თამაში

youtube

online ცდუნება (თავი პირველი)

ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. ერთ დილასაც ჩვეულებრივ შევიდა “ფეისბუქზე”, მთავარ გვერდს გადახედა, თავისი “ფეისბუქელი” მეგობრების აქტივობას გაეცნო, ინდიფერენტული გამომეტყველებით რაღაცები “დაალაიქა” და თავისი მოსაბეზრებელი ცხოვრების 30 წუთიც მოკლა.
ის იყო, ქსელიდან გასვლას აპირებდა, რომ შეტყობინება მოუვიდა. უხალისოდ შეამოწმა შემოსული წერილი და… ამ 30 წუთის მანძილზე პირველად შეეცვალა სახის გამომეტყველება, წელშიც გაიმართა და მონიტორისკენ გადაიხარა.

გინდა ყველაფერი შეცვალო?

სწორედ ამ ფრაზით დაიწყო ურთიერთობა უცნობთან, რომელსაც ანონიმური პროფილი ჰქონდა შექმნილი და სახელის ნაცვლად, რაღაც უცნაური ინგლისური სიტყვა – trickster-ი ეწერა.

პასუხი სპონტანურად გასცა:

– კი!

ამ ერთი სიტყვის დაწერისას თითქოს მთელი სიცხადით შეიგრძნო, როგორ არაპროდუქტიულად გაფლანგა თავისი ცხოვრების 30 წელი. 18 წლისა გათხოვდა და ცოლად თავისსავე კლასელს გაჰყვა, რომელიც ჯერ მისი ბაღელი იყო…

საფუძვლიანად ვერაფერს დაეუფლა. მეორე კურსზე გაბერილი მუცლის ხათრით უფრო უწერდნენ ნიშნებს. მერე პატარა ეყოლა და ვერც სტუდენტობას გაუგო გემო. ბოლოს არასრულფასოვნების კომპლექსის გამო ვეღარც სამსახური იშოვა და დიასახლისად დარჩა.

ახლა კი, ნათესავების თვალში – “თითით საჩვენებელი წყვილი”, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი წყვილია, რომელთაც ერთმანეთის მიმართ დაახლოებით ისეთივე გრძნობა აქვთ, როგორც, მაგალითად, დედის, მამის ან ოჯახის სხვა წევრების მიმართ – მძაფრ შეგრძნებებს მოკლებული…

მის ქმარს საბა ჰქვია და კარგი ბიჭია. უბრალოდ, ძალიან პატარა იყო ცოლის მოსაყვანად. სწავლის დამთავრების მერე მუშაობა დაიწყო და ბევრი შესაძლებლობა გადაეშალა, მაგრამ ბევრ რამეზეც დაამუხრუჭა თავისი სოციალური სტატუსის გამო.

ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, ან ძალიან უჭირდა… თან, რაც არ უნდა იყოს, სალის თითქმის მთელი ცხოვრებაა, იცნობს…

მიუხედავად ყველაფრისა, სალი ბუნებით მხიარული გოგოა… მას სჯერა ( ან თავს იჯერებს), რომ ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებშია შესაძლებელი… რეალობაში ნებისმიერი ურთიერთობა საბოლოოდ მაინც იქცევა რუტინად.

მას, უბრალოდ, გული სწყდება რაღაცებზე, ყველაზე მეტად კი იმაზე, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია ვერ შეძლო. ამის გამო ქმარიც არ აფასებს სათანადოდ… ამ ბოლო პერიოდში ურთიერთობაც გაუფუჭდათ. ერთმანეთის უმნიშვნელო წვრილმანიც კი აღიზიანებთ.

სწორედ დღეს დილით დაინახა შემთხვევით, როგორ ათვალიერებდა კომპიუტერში მისი ქმარი ვიღაც ნახევრად შიშველი გოგოს სურათებს.

თვითონვე გაუკვირდა, ყოველგვარი სკანდალის გარეშე, გულგრილად რომ ჰკითხა:

რას აკეთებ? სამსახურში არ უნდა იყო?

დიდად არც ის აღელვებულა. დაბნეულად დახურა ფანჯარა და ჩაიბუტბუტა:

– უი… რაღაცნაირად მეგონა, რომ უკვე იქ ვიყავი…

მერე სწრაფად წავიდა სახლიდან.

ხანდახან სალის ძალიან უნდება, რომ წერტილი დაუსვას ყველაფერს. – რა აზრი აქვს ასეთ “გაფუჭებულ” ურთიერთობას?.. უსასრულოდ მარაზმში ცხოვრებას ლამაზი დასასრული ჯობია! – ეს მან მშვენივრად იცის, მაგრამ ჩაკეტილი წრიდან ვერ გამოდის.

ფიქრობს, რომ არ აქვს იმდენი ძალა, რომ ეს ნაბიჯი გადადგას. თან, წასასვლელიც არსად აქვს… მისი მშობლების ბინაში თავისი ძმა ცხოვრობს ოჯახით. ცალკე ბინის ყიდვის შესაძლებლობა კიდევ არა აქვთ…

ფიქრებში გართულმა სალიმ ამასობაში უცნობის პროფილიც დაათვალიერა. ინკოგნიტოს ავატარად შავი სურათი ეყენა, რომელზეც “ჩეშირელი” კატის თეთრი თვალები და კბილები მაცდურად ელავდა და ინგლისურად ეწერა: – 

I am not crazy. My reality is just different than yours…

შემდეგი შეტყობინებაც მოვიდა:

სწორედ ასეთ პასუხს ველოდი შენგან

იმ წუთებში, როდესაც უცნობს სწერდა, სალის მხოლოდ მოწყენილობის დამარცხება სურდა და ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ შეიცვლებოდა მისი ცხოვრება უახლოეს მომავალში…

ვინ ხარ?

– არ მიცნობ

ჩემი გაცნობა გინდა, არა?

– არა!

– ??

– სხვა ინტერესი მაქვს… საინტერესო ადამიანებს ვეძებ!

და მე რითი დაგაინტერესე?

– ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, შენ უნდა გადაწყვიტო, დამაინტერესებ თუ არა!

და რაში მჭირდება მე შენი დაინტერესება? ან რატომ მომწერე, გინდა ყველაფერი შეცვალოო?

– იმიტომ, რომ შენ ეს შეგიძლია! ყველა ადამიანი თავადვე ცვლის თავის მდგომარეობას, თუ, რა თქმა უნდა, მოინდომებს…

და საიდან მოიტანე, რომ რაღაცის შეცვლა მინდა?

– იქიდან, რომ cover-ზე იდუმალი კუნძულის სურათი გიყენია, შენი პროფილის სურათი კი, სავარაუდოდ, გათხოვებამდეა გადაღებული…

მერე რა?

– ვირტუალური სამყარო ჩვენი დაფარული სურვილების სარკეა! შეიძლება გაუცნობიერებლად აირჩიე კუნძულის სურათი, რომელსაც ალბათ დიდხანს ეძებდი “გუგლში”… შენ ძალიან გინდა ასეთ კუნძულზე წასვლა და რეალობისაგან მოწყვეტა, გადაკარგვა…

შენი პროფილის სურათი კი იმას ნიშნავს, რომ გული გწყდება იმ დროზე, როდესაც 18 წლის იყავი და ყველაფერი წინ გქონდა… ძალიან გინდა, რომ ახლაც მაგხელა იყო… შენ ხომ მაშინ თავისუფალი იყავი?.. – სალ, შენ სიამოვნებით შეცვლიდი ყველაფერს…

სალის მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. მიუხედავად იმისა, რომ 16 წლის გოგო აღარ არის, რომ ინტრიგას წამოეგოს და ავარდეს, რაღაცნაირად ინტერესი გაუჩნდა უცნობის მიმართ. ასე ზუსტად როგორ “გაშიფრა” სალი???

მაინც რას მთავაზობ?

– ვითამაშოთ? 🙂

იყო პასუხი. სალი რამოდენიმე წუთით ჩაფიქრდა. ბოლოს, როგორც იქნა, გამოერკვა ფიქრებიდან და მისწერა:

სამწუხაროდ, თამაშის დრო არ მაქვს!

იდუმალი “იუზერი” ქსელიდან გასულიყო…

მთელი დღის განმავლობაში სალი მის სიტყვებზე ფიქრობდა. ის ვერსიაც კი დაუშვა, – ჩემი ქმარი ხომ არ მაიმუნობს რაღაცასო, მაგრამ ეს ნაკლებსავარაუდო იყო. ის თავის ქმარს საკუთარი ხუთი თითივით იცნობს და იცის, რისი გამკეთებელია და რისი არა.

საჭმელიც უღიმღამოდ გააკეთა. გული ვერც ტელევიზორს დაუდო. რაღაცნაირად ცუდ ხასიათზე დადგა. – ვინ უნდა იყოს?.. – მოულოდნელად გამოჩნდა, თავისი ტკივილი გაახსენა, იმედი ჩაუსახა და გაქრა…

მოიცა, მოიცა… – ეს რა გაიფიქრა სალიმ?.. – იმედი ჩაუსახაო?..

საკუთარ ფიქრებს უფრო ჩაუღრმავდა და მიხვდა, რომ ჩეშირელი კატის სურათიანმა უცნობმა სწორედ ეს გააკეთა…

– “რა სახელი ერქვა?” – ის უცნაური სიტყვა გაიხსენა სალიმ და ყოვლისმომცველი “გუგლის” საძიებო გვერდი გახსნა.

– მგონი, გვარი უნდა იყოს, რაღაც ისე ჟღერს – ტრიქსტერი… თუმცა, სიტყვა “ტრიცკ” ხომ ხრიკს ნიშნავს? ვინმე ნაცნობი ხომ არ მეკაიფება?..

“გუგლის” საძიებო სისტემის მეშვეობით ისეთი რამ წაიკითხა, რამაც მოსვენება სულ დაუკარგა…

– “ტრიქსტერი” – ინგლისურად მატყუარას, თაღლითს, ხუმრობის მოყვარულს ნიშნავს. იგი ბევრად მეტ სიავეს სჩადის, ვიდრე უბრალოდ გარშემომყოფთა დაცინვაა. ამ პერსონაჟს ყოველთვის ერთი აზრი აწუხებს – თავისუფლება მისცეს საკუთარ მოქმედებას, როცა საზოგადოებრივი თუ ჯგუფური ქცევითი შეზღუდვები სახეზეა.

ერთსა და იმავე დროს, ტრიქსტერი არის შემქმნელიც და დამანგრეველიც, სიკეთის მომტანიც და უარმყოფელიც, რომელიც ხან სხვას ასულელებს, ხან თავსაც ისულელებს.

როგორც გარდამსახველი, ტრიქსტერი ხანდახან კარგ საქმეებსაც სჩადის – ზოგჯერ ახირებით, ზოგჯერ შემთხვევით, მაგრამ უფრო ბევრს აფუჭებს და ხალხისთვის პრობლემები მოაქვს.

