ნინიკემოს ორიგამი


Image

ორიგამი ქაღალდის ხელოვნებაა, რომელიც იაპონიაში დაიბადა. ორიგამის მიზანი არის ის, რომ შეიქმნას წარმოდგენა საგნის, გეომეტრიული ნაკეცების, უმჯობესად წებოს და ქაღალდის გაჭრის გარეშე, მხოლოდ ერთი ფურცლის გამოყენებით. ორიგამში ცოტა ნაკეცი გამოიყენება, მაგრამ მათი გაერთიანება ბევრი გზით შეიძლება, რათა შედეგად, ქაღალდის ჩახლართული დიზაინი მივიღოთ.
ორიგამს იყენებენ როგორც სასაჩუქრედ, ასევე რესტორნებისა და სასტუმროების ინტერიერის მოსართავად.
საქართველოში, ორიგამი ჯერ-ჯერობით არ არის პოპულარული. ბევრს არც სმენია მის შესახებ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ეს ხელოვნება საკმაოდ აქტუალურია. მას ძირითადად დეკორაციული მიზნებისთვის იყენებენ.
“…და ქალის” დეკემბრის ნომრისთვის გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ორიგამისტ-დიზაინერ ნინი ჯოხაძეს, რომელიც ნინიკემოს სახელითაა ცნობილი. ის უკვე 3 წელია ამ საქმიანობითაა დაკავებული.
 ნინიკემო, მოკლედ გვიამბე შენზე,  რატომ დაინტერესდი დიზაინის ამ მიმართულებით?
ნინიკემო ჯოხაძე:

– დავიწყებ იქიდან, რომ დამთავრებული მაქვს სამხატვრო სკოლა. პროფესიით, დაწყებითების მასწავლებელი ვარ. თავიდან, ჩემი მეუღლის, – კემოს რჩევით, რომელიც პროფესიით მხატვარ-კარიკატურისტია, დავიწყე თიხისაგან საყურეების დამზადება. ვაკეთებდი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული დიზაინის მქონე საყურეებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შევწყვიტე ამაზე მუშაობა, რადგან რაღაც ახლის დაწყება მინდოდა. ვიცოდი, რომ ეს რაღაც, – ქაღალდებისაგან უნდა გამეკეთებინა. მაშინ ორიგამის შესახებ არაფერი ვიცოდი.
როდესაც ფეხმძიმედ ვიყავი, ინტერნეტში აღმოვაჩინე ქაღალდისაგან დამზადებული ორიგამის ფიგურა, რომელიც ძალიან მომეწონა. შემდეგ, მოვიძიე ინფორმაცია და დავიწყე შესწავლა.

Image

რომელი იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

–  ჩემი პირველი ნამუშევარი იყო გედი. შემდეგ დავამზადე ფარშავანგი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო თიბისი ბანკის მიერ გამართულ კონკურსში –  “ჩემი არტი”.
ჩემი ნამუშევრით გავედი ფინალში და მივიღე მონაწილეობა გამოფენაზე, რომელიც თიბისი ბანკის სათავო ოფისში გაიმართა.

1081458_665310206813486_1085957996_n

კიდევ რა გამოფენებზე მიგიღიათ მონაწილეობა?

– იმ გამოფენის შემდეგ, ნელ-ნელა სხვა ნამუშევრებიც მივამატე. წელს, 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ფესტივალზე, სახელწოდებით “დამზადებულია საქართველოში”, მივიღე მოწვევა თბილისის მერიისგან. ყველა ნამუშევარი მქონდა გამოფენილი და დიდი მოწონებაც დაიმსახურა, რაც ძალიან გამიხარდა. ეს ჩემი პირველი მასშტაბური გასვლა იყო და ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
ახლა ვღებულობ მონაწილეობას პროექტში: –  “აღმოაჩინე ახალი მხატვარი”.

df NIINinikemo Jokhadze

როგორც გავიგე, საქართველოში პირველად გაკეთდა ორიგამის ფარდა, რომლის  ავტორი შენ ხარ. საიდან გაჩნდა ეს იდეა?

