And The Oscars go to…

Image
,,ოსკარი” – აშშ-ს მთავარი და ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიაა მთელს მსოფლიოში. დაჯილდოების ცერემონიალი ყოველწლიურად იმართება და ათეულობით ქვეყანაში გადაიცემა პირდაპირი ტრანსლაციით. 1976 წლამდე, პირდაპირი ტრანსლაცია ტარდებოდა NBC-ის არხის საშუალებით. ახლა ეს უფლება ABC-ის ეკუთვნის.

ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია (Academy Awards) 1927 წელს დაარსდა. მისი წევრების პირველი ოფიციალური შეხვედრა შედგა სასტუმრო Biltmore-ში. სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდა, პატივი მიეგოთ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ შეექმნათ კინოშედევრები.
პირველი ჯილდო გადაეცა მსახიობ ემილ ჯენინგს ფილმებისთვის ,,The Last Command” და ,,The Way Of All Flesh” 1929 წელს Hollywood Roosevelt Hotel-ში.

Image
უმრავლესობა კინოფესტივალებისაგან განსხვავებით, ,,ოსკარები” აკადემიის წევრების გადაწყვეტილებით გადაეცემა ნომინანტებს და არა ჟიურის შერჩევის შედეგად. ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების კინოაკადემიაში 6000-მდე წევრია, რომლებიც 16 ნაწილად არიან დაყოფილები. ყველა ნაწილი, თავისი კატეგორიიდან ირჩევს ნომინანტებს. ყველა ერთად მხოლოდ ერთ კატეგორიას –  ,,საუკეთესო ფილმს” აძლევს ხმას.
1929 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად აშშ-ში გამოსულ საუკეთესო ფილმებს და სხვადასხვა კატეგორიაში მოღვაწე კინოხელოვანებს გადაეცემათ ეს პრემია. (Academy Awards of Merit – კინოაკადემიის ღირსების ჯილდო).
სახელწოდება ,,ოსკარი” აღებულია იმ პატარა ქანდაკებისაგან, რომელსაც ლაურეატებს გადასცემენ. ეს სახელწოდება მას შემდეგ
დაერქვა, როცა 1939 წელს, კინოაკადემიის ბიბლიოთეკარმა (და შემდგომ პრეზიდენტმა) მარგარეტ ჰერიკმა, ქანდაკების დანახვისას წამოიყვირა: ,,ღმერთო ჩემო! როგორ ჰგავს ბიძაჩემ ოსკარს!”..
Image

ოსკარის დიზაინერი სედრიკ გიბსონია. ფირის ყუთზე შემდგარი მამაკაცი, რომელსაც ხელში ხმალი უჭირავს, სიმაღლით 34,3 სანტიმეტრია და 3, 86 კილოგრამს იწონის. მთავარი ინგრედიენტი კი ბრიტანიუმია, რომელშიც შედის 93% კალა, 5% სტიბიუმი და 2% სპილენძი. გარედან იფარება 24 კარატიანი (ბაჯაღლო) ოქროთი. დასადგამი კი შავი მარმარილოსგანაა დამზადებული.
ყოველი დაჯილდოების ცერემონიალისთვის მზადდება 50 ქანდაკება, რაც 3-4 კვირას საჭიროებს.
ოსკარის ყველა გამარჯვებული ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომელშიც წერია, რომ გაყიდვის შემთხვევაში, მფლობელმა ყიდვა პირველად კინოაკადემიას უნდა შესთავაზოს 1 დოლარად. რათა თავიდან აიცილონ ქანდაკების კერძო კოლექციონერების ხელში ჩავარდნა.
ბოლო, ვინც ოსკარი იყიდა, იყო სტივენ სპილბერგი. ბედ დევისის 1938 წლისა და კლარკ გეიბლის 1934 წლის ოსკარები, რომლებიც საბოლოოდ კინოაკადემიას დაუბრუნა.
1950 წლამდე, არასრულწლოვან გამარჟვებულებს მინიატურულ ოსკარებს გადასცემდნენ. 1938 წელს, ედგარ ბერგენმა და ჩარლი მაქკარტნიმ მიიღეს ხის ოსკარები, რომლებსაც მოძრავი პირი ჰქონდათ.

Image
1939 წელს, უოლტ დისნეიმ ,,ფიფქია და 7 ჯუჯასათვის” მიიღო Honorary Oscar -ერთი დიდი და 7 პატარა (ჯუჯა) ოსკარი. უოლტ დისნეი დღემდე რეკორდსმენია, რადგან ის 48 ნომინაციაში იყო წარდგენილი, 22 ოსკარი აქვს მოგებული და 4 საპატიო ჯილდო. (Honorary aWard)

Image
ალფრედ ჰიჩკოკი, სტენლი კუბრიკი და რობერტ ალტმანი, –  ის დიდი რეჟისორები არიან, რომელთაც არ მოუგიათ საუკეთესო რეჟისორის ნომინაციაში, მათ მხოლოდ Honorary Oscar-ი აქვთ მიღებული.

