ბერიას ხელმძღვანელობით მუშაობდნენ ფიზიკოსებიო, რაღაც საიდუმლო იარაღზეო, რის გამოც ხეობა სამოქალაქოებისაგან დაცლილი და გადაკეტილი იყოო… სოფელს კარნასი ჰქვიაო!

იქ რა უნდოდა?

– ომის შემდეგ კარნასის კომპლექსი არქეოლოგებს გადაეცათო. მოგვიანებით, ამ კომპლექსში ტუბსაავადმყოფო განთავსდაო, ლანდშაპტური პირობებისა და დიდი დასახლებებიდან იზოლაციის გამო. 2002 წელს 9 კაცი ცხოვრობდა სოფელშიო…

იქ წაგიყვანა?

– ჰო… დაღამდა კიდეც… აი, ფილმი როა, “საილენთ ჰილი”… მაგას და ქალაქ “პრიპიატს” ჰგავდა… ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რაღაც სხვა განზომილებაში მოვხვდი… რეალობის აღქმა დავკარგე… ჯერ გეოფიზიკური ობსერვატორია მაჩვენა, მაგ კარნასში მდებარეობს… მითხრა, რომ ის, ვისაც იმ შენობაში უყვარდა მისვლა, ადრე აქ მუშაობდა…

ვაიმე, ნეტა ვისზე ამბობს? თავის თავს ხომ არ გულისხმობდა? ან ტრიქსტერს? თუ, რა თქმა უნდა, ერთი და იგივე პიროვნება არ არისხმაზე არ დააკვირდი?

– როგორ არა! ტრიქსტერს ძაან სპეციფიკური ხმა და საუბრის მანერა აქვს, მაგრამ შეიძლება ის ხმა სულაც არ იყოს მისი… ან შეიძლება რაღაც პროგრამით ჰქონდეს შეცვლილი… ვინ იცის…

შენ რეზი გგონია?

– ახლა უფრო მეტად მგონია, ვიდრე ადრე.

მერე? რა მოხდა მერე?

– ერთ-ერთ ოთახში შემიყვანა, კედლებზე სულ პლანეტები ეხატა. გაურკვეველი რაღაცები ჰქონდა მიწერილი… როგორც ჩანს, ვიღაცა რაღაცას იკვლევდა… პლანეტების მოძრაობა იყო დაფიქსირებული და კიდე რაღაცები…მე ვკითხე, რატომ ამომირჩიე მაინცდამაინც მე-მეთქი და ხომ გითხარი, წითურებზე ვგიჟდებიო…

კაი ერთითქო

– მერე ერთ სახლში წამიყვანა. მანქანა ეზოში დააყენა, იმ სახლში არავინ იყო… გარედან ძაან გაუბედურებული იყო, იფიქრებდი, პატრონებმა კარგა ხნის წინ მიატოვესო… მაგრამ შიგნით ძალიან კარგად იყო მოწყობილი ყველაფერი… გავოცდი, რომ შევედი…

შეიძლება მაგ სახლს სამალავადაც იყენებდეს

კარი გასაღებით ჩაკეტა და ტელევიზორი ჩართო. მერე მაცივრიდან რაღაცები გამოიღო და მომიტანა. – ჭამე და დაისვენეო. ჩაიც შემომთავაზა… სააბაზანოში შევედი, ხელების დასაბანად, სარკის წინ კბილის ჯაგრისი, პასტა, საპონი და რაღაცები იყო… კბილის პასტას და საპონს სფეროს ლოგო ჰქონდა.

– ვაა… ესე იგი, თავისი პროდუქციაც აქვთ? რა საინტერესოა!

ჩვეულებრივად იქცეოდა, დაჟე, არც მეფლირტავებოდა. აქ მანამდე იქნები, სანამ არ მაკოცებო 

– რა პრინციპული ყოფილა!

– მეც ძალიან პრინციპული ვყოფილვარ, ნინ… ღამე მაღლა ამიყვანა, ამ ოთახში დაიძინებო… მაგრამ რა დამაძინებდა? მთელი ღამე გავათენე… გამთენიისას ისე დამძინებია, ვერ გავიგე… მთელი დღე მეძინა. საღამოს გამეღვიძა და ქვემოთ ჩავედი… ჩემი ჩანთა დივანზე იდო, მაგრამ მობილური აღარ იყო შიგნით…

თვითონ სად იყო? 

