როგორ შევარჩიოთ სწორად თმის ფერი?

Image

არაფერი ისე არ ცვლის ქალის გარეგნობას, როგორც თმის ფერი. ქალებს სჯერათ, რომ თუ შავგვრემანი ქერად გადაიქცევა, ან პირიქით, მათი ცხოვრებაც გარკვეულწილად შეიცვლება. ისინი მეტად თავდაჯერებულები გახდებიან და წარმატებაც არ დააყოვნებს.

ამ მოსაზრებაში სიმართლის მარცვალი ნამდვილად ურევია, ასე ფიქრობენ ფსიქოლოგებიც. გარეგნობის შეცვლა განწყობაზეც მოქმედებს, სასიამოვნო სიახლე ხომ ყოველთვის დადებითად აისახება ადამიანზე!

თმის ახალ ფერთან ერთად ქალი გარკვეულწილად, ხასიათის იმ ახალ შტრიხებსაც იძენს, რომლებიც ამა თუ იმ ფერის თმის მქონე ადამიანებს ახასიათებთ. ხალხს სჯერა, რომ ჟღალთმიანი ადამიანები უფრო ტემპერამენტიანები არიან; შავგვრემანები – ჭკვიანები და ყოველთვის აღწევენ მიზანს; ქერები – რომანტიკულები, ღრუბლებში დაფრინავენ და მამაკაცებში დიდი წარმატებით სარგებლობენ.

გარდა ამისა, თმის შეღებვით შეიძლება რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება და კანის ფერის მომგებიანად გამოკვეთა.

ისიც უნდა გახსოვდეთ, რომ ასეთი ქმედება ყოველთვის მომგებიანი ვერ იქნება. თუ ბუნებამ შავი თვალებით და ძალზედ მუქი თმით დაგაჯილდოვათ, ნაკლებ სავარაუდოა, ღია ფერის თმა მოგიხდეთ. ხოლო, თუ ღია ფერის კანი და ქერა თმა გაქვთ, არ ღირს ვამპირ ქალად გადაქცევა.

სანამ თმის ფერს შეიცვლიდეთ, საფუძვლიანად შეისწავლეთ საკუთარი თავი სარკეში. საღებავი სწორად რომ შეარჩიოთ, უნდა გაითვალისწინოთ თქვენი ბუნებრივი თმისა და თვალის ფერი, კანის შეფერილობა.

მაგალითად, თუ თქვენი კანი მიდრეკილია გაწითლებისაკენ, დაივიწყეთ მოწითალო ტონალობის თმის ფერები. ისინი თქვენს ისედაც შევარდისფრებულ სახეს დამატებით მოწითალო ფერს მისცემს. ყურადღება ცივ ტონებზე გაამახვილეთ. თუ მუქი კანი და ყავისფერი თვალები გაქვთ, ცივ ფერებს ნუ გამოიყენებთ, რადგან რამდენიმე წლით დაგაბერებთ.

არსებობს რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თმის ფერი, რომელიც დაგამშვენებთ.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ქერა, თუ…

ბავშვობაში ქერა თმა გქონდათ და შემდეგ გაგიმუქდათ. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ თამამად გაიღიავოთ თმა. ბუნება გიწყობთ ხელს, რომ გახდეთ ქერა.

ქერა თმის ბევრნაირი ტონი არსებობს. გახსოვდეთ: ოქროსფერი თმა უხდება მწვანე ან ყავისფერ თვალებსა და მოოქროსფერო სახის კანს. ცივ ცისფერსა და ნაცრისფერ თვალებს უფრო ფერფლისფერი თმა მოუხდება. ძალიან ღია ფერის ქერა თმა ან ძალიან ახალგაზრდა გოგონებს მოუხდებათ, ან იდეალური სახის კანის მქონე ქალბატონებს.