– მე დამიკავშირდა ორგანიზაცია ” Milky Way” და შემიკვეთა 1000ცალი მერცხალი, აქედან 500 თეთრი და 500 ცისფერი.. მთლიანად – 5 მეტრი სიდიდის გამოვიდა.

1081097_665304263480747_1253197820_n 1082175_665304330147407_535040503_n1080096_665304340147406_2008900932_n

 როგორია დაინტერესება საზოგადოების მხრიდან?

დაინტერესება ნამდვილად არის. პერიოდულად ვატარებ-ხოლმე ორიგამის მასტერ-კლასებსაც. არის ასეთი შემოთავაზებაც, რომ იაშვილის კლინიკაში, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს თვეში ერთხელ ჩავუტარო მასტერკლასი. მიწვეული ვიყავი “რეალ TV”-ში, გადაცემა “დღის სტუმარში”. ასევე, ტელეარხ “იმედზე”, გადაცემა “რემონტში” ჰქონდათ რუბრიკა – “მასტერ კლასი”, სადაც ჩემი დიზაინით გავაკეთე კალათბურთის ბურთი.

Image

ჩემი გაკეთებული მორიელი, ჰოლივუდის ცნობილ მსახიობ – ვინი ჯონსს აქვს.

1082183_665309343480239_163633413_nImage

სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

– ჩემი დიდი სურვილია, მქონდეს ორიგამზე საბავშვო გადაცემა, თუმცა, დარწმუნებული ვარ, უფროსებიც დაინტერესდებიან. ამის კეთება, ერთგვარი არტ-თერაპიაც არის, ძალიან ამშვიდებს… ასევე, ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა, ორიგამის საერთაშორისო ფესტივალზე მივიღო მონაწილეობა.

946937_486662351417486_20342872_n 998051_486662418084146_66247565_n

 რამდენად გამძლეა ორიგამის ფიგურები?

– მთავარია, რომ ფურცელი იყოს ხარისხიანი. ორიგამს სხვადასხვა მიმართულებები აქვს. არის კლასიკური, მოდულებისგან დამზადებული სამგანზომილებიანი ორიგამი, კირიგამი, კუსუდამა და სხვა… გამიკეთებია სხვადასხვა კომპანიის და ტელეარხის ლოგოებიც. ყველანაირი ფიგურის გაკეთებაა შესაძლებელი.

PSD 1 copy

 შენი დიზაინით რომელი ფიგურა გააკეთე?

– ჩემი დიზაინით გავაკეთე სვანური კოშკი და კალათბურთის ბურთი.

 როგორც ვიცი, ფეისბუქზეც გაქვს ორიგამის ოფიციალური გვერდი?

– დიახ, მაქვს! სხვათა შორის, უცხოელი ორიგამისტებიც ძალიან დამეხმარნენ ფეისბუქის საშუალებით. ამ გვერდზე, შესაძლებელია ჩემს მიერ დამზადებული ფიგურების ფოტოების ნახვა და ასევე, სურვილის მიხედვით შეკვეთის გაკეთება.

გვერდის მისამართია:

https://www.facebook.com/Origami.Georgia

https://www.facebook.com/origamis.shekveta?fref=ts

ImageImageImageImageImage7

SAM_3812bu1Santa-Origami Red

Advertisements

3 thoughts on “ნინიკემოს ორიგამი

  1. ლამაზი,ორიგინალური,საინტერესო….. ხელოვნება და თან თერაპია–აი ეს არის ორიგამი,რომლის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოგვიდგენს ნინიკემო ჯოხაძე.დღემდე ვერც წარმოვიდგენდი თუ უბრალო ქაღალდისგან შესაძლებელი იქნებოდა ასეთი ლამაზი ფიგურების გაკეთება….ვისურვებდი რომ ამ ხელოვნების შემსწავლელი სკოლა არსებობდეს საქართველოში!

  2. ძალიან მომწონს ნინიკემოს ნამუშევრები. მიხარია ძალიან რომ ასეთი ნიჭიერი ადამიანი გვყავს საქართველოში.
    განსაკუთრებით, ორიგამის ბუ მომწონს.
    წარმატებებს ვუსურვებ. 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s