ტარსემის “ზღვარს მიღმა” სამყარო

Image
Tarsem Dhandwar Sinh – უფრო მეტად ცნობილი, როგორც – “ტარსემი”, 1961 წლის 26 მაისს დაიბადა. წარმოშობით ინდოელი რეჟისორი, კომპანია Radical Media-ს კომერციული დირექტორია. ტარსემს პოპულარობა მუსიკალურმა ვიდეო კლიპებმა და სარეკლამო რგოლებმა მოუტანა.
ბავშვობა ირანში გაატარა. შემდეგ, მამამ სასწავლებლად ჰიმალაიში გააგზავნა. 24 წლის იყო, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში დამოუკიდებლად გაემგზავრა, რასაც თავადაც იხსენებს: -”ინდოეთში ცხოვრების პერიოდში, ვნახე წიგნი სახელწოდებით “ამერიკული კინოსკოლების გზამკვლევი” და უბრალოდ მოვინუსხე მისით. ამ წიგნმა შეცვალა ჩემი ცხოვრება! მანამდე ვთვლიდი, რომ ინდოეთში კოლეჯში ჩაბარება მხოლოდ იმისთვისაა საჭირო, რომ შეისწავლო ის, რაც უყვარს მამაშენს, ხოლო თავად კი გძულს. მე ვუთხარი მამას, რომ მსურდა შემესწავლა კინო. მან მიპასუხა, რომ არასოდეს დაუშვებდა ამას! მე მაინც გავემგზავრე ლოს ანჯელესში და გადავიღე ფილმი, რომლის წყალობითაც მივიღე სტიპენდია ხელოვნების კოლეჯში. მამა ფიქრობდა, რომ მე ჰარვარდისთვის ვემზადებოდი. როდესაც მას დავურეკე და სიმართლე შევატყობინე, მიპასუხა: – ”შენ ჩემთვის ამიერიდან აღარ არსებობ!”

ტარსემმა დაამთავრა სამხატვრო კოლეჯი კალიფორნიაში. რეჟისორის კარიერა კი 1991 წლიდან დაიწყო, როგორც კლიპმეიკერმა. ჯგუფი R.E.M.-ისთვის გადაღებულმა კლიპმა -” Losing My Religion”, Mtvvideo Music Awardს-ის ფესტივალზე, 6 ნომინაციაში გაიმარჯვა.
ამის შემდეგ, ტარსემი რეკლამების გადაღებით კავდება. (რომელზეც ახლაც აგრძელებს მუშაობას) მას ეკუთვნის ცნობილი ბრენდებისთვის გადაღებული რეკლამები: – Nike, Coca Cola, Pepsi, Motorola, Levis, Nissan და სხვა.
მისი სადებიუტო ფილმი გახლავთ “გალია”. – (The cell).

98777a1c5009e5b160119b6858f121512-the-cell-576x386

 

 

 

 

 

 

 

 

 

2310413274_00d39cf8c9 fhd002TCL_Jennifer_Lopez_023

რომელიც 2000 წელს გადაიღო. მთავარ როლს ჯენიფერ ლოპესი ასრულებს. მისი გმირი – ქალი ფსიქოლოგია, რომელიც ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით მოგზაურობს სერიული მკვლელის, მანიაკის არაცნობიერში, რაც ძალიან საინტერესოდ და შთამბეჭდავადაა წარმოდგენილი.
მეორე ფილმი – “ზღვარს მიღმა” (The Fall)

2thefall460 2008_the_fall_005 fall5

the-fall-c zVC8WQvfNmijJRj7A01YJNNArqo

2006 წელს გამოვიდა ეკრანებზე. ნაჩვენები იქნა “ტორონტოს” ფესტივალზე. ამ ფილმისათვის სცენარის წერა, 17 წლით ადრე დაიწყო. ფილმი 24 ქალაქშია გადაღებული. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი კადრი ხელოვნების ნიმუშია.

მისი ყველა ფილმი საოცარი ვიზუალით გამოირჩევა.

მესამე ფილმი გახლავთ “უკვდავები” (immortals)

athena immortals_10

Immortals-God-fight Immortals-Theatrical-Still-11

რომლის პრემიერაც 10 ნოემბერს შედგა. (სახელწოდებით “ღმერთების ბრძოლა”).
ფილმი, ძველი ბერძნული მითოლოგიის მიხედვითაა გადაღებული.
თეზევსი ჩვეულებრივი მოკვდავია. ის ზევსმა აირჩია, რათა წარუძღვეს მეფე ჰიპერიონის წინააღმდეგ, რომელსაც კაცობრიობის განადგურება სურს.
ფილმის ბიუჯეტი 125 000 000$ -ს შეადგენს.
ფილმის უპირატესობა ვიზუალური მხარეა, რომელიც დიდ ეკრანზე საოცრად შთამბეჭდავია! ეს ფილმი, სხვა მსგავსი თემატიკის ფილმებთან შედარებით, ყველაზე თავისუფალია ანტიკური მითოლოგიის ტრადიციიებთან მიმართებაში.
ტარსემ სინჰის მეოთხე ფილმი სახელწოდებით “სარკე… სარკე” (Mirror Mirror) გახლავთ, რომელიც ეკრანებზე 2012 წელს გამოვიდა. ბოროტი დედოფლის როლს ჯულია რობერტსი ასრულებს. საოცარი გარემო, არაჩვეულებრივი კოსტიუმები და ულამაზესი სცენები უთუოდ დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

658e5300765c0deaa259a47b549ad7ff 1150956_Mirror-Mirror

mirrormirror_still18 mirror-mirror08

http://www.youtube.com/watch?v=EeAyIQ_OT_I

http://www.youtube.com/watch?v=-eCD5Nuoyi4

 

http://www.youtube.com/watch?v=7VdONYkKFmQ

http://www.youtube.com/watch?v=K3sOFuNCo7k

http://www.youtube.com/watch?v=-BXpAoBIQKU

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s