ქალი-კატა

Catwoman-hd-wallpapers

მეათე კლასში რომ ვიყავი, დედაჩემის მეგობარმა გერმანიიდან შავი ვიწრო ტყავის შარვალი ჩამომიტანა. იმ უშუქობის, მოწყენილობის, უარაფრობის, უმობილურობის, უინტერნეტობის, უკომპიუტერობის და კიდევ ბევრი “უ”-ობის წლებში, ეს შარვალი რაღაც, ძალიან განსაკუთრებული რამ იყო ჩემთვის. ასეთი შარვალი, თბილისში არავის ეცვა. “სტრეიჯები”, “შლაქსები”, ტრაპეცია ქვედაბოლოები, საბოები…  (როგორ მეჯავრებოდა!… ნამდვილი “ნედაიბოგები”!!! ) ყველას ერთ სტილში ეცვა…  არც ვიყავით ფართო არჩევანით განებივრებულები…  მე საშუალება მომეცა, რაღაცით გამორჩეული ვყოფილიყავი და არც ვაციე და არც ვაცხელე… ავდექი და სკოლაში ამ ვიწრო შავი ტყავის შარვალში გამოწყობილი გამოვცხადდი….

სიარულის დროსაც ვგრძნობდი, – “პახოდკაც” სხვანაირი მქონდა! სახის გამომეტყველებაც, ხასიათიც კი შემეცვალა უცებ! შესვენებაზე დერეფანში გამოვედი… ყველა მე მიყურებდა… მგონი შიშველი რომ მივსულიყავი, ასეთი ეფექტი არ ექნებოდა! საოცრად სასიამოვნო განცდა დამეუფლა! პირველად ვიგრძენი, როგორ ამაღლდა ჩემს თავში საკუთარი თვითშეფასების კოეფიციენტი… ფანჯარასთან დავდექი და იდაყვებით რაფაზე დავეყრდენი. მზის სხივი სახეს მითბობდა. სკოლის ხმაურიც კი სასიამოვნო მუსიკასავით ჩამესმოდა. ის იყო თვალები დავხუჭე, რომ უეცრად, ყურთან დირექტორის მკაცრი ტონით წარმოთქმული სიტყვები გამესმა: – “ჩემს კაბინეტში წამომყევი!”..

თავზარი დამეცა! გამოვტრიალდი… დირექტორი უკვე კაბინეტისკენ მიაბიჯებდა. გოგოები კმაყოფილ-ირონიული მზერით მიმაცილებდნენ… მე აწურული წავბლაყუნდი… თითქოს ტყავის შარვალი ფეხებს მიწვავდა…

კაბინეტში რომ შევედი, მაშინღა გამახსენდა, რომ საღეჭ რეზინს ვღეჭავდი… იქვე გამაცია… რომ მოტრიალდეს და დაინახოს… შარვალი და ახლა კევი…. “რა გზას დაადექი?… მალე სიგარეტსაც მოსწევ!”… -ან ამას მეტყოდა, ან უარესს!… სიმწრისაგან პირში ნერწყვი დავიგროვე და კევი გადაყლაპე! ამასობაში, დირექტორი მაგიდასთან მივიდა და დაჯდა. მე მის წინ მდგარ სკამზე მიმითითა. მის მოპირდაპირე მხარეს დავჯექი და რომ შევხედე, ისე აღრაჭუნებდა საღეჭ რეზინს, კინაღამ ყბა გამარტყა!… სიცილი ძლივს შევიკავე.

– “მაშ ასე”!… -დაიწყო…. მე თავი დავხარე და ჩემს ტყავის მუხლებს დავაჩერდი.

– “მართალია, ეს ტყავის შარვალი ძალიან გიხდება…”

შევკრთი!

-“მაგრამ, მეტი აღარ ჩაიცვა! – სკოლას პატივი ვცეთ!”….

ეს იყო და ეს! მეც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და იმის მერე, ის შარვალი აღარ ჩამიცვამს!…

ვერც გასაჩუქებლად გავიმეტე და შევინახე!..

მას მერე 10 ზე მეტი წელი გავიდა!

ადამიანებმა იმდენად მომაბეზრეს თავი, თავისი უაზრო საქციელებით, რომ გადავწყვიტე უარი მეთქვა ადამიანობაზე! ჯერ ვიფიქრე, სქესი შემეცვალა! მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს უაზრობა იყო და პრობლემებს ამით ვერ მოვაგვარებდი!… თან ქალთა სქესის მიმართ “იმნაირი” ლტოლვაც არ მაქვს და არც გეები მიზიდავს მაინცდამაინც…. ასე, რომ – კაცად ვერ ვივარგებდი! -აბა, რა მექნა?… დავიწყე ფიქრი, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი მოვიფიქრე! მერე ერთი იდეა მომივიდა თავში!.. მოდი, დედაჩემის სახლში წავალ და ძველ ნივთებს გადმოვყრი “ანტრესოლიდან” მეთქი… იქნებ რამე სახარბიელო ვიპოვო და მივხვდე რა მინდა თქო… -ასეც მოვიქეცი!

