ორსულობა, მშობიარობა და ახალშობილის მოვლა – რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა

Image

ვისაც გამოცდილი გაქვთ საკუთარ თავზე ის დამოკიდებულება რაც წლების წინ მშობიარეებზე ვრცელდებოდა, ის სტრესული სამშობიარო გარემო, რომელიც ყველა სამშობიაროში იყო, მიხვდებით რამხელა რევოლუცია მოახდინა ჯსი-ის მიერ, უსაიდ-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებულმა პროგრამა  “შენარჩუნებამ” საქართველოში. რას განიცდიდნენ მშობიარე ქალები? რამხელა სტრესს იღებდნენ სამშობიაროში შესვლის წუთებიდანვე, როდესაც ყოველგვარ კავშირს წყვეტდნენ ახლობლებთან. აღმოჩნდებოდნენ საშინელ პალატაში, სადაც რამოდენიმე მშობიარე ერთად ყვიროდა. ყურადღების და თანაგრძნობის ნაცვლად კი უხეშ დამოკიდებულებას იღებდნენ. ხდებოდა ზედმეტი არასაჭირო სამედიცინო ჩარევა. იმ დროინდელ ჩანაწერებს თუ გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ მშობიარობის დროები ემთხვეოდა ექიმის მორიგეობის შეცვლის დროს, რადგან ყველა ექიმი ცდილობდა თავის ცვლაში ჩაეტარებინა მშობიარობა. ამის გამო ხდებოდა მშობიარობის დაჩქარება, სტიმულაცია რაც ყოვლად დაუშვებელია.
ჩვილს დაბადებისთანავე აშორებდნენ დედას. გაიყვანდნენ და 3 დღის მერე აჩვენებდნენ. ვისაც ეს ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, გაიხსენეთ; ვისაც არა – წარმოიდგინეთ, თუ რა კოშმარი იქნებოდა ეს დედებისათვის.
პირველი საათები, ადაპტაციის სხვა გარემოსთან არის ყველაზე რთული და კრიტიკული პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. ახალშობილი რომ იბადება, მისთვის ეს უდიდესი სტრესია. ის ხვდება სხვა გარემოში, უნდა დაიწყოს დამოუკიდებლად სუნთქვა, დამოუკიდებლად კვება, ამ პერიოდში ბავშვისთვის დედა არის ყველაზე დიდი კომფორტი, ყველაზე დიდი რესურსი. მისთვის ერთადერთი ნაცნობი არის დედის გულისცემის ხმა. ადრე დარღვეული იყო ახალშობილის მოვლის პრინციპები. არ ხდებოდა ბავშვის ტემპერატურული კონტროლი. თურმე, სამშობიარო ბლოკში თუ 25 გრადუსზე ნაკლები ტემპერატურაა, ეს ახალშობილისთვის იგივე შეგრძნებაა, როგორც ზრდასრული ადამიანი გააგდო 0 გრადუს ყინვაში.
შემუშავდა ე.წ. “სითბური ჯაჭვი”, რომელიც უზრუნველყოფს ახალშობილის ნორმალურ ტემპერატურას. ეს არის კანით კანთან კონტაქტი. ბავშვს გახდილ მდგომარეობაში აწვენენ დედის მკერდზე და ტოვებენ 2 საათით. მას ესმის დედის გულისცემა, გრძნობს დედის კანს, ეს ბავშვის გათბობის ყველაზე ეფექტური მეთოდია.

BW-HP-photo-300wide
ძუძუთი კვება უნდა განხორციელდეს პირველ 1 საათში. ძუძუს მიცემა ინფექციის პრევენციაა. როგორც წესი, ბავშვს წოვის რეფლექსი აქვს, თავად მოძებნის ძუძუს და ჩაიდებს პირში, ამას პირველ ვაქცინაციასაც ეძახიან. რძიდან იღებს იმ კალორაჟს რაც მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. როდესაც ბავშვი იბადება, მისი კანი სტერილურია, მასზე არანაირი მიკრობი არ არის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დედის მიკროორგანმიზმებით მოხდეს ბავშვის კანის მოთესვა.
მშობიარობა  ბუნებრივი მდგომარეობაა და მშობიარე არ არის ავადმყოფი. მის ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი მომენტი დგება, მან ახალი სიცოცხლე უნდა მოავლინოს. ამ წუთებში მაქსიმალური ხელშეწყობა და გვერდში დგომა სჭირდება. მეანობა- გინეკოლოგიაში ძირეულად შეიცვალა მიდგომები. მსოფლიოში არსებული სამეანო მიდგომების საუკეთესო ნაკრები შემუშავებული იქნა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ეს ორგანიზაცია მთელ მსოფლიოს კარნახობს, თუ რა არის მისთვის საუკეთესო პრაქტიკა. მათ შეიმუშავეს მშობიარობის საუკეთესი პრინციპები, განსაკუთრებულად მოარგეს პოსტსაბჭოურ ქვეყნებს. საქართველოში, სადღეისოდ 29 წამყვანი სამშობიარო, სადაც ტარდება მშობიარობათა 60%, უკვე ამ პრინციპებით მუშაობს. პროგრამა “შენარჩუნების” ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენს. “შენარჩუნების” პროგრამა წარმოადგენს ხუთწლიან პროექტს, რომელიც 2009 წლის ოქტომბერში დაიწყო.
ექიმი, რომელსაც ქალები ენდობიან, რომელიც ერთ-ერთი პირველია ვინც ამ პროგრამას მხარი დაუჭირა და განახორციელა – ზაზა სინაურიძე გახლავთ. ის გვესაუბრება იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალმა იცოდეს თავისი უფლებები, სად და რა შეიძლება მოითხოვოს ორსულმა, რომ მაღალი სამედიცინო მომსახურება მიიღოს.