– სააბაზანოდან გამოვიდა. პირსახოცშემოხვეული…

შიშველი?

– ჰო…

მერე?

– მივედი და ვაკოცე. დავიკიდე მაგისი პრინციპები…

იმან?

– იმანაც მაკოცა. მერე გამიღიმა და მკითხა, კოცნით შემოვიფარგლოთ თუ გინდა კიდე რამეო?

რა საზიზღარია! 

– გელოდები, მალე ჩაიცვი და სახლში წამიყვანე-მეთქი… მე შენ სხვანაირი გოგო მეგონეო… დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ შენობაში შეხვიდოდიო… მე დახმარება მინდოდაო…

დახმარება?

– ჰო, კოდის მეოთხე სიმბოლო იმ შენობაში იყოო…

ჯერ მესამე არ გვიპოვიატრიქსტერი მაინც გაგვიშვებს იმ შენობაში, თუ კოდის მეოთხე სიმბოლო მართლა იქაა.

– მეც ასე მგონია! შენ რა უნდა გეთქვა, ნინ?

მე და ვაკომ რომ საწყობი ვნახეთ, იქ არის ლუკი, რომელიც იგივე მექანიზმით იღება, რომლითაც ცისფერი სახლიმაგრამ ვაკოსთვის არ მითქვამსვაკო ვერ ხვდება, რომ ლუკს მედალიონები აღებს

– გზა ხომ დაიმახსოვრე? ამ დავალებას რომ შევასრულებთ, მერე წავიდეთ აუცილებლად!

დავალების შესრულების დრო რომ მოვიდა, სამივე ნინის მანქანით ლისის ტბისკენ გაემართა. პირველი, რაც თვალში მოხვდათ, მიტოვებული დანგრეული შენობა იყო, სანაპიროდან მოშორებით. სწორედ ამ შენობაში იყო მინიშნებები დღიურიდან. თავსატეხები რომ ამოხსნეს, მიხვდნენ, რომ “გზავნილი უჩვეულო ფოსტით” წყალში უნდა ეძებნათ…

კამიშების შიგნით ტივის მსგავსი რაღაც იყო, რომელიც წყალზე ტივტივებდა. ნინი გადავიდა და წყალზე მოტივტივე ბოთლიც დაინახა. ბოთლში წერილი იდო:

– “კოდის მესამე სიმბოლო მე ვიცი, მაგრამ გემს, რომელზეც ახლა ვიმყოფები, გამოუვალი მდგომარეობა შეექმნა და ვაგვიანებ დანიშნულების ადგილზე მოსვლას. ვაგზავნი წერილსკოდის მესამე სიმბოლო სანდო ადამიანებს გადავეცი და ყველაფერს ისინი მიხედავენ. იმისთვის, რომ იპოვო ისინი, ჯერ უნდა მოძებნო გზავნილი. კაპიტანი“.

წერილის ქვემოთ რუკა ეხატა, რის მიხედვითაც, ხეებსა და ბუჩქებში საგულდაგულოდ დამალულ გზავნილს მიაგნეს. საკმაოდ მოზრდილი შეფუთული ყუთი იყო, რომელშიც იდო წერილი, გამჭვირვალე ბურთულა-კომპასი, რომელიც სფეროს ლოგოს ჰგავდა და ხის ყუთი, რომელიც თამაში აღმოჩნდა – “კრესტიკი და ნულიკი”.

ფიგურები ხისაგან იყო გამოთლილი, ოღონდ ერთი “კრესტიკი” და ერთი “ნულიკი” აკლდა.

კონვერტზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანი ეხატა, ხოლო წერილში ეწერა:

– “დედამიწაზე ორი ზუსტად ერთნაირი არაფერია! წყლის ორი წვეთიც კი განსხვავდება მოლეკულების რაოდენობით

იპოვე ორი ერთნაირი!

ორიდან ერთი ცრუა! მეორე ნამდვილი! იმისთვის, რომ გამოააშკარაოთ მატყუარა, პირველ რიგში, ყურადღება მიაქციეთ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამოებებს! მაგალითად, სიტყვა შეიძლება არ შეესატყვისებოდეს ხმის ჟღერადობას, ან ნათქვამია სწორი სიტყვა, მაგრამ გამომეტყველება და ჟესტიკულაცია არ პასუხობს წარმოთქმულსა და ხმის ჟღერადობას.

