კიკინა

Image ძალიან მომინდა, ამჯერად აკადემიური სტილიდან გადამეხვია და გზა მიმეცა ჩემი შთაბეჭდილებებისა და ემოციებისთვის, რაც ორი ძალიან ნიჭიერი გოგონას შემოქმედების დამსახურებაა. ანა ხონელიძე და სალომე ახალაძე ყველაზე კრეატიულ, ყველაზე ორიგინალურ, უცნაურ თმის სამაგრებსა და გულსაბნევებს ქმნიან. დახვეწილი გემოვნება, სუფთა ნამუშევარი და რაც მთავარია _ დიდი დოზით იუმორი! მე დარწმუნებული ვარ, მათი ნამუშევრების ნახვისას, ვერც თქვენ დარჩებით გულგრილი და თქვენც ისეთივე ემოციებს მოგგვრით, როგორსაც მე. ImageImage 9 ივნისს, საღამოს 6 საათზე, კაფე “როტონდაში,” მოლბერტებზე წარმოდგენილმა ტილოებმა, რომელზეც “კიკინას” თმის სამაგრები და გულსაბნევები იყო დამაგრებული, ყველა გაახალისა. სტუმრები, თუ ჟურნალის “და ქალები”, ბავშვური ხალისით ირგებდნენ თმის სამაგრებს. “კიკინა” ხომ სწორედ ბავშვებისთვის და დიდი ბავშვებისთვის შეიქმნა? დაინტერესდით? –  მაშინ, მოძებნეთ “კიკინა” ფეისბუქზე და თავად დარწმუნდით, რომ მხოლოდ ემოციები არ მალაპარაკებს. Image ანა, სალომე – როგორ შეიქმნა “კიკინა”? ანა ხონელიძე: – თავიდან ვაკეთებდით ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის. გარკვეული რაოდენობა რომ დაგვიგროვდა, ყველამ გვირჩია, რომ დაგვერქმია სახელი და სერიოზულად მოგვეკიდა ხელი ამ საქმისთვის. გავაკეთეთ გვერდი ფეისბუკზე და დავარქვით “კიკინა”. ნამდვილად არ ველოდით ამხელა გამოხმაურებას. ImageImage ფეისბუქზე ყოველ თმის სამაგრს და გულსაბნევს უხატავთ ფონებს, რომელიც რაღაც პატარა ამბავს გადმოსცემს. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ყოველ კიკინას თავის ისტორია აქვს. სალომე: – ამ ფონებს ორივე ვხატავთ. ჩვენც ასე წარმოგვიდგება და ყოველი კიკინა ძალიან გვიყვარს, ვერცერთს ვერ გამოვარჩევთ. ანა: ორიგინალებს არ ვყიდით, – ასლებს ვაკეთებთ. Image ამჟამად რას საქმიანობთ? ანა: – დავამთავრე სამხატვრო აკადემია, რესტავრაციის ფაკულტეტი და ამჟამად ვსწავლობ კომპიუტერულ გრაფიკას. სალომე: – ჯგუფელები ვართ. ImageImage რა მასალებია გამოყენებული კიკინებში? – სხვადასხვა მასალა. თაბაშირი, მუყაო, ქსოვილები, ბისერები და ა.შ. ერთი სამაგრის დამზადებას საშუალოდ რა დრო სჭირდება? სალომე: – დაახლოებით 4-5 საათი. იქ მერე მნიშვნელოვანია, რა მასალებს შეუხამებ ერთმანეთს და კომპოზიცია როგორ გადანაწილდება. მუშაობის პროცესშიც მოდის იდეები. ანა: –  პროცესმა შესაძლოა მოიტანოს სხვა შედეგი. შეიძლება ჩანაფიქრი სხვა იყო, მაგრამ საბოლოოდ სხვა შედეგი მივიღოთ. ImageImage წვიმაში რომ მოყვეს ადამიანი, თმის სამაგრს პრობლემა ხომ არ შეექმნება? რამდენად გამძლეა? სალომე: – არანაირი პრობლემა არ არის. ზემოდან სპეციალური წყალგამძლე მასალით არის დაფარული, რომელიც იცავს წვიმის დროსაც კი. თქვენი სამომავლო გეგმები? ანა: – სამომავლოდ გვინდა რომ სახელოსნო გვქონდეს, მაღაზიასავით, სადაც გავაფართოვებთ ასორტიმენტს. სალომე: – გავყვებით პროფესიას და თან შევათავსებთ ამ საქმეს. ფეისბუქზე ყოველი “Like” და კომენტარი უზომოდ გვიხარია. ImageImage მათი ბუნებრივი ნიჭისა და იდეების გარდა, საქმისადმი სწორი მიდგომა, გამოიხატება მათი ნაკეთობების შესრულების მაღალ ხარისხში და დეტალებში. სასიამოვნოდ გამაოცა შეფუთვის ფორმამაც, რომელიც ასევე ხელითაა შექმნილი და “კიკინას” ლოგო ამშვენებს. ImageImageImageImage Image

https://www.youtube.com/watch?v=cniONyagff0#t=86

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s