ტრიქსტერი დახასიათებულია, როგორც ყველა ჩვენგანის ბნელი მხარე, რომელიც გათავისუფლებულია საზოგადოებრივი და პიროვნული წესებისაგან, ანუ იმისგან, რაც წარმართავს ჩვენს ნორმალურ ქცევას.

ის აცდუნებს ქალებს და ყველა თავის ხარბ სურვილს იკმაყოფილებს. მის ერთ თვალშისაცემ თვისებას მორალის ნაკლებობა წარმოადგენს. მის სურვილებს არაფერი აქვს საერთო მის გონებასთან.

იგი მუდამ იმპულსებით მოქმედებს, რომელთაც ვერ აკონტროლებს. მას არ გააჩნია ღირებულებები და მორალი. უწესრიგობის სული და გულია – საზღვრების მტერი.

მისი ძირითადი თვისებები: – ჯიუტი, შარიანი, ორპირი, ხარბი…
მისი ნიღაბი ბრიყვის, მიამიტი ადამიანის ნიღაბს წარმოადგენს.”

ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ სალის ინტერესი გაუასმაგდა უცნობის მიმართ, რომელმაც გაცნობის საკმაოდ უცნაური ფორმა აირჩა. სალის უცებ ძალიან მოუნდა საზოგადოებრივი და პიროვნული წესებისაგან განთავისუფლება და რაღაცის გაკეთება! ჯერ თვითონაც ვერ მიხვდა რისი,
– უბრალოდ “რაღაცის…”

სასწრაფოდ გახსნა შემომავალი შეტყობინება და თავის ბოლო პოსტს ახალიც მიაყოლა:

ვითამაშოთ!!! – მე მინდა, რომ ყველაფერი შევცვალო

მეორე დილამდე უცნობი აღარ გამოჩენილა. სალი სულ ეკლებზე იჯდა, ადგილს ვერ პოულობდა. ხან ნანობდა, ასე რატომ მივწერეო, ხან კი პირიქით… მასში ახლა ორი “მე” იბრძოდა: – პირველი ახსენებდა, რომ ის გათხოვილი ქალია, ქმარ-შვილი ჰყავს მისახედი და თამაშის და მაიმუნობის დრო არა აქვს… მეორე “მე”-მ კი ქალიშვილობისდროინდელი აუხდენელი სურვილები და ოცნებები გაახსენა, ხან რა ამოუტივტივა გონებაში და ხან რა…

სალის ეგონა, რომ მოჩვენებები დაეწყო, რადგან თითქოს უკვე მისტიკურად ჩაესმოდა: – “შენ გაცილებით ბევრი შეგიძლია, სალ! როდემდე უნდა იყო ასე?.. მთელი ცხოვრება სამზარეულოში უნდა გაატარო?.. ნუთუ ამას იმსახურებ? ასეთ ცხოვრებას არავინ არ იმსახურებს… დროა, რაღაცები შეცვალო!”

ღამე ძლივს დაეძინა. შეეშინდა, ჭკუიდან ხომ არ ვიშლებიო… დილით ქმარი სამსახურში გაისტუმრა, შვილი კი სკოლაში. ლუკა უკვე დიდი ბიჭია, 11 წლის, სკოლაში თვითონ მიდის…

მარტო დარჩა თუ არა, მაშინვე კომპიუტერს მივარდა, გულისფანცქალით გახსნა “ფეისბუქის” გვერდი და შემოსული შეტყობინება წაიკითხა:

– ეს უბრალო თამაში არ იქნება, ქერა . მას თავისი სპეციფიკური წესები აქვს. შეიძლება ისეთი რაღაცების გაკეთება მოგიწიოს, რასაც სხვა დროს არ გააკეთებდი… ხანდახან გარისკვაც მოგიწევს.

ფინალამდე მისაღწევად დიდი მოთმინების უნარი უნდა გამოიჩინო! თამაშში მარტო არ იქნები… მაგრამ ფინალამდე არ გეცოდინება შენი კონკურენტების ვინაობა. დავალებებს პერიოდულად მიიღებ. თამაშიდან გასვლა ნებისმიერ დროს შეგეძლება… მაგრამ, თუ ფინალამდე მიაღწევ…

რა? რა იქნება ფინალში???

– მოუთმენელი ხარ, სალ , ყველაფერი ერთდროულად გინდა გაიგო… მოდი, ასე მოვიქცეთ! – შენ კიდევ იფიქრე… თუ ინტერესი და სიახლის სურვილი გადაწონის იმ ათასნაირ ბარიერს, რომელსაც შენში ღრმად აქვს ფესვები გადგმული, მაშინ ხვალ, დილის 11 საათზე სკაიპში მომძებნე… trickster-ით მიპოვი. საუბარი იქ გავაგრძელოთ!

და კიდევ… თუ სკაიპით ჩვენი დიალოგი შედგება, მინდა, რომ კამერით დაგინახო…
ნახვამდის, ქერა

ქალიშვილი წითელი თმებით დადაკარგულიშუათითი (თავი მეორე)

 

ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. რეპეტიციიდან დაბრუნებულმა ივახშმა, ტანსაცმელი გამოიცვალა და დაღლილი თავის საწოლზე წამოწვა. გვერდით ყავის ჭიქა დაიდგა, მუხლებზე კი თავისი საყვარელი ლეპტოპი.
ჯერ სერიალების საიტი შეამოწმა. How I met your mother-ის ახალ სერიას უყურა ონლაინში, მერე კი “ფეისბუქზე” შევიდა.

რამდენიმე პირადი შეტყობინება იყო მოსული, ბევრი “ლაიქი” სურათებზე (უმეტესობა მამრობითი სქესის წარმომადგენლებისაგან) და 6 ახალი “მუჯლუგუნი”…

ეს კატა რაღა უბედურებაა?!.

ჩაიბურდღუნა მიამ და ახალი შეტყობინება გახსნა.

– გინდა ყველაფერი შეცვალო?

ვიღაც trickster-ი სწერდა. – ამ ხალხს მეტი საქმე არა აქვს? – გაიფიქრა და უცნობს უპასუხა:

ბრისს!!!

მია 25 წლისაა, პროფესიით მსახიობი. ამჟამად “ახალგაზრდული თეატრის” დასშია, ახალ სპექტაკლზე მუშაობენ. პირველი კურსიდან მოყოლებული, მთავარი როლის შესრულებაზე ოცნებობს, მაგრამ სულ “მეუკანასკნელეხარისხოვანი” როლები ხვდება ხოლმე. თანაც, ისეთი როლები, რომლებსაც ყველაზე მეტად ვერ იტანს…

შეიძლება ასე არ გიმართლებდეს ადამიანს?.. – რას ვიზამთ, ბედი უნდა ყველაფერს…

მია მშობლებთან ერთად ცხოვრობს. გასათხოვარია. თაყვანისმცემლების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. როცა დრო აქვს, შეხვდება ხოლმე რომელიმე მათგანს და სეირნობს. ხან კაფეში, კინოში ან კლუბში ერთობა. სერიოზული გრძნობა ჯერჯერობით არავის მიმართ არა აქვს.

მია ნატურალური ჟღალთმიანია. სახეზეც აქვს ცოტა ჭორფლი, მაგრამ რაღაცნაირად უხდება. თვალები ცისფერი აქვს. საშუალო სიმაღლისაა და როგორც თვითონ ამბობს: – “საქართველოს პირობაზე ნორმალური ტანი აქვს”.

– “მიაურომ ავირჩიო?

“ისევ ეს კატა”… – გაიფიქრა მიამ და მის პროფილში გადავიდა, რომ ენახა, შემთხვევით მისი ნაცნობი ხომ არ იყო.

ჰმდამაინტრიგებელი პროფილი კი შეუქმნია, რა გინდაორიგინალობს

– მხოლოდ ეგ არ გიშველის!.. ძალიან უნდა გამაკვირვო… – მისწერა ინკოგნიტოს იმ იმედით, რომ მალე მოიშორებდა თავიდან.

ადვილად!

– ჰოო?.. ვნახოთ აბა, რა შეგიძლია!

“კატას” მეტი აღარ მოუწერია. – ალბათ ორიგინალური ვერაფერი მოიფიქრა და ფარ-ხმალი დაყარა. – ასე იფიქრა მიამ და აბაზანაში შევიდა.

დილით დაეძინა და რეპეტიციაზე დააგვიანდა. აქოშინებული ავარდა სცენაზე და თავისი ადგილი დაიკავა – ბორდელის წითელ, ხავერდგადაკრულ დივანზე, რომელზეც მისი თანამშრომელი, მასავით მეძავი სოფიკო იჯდა (მეძავი – რა თქმა უნდა, როლში. რეალურ ცხოვრებაში მია პატიოსანი გოგოა).

დაგაგვიანდა, ქალბატონო! – უსაყვედურა ბ-მა რეზომ და მიას თავისმართლების მცდელობა ხელის ერთი მოძრაობით შეაჩერა.

– გოგო, ახალი ბიჭი გვყავს! – გადაუჩურჩულა სოფიკომ.

ჰოო?.. ვინ?

– აგერ, პარტერში ზის. ნახე, რა როჟაა! – ისეთი სასაცილო რაღაცა მოხდა, კინაღამ გავიგუდე სიცილით…

რა მოხდა?

– რა და რეზომ პატარა როლი მისცა. სცენაზე უნდა გამოევლო და ჯაბასთვის სამი თითის კომბინაცია უნდა დაენახებინა… ხოდა, რეზომ აუხსნა. ეს კიდე გამოვიდა და დადგა ხესავით. იმან – აწიე თითიო, ქვემოდან დაუძახა… ამან არ აწია. მოკლედ, კიდევ რამოდენიმეჯერ უთხრა რეზომ, აწიე თითიო. ბოლოს გაბრაზდა და დაუყვირა, – აწიე ბოლოს და ბოლოს ეს დედააფეთქებული თითიო… იმან კიდე… ვაიმე, მეცინება…
სოფიკომ სახეზე ხელები აიფარა.

არ აწია მაინც?

– არა მაქ და რა ავწიოო…. გოგო, შუათითი არ ჰქონია საწყალს… სადღაც, ჩარხში მოუყვა თურმე ადრე… ბედი არ გინდა, პროსტაა? 16 კაციდან რაღა მაინცდამაინც მაგას შეხვდა ეს როლი…

საწყალი

– ლაპარაკიი! – დაიღრიალა რეზომ.