თუ ადამიანს ღრმად სწამს იმ სიცრუისა, რომელსაც ამბობს, მისი ტყუილში მხილება უკიდურესად რთულია! გამოიცანი, რომელია ნამდვილი და შენ გექნება კოდის მესამე სიმბოლო!”

– ეს ზოდიაქოს ნიშანი ტყუპებისაა! ტყუპები ხომ არ ვიპოვოთ? – თქვა მიამ და სანაპიროს გახედა. ძალიან ბევრი ხალხი იყო.

– ამდენ ხალხში ტყუპები უნდა ვეძებოთ? – გაეცინა ნინის.

ნამდვილი ტრიქსტერია რაა! – თქვა სალიმ და სანაპიროსკენ გაეშურა.

ხალხი ბევრი იყო, საცურაო კოსტიუმები ეცვათ და მზეზე ირუჯებოდნენ. გოგოები უცნაურად გამოიყურებოდნენ, ჩაცმულები რომ დადიოდნენ და ყველას აკვირდებოდნენ. ხესთან, ჭილოფზე მართლა იჯდა ორი გოგონა, რომლებიც გაჭრილი ვაშლით ჰგავდნენ ერთმანეთს.

– ტყუპები! – წამოიძახა მიამ და მათკენ გაიქცა. ტყუპები ფეხზე წამოდგნენ. ორივეს მკერდზე მედალიონი ეკეთა – ერთს “კრესტიკი”, ხოლო მეორეს “ნულიკი”, რომლებიც თამაშის ყუთიდან ამოღებული ფიგურები იყო.

კოდის მესამე ციფრი თქვენ უნდა გვითხრათ? – ჰკითხა სალიმ.

– ერთ-ერთი ჩვენგანი მხოლოდ ტყუილებს იტყვის, ხოლო მეორე მხოლოდ სიმართლეს. თქვენ უნდა გვეთამაშოთ ეს თამაში და რამდენჯერაც მოიგებთ, იმდენ ფრაზას ვიტყვით… უნდა გამოიცნოთ, რომელია ცრუ და რომელი ნამდვილი… შესაბამისად, კოდის სიმბოლო ან იქსი იქნება, ან ნული…

ძალიან კარგი! მაშინ ვითამაშოთ! – თქვა ნინიმ და ყუთი გახსნა.

თავი 9 – ლუკი

არცთუ ისე ადვილად, მაგრამ გოგოებმა მაინც შეძლეს გამოეცნოთ, რომელი ტყუპისცალი ამბობდა სიმართლეს და რომელი ცრუობდა. მართალი ნულიკი აღმოჩნდა. გოგოები მანქანაში დაბრუნდნენ.

 k10, საინტერესოა, რის კოდს ვეძებთ?

– ჩემი აზრით, რომელიმე ობიექტის კარებზე კოდის შესაყვანი მექანიზმია. ალბათ, კოდი იმ კარებს გააღებს, სადაც ტრიქსტერი იქნება. – თქვა ნინიმ და სიჩქარეს მოუმატა. მანქანა იმ ადგილას მიჰყავდა, სადაც საწყობი იყო.

– ნეტა რა არის იმ ლუკში… დარწმუნებული ხარ, რომ თავზე არავინ წამოგვადგება?
მია ოდნავ აღელვებული ჩანდა.

დარწმუნებული ვერაფერში ვიქნებით, მია! იმედი უნდა ვიქონიოთ.
ნინიმ მანქანა ფარდულის უკანა მხარეს დააყენა, რომ გზიდან არ გამოჩენილიყო. როდესაც მანქანიდან გადმოვიდნენ, შესასვლელი კარი ბოქლომით დახვდათ დაკეტილი. ის ჯაჭვი, რომელიც ბოქლომის გარეშე ნახა ნინიმ, ამჯერად მყარად ჰქონდა შემოხვეული საკეტს და დიდი ბოქლომი ჰქონდა გაყრილი.

– საინტერესოა! იმ დღეს რომ ვიყავით მე და ვაკო, ბოქლომი არ იყო. ვიფიქრე, რომ რეზის დაკეტვა დაავიწყდა და ისე წავიდა, მაგრამ ბოქლომს ხომ არ გაიყოლებდა თან? ან ძირს უნდა გდებულიყო ან შენობაში უნდა შეეტანა, მაგრამ არსად იყო…

დარწმუნებული ხარ?