ყველაზე უიღბლო ლეგენდად კევინ ო კონელი (ხმის რეჟისორი) ითვლება, რომელსაც 20 ნომინაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ არცერთხელ არ გაუმარჯვია. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია: ,,ვარსკვლავური ომები”, ,,ადამიანი-ობობა”, ,,აპოკალიპტო”, ,,პერლ ჰარბორი “ და ,,არმაგედონი”.
11 ოსკარი მიიღეს ფილმებმა: -,,ბენ ჰური”, ,,ტიტანიკი” და ,,ბეჭდების მბრძანებელი”. 14
ოსკარი დაიმსახურა ფილმმა ,,ყველაფერი ევას შესახებ”.

ყველაზე მეტი ოსკარის მფლობელი მსახიობი – ქეთრინ ჰეპბერნია. მას 4 ოსკარი აქვს მიღებული ფილმებისთვის -,,Morning Glory” (1934), ,,Guess Who’s Coming to Dinner” (1968), ,,The Lion in Winter” (1969), ,,On Golden Pond” (1982).
Image
ყველაზე მეტი ნომინაცია მერილ სტრიპმა დაიმსახურა. მას 16 ნომინაცია და 2 ოსკარი აქვს.
ჰეტი მაკდანიელი – პირველი შავკანიანი მსახიობია, რომელმაც 1940 წელს მიიღო ოსკარი ფილმისათვის ,,ქარწაღებულნი”. ,,საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის” ნომინაციაში.
Image
ვინ არ ელოდება სულმოუთქმელად ცერემონიალის დაწყებას?.. წითელ ხალიჩაზე ვარსკვლავების გამოჩენას, რომლებიც ულამაზესი კაბებით იწონებენ თავს ფოტოკამერების წინ.

პოლიცია ჰოლივუდის ბულვარს წინასწარ გადაკეტავს. ნეილონის ხალიჩა ღია წითელ ფერად ისე იღებება, რომ ვარსკვლავების ფეხსაცმელი არ დასვაროს. წითელი ხალიჩა 2 წელიწადში ერთხელ იცვლება. 25 კაციანი ჯგუფი, ხალიჩას 2 დღის განმავლობაში ასწორებს და ამაგრებს.

მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები ნამდვილ ორთაბრძოლას მართავენ, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ რომელ ვარსკვლავს ჩააცვამს. ეს ,,ოსკარის” მრავალწლიანი ტრადიციაა, რომელსაც ვარსკვლავები აღმერთებენ. ისინი ხომ მდიდრულ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, სამკაულებსა და აქსესუარებს უფასოდ იღებენ. ვარსკვლავებს დიდი არჩევანი აქვთ. ცერემონიამდე ცნობილი დიზაინერები რიგში დგანან, რომ მათ კაბები მოაწონონ. ზოგიერთი დიზაინერი მზადაა ვარსკვლავს თანხაც კი გადაუხადოს. რამდენიმე საათიანი ,,ოსკარი” დიზაინერებისთვის 25 მილიონიანი სარეკლამო კამპანიის ტოლფასია. მის კაბაზე მთელი წელი ილაპარაკებენ.

Image

ორგანიზატორების ერთ-ერთი მთავარი თავსატეხი 3100 სტუმრის განლაგებაა. ერთ-ერთი მთავარი პირობა ის არის, რომ ერთ პრემიაზე ნომინირებული ადამიანები ერთმანეთის გვერდიგვერდ არ ისხდნენ. რათა ბედნიერი სახის გვერდით, მოწყენილი სახე არავინ იხილოს. ნომინანტები სცენასთან ახლოს უნდა იყვნენ, რომ სცენაზე ასვლისას დიდი დრო არ დაიკარგოს. კიდევ ერთი წესი ის არის, რომ ყოფილ საყვარლებს ერთმანეთისაგან მოშორებით სვამენ, რათა ეჭვიანობის სცენები აიცილონ თავიდან.
Image
,,ოსკარების” დაჯილდოების ცერემონია საათობით გრძელდება. იმისათვის, რომ დარბაზში ცარიელი ადგილები არ გამოჩნდეს, ორგანიზატორები 100 მოხალისეს ქირაობენ, რათა მათ იქამდე დაიკავონ სავარძელი, სანამ ვარსკვლავი თავის ადგილს არ დაუბრუნდება. მოხალისეებს 160 დოლარს უხდიან. ისინი ვალდებულები არიან, საკუთარი სმოკინგით მოვიდნენ. მათ ეკრძალებათ ვარსკვლავებთან გამოლაპარაკება, კამერებისთვისხელის დაქნევა და სხვა ამგვარი ქმედებები.

ყოველი სცენაზე გამოსული ვარსკვლავის მონოლოგსა და ხუმრობებს სცენარისტები წერენ.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s