მტვრიანი ჩემოდნები გადმოვათრიე და ქექვა დავიწყე.

რა აღარ ვიპოვე… ძველი ტანსაცმელი, მეგობრობის დღიურები, გასაბერი წყლის ბალიში, ყვავილის გამხმარი ფურცლები, … მე ხომ ყველა განსაკუთრებულ დღეზე მოგონებებს ვინახავდი ნივთებით… იმ ადგილებიდან მომქონდა ხოლმე  ხის ტოტი, ქვები, ფოთოლი, ღილი, ხელსახოცი და ათასი “ხარახურა” როგორც სხვები ეძახდნენ… ეს ყველაფერი ადრე ჩემს უჯრაში ეყარა. საკმაოდ ხშირად ამოვიღებდი ხოლმე და ვსუნავდი… ინდიელებმა რომ იცოდნენ, სუნით გახსენება წარსულის მოგონებების.

გული დამწყდა!

ახლა ჩემს უჯრაში ფურცლები და “რაღაცეებია”….

რა კარგია, რომ ეს ყველაფერი არ გადამიყრია!… იმდენი რამ გამახსენდა…. ადრე ადამიანებიც რა კეთილები მეჩვენებოდნენ… კიდევ უფრო ძალიან მომინდა არაადამიანობა!

მაგრამ, ამ ნივთებიდან არცერთი არ მკარნახობდა გამოსავალს.

უეცრად ტყავის შარვალს მოვკარი თვალი… სულ ძირში ჩამედო. სასწრაფოდ ამოვიღე და რომ გავშალე, მთელს ტანში ჯრუანტელმა დამიარა. სასწრაფოდ ჩავიცვი და სარკის წინ დავდექი.

შარვალი ისევ კარგად მქონდა! სარკიდან 16 წლის ანარეკლი მიღიმოდა. უცებ, საწოლზე მიგდებული ჩემი შავი ტყავის ქურთუკი დავინახე და სიხარულისაგან შევყვირე! ეს ზუსტად ის იყო, რაც მინდოდა! ქურთუკი ჩავიცვი და ელვა ბოლომდე შევიკარი. სხეულის ფორმა გამოიკვეთა! ქურთუკიც ვიწრო და მოკლე იყო. შავი ტყავის ჩექმაც თითქოს ზედგამოჭრილი იყო ამ კოსტიუმისთვის.  მამაკაცად ვერ გადავკეთდებოდი,  მაგრამ შემეძლო გავმხდარიყავი კატა! – ოღონდ, ქალი-კატა!

ასე ჩაცმულმა ვიყიდე ტყავის ხელთათმანები და სამკერვალო ატელიეს ვესტუმრე.

– ტყავის ხელოსანი მჭირდება!…

ისე დავიყვირე, რომ მკერავს ხელიდან მაკრატელი გაუვარდა. – “გისმენთ”…

მაგიდაზე შავი ტყავის ჩანთა დავაგდე.

-“ამისგან ქუდი შემიკერეთ! – ყურებიანი! ოღონდ, კატის ყურები მინდა!”

პირდაღებული მომჩერებოდა. საფულე რომ გავხსენი, ბუტბუტით აიღო სანტიმეტრი და თავზე შემომახვია. მეორე დღეს ქუდიც მზად იყო. რომელიც ცხვირამდე ჩამოდიოდა და თვალები ჰქონდა გამოჭრილი.

დაღამებას დაველოდე! ჩემი ძმის ბეისბოლის ხელკეტი ავიღე და გარეთ გავედი…. მე მე აღარ ვიყავი!.. მე ვიყავი ქალი-კატა, რომელიც შურისძიების გრძნობით იყო აღსავსე….

საკმაოდ გვიანი იყო და ქუჩა ცარიელი იყო… ტროტუარს მივუყვებოდი, დროდადრო მანქანა ჩაივლიდა და რომ მომიახლოვდებოდა, სვლას ანელებდა… მხოლოდ მეოთხე მანქანამ გამიჩერა! მანქანაში ახალგაზრდა ბიჭები ისხდნენ, მუსიკა ხმამაღლა ჰქონდათ ჩართული.