– კი. სპეციალურად ვათვალიერებდი.

– ესე იგი, რა გამოდის? – თქვა სალიმ და ბოქლომს დაეჯაჯგურა. – გამოდის, რომ ვაკოსაც ჰქონდა გასაღები… ალბათ, ადრე მოვიდა, ბოქლომი მოხსნა და მერე ისე გაითამაშა, ვითომ რეზის დაავიწყდა დაკეტვა?

– რეზის ეგეთი რამ არ დაავიწყდებოდა! – მტკიცედ თქვა მიამ და ფარდული შეათვალიერა.

თუ ეს ვერსია სწორია, გამოდის, მან ლუკის არსებობაც იცოდა და შემთხვევით არ უპოვია. ალბათ აინტერესებდა, რას ვიტყოდი მევიტყოდი თუ არა, რომ ლუკს მედალიონები აღებს

ნინი მიწაზე დაჯდა და ზურგით ფარდულის კარს მიეყრდნო.

რაში დასჭირდა ეს სპექტაკლი ვაკოს?

– შეიძლება თვითონ ვერ აღებს და უნდა, რომ ჩვენ გაგვაღებინოს… – თქვა სალიმ და ნინის გვერდით მიუჯდა.

აი, ახლა ასმაგად უფრო მინდა იმ ლუკის გახსნა! რა დროს დასვენებაა? – მოდით, ამ ფანჯარას ეს ფიცარი როგორმე ავაძროთორი ფიცარი რომ ავაძროთ, შევძვრებით!

სამივე ფიცარს დაეჯაჯგურა, რომლითაც ფანჯარა იყო აჭედებული.

– ნინ, შენი დანა მათხოვე!
სალიმ ნინის დასაკეცი დანა გაშალა და ლურსმნის ამოძრობა დაიწყო. ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და როგორც იქნა, ფიცრის ერთი მხარე მოხსნეს.

– ქვედა მხარე გავაცუროთ გვერდით, არ გვინდა ზედა ნაწილის მოხსნა! ისედაც გაიწევა ეს ფიცარი.

გოგოებმა მეორე ფიცრის ქვედა მხრიდანაც ამოაძრეს დიდი ლურსმანი და ფიცარი გააცურეს.

პირველად ნინი გადაძვრა, მერე სალი და ბოლოს მია. ფარდულში ნინის მიერ ყუთიდან გადმოყრილი თეთრი პენოპლასტის ბურთულები ისევ ისე იყო მიმოფანტული.

– აქეთ წამოდით!
ნინი ყუთების უკან შეძვრა და იმ პატარა ოთახის კარი გამოაღო. ფეხმოტეხილი მაგიდა აყირავებული ეგდო ძირს. ლუკზე ისევ მიყრილი იყო ქვიშა. ნინიმ საკეტი გამოათავისუფლა.

მია! შენიბენდენამომეცი.
მიამ თავსაფარი მიაწოდა. ნინიმ ლუკის საკეტი კარგად გაწმინდა მტვრისაგან და მედალიონი მოიხსნა. მას დანარჩენებმაც მიბაძეს. მედალიონები გააერთიანეს და მექანიზმში ჩადეს.

რაღაცამ გაიტკაცუნა და საკეტი გადატრიალდა. ნინიმ ლუკს სახურავი ახადა და ჩაიხედა.

სიბნელეა! მომაწოდე ფარანი, სალ!
ფარანი ჩაანათეს და კიბე დაინახეს, რომელიც ქვევით ეშვებოდა.

– მეშინია! – თქვა მიამ და ლუკს მოშორდა.

შენ აქ დარჩი! გვიყარაულებ. თუ მანქანის ხმას გაიგებ, ჩამოგვძახე! 
ნინი ძირს დაჯდა და ფეხით კიბის საფეხური მოსინჯა. მერე ნელ-ნელა დაიწყო ქვევით დაშვება. სალი მაღლიდან უნათებდა.

არ ყოფილა ღრმა! – ამოსძახა ქვემოდან გოგოებს ნინიმ და თავისი ფარანი აანთო.

– რა არის, ნინ? – ჩასძახა სალიმ და თვითონაც ქვემოთ დაეშვა.

რაღაც პატარა შახტააჩამოდი!
სალიმ ფეხი ბეტონის იატაკზე დადგა და ირგვლივ მიმოიხედა. კედლებიც ბეტონისა იყო.