შესვენებაზე მიამ “ახალი ბიჭი” გაიცნო. “ботаник”-ს რომ ეძახიან ხოლმე რუსები ხუმრობით, ისეთი ტიპაჟი იყო. – ხუჭუჭი თმა, ნომრიანი სათვალე, პუტკუნა, – გაუბედავი მოძრაობებით. სავარაუდოდ, სკოლაში, მთელი თერთმეტი წლის მანძილზე რადიატორის გვერდით იჯდა, ხუთიანებს იღებდა, შესვენებებზე გაკვეთილს იმეორებდა და თანაკლასელების დაცინვასაც “ღირსეულად” იტანდა… – საინტერესოა, რატომ აირჩია მსახიობობა?

მია გამოელაპარაკა და რაღაცები გამოჰკითხა. როგორც აღმოჩნდა, მის მშობლებს უფრო მეტად ნდომებიათ შვილის მსახიობობა, ვიდრე თვითონ.

რეპეტიციის ბოლოს, დარბაზში ახალგაზრდა კაცი შემოვიდა და რეზოს რაღაც გადასცა. როგორც სცენიდან ჩანდა, კურიერი უნდა ყოფილიყო, ხელში კონვერტი ეჭირა. თავზე კეპი ეხურა, ნაცრისფერი ფორმა ეცვა და მხარზე ჩანთა ჰქონდა გადაკიდებული.

ფოსტალიონები კიდე არსებობენ? – ჰკითხა სოფიკომ მიას.

– აბა არ არსებობენ? ამანათები ხომ დააქვთ ხოლმე…

ჰო, რა ვიცინეტა რეზოს რა მოუტანა? რამე გამოიწერა ნეტა?

– ჰო, რუპორი! უფრო კარგად რომ დაგვიღრიალოს ხოლმე…

როგორ გამაცინეგამოწერილს სახლში მიუტანდნენ, აქ ხო არა

ფოსტალიონი დარბაზიდან გავიდა თუ არა, რეზომ სცენისკენ გამოიხედა და დაიძახა:

ქალიშვილო, წითელი თმებით!.. ჩამობრძანდით აქ, გეთაყვა

– მე მეუბნება?.. – დაიბნა მია.

სხვა წითელთმიანი აქ არა გვყავს, მით უმეტეს, ქალიშვილი. – სიცილით უთხრა ჯაბამ და სოფიკოს ორაზროვნად გადახედა.

– როდის აქეთ მეძახის ასე…

მია სცენიდან ჩავიდა. რეზომ კონვერტი გადასცა.

თუ რაიმე საინტერესო იქნება, ჩვენც გვითხარი!

მიამ პასუხად მხოლოდ გაღიმება მოახერხა და განმარტოვდა.

სიძველისგან გაყვითლებულ კონვერტს გარედან ეწერა: –ქალიშვილს წითელი თმებით…”

გაოცებულმა მიამ კონვერტი გახია და ოდნავ დაკუჭული, ძველი ფურცელი ამოაცურა.

“ძნელია, როდესაც ბევრს შრომობ და სათანადოდ არ გაფასებენ! საწყენია, როდესაც შენს ნიჭს და შესაძლებლობას ვერ ხედავენ… მოგიხდებოდა მთავარი როლი მაგრამ არ არის აუცილებელი, სცენაზე იდგე იმისთვის, რომ ითამაშო… ჩვენ ყველა ისედაც ვთამაშობთ! – ცხოვრებაც ხომ თეატრია? მთავარი ისაა, ცხოვრებაში რა როლს შევასრულებთ…

შენი სუსტი წერტილი შენი შეუსრულებელი როლებია. – არც ერთხელ არ გაგიმართლა და რაღაცით საკუთარი თავი იმ ახალ ბიჭს მიამსგავსე… რამდენჯერ გიგრძვნია თავი უსარგებლო ფინტიკლუშკად?.. რამდენჯერ გიფიქრია, მისულიყავი შენს რეჟისორთან და თავად შეგეთავაზებინა საკუთარი კანდიდატურა, მაგრამ ვერ გაბედე…

ამდენი ლოდინის და იმედგაცრუების შემდეგ იქნებ დროა, ყველაფერი შეცვალო? მაშინ რატომ უნდა ელოდო მთავარ როლს სცენაზე, როცა შეგიძლია, რეალურ თამაშში ჩაერთო?!

გაგაკვირვე, წითელთმიანო?

– თუ მეთანხმები (მე ვიცი, რომ ასეა), მაშინ…

ვითამაშოთ?

trickster

რა ღირსოცნება“? – ექსტრაორდინარული კლიენტი (თავი მესამე)

ყველაფერი თითქოსდა ჩვეულებრივად დაიწყო ისე, როგორც ხშირად ხდება ხოლმე. მთელი დღე ხატავდა, მერე შეისვენა. საღებავით დასვრილი ხელები ჩვრით გაიწმინდა და დაბალ, ხმელ ხის ტახტზე ჩამოჯდა.
მხოლოდ ახლა იგრძნო შიმშილი. როცა ხატავს, დროის შეგრძნებას ისე კარგავს, რომ შეუმჩნევლად შემოაღამდება ხოლმე…

საღებავისაგან ერთადერთი “გადარჩენილი” თითით ლეპტოპი “გააღვიძა”. youtube-ზე სიმღერა ჩართო და თან “ფეისბუქი” შეამოწმა.

ორი შეტყობინება იყო მოსული. ჯერ პირველი გახსნა. ყოფილი ქმარი თავის ქორწილში ეპატიჟება.

– კურიოზიც ამას ჰქვია! არა, მართალია, დიდი ჭკუით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ პირველი ცოლის თავის მეორე ქორწილში დაპატიჟება, ცოტა არ იყოს და… სასაცილოა…

ეჭვი მაქვს, რომ ჯერ შენი ტურფასთვის არ გაგიმხელია ეს გენიალური იდეა!

– ჰო, ჯერ არ იცის… – რა იყო?

შენა დაღამე სანთელიც ხო არ დაგიჭიროთ?

– შენ ხო სერიოზულად ვერ დაგელაპარაკება კაცი რაა…

ვაა, შენ ეგეთებიც იცი?.. მე მეგონა, მარტო არასერიოზულობაში იყავი, პელე

– კარგი, ხო… შენ მაინც არა ხარ მომსვლელი…

კბპკ!!

– რა მომწერე, გოგო?..

კაი აბა, პაკამეთქიარ მცალია, სახლში მივდივარ! ლეპტოპი უნდა გამოვრთო!

– ხო, კაი… პროსტა დაგპატიჟე რაა…

მდლბ! – ბდნრბს გსრვბ

ნინი განქორწინებულია. ერთადერთი ხეირი, რაც ყოფილი ქმრისაგან ნახა, ოროთახიანი ბინაა საბურთალოზე. შვილი არ ჰყავს. მარტო ცხოვრობს და დროის უმეტეს ნაწილს სახელოსნოში ატარებს. ნინი პროფესიით მხატვარია. აბსტრაქციებს ხატავს, ხანდახან ინსტალაციებსაც აკეთებს და პერფორმანსებს დგამს…

ბუნებით ძალიან თავისუფალი გოგოა, უკომპლექსო. არ არის დამძიმებული წესებით და შეზღუდვებით. უყვარს დროსტარება და ფულის ხარჯვა. რომანტიკისგან საკმაოდ შორსაა. ბუნებით რეალისტია და მისი ერთადერთი ოცნება ფულია.

– ფული თუ გაქვს, ყველაფერს აისრულებ! იმოგზაურებ, უსახლკაროთა თავშესაფარს გახსნი, სიყვარულსაც კი იყიდი… თუმცა, ვის რაში სჭირდება სიყვარული? ხელის შეშლის მეტი არაფერი მოაქვს ცხოვრებაში… მოწონება და ლტოლვა სავსებით საკმარისია! ასე რომ… თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცები და რომან”წ”იკა თქვენთვის დაიტოვეთ, – მე ფული მინდა! – რა, ყურს ცუდად ხვდება ეს სიტყვები და არ მოგწონთ, ხომ? – რას ვიზამთ… ხანდახან სიმართლე საკმაოდ ბანალურად ჟღერს…

ეს ნინის “ფილოსოფიაა”, რის გამოც ხშირად მოსდის კამათი თავის დაქალებთან.

საღამო მშვიდობის, შავგვრემანო

“კრეატიული პროფილის” მქონე უცნობისაგან შეტყობინება მოუვიდა.

გამარჯობა და ნახვამდის! გავდივარ უკვე,sorry…

– შენი ნახატები ვნახე და ძალიან მომეწონა! შეკვეთებს თუ იღებ, სიამოვნებით დავკიდებდი კაბინეტში შენს ნახატს…

რომელი მოგეწონა?

– თითქმის ყველა მომეწონა, მაგრამ მინდა, რომ ახალი დახატო ჩემთვის… ფულს წინასწარ გადაგიხდი!

წინასწარ შეგიძლია ნაწილი გადაიხადო. – რისი დახატვა გინდა?

– შეგიძლია “ოცნება” დახატო?

მაშინ უნდა ამიხსნა, რაზე ოცნებობ, თორე

– მე შენი თვალით დანახული ოცნება მინდა! დამიხატე ის, რაზეც შენ ოცნებობ!..

არ მოგეწონება

– ჩათვალე, რომ უკვე მომწონს! ფასი შენ დაასახელე, არ შეგევაჭრები

უცნაური კლიენტი ხარ! შემთხვევით, ხომ არ გიცნობ?..

– არა! არ მიცნობ… ნახატი მზად რომ გექნება, მომწერე მანამდე შენი ანგარიშის ნომერი გამომიგზავნე და “ბე”-ს ჩაგირიცხავ!

ოკ დღესვე გამოგიგზავნი, გვიან

– დროებით, შავგვრემანო

ნინი რატომღაც კარგ ხასიათზე დადგა. სახლში მისვლამდე კაფეში შეიარა და სენდვიჩი, კარტოფილი “ფრი” და ამერიკანო შეუკვეთა. გვიან ღამით უცნაურ კლიენტს თავისი ინვოისი გადაუგზავნა და ნახატის ზომები დააზუსტა. დილით სახელოსნოში გაიქცა, რომ დურგლისთვის ქვეჩარჩოს შეკვეთა მიეცა.

ნოდარას პატარა ხის საამქრო აქვს და ნინი კარგა ხანია, მასთან დადის ქვეჩარჩოების და ჩარჩოების გასაკეთებლად.

როგორ ხარ, ნოდარ?.. – 120X90-ზე მინდა ქვეჩარჩო

შესვლისთანავე უთხრა ნინიმ ხელოსანს და მერეღა შეამჩნია მსუქანი ქალი, რომელიც იქ იდგა და ხელში ძალიან “ძიშოვი” ნახატი ეჭირა. ჩანჩქერი, გედები და გოგოს და ბიჭის სილუეტი… ბანალურობის პიკი.