-“ეეეეიი… ფისოო!!!! სად მიდიხარ? ჩაჯექი, წაგიყვანთ!” – იდიოტური სიცილ-ხარხარი ატეხეს.

– “შენს საქმეს მიხედე, კურდღელო!”… – ვუპასუხე და გზა გავაგრძელე.

-“ამას უყურე!… მოდი აქ გოგოო!!! რამდენს იღებ საათში?.. არ დაიფასა თავი ამანაც ტოო”…

ვიგრძენი როგორ აფეთქდა მოზღვავებული ადრენალინი ჩემს ორგანიზმში… ბეისბოლის კეტი დავიჭირე ორივე ხელით, ზუსტად ისე, როგორც ბურთს ურტყავენ ხოლმე, და რაც ძალი და ღონე მქონდა დავუშინე მანქანას… ფორდ “მუსტანგს”… ვურტყამდი და ვურტყამდი… ყველა მხრიდან, მინის ნამსხვრევები წვრილ-წვრილად ცვიოდა აქეთ-იქით! ბიჭები ღრიალებდნენ და იგინებოდნენ! მძღოლი გამხეცებული გამოვარდა მანქანიდან და მეცა. მაგრამ კეტი მასაც მოვუქნიე და მხარში მოვარტყი. ღრიალით ჩაიკეცა! -“ვაიმეეეე ხელი მომტეხა ამ ნაბ….” სანამ დაასრულებდა, მეორე მხარიც მოვტეხე. ახლა დანარჩენები მეცნენ. მაგრამ, მე ხომ ქალი აღარ ვიყავი? მანქანის სახურავზე ავხტი, იქიდან სალტო გავაკეთე და ჰაერიდანაც ვურტყამდი…. რამოდენიმე წუთში ოთხივე ასფალტზე გორავდა. – მანქანა კი შემეცოდა!

მეორე დღეს, ყველა საინფორმაციო გამოშვება ქუჩის ვიდეოთვალით გადაღებულ კადრებს ატრიალებდა ეთერში. თუ როგორ გაუსწორდა იდუმალი შავებში გამოწყობილი კეტიანი გოგონა ბიჭებს.

-“ქალი კი არა, კატაა”!!!

დიქტორის კომენტარი საშინლად მესიამოვნა! – უნდა გენახათ, ინტერნეტში რა ხდებოდა… facebook-ი ხომ საერთოდ… სხვა თემა აღარ არსებობდა! ყველა იმ ვიდეოს უზიარებდა ერთმანეთს… მეც პროფილი შევქმენი… ქალი-კატის პროფილი! განცხადება გავაკეთე, რომ დავიცავდი დაჩაგრულებს, მოტყუებულებს და მათ მაგივრად ვიძიებდი შურს. გავუსწორდებოდი ყველა მატყუარას და მოღალატეს!

90 % ქალები მომმართავდნენ! ამათგან 70% გამწარებულ-დამცირებული ცოლები იყვნენ. მეც ვიწერდი მისამართებს და ვურახუნებდი მათ ქმრებს! კაცების წყევლა გავხდი… სამაგიეროდ, ქალები მაღმერთებდნენ! მხოლოდ გარკვეულ ნაწილს ვძულდი! ესენი იყვნენ უმუშევრად დარჩენილი ბოზები და ის ქალები, რომლებიც ცოლიან კაცებს ეჩალიჩებოდნენ! რადგან “ჩემი მეგობრის მტერი, ჩემი მტერია”… და შესაბამისად არც მე ვიყავი მათ მიმართ კეთილგანწყობილი, რადგან “ჩემი მტრის მეგობარიც, ჩემი მტერია!”

სულ რაღაც 6 თვეში, ღალატის რიცხვი საგრძნობლად შემცირდა! ქალი-კატის facebook-ის wall-იც განიტვირთა! ახლა შემიძლია შვებულება ავიღო და დავისვენო – “ადამიანურად!”…..

Advertisements

4 thoughts on “ქალი-კატა

  1. woow magariaa dzaan ❤ eseti rom saqartveloshi gamochndes xalxi albat ovaiashi chavardeba da gaocebisgan yba kochebamde chamouvardebat 😀

  2. ყველას გაგვჩენია სურვილი რაღაც გიჟობის ჩადენის, ერთფეროვნებისგან რომ განვთავისუფლდეთ… ესეც ერთ-ერთი მშვენიერი გამოსავალი იყო :)) სიამოვნებით ჩავიდენდი რაღაც გიჟობას,ოღონდ ნიღბით :)) მაინც საქართველოა და ,,ხალხი რას იტყვის” პრინციპი მეფობს.. 🙂 თეა ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s