რაღაცბომბაუბეჟიშჩასჰგავს! – თქვა ნინიმ და კედლებზე დახატულ სიმბოლოებს მოატარა ფარანი.

ყველგან ეს უცნაური სიმბოლოებია! რას ნიშნავს?

– ეს მგონი მზის სისტემაა! პლანეტებს ჰგავს…

მართალი ხარ! აქ რაღაც გამოთვლებია! ასტრონომიული რაღაც ფორმულებია, თუ არ ვცდები! 

– ნინ, აქ რაღაც ძველი წიგნია! – სალი ოთახის ერთ კუთხესთან მივიდა და ძირს დაგდებული სქელტანიანი და ყდაგაცვეთილი წიგნი აიღო ხელში.

რა წიგნია?

– არ ყოფილა წიგნი… ვიღაცის ჩანაწერებია! მელნითაა ნაწერი და უმეტესობა ადგილი ნესტისაგან დაზიანებულია!

ზევით ავიტანოთ ეგ წიგნი და სინათლეზე ვნახოთ! – ნინიმ ფარნით კიდევ ერთხელ მოათვალიერა სამალავი და დარწმუნდა, რომ იქ კედელზე დახატული სიმბოლოების და პლანეტების გარდა, არაფერი იყო. ნაწერებს მობილურით სურათები გადაუღო და შახტა დატოვა.

ლუკი ისევ დაკეტეს და საწყობი დატოვეს. მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, სალიმ წიგნი გადაშალა. უფრო დღიური იყო, ვიდრე წიგნი. უბრალოდ, წიგნის ყდა ჰქონდა დამაგრებული.

სალიმ კითხვა დაიწყო.

– “გადავწყვიტე, წერა დავიწყო! დავიწყო წერა უცნაური მეთოდით! ისეთი მეთოდით, როგორიც ალბათ აქამდე არავის გამოუყენებია!

ჩემი დაბადებაც ისეთივე უცნაური იყო, როგორიც მე ვარ! მე რომ დავიბადე, სამშობიაროში სეფსისი იყო მოდებული და ახალშობილები იღუპებოდნენ. კარანტინი გამოაცხადეს და სამშობიარო დახურეს.

დედა ფანჯრიდან გამოიპარა ღამით, რომ ჩემთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა…
შეძლო. მე გადავრჩი, მაგრამ დედა ვერა…

ფეხი რომ ავიდგი, უკან-უკან დავდიოდი… ბებია ხუმრობდა, უკუღმართი გაიზრდებაო…
მამა ცდილობდა, ისე აღვეზარდე, რომ არაფრის შიში არ მქონოდა. ვყოფილიყავი ძლიერი და დამოუკიდებელი. ამისთვის, ის ხანდახან მიუღებელ ზომებს იყენებდა, მაგალითად, სიბნელეში ჩამკეტავდა… იცოდა ჩემი ყველა სისუსტე… იცოდა, რომ სიბნელის ძალიან მეშინოდა.

მე დავრწმუნდი, რომ სიბნელეში ცუდი არაფერია! ჩემი თვალები უკუნეთ სიბნელეში არჩევდნენ კონტურებს, მაშინ, როდესაც სხვები საერთოდ ვერაფერს ხედავდნენ…
მამა არქეოლოგი იყო და ერთ საიდუმლო პროექტზე მუშაობდა. მან ძალიან ბევრი საინტერესო ადგილი მაჩვენა… ყველაზე საინტერესო და მისტიკური მიტოვებული შენობებია!

მისი სამსახურის უკან ერთ-ერთი ასეთი მიტოვებული შენობა იყო – თრელიგორას წყლის რეზერვუარი. შემაღლებულ ადგილას… რეზერვუარის დიამეტრი 38 მეტრი იყო. შიგნით გაურკვეველი დანიშნულების აგურის კონსტრუქცია იყო აშენებული…
საინტერესოა, რა იყო ამ კონსტრუქციის დანიშნულება…

შენობა ჩემი საყვარელი სათამაშო ადგილი გახდა. თავიდან მხოლოდ პირველ და მეორე ფლიგელში შევძელი შესვლა… მესამე ყველაზე ღრმად იყო და იქ სრული სიბნელე იყო.
მამას სიტყვები გამახსენდა. – “ყველაზე რთული საკუთარი თავის მართვაა! ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს მოერევა, იქნება უძლიერესი და არ შეუშინდება დაბრკოლებებს, რომლებიც მას ცხოვრებაში შეხვდება!”