ზაზა სინაურიძე:

zaza

დავიწყებ იმით, რომ პოსტულატები რაც მედიცინაში არსებობს, საჭიროებს გადახედვას. კომპიუტერების შემოსვლამ დიდი გარღვევა მოახდინა. კომპიუტერულად დამუშავდა და გაერთიანდა ძალიან ბევრი კვლევა, რის შედეგადაც მივიღეთ სარწმუნო მონაცემი. ამის შემდეგ ძალიან ბევრი პოსტულატი, რომელიც ურყევი იყო მედიცინაში, შეირყა და შეიცვალა. 21 საუკუნის დადგომისას, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გადახედა ბევრ პოსტულატს მეანობაში და გამოუშვა ე.წ. 10 მცნება. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ აბსოლუტურად ყველა სიახლე არის უკან დაბრუნებული, კარგად დავიწყებული ძველი. პირველი პოსტულატი არის მედიკამენტების გამოყენების მაქსიმალური შეზღუდვა ორსულობისას. ქალმა ორსულობის პერიოდში რაც შეიძლება ნაკლები მედიკამენტი უნდა მიიღოს. (მხოლოდ სამედიცინო აუცილებლობის შემთხვევაში). ვიტამინების მარაგის შევსება ორგანიზმში შესაძლებელია ხილითა და ბოსტნეულით. ქიმიური დანამატის გარეშე. ორსულობა ფიზიოლოგიური პროცესია და არ საჭიროებს ჩარევას. ამ პრინციპებზე დაყრდნობით ჩვენ მივიღეთ არაჩვეულებრივი შედეგი. დღეს შედეგად სარწმუნო ფაქტებზე დამყარებული მედიცინა გვაქვს. ამან მთლიანად უარყო კონკრეტული ადამიანების პირად გამოცდილებაზე დაფუძნებული სამედიცინო მიდგომები. ეს რეფორმა მთელს მედიცინას შეეხო, მაგრამ განსაკუთრებულად დედათა და ბავშვთა სამსახურს.
მაგალითად: _ დამტკიცდა, რომ არ არის მიზანშეწონილი ჩაჭრა მშობიარობის დროს. უმჯობესია ფიზიოლოგიურად მოხდეს ჩახევა, რადგან დაზიანებული ქსოვილების აღდგენაც გაცილებით ადვილია. საუკეთესო მეანი არის ის, ვინც არ ერევა მშობიარობის პროცესში. მეანი არის დამკვირვებელი, ხოლო ძირითად საქმეს აკეთებს ბებიაქალი. რომელიც, აგრეთვე არანაირად არ ერევა, უბრალოდ ეხმარება მშობიარეს. ჩვენთან ეს გავრცელდა 2005 წელს, ჯსი-ის “ქალთა ჯანმრთელობის პროგრამის” ფარგლებში. პირველები ვიყავით, ვინც აქტიურად ჩავერთეთ და დავალაგეთ პროცესები. მე იმ თაობის ექიმი ვარ, რომელიც ძველს მოვესწარი. იქ იყო სულ ჩარევა. აქტიურად უნდა გესხა და გეკეთებინა წამლები. დღესდღეობითაც ბევრი ექიმია ძველი თაობის წარმომადგენელი, რომელმაც ვერ გადახარშა ეს ახალი მიდგომები.