ასეთ “შედევრებს” ე.წ. მხატვრები, მაქსიმუმ, ორ საათში ხატავენ…

– ვერ ხედავთ, რომ რიგში ვდგავარ? – უკმაყოფილო სახით, ცივად გამოსცრა კბილებში ქალმა და ცხვირი აიბზუა.

ნინი ყველაზე მეტად ასეთ ადამიანებს ვერ იტანს, ყოველთვის, ყველაფრით უკმაყოფილოები რომ არიან და სხვისი ლანძღვით სიამოვნებას იღებენ.

იდექით მერე, ქალბატონოვინ დაგიშალათ? ხელი გკარით და გვერდზე გაგწიეთ თუ წაგაქციეთ?..

– თხუთმეტი წუთი დამელოდე და მოვრჩები მალე. – უთხრა ნინის ნოდარამ.

ნოუ პრობლემ!

ნინი ხის ყუთზე ჩამოჯდა და მსუქანა შეათვალიერა, რომელიც გამწარებული იქნევდა მარაოიან ხელს.

რა საშინელი სუნია! რისი სუნია?.. არ ანიავებთ ხოლმე აქაურობას?

გამოთქვა უკმაყოფილება და სახელოსნო უჟმური სახით მოათვალიერა.

ხის სუნია, ქალბატონო! ვჭრით და ვამუშავებთ, რა ვქნათ აბა

– ალბათ, ბურატინომ გააკუა!

წამოიძახა ნინიმ და სიცილი აუტყდა. ნოდარასაც გაეცინა. მხოლოდ უჟმური ქალბატონი არ იცინოდა. ცხვირი ლამის კოჭებამდე დაუგრძელდა. მალე ალბათ ზეთიც ჩამოუვიდოდა.

ნინის საღამოს ტილო უკვე მზად ჰქონდა და ხატვა დაიწყო. მობილურზე შეტყობინება მოუვიდა, პირად ანგარიშზე 300 ლარი ჩაერიცხა.

მეექვსე დღეს ნახატი მზად იყო. მთელი ტილო აბსტრაქტულად გამოსახული დოლარის და ევროების მსხვილი კუპიურებით იყო დაფარული. ნინიმ საბოლოოდ შეათვალიერა თავისი “ოცნება” და იდუმალ კლიენტს მისწერა:

ნახატი მზადაა! შეგიძლია წაიღო.

– ძალიან კარგი… ვინმეს გამოვგზავნი

პირადად არ ნახავ?

რაღაცნაირად გული დასწყდა ნინის.

– პირადად აუცილებლად ვნახავ, როდესაც აქ მომიტანენ… რამდენია დასამატებელი?

რა?

– თანხა.

არაფერი. 300 ლარი საკმარისია!

– ნუთუ შენი ოცნება მეტი არ ღირს?

შენს სახელს არ მეტყვი?..

– ტრიქსტერი რატომ არ მოგწონს?

რა მოსაწონია! უბრალოდ, შენნაირი ექსტრაორდინარული კლიენტი არასოდეს მყოლია და

– გაინტერესებს ვინ არის და როგორია, ხომ? შეიძლება ოდესმე შევხვდეთ კიდეც ერთმანეთს, ვინ იცის… ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე… ნახვამდის, შავგვრემანო!

ნახვამდის

დაახლოებით ერთ საათში კურიერი მოვიდა და ნახატი წაიღო. ნინის მობილურზე კიდევ მოუვიდა შეტყობინება. მის ანგარიშზე 200 ლარი დაირიცხა…

რამოდენიმე დღის შემდეგ “ფეისბუქზე” ისევ მისწერა ნაცნობმა უცნობმა…

– გამარჯობა, შავგვრემანო იცი, სასიამოვნო გრძნობაა, როცა შენი ოცნება ჩემს ხელშია

ჰოო? მადლობა გულუხვობისთვის!

– ბევრი ფული რომ გქონდეს, პირველ რიგში რას გააკეთებდი?

რა ვიციმძაფრი შეგრძნებების გამოსაცდელად წავიდოდი სადმეათასნაირ სიგიჟეს ჩავიდენდი

– ეგ ხომ ისედაც შეგიძლია! თუ გინდა, დაგეხმარები…

რაში?

– მძაფრ შეგრძნებებს არ მოგაკლებ! მე სწორედ შენნაირ ადამიანს ვეძებდი ჩემი პროექტისთვის!

პროექტისთვის?

– დიახ!

და რა პროექტია? ან მე რას მთავაზობ?..

– ვითამაშოთ?

პირველი დღე არარსებულ სამსახურში (თავი მეოთხე)

სალი დილიდან ემზადებოდა. ჯერ თავისი ლამაზი ქერა თმა დაიხვია, მერე მაკიაჟი გაიკეთა. ტანსაცმელს დიდხანს არჩევდა. ბოლოს მკერდთან საკმაოდ ამოღებული წითელი ზედა შეარჩია და ჩაიცვა.

– “მთავარია, წელს ზევით კარგად გამოვიყურებოდე… მაგრამ, რომ მითხრას, ადექი და გაიარ-გამოიარეო?”

სპორტული შარვალი გაიხადა, მოკლე ქვედაბოლო და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ჩაიცვა.

საკუთარი გარეგნობით კმაყოფილი სარკის წინ დატრიალდა.

თერთმეტს ათი წუთი აკლდა, კაბინეტის კარი რომ შეაღო. საბა ჯერ კიდევ სახლში იყო. რაღა ახლა დაიწყო სამსახურში დაგვიანებები…

საგულდაგულოდ გამოპრანჭული ცოლის დანახვაზე სკამიდან წამოდგა.

სად მიდიხარ?

– მე არსად, შენ არ მიდიხარ სამსახურში?..

აბა, რას გამოწყობილხარ ბროდვეის მეძავივით?..

– კომპლიმენტების თქმაში ბადალი არ გყავს!.. – გასაუბრება მაქვს!

გასაუბრება?.. – გაოცებისაგან თვალები გაუფართოვდა საბას.

– ჰო, რა გაგიკვირდა?.. – გასაუბრება მაქვს, სკაიპით!

სკაიპით? – უარესად გადმოკარკლა თვალები.

– დიახ! სერიოზული ვაკანსია ვნახე და სკაიპით უნდა გავიარო გასაუბრება!

სალ, სერიოზულ ვაკანსიებზე სკაიპით არ ესაუბრებიან, CV-ის აგზავნიანვიღაცამ არ დაგაგოიმოს, თორე მე რაა

– ჰო, შენ არაფერი, შენ რაა…

შენი საქმის შენ იციმე წავედი!

სალიმ კარის გაჯახუნების ხმა გაიგო თუ არა, მაშინვე სკაიპი გახსნა, ტრიქსტერი მოძებნა, ღრმად ჩაისუნთქა და გაღიმებული სმაილიკი გაუგზავნა.

მოულოდნელმა ზარის ხმამ კინაღამ გული გაუხეთქა, უცნობი სკაიპით ურეკავდა. სალიმ მაუსის აკანკალებული ისარი ძლივს დაუმიზნა მწვანე ყურმილს და დაკლიკა. თან საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა, ასე რომ ნერვიულობდა…

დინამიკებიდან უცნაური წუილის ხმები მოისმა. ცოტა ხანში ტრიქსტერმა სალის მისწერა:

დინამიკებს რაღაც სჭირსმე მოგწერ, შენ ვიდეოთვალი ჩამირთე

– აა, ერთი წუთით…

აჰ, აი, გამოჩნდი კიდეცმშვენიერია! – ძალიან ლამაზი ხარ!

– მადლობა! – გაიღიმა სალიმ და გაიფიქრა, აი, როგორ უნდა ეთქვა კომპლიმენტი ჩემს ბოთე ქმარსო…

ახლა ვებკამი ცოტა მაღლა ასწიე, რომ სახეზეც დაგინახომკერდი არაჩვეულებრივი გაქვს!

სალიმ ახლაღა შეამჩნია, რომ ვებკამი მისი მკერდისკენ იყო მიშვერილი. სირცხვილისაგან კიბორჩხალასავით გაწითლდა და კამერა გაასწორა.

– შენს სახელს არც ახლა მეტყვი?

მაგის დროც მოვა

– უბრალოდ, არ მესმის, რა საჭიროა ეს იდუმალება…

შენ თუ ითამაშებ, მაშინ შეგხვდები კიდეც

– რა თამაშს მთავაზობ? რამე პროექტია, თუ?..

შეიძლება ასეც ითქვას!

– და კონტრაქტი? ან წესები?..

კონტრაქტი არ იქნება! წესები საკმაოდ მარტივია! ჩვეულებრივ, გააგრძელებ შენს საქმეს, პერიოდულად მოგივა დავალებები, რომლებსაც შეასრულებ ხოლმე. თამაშს მხოლოდ ორი წესი აქვს: პირველი არის ის, რომ არ ეცდები შენი კონკურენტების ვინაობის დადგენას!

– კონკურენტების?

ჰოანუ სხვა მოთამაშეებისწესი მეორე: – არავისთან არ უნდა თქვა, რომ თამაშობ! დავალებებთან ერთად, შენს ანგარიშზე პერიოდულად ფულიც დაგერიცხება ხოლმე

– საინტერესო და მაცდუნებელი შემოთავაზებაა, ძალიან რომ არ ჰგავდეს ბლეფს… თან, თუ იმ მითოლოგიურ პერსონაჟს გავითვალისწინებთ, ვისი სახელიც დაირქვი…

ყველაფერი შენი გადასაწყვეტია, ქერა! იძულებით არაფრის გაკეთება არ მოგიწევს. რომ დაუფიქრდე, დასაკარგი არაფერია. არ მოგეწონება და დატოვებ თამაშს

– შენ ისიც არ გითქვამს, კონკრეტულად რისი გაკეთება მომიწევს…

ისეთს არაფერს მოგთხოვ, რისი გაკეთებაც არ შეგიძლია!

– და შენ ეს რაში გჭირდება?

მე ჩემი ინტერესები მაქვს! ფინალში ყველაფერს გაიგებ

– და ეს ყველაფერი კანონის დაცვით რომ გავაფორმოთ?

მაშინ ყველა ითამაშებდა! მე ყველაზე რისკიანი და გაბედული ადამიანები მჭირდება. ამიტომ, თუ ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება შენს გამბედაობაში, მაშინ არ ღირს დაწყება

სალი დაფიქრდა. ჯერ ერთი, ინტერესი კლავდა. მეორეც, მობეზრდა სახლში ჯდომა და ქმრის ლოდინი, რომელიც მის შესაძლებლობებს სათანადოდ არ აფასებს და აგდებულად უყურებს. თანაც, გუშინ ვიღაც ნახევრად შიშველი ქალის სურათებსაც ათვალიერებდა… ვინ იცის, იქნებ სწორედ ესაა შანსი, რომ ყველას დაუმტკიცოს თავისი ძალა? ან იქნებ სხვა შესაძლებლობა აღარც მიეცეს…

თუ არ მომეწონება, თამაშს დავტოვებ, ჰო?