მეც მოვერიე საკუთარ თავს და მესამე ფლიგელში შევედი… კედელზე უცნაური სიმბოლო ვნახე, ვიღაცას თეთრი ცარცით დაეხატა. ეს იყო დიდი თვალი, რომელშიც ხელი ეხატა და იმ ხელში კიდევ ერთი თვალი…

სიმბოლო ჩემს დღიურში გადავიხატე, სადაც ჩანაწერებს ვაკეთებდი… არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ სიმბოლოს წინ დავდექი და სურვილი ჩავიფიქრე… გაურკვეველ სიმბოლოს ვთხოვე, რომ ჩემთვის მიმართულება მოეცა! მოეცა რაიმე მინიშნება, თუ რა გზით უნდა წამეყვანა ჩემი ცხოვრება…

მეორე დღეს მამამ ტელესკოპი მაჩუქა. მე ეს ჩემი სურვილის პასუხად ჩავთვალე და გადავწყვიტე, ასტრონომი გავმხდარიყავი.

დრო გადიოდა. მე სამსახური მქონდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ეს ის არ იყო, რაც მე მინდოდა! არანორმალური ლტოლვა მიტოვებული შენობების მიმართ მოსვენებას არ მაძლევდა! ძალიან ბევრს ვფიქრობდი, თუ რა მოხდებოდა, თუ დავანებებდი თავს ყველაფერს და გავაკეთებდი იმას, რაც ყველაზე მეტად მინდოდა? რა მოხდებოდა, თუ გადავუხვევდი წესებს, კანონებს… ისინიც ხომ ადამიანების მოფიქრებული და დაწერილია? მეც ხომ ადამიანი ვარ? ესე იგი, მაქვს უფლება, რომ მეც მოვიფიქრო რაღაც… რაღაც ახალი…

უძველეს დროში კოსმოსი, უბრალოდ, მომრგვალებული თაღი ეგონათ, რომელზეც ჩამოკიდებული იყო ვარსკვლავები…

დროს ადამიანები ცვლიან! ყველაფერს ცვლიან ადამიანები…
გადავწყვიტე, სხვა გზით წავსულიყავი და ექსპერიმენტი ჩამეტარებინა… ექსპერიმენტი – ჩემი მეთოდით! გავიგე, რომ სიმბოლო, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ერთ მითოლოგიურ პერსონაჟს უკავშირდებოდა! ამ სიმბოლოს საპატივცემულოდ მე შევარჩიე პერსონაჟი, რომელიც…”

– აქ წაშლილია!.. ჯანდაბა! – თქვა სალიმ და რამდენიმე ფურცელი ერთმანეთის მიყოლებით გადაფურცლა…

– ენა ჩამივარდა! – თქვა მიამ და სალისკენ უფრო ახლოს გადაიწია. – ვისი ჩანაწერებია?

მთელი ბლოკნოტი წაშლილია! ბოლო გვერდია მარტო გადარჩენილი

– წაიკითხე!

– ” და მე დავბრუნდი იქ! – ჭერი გუმბათოვანი, ცენტრში უცნაური ნაგებობა, ზედხედით ყვავილის ფოთლისებური…

მესამე ფლიგელში შევა ყველაზე გაბედული ადამიანი! პასუხს მიიღებს ის, ვისაც განსხვავებული ხედვა ექნება! ვინც შეძლებს, დაინახოს სიღრმე…”

– ის არის! – წამოიყვირა მიამ. – იმ შენობაზეა საუბარი, სადაც მე რეზიმ წამიყვანა! ჭერი გუმბათოვანი… ცენტრში გაურკვეველი დანიშნულების აგურის ნაგებობა… ისაა!

ესე იგი, სასწრაფოდ მანდ უნდა წავიდეთ! – თქვა ნინიმ და მანქანა დაქოქა.

თავი 10 – რეზერვუარი

ეს ადგილია! დარწმუნებული ვარ! – თქვა მიამ და მანქანიდან გადმოვიდა.

– მანქანას ჩრდილში მივაყენებ და დაგეწევით! – გამოსძახა გოგოებს ნინიმ.