ყველაზე მთავარი არის ის, რომ პაციენტებმა, ქალებმა არ იციან თავისი უფლებები. ხშირად მათი დამოკიდებულება არასწორია. მათ ჰგონიათ, რომ ექიმი მისცემს 100%-იან რეცეპტს ყველაფერზე. ეს არასწორია. არასოდეს არ უნდა უბრძანო ქალს, დაწექი და გაიჭინთეო, მას შეიძლება დამჯდარი მოსწონდეს, ან ფეხზე დამდგარი უფრო კომფორტულად გრძნობდეს თავს. ექიმმა არ უნდა მართოს ის. ქალებმა უნდა იცოდნენ, რომ ექიმი არის მისი გვერდში მდგომი. მას შეუძლია გირჩიოს, მაგრამ ყველაზე სწორი იქნება როდესაც თავად აირჩევ შენთვის სასურველ მდგომარეობას. თვითონ გრძნობ რა უფრო სასიამოვნო და კომფორტულია შენთვის. აქედან გამომდინარე შეიცვალა გარემოც. თუ ადრე ერთ დარბაზში მშობიარობდა რამოდენიმე ქალი, დღეს სამშობიარო ოთახი მაქსიმალურად მიახლოვებულია ოჯახის, სახლის გარემოსთან. მშობიარეს აუცილებლად უნდა ახლდეს გვერდში მდგომი პერსონა. უმრავლეს შემთხვევაში ესაა მეუღლე. მშობიარე აღარ გრძნობს თავს მარტოდ და ეხსნება სტრესი.

ძალიან მნიშვნელოვანია მომავალმა დედებმა იცოდნენ როგორ უნდა მოიქცნენ მშობიარობის დროს. ამისთვის ჩვენ წამოვიწყეთ “მშობელთა სკოლები”. სადაც მომავალ დედებს და მათ პარტნიორებს მარტივ და გასაგებ ენაზე აწვდიან ორსულობასთან, მშობიარობასთან და ჩვილის მოვლასთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციას. მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ორსულებს სთავაზობენ ფიზიკური ვარჯიშების სპეციალურ პროგრამას, აგრეთვე ფსიქოლოგის კონსულტაციას, რაც მათ ორსულობის პერიოდს და მშობიარობის პროცესს მნიშვნელოვნად უმარტივებთ. ორსულობის პერიოდში მომავალი მშობლები ამ სკოლებში იღებენ სრულყოფილ ინფორმაციას. ორსულობის, მშობიარობის, კონტრაცეფციის, ახალშობილის მოვლის შესახებ. ეს ძალიან ბევრ ქვეყანაშია და ახლა უკვე საქართველოშიც.

ხმარებიდან ამოღებულია მაშა. ასევე მაკრატელი, რითიც ხდებოდა ჩაჭრები. მე არ მახსოვს რომ ჩვენს კლინიკაში განხორციელებულიყო მსგავსი ქმედება. ამ მცირე ჩარევებმა პრაქტიკულად გაანულა მშობიარობის შემდგომი სისხლდენები, რაც წარმოადგენდა დედათა სიკვდილობის მთავარ მიზეზს. შემცირდა ბავშვისა და დედის ტრავმატიზმი. სამწუხაროდ, მაღალი რჩება საკეისრო კვეთის მაჩვენებელი. ამ შემთხვევაში სცოდავენ როგორც ექიმები, ასევე მშობიარეები, რომელთაც ჰგონიათ, რომ ტკივილების არიდების ერთადერთი საშუალება საკეისრო კვეთაა. ეს აბსოლუტურად არასწორია. დიდი ხანია რაც დანერგილია ხერხემლის ეპიდურული გაუტკივარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩაატაროს სპეციალისტმა. აუცილებელია ყველამ იცოდეს, რომ არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს. იგივე ალბათობით შეიძლება ჩამოვარდნილი თვითმფრინავი დაგეცეს თავში.
პირველი მთავარი რჩევა ჩემგან ის იქნება, რომ დედობაზე უკეთესი არაფერი არ არსებობს. ორსულობა არის ბუნებრივი პროცესი და არ საჭიროებს ზედმეტ ჩარევას. დადგენილი 4 ვიზიტი ორსულობის პერიოდში სავსებით საკმარისია. თუ რათქმაუნდა ქალი ჯანმრთელია და ორსულობა ფიზიოლოგიურად მიმდინარეობს.

A7GEAW_2378638b
მედიკამენტების მინიმალური გამოყენება. ვიტამინების მიღებაც მხოლოდ ადრეულ გაზაფხულზე შეიძლება. ორსულობა არ არის მარტო დედის საზრუნავი, აქ უნდა ჩაერთოს მთელი ოჯახი. მეუღლემაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ბავშვი არის ნახევრად დედის, ნახევრად მამის, ამიტომ ორივემ უნდა გაიზიაროს მთელი პროცესი. ქალებს ნუ ექნებათ მშობიარობის შიში. ორსული უნდა იყოს მაქსიმალურად მომზადებული და იცოდეს რა ელის.
ბოლოს მინდა ვთქვა რომ რაც მეტ შვილს გააჩენთ უკეთესია, რადგან ბავშვებზე უკეთესი არაფერი არ არის.

Advertisements

One thought on “ორსულობა, მშობიარობა და ახალშობილის მოვლა – რა უნდა იცოდნენ მომავალმა დედებმა

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s