– კი

კაი, – თამაშში ვარ! – რა უნდა გავაკეთო?

– ჯერ ადექი და მაგიდის წინ ცოტა გაიარ-გამოიარე!

საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულ საბას ერთი არ უკითხავს ცოლისთვის, გასაუბრებამ როგორ ჩაიარაო. დარწმუნებული იყო, რომ სალი ან ქსელური მარკეტინგის მორიგ მახეში გაება, ან თუ მართლა რამე სერიოზული ვაკანსია იყო (რაც ნაკლებსავარაუდოა), აუცილებლად ჩაფლავდებოდა.

სალის უფრო გაუმძაფრდა თამაშის სურვილი. ერთი სული ჰქონდა, როდის მიიღებდა პირველ დავალებას.

ლოდინი დიდხანს არ დასჭირვებია. მეორე დღეს კარზე ზარი დარეკეს. კურიერმა სალის პატარა მუყაოს ყუთი გადასცა. შიგნით სურათების ალბომი, მკერდზე მისამაგრებელი ბაჯი და კონვერტი იდო. ალბომში ულამაზესი საქორწინო ტორტების სურათები იყო. ყველას თავისი კოდი და ფასი ეწერა.

ბაჯსაც ჰქონდა წარწერა: – ტორტების კომპანიაკრეატივი“. საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერისალომე ჯაფარიძე

სალიმ კონვერტი გახსნა და წერილი ამოიღო:

დავალება პირველი: – ხვალ, საღამოს ექვს საათზე, კაფეკაპრიზშიერთ კლიენტს შეხვდები, – მეგი ჰქვია. ალბომს ანახებ და ტორტის შერჩევაში დაეხმარები. ბაჯი გეკეთოს და თავდაჯერებული იყავი. ფული შეგიძლია გამოიყენო!” 

Trickster

– რა ფული უნდა გამოვიყენო? – გაუკვირდა სალის, კონვერტში ხელი ჩაყო და 100-დოლარიანი კუპიურა ამოაძვრინა.

მეორე დილით სახლის საქმეები მოათავა, ლამაზად გამოეწყო და ლუკა დედამთილთან გაიყვანა. ექვს საათზე უკვე კაფე “კაპრიზში” იყო.

მხოლოდ ერთ მაგიდასთან იჯდა ახალგაზრდა, წაბლისფერთმიანი გოგო. მაგიდაზე ლეპტოპი ედო და რაღაცას ბეჭდავდა. გვერდით ყავა და დონატებიანი თეფში ედგა.

უკაცრავად, მეგი თქვენ ხართ? – ჰკითხა სალიმ.

გოგომ მხოლოდ რამოდენიმე წამით მოაცილა თვალი ეკრანს და უარის ნიშნად თავი გააქნია.

სალი ცარიელ მაგიდასთან დაჯდა და ყავა შეუკვეთა.

“კინაღამ დამავიწყდა!” – ჩანთიდან ბაჯი ამოიღო და მკერდზე დაიმაგრა. ცოტა ხანში კაფეში გოგო შემოვიდა, იქაურობა მოათვალიერა და სალისკენ გამოეშურა. შავგვრემანი იყო, მაგრამ თმა ღიაფრად ჰქონდა შეღებილი. ხელოვნური ქერა, ყავისფერი წარბებით.

– ტორტებიდან ხართ? – ჰკითხა სალის და მკერდზე მიმაგრებულ ბაჯს შეხედა.

არა, სახლიდან ვარ! – გამარჯობამეგი ხომ? – გაუღიმა სალიმ.

– კი… მომიტანეთ სურათები?

მეგი სალის პირდაპირ დაჯდა. სალიმ ალბომი ამოიღო და წინ დაუდო. მეგი ათვალიერებდა და დროდადრო აღფრთოვანების ნიშნად რეპლიკებს წამოიძახებდა ხოლმე…

რა სილამაზეა! დავიბენიაღარ ვიცი, რომელი ავარჩიო

– დაგეხმარებით! – მოდით, ჯერ ფერი მითხარით – თეთრი გირჩევნიათ თუ ვარდისფერი?

თეთრი.

– ორსართულიანი, სამი თუ მეტი?

სამი ნორმალურია!

– ზემოდან გინდათ, რომ ნეფე-პატარძალი ედგას?

აუცილებლად!

– მაშინ აქედან უნდა შევარჩიოთ… თხუთმეტი დარჩა! ახლა გამორიცხვის მეთოდით. – ამათგან რომელს არ იყიდდით?

სალიმ კლიენტს ადვილად შეარჩევინა ტორტი და კმაყოფილი სახლში დაბრუნდა.
კარი საბამ გაუღო.

შენ რა, მართლა დაიწყე მუშაობა? – ჰკითხა გაკვირვებულმა.

– აბა, ტყუილად?

სად?

– აი, აქ! – სალი წელში გაიზნიქა და მკერდი ცხვირთან მიუტანა.

ვაჰ, ეგრევე მენეჯერი? – შენ რა გაგეგება ტორტების, გოგო? – სიცილი აუტყდა საბას.

– ჰოო, შენ იცინე და დღეს უკვე პირველ კლიენტს მოვემსახურე, ტორტი შევარჩევინე. ძალიან კმაყოფილი იყო. მითხრა, რომ ასე სწრაფად სერიოზული გადაწყვეტილება არასოდეს მიმიღიაო, ნუ, თუ ქორწინებას არ ჩავთვლიო… და კიდევ…

სალიმ საფულე გახსნა, ასდოლარიანი ამოიღო და საბას შუბლზე მიაკრა.

ვაა, შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი?

– ხუმრობის დრო სადღა მაქვს? დღეიდან ყველაფერი შეიცვლება!

იმედია, ჩვენი მენიუს გარდა!

– გამოვიდეს ხოლმე ხანდახან დედაშენი და გაგვიკეთოს საჭმელი, არაფერი მოუვა!

აი, ჯერ მუშაობა არ დაგიწყია და უკვე დაგეტყო კრეატიულობა. – გაიცინა საბამ.

– შენ კიდევ, ამდენი ხანია მუშაობ და ჯერ არ გეტყობა!

ტორტების “ახლად გამომცხვარი მენეჯერი” საძინებელში განმარტოვდა და კმაყოფილი საწოლზე გადაწვა. ამაღლებულ განწყობაზე იყო.

დილით, მარტო დარჩა თუ არა, სკაიპში შევიდა და თავის “ბოსს” მისწერა:

გამარჯობა მე ყველაფერი შევასრულე! ასეთი ადვილი დავალება თუ იქნებოდა, არ მეგონა!

– გამარჯობა, ქერა ჩათვალე, რომ პირველი დავალება მხოლოდ მოთელვაა. თანაც, შენი დავალება ჯერ არ დასრულებულა! ეგ ტორტი შენ უნდა მიიტანო რესტორანში. ქორწილი ერთი კვირის მერეა. მე რომ გეტყვი, იმ მისამართზე მიხვალ და ტორტს წამოიღებ. ბიჭი დაგეხმარება, ტორტს რესტორანში მიგატანინებს და შეფ-პოვარს ჩააბარებ! ამის შემდეგ დაელოდები იმ მომენტს, როდესაც დარბაზში ტორტს შემოაგორებენ და ვიდეოს გადაიღებ.

ადვილია! – ყველაფერს გავაკეთებ!

– რომელი ტორტი შეარჩია?

– 1304 რომ აქვს კოდი, ის

– გასაგებია! ყველაფერს ძალიან კარგად გაართვი თავი ყოჩაღ, ქერა ჰო, მართლა! შენი კოდური სიტყვა თამაშში იქნება: “ქერა”.

ეგ რაში დამჭირდება?

– დაგჭირდება რაღაცებში…

– კარგი

– დროებით, ქერა

ორმოცდაათლარიანი (თავი მეხუთე)

– საღამო მშვიდობის, ტრიქსტერ… მინდა გითხრა, რომ შენი “გამოსვლა” საკმაოდ ეფექტური იყო. – ეს რა “კატა” ჩამიტარე მართლა?!

სახლში დაბრუნებულმა მიამ, თავისი საყვარელი სერიალის ყურების ნაცვლად, მაშინვე “ფეისბუქი” გახსნა და ტრიქსტერს მისწერა.

არ მოგეწონა?

რატომღაც მგონია, რომ გიცნობის ახალი ბიჭი ხარ? – კოტე ხარ?..

– არა, რას ამბობ! ახლა, კლავიატურაზე ბეჭდვის დროს, ყველაზე მეტად ჩემი ჯანმრთელი მარჯვენა თითი აქტიურობს

რა თამაშს გულისხმობდი?

– ჩემს პროექტს. საინტერესო და გაბედულ ადამიანებს ვეძებ, რომელთაც პერიოდულად რაღაც დავალებების შესრულება მოუწევთ. თამაშის ფარგლებში, რა თქმა უნდა!

და რატომ გგონია, რომ მე ვითამაშებ, ვენდობი ვიღაც კატისსურათიან უცნობს, რომლის შესახებაც არაფერი ვიცი?

– იმიტომ, რომ მთელი სპექტაკლის მანძილზე დივანზე ჯდომა დამღლელია! რატომაც არ უნდა სცადო? რას კარგავ? სცადე და თუ არ მოგეწონება, დაბრუნდი შენს ამპლუაში.

არ ვიცივინმე სხვა მოძებნე. მე ეს ყველაფერი არასერიოზულად მიმაჩნია!

– შენი როლების ფონზეც?

ირონია საჭირო არ არის!

– კარგი, წითელთმიანო, არაფერს დაგაძალებ! უბრალოდ, მგონია, რომ არ მიეკუთვნები იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებსაც შეჩვეული ჭირი ურჩევნიათ შეუჩვეველ ბედნიერებას!… შეიძლება შევცდი კიდეც შენში… მშვიდობით, მია

მიას უსიამოვნო გრძნობა მაინც დაეუფლა. მეორე დღეს, რეპეტიციაზე მთავარი როლის შემსრულებელ გოგოს – ეთოს აკვირდებოდა. რა აქვს მას ისეთი, რაც მიას არა აქვს? – ალბათ იღბალი, თორემ მთელ დასში ყველაზე უნიჭოა. სოფიკოც კი უკეთესად ითამაშებდა… საკმაოდ ხშირად უშვებს შეცდომებს და რეზოც ყოველთვის პატიობს, მაშინ, როცა მიას ერთ უმნიშვნელო შეცდომასაც არ შეარჩენს. – რა უსამართლობაა!

უნიჭოსთან ერთად, საკმაოდ უხეშია და ყველას ზემოდან უყურებს.

