მეფისნაცვლის სასახლე

Image

შენობა, რომლის შესახებაც ამ ნომერში გიამბობთ, ყველას კარგად გეცოდინებათ. ეს გახლავთ ამჟამინდელი თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, (ყოფილ გოლოვინის პროსპექტზე) მდებარეობს.

IX საუკუნეში აშენებული სასახლის სილამაზე ყველა გამვლელ-გამომვლელს თვალს სჭრიდა. შენობა რამოდენიმეჯერ გადაკეთდა. პირველად, 1802 წელს ქართველმა ქვითხუროებმა, სამხედრო ინჟინრების ხელმძღვანელობით ააშენეს. მის იერსახის შექმნაში, მრავალი ცნობილი ხუროთმოძღვარი იღებდა მონაწილეობას. 1818 წელს, არქიტექტორ ბრაუნმილერის პროექტის მიხედვით, მთავარმართებლის ახალი სასახლე აშენდა.

1845 წელს, როდესაც კავკასიაში მეფისნაცვლის თანამდებობა შემოიღეს, სასახლე ვერც მასშტაბით და ვერც ვიზუალურად ვეღარ აკმაყოფილებდა მეფის თვითმპყრობელობის წარმომადგენელთა გემოვნებას და მოთხოვნებს. რაც უფრო მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ კავკასიის მეფისნაცვლები, მით უფრო მეტი ბრწყინვალება უნდა ჰქონოდა მათ რეზიდენციას.

ნიკოლოზ პირველმა კავკასიის მართვა გრაფ მიხეილ ვორონცოვს ჩააბარა, რომელიც რუსეთსა და ევროპაში სახელმოხვეჭილი გენერალი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი, ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორი და ბესარაბიის სრულუფლებიანი ნამესტნიკი გახლდათ. გარდა ამისა, მიხეილი ძალიან ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო.

1845-1847 წლებში პეტერბურგის არქიტექტორი, აკადემიკოსი ნიკოლოზ სემიონოვი მონაწილეობდა სასახლის იერსახის შეცვლაში. მისი დამსახურებით, სასახლის ფასადმა, კლასიცისტური ხასიათი მიიღო: – პორტიკი დორიული ფრონტონით, მეორე სართულის გვერდით ნიშებში, ჰერკულესისა და მინერვას სკულპტურული ფიგურები, რაც ახალი ხელისუფლების სიბრძნესა და ძალის სიმბოლო იყო.

უკანა ეზოში, ულამაზესი ბაღი გაშენდა, სადაც შესვლა მხოლოდ საზოგადოების გარკვეულ ნაწილისთვის იყო ნება დართული. ბაღში ნახავდით ულამაზეს ხეივნებს, ფანჩატურს, შადრევნებიან აუზს. ბაღში, დიდ დღესასწაულებზეც კი, მხოლოდ მაღალი წოდების და შეძლების მოქალაქეებს შეეძლოთ შესვლა.

1869 წელს, თბილისში მოღვაწე შვედი ხუროთმოძღვრის, ოტო იაკობ სიმონსონის დამსახურებით, სასახლემ თავისი საბოლოო სახე მიიღო. კლასიცისტური ფასადი – რენესანსულმა შეცვალა. შენობის გვერდითმა ფრთებმა წინ წამოიწია და რენესანსული სტილის ორ იარუსიანმა თაღმა დაამშვენა.

სასახლის მეორე სართულზე, საზეიმო დარბაზმა დაიკავა ადგილი. ბაღის მხარეს, სამხრეთ ფასადს უფრო საზეიმო შეხედულება ჰქონდა. ცენტრში მოთავსებული წვრილი კოლონადა, ღია ვერანდა-ვესტიბიულით, რომელიც რკინის სვეტებიანი, ელეგანტური მორკალული ღია კიბე-აივნით იყო მიმართული ბაღისკენ.

