„საიდუმლო სერობის“ უცნაური ფაქტები…

last-supper_da-vinci

„საიდუმლო სერობას“ ლეონარდო და ვინჩი მილანის „სანტა-მარია დელლე გრაციეს“ მონასტრის სატრაპეზოს კედელზე ხატავდა. ის 1495, 1497 წლებში შესვენებებით მუშაობდა და ჯერაც დაუმთავრებელი იყო.

ლეონერდომ, დასახატად ის მომენტი აირჩია, როდესაც ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნება: -„ჭეშმარიტებას გეუბნებით თქვენ – ერთ-ერთი თგვენგანი მიღალატებს“.

თორმეტივე მოციქულს სუნთქვა შეეკრა. ამ სიტყვების მერე, მათ სახეებზე სხვადასხვა გრძნობები გამოიხატა: ზოგი განცვიფრებული და შოკირებული იყო, ზოგი შეშფოთებული, ზოგიც დამწუხრებული…

ამ შედევრის შექმნისას, ლეონარდო უზარმაზარი სირთულის წინაშე დადგა. მას უნდა გამოესახა სიკეთე – იესოს სახით და ბოროტება -იუდას სახით.

ლეონარდომ მუშაობა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაახლა, როდესაც შემთხვევით იპოვა იდეალური მოდელი.

ერთხელ, როდესაც ის მომღერლების გუნდის კონცერტს ესწრებოდა, მან ახალგაზრდა მომღერალი დაინახა. ეს იყო ქრისტეს სრულყოფილი სახე… ლეონარდომ მომღერალი თავის სახელოსნოში მიიწვია და რამოდენიმე ჩანახატი გააკეთა.

სამი წლის შემდეგ – „საიდუმლო სერობა“ თითქმის დასრულებული იყო. ლეონარდოს ჯერ კიდევ ვერ ეპოვა შესაფერისი ნატურა იუდასთვის.

კარდინალი, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტაძრის მოხატულობაზე, აჩქარებდა მას. ითხოვდა, რომ ფრესკა რაც შეიძლებოდა სწრაფად დაესრულებინა. ლეონარდომ უთხრა, რომ მხოლოდ იუდა დარჩა დასახატი და თუ კარდინალი დათანხმდებოდა, ის დახატავდა მას.

კარდინალმა უარი განაცხადა.

ამ მრავალწლიანი ძებნის შემდეგ, მხატვარმა შემთხვევით ერთი კაცი დაინახა, რომელიც მთვრალი, ბინძური ეგდო ქუჩაში. ესკიზებისთვის დრო აღარ რჩებოდა, ამიტომ ლეონარდომ თავის შეგირდებს უბრძანა, რომ ის მაწანწალა პირდაპირ ტაძარში მიეყვანათ.

დიდი წვალებით მიათრიეს მონასტერში მთვრალი მამაკაცი, რომელიც ვერ აღიქვამდა სად მოხვდა და რა ხდებოდა მის თავს. ლეონარდო კი აფიქსირებდა ტილოზე ცოდვას, ეგოიზმს, ბედუკუღმართობას…

როდესაც მან ნახატი დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალები გაახილა, ტილოს შეხედა და განცვიფრებით წამოიძახა:

– მე მინახავს ეს ნახატი ადრე!

– როდის? – ზერელედ ჰკითხა ლეონარდომ.

– სამი წლის წინ, ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ყველაფერს დავკარგავდი. იმ დროს, გუნდში ვმღეროდი და ჩემი ცხოვრება სავსე იყო ოცნებებით. რომელიღაც მხატვარმა დამხატა  ქრისტედ…

„საიდუმლო სერობა“ მაღალი რენესანსის სტილის საუკეთესო მაგალითია. ოღონდ, ნიმუში, რომელსაც ჩვენ ვიცნობთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს ორიგინალად.

1517 წლისთვის, ნამუშევარი უკვე დაზიანებული იყო ნესტისგან. შემდეგ საუკუნეში, ბერებმა იესოს ფეხის ადგილას კარი გაჭრეს. ხოლო 1796 წელს, მონასტერი ფრანგმა გარნიზონის ჯარისკაცებმა დაიკავეს. ყოფილი სატრაპეზო ცხენების საჯინიბოდ გადააქციეს.

ჯარისკაცები დროის მოკვლის მიზნით, სროლით ერთობოდნენ და მათი სამიზნე, იესო ქრისტეს თავი იყო…

მეორე მსოფლიო ომის დროს, ნახატი დასაცავად ქვიშის ტომრების ბარიკადათი დაფარეს. ბომბა მაინც დაეცა მონასტერს და გაანადგურა შენობა. სასწაულებრივად მხოლოდ ის ერთი კედელი გადარჩა, რომელზეც ლეონარდოს „საიდუმლო სერობა“ იყო გამოსახული.

ხოლო ნახატი, რომელსაც დღესდღეობით ვხედავთ, რესტავრატორების უმძიმესი შრომის შედეგია. ლეონარდოსგან კი, ნახატში მხოლოდ რამოდენიმე ფუნჯის მონასმი და სქემა დარჩა.

taynaya_vecherya1

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s