უი, შენც აქ ხარ? ვერ შეგამჩნიე. – შესვენებაზე ეთო დივანზე ჩამოჯდა და მიას ირონიულად მიმართა.

პრინციპში, მისგან სხვა არც არაფერი იყო მოსალოდნელი. მია სიბრაზისაგან გაწითლდა და რაღაცნაირად ვეღარ აიტანა იქაურობა. უფრო იმაზე გამწარდა, რომ საკადრისი პასუხი ვერ მოიფიქრა. როცა საჭიროა, სწორედ მაშინ დაბეჩავდება ხოლმე.

უთითო კოტემაც კი სახლში გაცილება ჯერ სოფიკოს შესთავაზა და მიასთან მხოლოდ მაშინ მივიდა, როცა იმ უკანასკნელმა უარით გაისტუმრა…

სახლში მისვლისთანავე მიამ ლეპტოპი ჩართო და უცნობს მისწერა:

აქ ხარ?.. მოკლედ, თანახმა ვარ, ვცადო ეგ თამაში თუ რაც არისმითხარი, რა უნდა გავაკეთო?

მთელი დღის განმავლობაში არ მოსვლია პასუხი. მიამ იფიქრა, ალბათ აქაც დავაგვიანეო და დეპრესიას საშუალება მისცა, დაუფლებოდა. ძილის წინ, ყოველი შემთხვევისთვის, კიდევ ერთხელ შეამოწმა “ფეისბუქი”.

– მიხარია, რომ აზრი შეიცვალე! – სწორი არჩევანია, წითელთმიანო! – დავალებას ხვალ დილით მიიღებ 🙂

მია რეპეტიციაზე აღარ წავიდა. დილით კურიერმა მუყაოს ყუთით გზავნილი მოუტანა. ყუთში ყვავილის ფორმის გულსაბნევი, საბილიარდოს აბონემენტი და კონვერტი იდო.
მიამ ბროში ხელისგულზე დაიდო და შეათვალიერა. ლამაზი იყო, ფერადი თვლებით გაწყობილი. შემდეგ კონვერტი გახსნა:

“დავალება პირველი: – შენი პირველი როლი ჯაშუში გოგოა. დღეს, საღამოს 9 საათზე, საბილიარდო “პირამიდაში” მიხვალ, ბარში დაჯდები, წვენს შეუკვეთავ და ისე მოიქცევი, თითქოს ვიღაცას ელოდები, ის კი არ მოდის. მეშვიდე მაგიდასთან ახალგაზრდა წყვილი ითამაშებს. ბროში გაიკეთე. შიგნით მინი-კამერაა და წითელ თვალზე დაჭერით ჩაირთვება, მწვანეთი კი გამოირთვება. ისე დაჯექი, რომ კამერა მათკენ იყოს მიმართული. ეცადე, რომ წყვილი სულ მიზანში გყავდეს ამოღებული.

თუ რამე ისე არ წავიდა, როგორც ფიქრობდი, არ ინერვიულო! – მოიქეცი ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებს. მოუსმინე შენი სხეულის ენას! – დაანგრიე საზღვრები!”
trickster

რა საოცარია! მიას თავისი საყვარელი სერიალი – “ჯაშუში” გაახსენდა, ჯენიფერ გარნერის მონაწილეობით და გული აუჩქროლდა. როგორ ოცნებობდა ჯაშუშის როლის შესრულებაზე… რა დამთხვევაა! – მისი ერთ-ერთი საოცნებო როლი, რომელიც ახლა აუხდება.

საღამოს საგულდაგულოდ გამოეწყო: ვიწრო ტყავის შარვალი და ტყავის ქურთუკი ჩაიცვა, ბროში დაიმაგრა, თმა მაღლა აიწია და შავი სათვალე გაიკეთა.

ცხრას რომ 15 წუთი აკლდა, უკვე საბილიარდოში იყო. ბარში ახალგაზრდა გოგო და ბიჭი შემოვიდნენ და გეზი მეშვიდე მაგიდისკენ აიღეს. მიამ კამერა ჩართო.

როგორც ჩანს, ურთიერთობა ახალი დაწყებული ჰქონდათ. ბიჭი დაბნეული ჩანდა, უფრო გოგო აქტიურობდა, სულ ლაპარაკობდა და იცინოდა. კიის დასამიზნებლად რომ დაიხრებოდა, შემოტკეცილი ჯინსის შარვლიდან შავი ტანგა უჩანდა. დროდადრო, ვითომ შემთხვევით, თავის უკანალს ბიჭს შეახებდა ხოლმე. შორიდან სასაცილო სანახავები იყვნენ.

მია ისე იქცეოდა, თითქოს ვიღაცას ელოდა – მალ-მალე მაჯის საათზე იხედებოდა.

საინტერესოა, ნეტა ვინ არის ის ტრიქსტერი, ან რაში სჭირდება ამ ყველაფრის კამერით გადაღება“?! – ფიქრობდა და თან წვენს სვამდა.

მიას მაინც ეშინოდა, რომ რაიმე უსიამოვნებაში არ გახვეულიყო, მაგრამ ამავდროულად, ეს შიში და ინტრიგა რაღაცნაირად მოსწონდა. ეს ყველაზე ამაღელვებელი მომენტი იყო მის ცხოვრებაში.

მიას ჯაშუშობა ერთ საათში დამთავრდა. შინ დაბრუნებულმა “კატას” მისწერა:

დავალება შევასრულე გულსაბნევს რა ვუყო?

– ხვალ იგივე დროს მოვა კურიერი და გაატანე

შემდეგი დავალება რა იქნება?

– გეტყვი წინასწარ! მანამდე შენი საქმე გააგრძელე! შენი სპექტაკლის პრემიერამდე ორი დღეღა რჩება. შენს სანახავად აუცილებლად მოვალ.

სანახავი არაფერია! სცენაზე სულ სამჯერ გამოვჩნდები და სამივეჯერ დივანზე ვიჯდები

– ეგ ჯერ კიდევ საკითხავია! – დროებით, წითელთმიანო

მია მეორე დღეს რეპეტიციაზე წავიდა. თავს სხვანაირად გრძნობდა.

– გუშინ რატომ არ იყავი? – ჰკითხა ეთომ.

დარწმუნებული ხარ, რომ არ ვიყავი? – იქნებ ვიყავი და ვერ შემამჩნიე?..

– ეგრეც ვიფიქრე! – გუშინ რომ გითხარი, იმიტომ არ მოხვედი, არა?

არა, ეთო, უბრალოდ, არ მეცალა! – უფრო საინტერესო როლს ვთამაშობდი!

– მართლა? – და რა როლი იყო? – ჰკითხა დამცინავი ტონით მიას ეთომ.

ჯაშუშის!

– რა საინტერესოა! მთელი დღე ცუდ ხასიათზე ვარ და ძლივს არ გავიცინე?..

მიამ აღარაფერი უპასუხა. სოფიკოს გვერდით, დივანზე დაჯდა.

ეთოს რა სჭირს დღეს?

– თევზი უკვდება და ცუდ ხასიათზეა! – ეგ თევზი ჩემთვის ყველაფერიაო…

მერე წაიყვანოს ვეტერინართან, თუ არ დაჰყავთ მანდ თევზები?

– უიმე, რა ვიცი… – შენ სად იყავი მართლა გუშინ? ისე, ჯაშუში მე მჭირდება ზუსტად. ორი დღეა ვიღაცა სახლის ტელეფონზე რეკავს და სუნთქავს.

რას შვრებაა?

– სუნთქავს! აი, ფილტვებს რომ უსმენს ექიმი ფონედოსკოპით და ღრმად ისუნთქეო, ისე…

– “აზაბოჩენიიქნება ვიღაც, ანანისტი!

– რა ვიცი, მე კიდევ ეს კოტე მგონია!

უი, არააარ ჩანს ეგეთი ტიპი.

– გუშინ ჩიპსები იყიდა და შემომთავაზა.

მერე რა გინდა?

– განა “პაჩკით”? ამოიღო და ისე… თავისი მარჯვენა ხელით…

ცოდოა, რა ქნას

– რა დღეში ხართ მანდ? სალაპარაკოდ გაქვთ არა საქმე? მთელი დღეა დივანზე სხედხართ და ერთი ლარიც კი ვერ გააკეთეთ! არავინ არ აგირჩიათ… თქვენ კიდე, ბინის ქირა გაქვთ გადასახდელი… ახლავე შედით როლში და შესაბამისი გამომეტყველება მიიღეთ! – დაუყვირა რეზომ გოგოებს.

მიამ ეთოს კმაყოფილ სახეს შეხედა და უცებ ტრიქსტერის სიტყვები გაახსენდა: -“მოიქეცი ისე, როგორც შინაგანი ხმა გიკარნახებს! – დაანგრიე საზღვრები!”

უცებ ფეხზე წამოხტა და რეზოს მიმართა:

ბატონო რეზო, რამდენლარიანი ვარ?

– ბატონო?..

რამდენლარიანი მეძავი ვარ? ასი, ორმოცდაათი… – მითხარით, რომ უკეთესად შევიდე როლში

– მაგაზე არ მიფიქრია, იცი?.. მოდი, ორმოცდაათიანი იყავი!

– 50 თეთრი, ნო რეზო?

– არა, ლარი, რა თქმა უნდა! – უპასუხა გაკვირვებულმა.

ხედავთ, ნო რეზო, რაშია საქმე?.. პრესტიჟული მეძავის როლიც კი არ გემეტებათ ჩემთვის! – რა ხდება?.. რა დაგიშავეთ ასეთი?.. “რიჟარომ ვარ, გეშინიათ, სპექტაკლი არ დავთარსო?.. თქვენ გგონიათ, არ შემიმჩნევია, სცენაზე რომ ავდივარ, მაგ თქვენს მაგიდაზე ხან კალამს რომ გადააბრუნებთ ხოლმე, ხან ბლოკნოტს და ხან მობილურს?.. იცით რა? – მომბეზრდა ესფინტიკლუშკაროლებიმე მივდივარ და ვინმე შემცვლელი მოძებნეთ!

მიამ ამაყად დატოვა სცენა და დასის წევრების გაოცებული მზერა გაიყოლა. ქუჩაში გამოვიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. – თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.

ესეც ასე, მგონი რაღაცა შევცვალე, მაგრამ არ ვიცი, კარგისკენ თუ ცუდისკენ… – მთავარია, რომ შევცვალე, დანარჩენი ვნახოთ!” – გაიფიქრა მიამ, ყურსასმენები გაიკეთა, მუსიკა ჩართო და ქუჩა გადაკვეთა.

სახლამდე სულ – “მაგარი გოგოსთვის” დამახასიათებელი სიარულის მანერით იარა, – ისე, როგორც ჯენიფერ გარნერი დადიოდა ფილმ “ჯაშუშში”.