ყოველთვის გახსოვდეთ: ქერად შეღებილ თმას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება! თმის ძირები ყოველ 2 კვირაში უნდა შეიღებოთ. ქერა თმაზე ამოზრდილი შავი თმის ძირები უსიამოვნო სანახავია და ასეთი ქალები ყველაზე ხშირად ხდებიან მამაკაცების დაცინვის ობიექტები.

მოემზადეთ სტერეოტიპებთან ბრძოლისათვის! თქვენ მიიქცევთ მამაკაცთა ყურადღებას, მაგრამ შესაძლებელია, ადვილად ხელმისაწვდომად და არასერიოზულად ჩაგთვალონ.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ შავგვრემანი, თუ…

თქვენი თმა რუხი ტონებისკენ იხრება. თუ გიჭირთ ზუსტად განსაზღვროთ ფერი, შეიღებეთ წაბლისფრად. წაბლისფერი თმა განსაკუთრებით მუქ კანს და ყავისფერ თვალებს უხდება. თუ თქვენ ლურჯი ან მწვანე თვალები გაქვთ და ღია ფერის კანი, მუქი თმა იმ შემთხვევაში მოგიხდებათ, თუ თქვენი თმის ნატურალური ფერი მიდრეკილია გამუქებისაკენ.

თუ 1 ან 2 ტონით გაიმუქებთ თმას, ეს სიკაშკაშესა და ექსტრავაგანტურობას შეგმატებთ. კიდევ ერთი წესი – მუქი ფერი ხშირ და ჯანმრთელ თმას უხდება. თხელ თმაზე მუქი ფერი ცუდად გამოიყურება. მუქი თმა კიდევ იმითაა კარგი, რომ ძირების ხშირ შეღებვას არ საჭიროებს.

კიდევ ერთი უპირატესობა: თქვენი თვალები უფრო გამოკვეთილი გახდება, ხოლო კბილები უფრო თეთრად გამოჩნდება. ამასთანავე, თავისუფლად შეძლებთ მკვეთრი მაკიაჟის გამოყენებას, რაც ქერებს ვულგარულობას მატებს.

თქვენ შეგიძლიათ გახდეთ ჟღალთმიანი, თუ…

თქვენ ამის განწყობა გაქვთ! საკვირველია, მაგრამ ამ ფერის თმა – უნივერსალურია და თითქმის ყველა ქალს უხდება! ყველაზე მეტად ცივი ტონალობის კანის მქონე ქალბატონებს. თბილი შეფერილობის კანის მქონე ქალებისთვის შედარებით ძნელია ტონის არჩევა, მაგრამ მაინც შესაძლებელია.

თუ კანი მოოქროსფერო ან ატმისფერია, მიაქციეთ ყურადღება სპილენძისფერის უფრო “თბილ” ტონებს, რომელთაც ყვითელი ფერის საფუძველი (ბაზა) აქვს.

წითელი ფერი

წითელი ფერის ტონებიც უამრავია. ასეთი ფერი ყველაზე მეტად ბუნებრივად შავგვრემნებს მოუხდებათ, რომლებსაც შოკოლადისფერი თმა და ყავისფერი თვალები აქვთ.

ცისფერი და იასამნისფერი თმა

ყველაზე მეტი შანსი, რომ “მალვინას”დაემსგავსონ, ღია ფერის კანისა და ღია ფერფლისფერი თმის მქონე გოგონებს აქვთ! ასეთ ფერებთან სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ! მათ შეუძლიათ კანს მოყვითალო ელფერი მისცენ და ყოველი ნაკლი და ხარვეზი გამოკვეთონ.

ასე რომ, სანამ თმას შეიღებავთ, მოირგეთ იმ ფერის პარიკი, რათა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად მოგიხდებათ!

თმის ფერის შეცვლის დღიდან არ დაგენანოთ ფული კონდიციონერების, ბალზამებისა და სხვა დამცავი საშუალებებისთვის. და არ დაგავიწყდეთ შეარჩიოთ მაკიაჟის ფერებიც.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s