აი, იქ უნდა ავიდეთ, მაღლა! იმ დიდ მილს ხომ ხედავ? მაგაზე უნდა ავცოცდეთ!
გოგოები დიდ, ფართო მილზე გადავიდნენ, რომელიც სანახევროდ მიწაში იყო ჩამარხული და აღმართს აუყვნენ. ჯერ პატარა, აგურის დანგრეულ შენობაში მოხვდნენ, სადაც სქელი, ჟანგიანი მილები იყრიდა თავს. მილებს ცენტრში დიდი “ვინტილი” ემაგრა. ამ შენობის უკან წყალსადენის შენობაც გამოჩნდა.

– შესასვლელი არა აქვს? – იკითხა სალიმ, როდესაც შენობას თითქმის ბოლომდე შემოუარა.

აი, ის ლეღვის ხე ფარავს კარს. ფოთლებში უნდა შევძვრეთ! – თქვა მიამ და ლეღვის ხის ტოტები ხელით გადასწია.

პირველი სალი შევიდა და გაოცებისაგან წამოიყვირა.

– რა კოშმარია!

იმ ჩანაწერებში ნახსენები იყო, რომ იმ ვიღაცას ნაგებობის თავზე უყვარდა ასვლაო 
ნინი აგურებზე მოხერხებულად აცოცდა და ნაგებობას ზემოდან მოექცა.

– ზედხედით ყვავილის ფოთლისებური… – აქ რაღაც არის!

დანარჩენებიც ავიდნენ და ზუსტად შენობის ცენტრში, სადაც სახურავის შუა ნაწილიდან მზის სხივი ეცემოდა, მინიშნება დაინახეს. დიდი შავი მაგნეტოფონი, წიგნი კოსმოსის შესახებ და ლამაზი, სხვადასხვა ზომის ქვით გაკეთებული მზის სისტემა, რომლის ცენტრში თეთრი ქვა იდო, ზედ ტრიქსტერის სიმბოლო ეხატა.

სალიმ დისკის ჩასადები გააღო და მინიშნება იპოვა, სადაც ეწერა, რომ უნდა მოეძებნათ ბგერა და მოესმინათ. სამივე ქვემოთ ჩავიდა და დისკის ძებნა დაიწყო. მათ რამდენიმე წიგნი და ხელნაწერი რვეული იპოვეს, სადაც ნათქვამი იყო: – “პასუხი შავ ყუთშია! იპოვე ის!”

დისკზე ტრიქსტერის ხმა იყო ჩაწერილი, რომელიც ათ პლანეტაზე საუბრობდა: – “ამ ათი პლანეტიდან მხოლოდ ერთია ნამდვილი, მაგრამ იმას, თუ რომელია სწორი პლანეტა, მხოლოდ ის მიხვდება, ვისაც სიღრმისეული ხედვა გააჩნია; ვინც გამოსახულებას ბრტყლად არ აღიქვამს, ვისაც შეუძლია დაინახოს მოცულობა…”

ათი პლანეტა წიგნებსა და შენობის სხვადასხვა ადგილას იყო დამალული. ყოველ პლანეტას შესაბამისი ასო ჰქონდა ქვეშ მიწერილი. გოგოებს მესამე ფლიგელშიც მოუწიათ შესვლა და შავი ყუთის გამოტანა, რომელშიც ტელესკოპი და წიგნი იდო. ერთად რომ იყვნენ, არ ეშინოდათ.

წიგნში ფოტო იყო, რომელზეც “მესამე თვალის” საშუალებით უნდა დაგენახა პასუხი.
ამის გაკეთება მხოლოდ მიამ შეძლო. “მესამე თვალში” სატურნის გამოსახულება იყო.

რა ასო უწერია სატურნს?

– W

ეგ არის! კოდის მეოთხე სიმბოლო W!

– დროზე მოვშორდეთ აქაურობას! – თქვა მიამ და გასასვლელისკენ დაიძრა.

***

ყველა თავ-თავის სახლში დაბრუნდა. ნინიმ “ფეისბუქის” გვერდი გახსნა და ტრიქსტერს მისწერა, რომ კოდის მეოთხე სიმბოლო იპოვეს.

თქვენ იმაზე მოხერხებულები და ჭკვიანები აღმოჩნდით, ვიდრე მეგონა! 

– ვისი ბავშვობის შესახებ ეწერა იმ დღიურში?