როგორ მოიტაცეს ნაომი (თავი მეექვსე)

ნინის საავადმყოფოდან მობილურზე დაურეკეს და შეატყობინეს, რომ მამამისს კუჭის წყლული გაუსკდა და სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
დაფეთებული მაშინვე იმ საავადმყოფოში გავარდა და მისაღებში ბებიამისი დაინახა, რომელიც გაქვავებულივით იჯდა სკამზე და სახეზე ემოციის ნიშანწყალი არ ეტყობოდა.

ნინის ბებია ძალზედ უცნაური ქალი გახლავთ. “თავისი თავის ქალს” რომ ეძახიან, ისეთი… შეუძლია, მთელი დღე სარკის წინ გაატაროს. მისი ოთახის კედლები სულ ჟურნალებიდან ამოჭრილი სახის ნიღბების რეცეპტებითაა სავსე.

ეს კიდევ არაფერი… მთავარი მისი ისტორიებია! ნინის ბავშვობაში, ყველაზე მეტად, ბებიის მიერ მოყოლილი ამბების მოსმენა უყვარდა. ამქვეყნად ყველაზე მაგარი – კატო ბებო ეგონა!

ნინი მეცხრე კლასში იყო, როდესაც ბებიამ მედიტაცია ასწავლა. ლოტოსის პოზაში უნდა მჯდარიყო დიდხანს, თვალები დაეხუჭა და საკუთარ ფიქრებში ჩაძირულიყო. ნინის უნდა წარმოედგინა, რომ მხრებზე თავის ნაცვლად ჩაიდანი ედგა.

სახურავი იხდება და შიგნით კოსმოსიდან ძალიან ნელა, იისფერი ენერგია იღვრება. ამის შემდეგ წარმოსახვითი კოვზით უნდა მოერია თავისი “თავ-ჩაიდანი” და სახურავი აუცილებლად უნდა დაეფარა.

ნინიც ხშირად მიმართავდა ამ უცნაურობას და თავი ყველაზე მაგარი გოგო ეგონა. თითქოს დაემთხვა, რომ ფიზკულტურის გაკვეთილზე, წრეში ბურთის თამაშის დროს, როცა ადრე მესამე დარტყმაზე ჭრიდნენ ხოლმე, ახლა ბოლოსთვის მოიტოვებდნენ, რადგან ყველაზე კარგად ნინი “ათავებდა ათებს”.

როგორ არის მამა? – აქოშინებულმა მიირბინა ბებიასთან.

– გურამი მოკვდა! – უთხრა კატომ და დაახლოებით ერთწუთიანი პაუზის შემდეგ დაასრულა: – მაგრამ გავაცოცხლეთ!

ვაიმე, ბეემოგკლავ რაა! – არ გრცხვენია? გული გამისკდა! – შვებით ამოისუნთქა ნინიმ და ღონემიხდილი მოწყვეტით დაეშვა სკამზე.

– ხუთი ლიტრი სისხლი დაკარგა!

ხუთი ლიტრი სისხლი, მგონი, სულ არა აქვს მამას, მაგდენი რო დაეკარგა, ღმერთი ვერ გააცოცხლებდა

– ხუთასი მანეთი უნდა გადაიხადოთო, გოგო! – რა ამბავია, დეკეულია?

არა, მამაა, ბე! მე გადავიხდი… – უთხრა ნინიმ და დაფიქრდა, ხუთასი ლარი აიღო ნახატში და მოულოდნელი ხარჯი, ზუსტად ხუთასი ლარი არ გამოუჩნდა? რა უცნაურად დაემთხვევა ხოლმე ხანდახან რაღაცეები…

ნინიმ ექთანს მამის მდგომარეობა ჰკითხა. – მალე პალატაში გადავიყვანთ და ნახვას შეძლებთო, – დაამშვიდა თეთრხალათიანმა გოგონამ.

ნინის დედა ადრე მოუკვდა. ფაქტობრივად, მამამ და კატო ბებომ გაზარდეს. ნინიმ მამა მოინახულა, მომსახურების საფასური გადაიხადა და სახლში დაბრუნდა. დიდი ხნით მაინც არ დატოვეს მასთან პალატაში.

საავადმყოფოს სუნს ბავშვობიდან ვერ იტანს. მაშინვე აბაზანაში შევარდა და წყალი გადაივლო.

მერე ლეპტოპი ჩართო, მარკეტში ნაყიდი 200 გრამი სალათი “ოლივიე” თავისივე ერთდჯერადი პლასტიკის ჯამით დაიდგა და ჭამა დაიწყო.

– “ნეტა მართლა უკიდია ჩემი ნახატი?” – ნინის ის უცნაური კლიენტი გაახსენდა და “ფეისბუქზე” შევიდა. უკვე მეექვსედ ათვალიერებს თავისი იდუმალი კლიენტის პროფილს. ნეტავ რაშია საქმე?

მისი წერილი დახვდა:

– გამარჯობა, შავგვრემანო, როგორ ხარ? იცი, ახლა ჩემს კაბინეტში ვზივარ და შენს ოცნებას ვუყურებ… ვინც ნახა, ყველას ჰგონია, რომ ბარაქისთვის დავკიდე… რა ესმით ხელოვნების… რაც უფრო დიდხანს ვუყურებ, მით უფრო მომწონს! – თითქოს არაფერი და ამ დროს ფერი! 🙂 – ჰო, მართლა! – პროფილში გიწერია, რომ პერფორმანსებს დგამ და ვიდეოინსტალაციებსაც აკეთებ, მართალია?

ნინიმ სალათის თეფში გვერდზე გადადო და პასუხი მისწერა:

გამარჯობა, უცნაურო კლიენტო! კი, ვაკეთებ

– ძალიან კარგი! რაღაც კლიპი მაქვს და მინდა, ფორმა მოუძებნო. რესტორანში ჩემი მეგობრის ქორწილია და ეს კლიპი პროექტორით მინდა გავუშვა… რესტორანს პატარა სცენა აქვს. ფონი თეთრია და ხელს მიწყობს, მაგრამ მოულოდნელობის ეფექტისთვის სცენარი მჭირდება! მინდა ყველაფერი მხატვრულად, ლამაზად გამოვიდეს…

გასაგებია! ჯერ მასალას გადავხედავ და ზუსტ პასუხს მერე გეტყვი, კაი?

– კარგი

მასალას სად მომაწვდი? გინდა, სადმე შეგხვდები

– ასე გამწარებული რატომ მემალები? სერიოზული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ გიცნობ და იმიტომ.

არ მაქვს უფლება, რომ გამოვჩნდე. თუ ჩემი ნახვა გინდა, მხოლოდ ერთადერთი გზა გაქვს

– ?

უნდა ითამაშო!

– ისევ ეს თამაში… მაშინაც მომწერე, მახსოვს…

კი, მოგწერე და შენგაატარე

– რა თამაშია, აბა, მითხარი კარგად… იქნებ ვითამაშო კიდეც…

აუცილებლად ითამაშებ! – ეს, უბრალოდ, დროის საკითხია.

– რა დარწმუნებული ხარ საკუთარ თავში – რაზეა ეგ თამაში?

ტრიქსტერმა ნინის იგივე მისწერა, რაც სალის და მიას.

თუ ფული დამერიცხება და თან გავერთობი, რატომაც არა? – ვცდი! საინტერესო შემოთავაზება ჩანს და ვნახოთ!

– სწორი არჩევანია! ხომ გითხარი, აუცილებლად ითამაშებ-მეთქი?

იმედია, რამე გიჟობას მოიფიქრებ და გამაოცებ

– არ გამიჭირდება

კარგი, ინტრიგანო!

მეორე დღეს, როდესაც ნინი საავადმყოფოდან დაბრუნდა, კარებში წერილი დახვდა:

ნინიკო, რო მოხვალ, მომიკაკუნე, რაღაც დაგიტოვეს. გვანცა

გვანცა ნინის კარის მეზობელია. ნინიზე ცოტათი უფროსია და გაუთხოვარია.

კურიერი იყო და რაღაც ყუთი დაგიტოვა! – უთხრა ნინის და მუყაოს პატარა ყუთი მიაწოდა.

ნინიმ ყუთი სახლში შესვლისთანავე გახსნა. შიგნით დისკი და წერილი იდო.

ამ დისკზე იმ შეყვარებული წყვილის ბილიარდის თამაშია ჩაწერილი, რომელთაც მალე ქორწილი ექნებათ. – უხმოა! მუსიკა შენ შეურჩიე, – რამე მხიარული მოუხდება. წერილის მეორე გვერდზე პატარა ტექსტი დავწერე, რომელმაც ვიდეოს გაშვებამდე უნდა გაიჟღეროს.
trickster”

მესამე დღეს ნინის ყველაფერი მზად ჰქონდა და თავის უცნობ კლიენტს სკაიპით გაუგზავნა.

მშვენიერია! თანხა დაასახელე, არც ამჯერად შეგევაჭრები!

– შენ გადმომირიცხე იმდენი, რამდენსაც ვიმსახურებ!

მე მაგდენი ფული არ მაქვს

– ბევრი არაფერი გამიკეთებია ამჯერად, 100 ლარი საკმარისი იქნება. – თამაში როდის დავიწყოთ?

საბოლოოდ გადაწყვიტე?

– ჰო, რა გადაწყვეტა უნდა? – ვცდი და მერე ვნახოთ… ისე, დიდი ავანტიურისტი ჩანხარ და რამე შარში არ გამხვიო!

შენი შარში გახვევა მე რა ხელს უნდა მაძლევდეს?

– რა ვიცი… გამწარებული კი იმალები და…

ესეც პროექტის ნაწილია! სხვა გზა არ მაქვს, უნდა დავიმალო

– გამოუშვი დავალება!

პირველ დავალებას ხვალ მიიღებ. შენი კოდური სიტყვა თამაშში იქნება: – კოლიბრი!

– მომწონს!

დროებით, შავგვრემანო

მეორე დღეს, საავადმყოფოდან დაბრუნებისას კარებში ისევ დახვდა გვანცას წერილი. გზავნილი რომ გამოართვა, ნინიმ მისი მზერა დააფიქსირა. ალბათ, ინტერესით კვდებოდა… არცაა გასაკვირი, მას ხომ არასოდეს მიუღია უცნაური გზავნილები… თანაც, ზედიზედ.