საქართველოშ წამოსვლის წინ, ვორონცოვმაც წამოაყენა თავის მხრივ ერთი პირობა, რომელიც ითვალისწინებდა კავკასიის სამეფისნაცვლოდ გარდაქმნას და მეფისნაცვლისათვის გადაწყვეტილებათა მიღების საგანგებო, რუსეთის იმპერიისათვის უპრეცედენტო უფლების მინიჭებას, არსებითად პირდაპირ იმპერატორს დაქვემდებარებული ადმინისტრაციული ავტონომიის შექმნას. ამის პირობა, მიხეილმა ნიკოლოზ პირველისაგან წამოსვლის წინ მიიღო. იმპერატორმა მას უთხრა: -„შენ იქნები ჩემი ალტერ ეგო!“

მიხეილის გეგმებში, ქართული კულტურის აღორძინება და განვითარება შედიოდა. მისი ცხრა წლიანი მმართველობის პერიოდში, რუსული და ქართული თეატრები, იტალიური ოპერა, საბალეტო დასი, საჯარო ბიბლიოთეკა, სალიტერატურო ჟურნალი „ცისკარი“, კავკასიის მუზეუმი, „რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილება“, კავკასიის სასწავლო ოლქი დაარსდა. ახალი ფორმები და შინაარსი შეიძინა სასწავლებლებში ქართული ენისა და სიტყვიერების სავალდებულო სწავლებამ.

ახალგაზრდებისათვის, ხაზინის ხარჯზე 160 სტიპენდია დაინიშნა, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად. 1855 წლის მონაცემებით, საქართველოში სხვადასხვა ტიპის 147 სასწავლებელი არსებობდა, 6023 მოსწავლით.

მიხეილი თავად უწევდა მეურვეობას საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის ისტორიის შესწავლა-პოპულარიზაციას, ისტორიული ძეგლებისა და ეკლესია-მონასტრების აღდგენა-რესტავრაციას, ძველი ქართული ტექსტების გამოცემას. რაც ყველაზე აღსანიშნავია, ვორონცოვს საქართველოს აღორძინების ერთადერთ გზად, ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო და სალიტერატურო ცხოვრების ევროპეიზაცია მიაჩნდა. ეს ყველაფერი, ძირეულად ეწინააღმდეგებოდა რუსეთის სახელმწიფოებრივ-იდეოლოგიურ პოლიტიკას.

1823 წლის 7 მაისს ვორონცოვი ახალი რუსეთის გენერალ-გუბერნატორად დანიშნეს, ბესარაბიის ნამესნიკად, იმპერიის სამხრეთ პროვინციების გამგებლად. მას შეიძლება დაერქვას ოდესის შემქმნელი და ყირიმის ბენეფაქტორი. მან პირველმა შემოიტანა შავ ზღვაზე თბომავალი.

მისი დამსახურებისთვის, შამილის წინააღმდეგ ბრძოლასა და ჩეჩნეთის გაუვალ ტყეებში გადახდენილ სიძნელეებში თავდადებისთვის მას პრინცის წოდება მიენიჭა.  1853 წლის დასაწყისში ვორონცოვს გადადგომის უფლება მიეცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 1856 წელს ის ფელდმარშალი გახდა, და იმავე წელს გარდაიცვალა ოდესაში.

შესაძლოა ყველაზე გახმაურებული ისტორია მის შესახებ იყოს მისი მეუღლის, გრაფინია ბრანიცკას ურთიერთობა ალექსანდრე პუშკინთან  ვორონცოვის ოდესაში ყოფნის პერიოდში, რამაც რუსულ ლიტერატურას ყველა დროის საუკეთესო პოემები შესძინა.

1917 წლიდან სასახლეში ამიერკავკასიის სეიმი იყო განთავსებული. 1916 წელს, საქართველოს დელეგაციამ ამიერკავკასიის სეიმის სხდომა დატოვა და ნოე ჟორდანიას მთავრობამ, ქვეყნის თავისუფლება გამოაცხადა. 1921 წლიდან, სასახლეში საბჭოთა საქართველოს მთავრობა მუშაობდა.

1937 წელს, ეს შენობა ბავშვებს გადაეცა, როგორც თბილისის პიონერთა და ოქტომბრელთა სასახლე. 1941 წლის 2 მაისს გაიხსნა როგორც პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკური სასახლე, რომელსაც 1959 წელს მიენიჭა ბორის ძნელაძის სახელი.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s