kindle

Image

ყველას გეცოდინებათ საიტი http://www.amazon.com მსოფლიოში ყველაზე დიდი, ონლაინ გაყიდვების საიტი. ის ასევე ერთ-ერთი პირველი ონლაინ მაღაზიაა, რომელიც 1995 წელს, ჯეფ ბეზოსმა შექმნა. მას მშვენიერი სამუშაო ჰქონდა, მიუხედავად ამისა, თავის უფროსს განუცხადა: – “ერთ შეშლილ იდეას მინდა ხორცი შევასხა და ინტერნეტით წიგნები გავყიდოო”. უფროსმა მაშინ უპასუხა, რომ ეს მშვენიერი იდეა იყო, მხოლოდ არა იმისთვის, ვისაც ასეთი კარგი სამსახური ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ჯეფმა მაინც განახორციელა თავისი იდეა და სწორედ წიგნების გაყიდვით დაიწყო უდიდესი ონლაინ-მაღაზიის – amazon.com- ის მშენებლობა. რამოდენიმე წლის შემდეგ, ასორტიმენტი გაიზარდა და დღეს ამაზონზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახეობის, მილიონობით პროდუქცია.
2007 წელს ამაზონმა გასაყიდად წარმოადგინა ელექტრონულ წიგნის პირველი ვერსია სახელწოდებით kindle , რომელიც წარმოუდგენელი სისწრაფით და წარმატებით გაიყიდა. მას შემდეგ გამოვიდა kindle 2 და 3. 2011 წელს გაფართოვდა კინდლის ასორტიმენტი და შეიცვალა მოდელების მარკირების პრინციპი. დღეისათვის არსებობს კინდლე-ის 3 მოდელი, (basic, keyboard და touch) რომელიც მხოლოდ კითხვისთვისაა განკუთვნილი, რადგან მას აქვს შავთეთრი ეკრანი, ე.წ. “ელექტრონული ქაღალდი”, რომელიც ერთი შეხედვით ძნელი გასარჩევია ნამდვილი ფურცლისაგან და ფერადეკრანიანი kindle fire, რომელიც უფრო პლანშეტური კომპიუტერია, ვიდრე მხოლოდ საკითხავი მოწყობილობა. 2011 წლისთვის გაყიდვების რაოდენობამ 40 მილიონს მიაღწია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s