შენ როგორ ფიქრობ, შავგვრემანო? 😉

– შენზე!

–  🙂

– რა თქმა უნდა! როდის იყო შენ კითხვებზე პასუხს იძლეოდი…

ვაკოს რა მოუყევი?

– საერთოდ არაფერი! არ ვარ დარწმუნებული მაგის გულწრფელობაში და არც ის ვიცი, რა მიზანი ამოძრავებს!

ხომ არ უთქვამს, მედალიონები მათხოვეთო?

– არა!

სავარაუდოდ, მალე გეტყვისრადგან შენ არ გიხსენებია, თვითონ მოიფიქრებს მიზეზს, რომ მედალიონები გამოგართვათ!

– ვინ მისცემს როო?

მაინც ფრთხილად უნდა იყოთ! 

– ნუ გეშინია! ჩვენ შეგვიძლია საკუთარი თავის დაცვა!

ვიცი! 🙂

– კიდევ დიდხანს უნდა გვათამაშო?

ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული… 

– ეგ როგორ?

ჯერ არ ხართ მზად თამაშის დასრულებისთვისისე, როგორ წარმოგიდგენია ჩემი გამოჩენა, შავგვრემანო?

– ალბათ, სადღაც მივალთ… დაგვხვდება კარი, რომელზეც კოდის მექანიზმი იქნება… იქ ჩავწერთ კოდს, რომელსაც მანამდე მოვიპოვებთ, იმედია და მოვხვდებით ნახევრად ბნელ, იდუმალ ადგილას, სადაც იქნები შენ!

კარგია, რომ თეთრ ცხენზე არ შემსვი  :))

– რას ამბობ! ვის გაუგია ცხენზე ამხედრებული კატა?   აუუ, იცი რამდენი რაღაცა მინდა გკითხო? შენზე ყველაფერი მაინტერესებს! რა მუსიკას უსმენ, რას ჭამ, რა გაცვია…

ვიცი 🙂

– ჩვენ საცდელი ვირთხებივით ვართ შენთვის, ტრიქსტერ?

თქვენ ხართ სამი, ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, ინდივიდუალური, საინტერესო პიროვნება, უდიდესი შესაძლებლობებით, უდიდესი პოტენციალით, რომელიც ჯერ არ არის ბოლომდე გახსნილი და ნელნელა იხსნება!

– მაგრამ ეს არ უშლის ხელს იმას, რომ საცდელი ვირთხების როლი გვქონდეს მაგ შენს პროექტში!

მე ვერ ვიტან ვირთხებს, შავგვრემანო და ვერც ვირთხები მიტანენ 😉

– ეს პოტენციალი მაშინ შეამჩნიე, როცა მოგვწერე? ვთქვათ, შენი “მესამე თვალით”… 🙂

პოტენციალი ყველა ადამიანშია, მეტნაკლებად. მას ძლიერი ბიძგი და მოტივაცია სჭირდება. დიდი ძალისხმევა, რომ განვითარდეს და გაძლიერდეს

– მია რომ რეზის ჰყავდა გატაცებული, ეგ გაიგე? მოგწერდა ალბათ მია!

რეზი ჩემს დავალებას ასრულებდა, უბრალოდ, ცოტა გადააჭარბა! 

– ცოტა?

შეიძლება ბევრიც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მიამ ყველაფერი გადალახა. იმისთვის, რომ თავდაჯერებულობა გამოიმუშავო, უნდა აკეთო ის, რისი კეთებისაც გეშინია! ახლა უნდა გავქრე, შავგვრემანო! დასვენება თქვენც გჭირდებათბარათზე გარკვეულ თანხას გირიცხავთ. მინდა, რომ ერთად დაისვენოთ

– ერთად დავისვენოთ? ცისფერ სახლში გვიშვებ?

არა! ნუნისში. ტყეში არის პატარა სასტუმრო. სამი ნომერი თხუთმეტი დღის განმავლობაში თქვენს განკარგულებაში იქნება! მოიფიქრეთ და პასუხი მითხარით. ეს საჩუქარი იქნება ჩემგან! 🙂

– ვეტყვი გოგოებს! მე სიამოვნებით წავიდოდი…

დრბთ, შვგვრმნ  😉

– ნხვმდს, ტრქსტრ! 🙂

Advertisements

3 thoughts on “თამაში (ნაწილი მეორე)

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s