ყუთში კოსმეტიკის კატალოგი იდო. ეს ბრენდი ნინიმ პირველად გაიგო, – dizzy ერქვა. კიდევ – პატარა მინის ჭურჭელი, რომელსაც გახვრეტილი სახურავი ჰქონდა; სახელურიანი ბადე და კონვერტი. სანამ კონვერტს გახსნიდა, იქამდე მიხვდა, რომ მისი დავალება უცნაური და გასაკვირი იქნებოდა, მაგრამ მთლად ასეთს მაინც არ ელოდა…

დავალება პირველი: – ზეგ, დილის 9 საათზე იმ მისამართზე მიხვალ, რომელიც ქვემოთ გიწერია და კარზე ზარს დარეკავ. ახალგაზრდა გოგო გაგიღებს. ეტყვი, რომ კოსმეტიკური ფირმის გაყიდვების აგენტი ხარ და აქცია გაქვთ. კატალოგს აჩვენებ და შესთავაზებ, რომ სასურველი ნივთი შეარჩიოს, რომელსაც რამოდენიმე დღეში კომპანია საჩუქრად გადასცემს.

ამის შემდეგ ბლანკის შევსება სთხოვე და ხელი მოაწერინე. ეცადე, რომ სახლში შეგიპატიჟოს. მისაღებ ოთახში აკვარიუმს დაინახავ, რომელშიც ერთი ცალი თევზია.

9 საათსა და 15 წუთზე მისი სახლის ტელეფონი დარეკავს. სანამ ის ტელეფონზე ილაპარაკებს, შენ უნდა მოასწრო და თევზი მაგ ბადით დაიჭირო. მინის ჭურჭელში გადასვი, ოღონდ წყლის ჩასხმა არ დაგავიწყდეს. დრო იმდენი გექნება, რამდენიც მაგ საქმისთვის დაგჭირდება! იქაურობას შეუმჩნევლად გაეცალე. დაახლოებით ერთ საათში დაურეკავ და ეტყვი, რომ თევზი შენ გყავს.

მისამართს ეტყვი და თევზის წასაყვანად დაიბარებ. მთავარია, რომ მარტო მოვიდეს. ამისთვის კი მიზეზი დამაჯერებლად უნდა ჟღერდეს.

თევზის გატაცების მიზეზი შენ თვითონ მოიფიქრე (მისამართები და ტელეფონის ნომერი ფურცლის უკანა მხარეს წერია)!

ესეც შენი პირველი სიგიჟე

trickster”

ნინის წერილის წაკითხვისას სიცილი აუტყდა. თავიდან იფიქრა, რომ ეს ხუმრობა იყო. მერე “გუგლში” ის კოსმეტიკური ფირმა მოძებნა, მაგრამ ვერანაირ ინფორმაციას ვერ მიაკვლია.

– ეტყობა, არარსებული კომპანიაა! ნეტა ვინ არის, ან რა მიზანი აქვს? ის გოგო ალბათ გაფრთხილებული ეყოლება. რომ არ იცნობდეს, საიდან ეცოდინებოდა, სად უდგას აკვარიუმი და 9 საათზე სახლში იქნება თუ არა?..

ნინიმ იფიქრა, რომ ეს ყველაფერი დადგმული იყო და იდუმალებით მოცულ კლიენტს, უბრალოდ, მისი შემოწმება სურდა. აინტერესებდა, როგორ მოიქცეოდა ნინი. ან სულაც თვითონ დახვდებოდა აღნიშნულ მისამართზე და სიურპრიზს გაუკეთებდა. ამიტომაც ბევრი არ უფიქრია.

დილით მხარზე დიდი ჩანთა გადაიკიდა, შიგნით ტრიქსტერის მიერ გამოგზავნილი რეკვიზიტები ჩაალაგა და აღნიშნულ მისამართზე წავიდა. ბინას ადვილად მიაგნო და ზარი დარეკა. კარი ახალგაზრდა გოგომ გაუღო. აბრეშუმის ხალათი ეცვა.

ნინიმ ჟურნალი აჩვენა და აქციის შესახებ აცნობა. გოგომ ჯერ კატალოგი გამოართვა და გადაათვალიერა, მერე სახლში შეიპატიჟა. სანამ საჩუქარს არჩევდა, ნინიმ ოთახის დათვალიერება მოასწრო და აკვარიუმი შენიშნა.

დიასახლისი ახალგაზრდა, სიმპათიური გოგო იყო, მაგრამ ცივი სახე ჰქონდა. ამასთან, სიტყვაძუნწიც იყო. შუბლზე, წარბებს შორის, ოდნავ ნაოჭი ეტყობოდა. ალბათ ხშირად იღებს ხოლმე უკმაყოფილო გამომეტყველებას. არადა, 27 წელზე მეტის არც იქნება.

გოგომ საჩუქარი შეარჩია და ნინის ყავა შესთავაზა. ჯერ მეც არ დამილევია და ერთად დავლიოთო. სამზარეულოში რომ გავიდა, ტელეფონმაც დარეკა. ნინიმ თევზის ამოსაყვანი ბადე ამოიღო და აკვარიუმთან მივიდა…

ცოტა ხნის შემდეგ სახლის პატრონი ყავის ჭიქებით ხელში დაბრუნდა, მაგრამ სტუმარი აღარ დახვდა. სადარბაზოში გასასვლელი კარი ღია იყო. გაკვირვებული ოთახში შემობრუნდა.

დაახლოებით ნახევარ საათში ტელეფონმა ისევ დარეკა.

ისაა, მე ცოტა ხნის წინ ვიყავი თქვენთან, კოსმეტიკური ფირმიდან

– აა, დიახ! – გამიკვირდა, უცებ რომ წახვედით…

იცით, უცნაური დაავადება მჭირს! პერიოდულად რაღაცნაირად გავითიშები ხოლმე და მერე ვერ ვიხსენებ, რას ვაკეთებდიროგორც ჩანს, თქვენი თევზი გამომყვა!..

– ჩემი თევზი რაა? – გამოგყვაათ? – გაოცდა გოგო, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის აკვარიუმისკენ მაინც გაიხედა. იატაკზე წყალი იყო დაღვრილი. თევზი რომ ვერ დაინახა, კინაღამ გონება დაკარგა. წყობიდან გამოვიდა და ტელეფონში ყვირილი მორთო…

– ჩემი ნაომი წაიყვანეე?.. გაგიჟდიი?.. დაიხრჩო? თევზი მომიკალი? – ისტერიკაში ჩავარდა თევზის პატრონი.

– არა, არა… დამშვიდდით, ნაომი ცოცხალია და თავს კარგად გრძნობს! – გელოდებათ…

დამიბრუნე ჩემი თევზი, გიჟი ხარ ვიღაცა! არანორმალური! ისედაც ავადაა და აღარ დაცურავსახლავე პატრულში დავრეკავ!

– ფანჯრიდან საპატრულოს მანქანას თუ დავინახავ, ნაომის ტაფაზე დავაგდებ! ხომ აგიხსენით, რომ უცნაური დაავადება მჭირს… კიდე პატრული მინდა მეე? ძალიან ვწუხვარ, მაგრამ თევზის წაყვანა თუ გინდათ, მარტო მოდით და წაიყვანეთ… მისამართს ჩაგაწერინებთ. ჭურჭელი არ წამოიღოთ, – მაქვს!

სად მოვიდე? ჩქარა მითხარი, დღეს საღამოს სპექტაკლის პრემიერა მაქვს! ამის დრო მქონდაა?!.. იცოდე, მაგ თევზს ერთი ფარფლიც არ ჩამოუვარდეს, თორე საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ!

– ჩაიწერეთ მისამართი!..

საღამოს ნინიმ ტრიქსტერს მისწერა:

პირველი სიგიჟე შევასრულე! თევზი შენს შიკრიკს გადავეცი და ის გოგო იმ მისამართზე გავაგზავნე – ძალიან ბუნებრივად კი ითამაშა. რაღაც მომენტში, ეჭვიც კი შემეპარა, რომ ყველაფერი ნამდვილად ხდებოდა.

– აქამდე დადგმული გეგონა?

მეგონა კი არა, ახლაც მგონია! არც ისეთი სულელი ვარ, რომ არ ვიცოდე, ასეთი საოცრებები რეალობაში არ ხდება!

– საინტერესოა!.. – კარგი გოგო ხარ! მიხარია, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღე და თამაშში ჩაები…

სახალისო იყოთუმცა, ვერაფერი გავიგე! ვერც თამაშის სტრატეგიას მივხვდი და ვერც მიზანსან რაში გჭირდებოდა ის თევზი?

– თევზი არაფერში

იმ გოგოს ხომ არაფერი დაემართება?..

– რა თქმა უნდა, არა! – შეგიძლია მოგვიანებით დაურეკო და დარწმუნდე, მისი ნომერი ხომ გაქვს…

იმედია, შემდეგი დავალება უფრო საინტერესო იქნება!

– დავალებები სხვადასხვა სახის იქნება და ნელ-ნელა გართულდება! – ხომ არ გეშინია?

შიში ნაკლებადპირიქით, მაინტერესებსყველაზე მეტად კი შენი ნახვა მინდა

– არ გირჩევ! შეგიყვარდები…

ოჰოოცოტა გადაჭარბებული ხო არაა?

– პირიქით, რაღაცეები დავაკელი მაგრამ, შენ თუ ამ შემართებით გააგრძელებ, ფინალში აუცილებლად მოხვდები და შესაბამისად, მე და შენ ერთმანეთის პირისპირ წარვსდგებით! მანამდე კი – ვთმშთ! დრბთ შვგვრმნ

– კბპკ, – ტრქსტრ!

ჰაშიშიანი კექსი და არშემდგარი ქორწილი (თავი მეშვიდე)

როგორც იქნა, გათენდა დღე, როდესაც სალის თავისი პირველი დავალება უნდა დაესრულებინა. დილით კურიერმა მორიგი გზავნილი მოუტანა. სალი კურიერ ბიჭს დააკვირდა. ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 175 სანტიმეტრი სიმაღლის, მწვანე თვალები ჰქონდა და ღია წაბლისფერი თმა, მოკლე წვერი და ბოლოებში აპრეხილი ულვაში.
“სულ ერთი და იგივე კურიერი მოდის. ნეტა თვითონ ხომ არაა?”.. – გაიფიქრა და გზავნილი გამოართვა.

სალიმ ყუთი მისაღებ ოთახში შეიტანა, ჟურნალის მაგიდაზე დადგა და გახსნა. ამჯერად ყუთში ციფრული კამერა, წერილი და პატარა, ერთი ადამიანის პორცია მადისაღმძვრელსუნიანი კექსი იდო. სალიმ წერილი გაშალა:

“ქერა, გიგზავნი მისამართს, სადაც უნდა მიხვიდე 5-ის ნახევარზე. ახალგაზრდა ბიჭი დაგხვდება, რომელსაც კოდურ სიტყვას ეტყვი. მისი მანქანით მიიტანთ ტორტს რესტორანში. ცოტა ხანს დარბაზში მოიცადე, ტორტს შემოიტანენ. ამ აპარატით ვიდეო გადაიღე და მერე წამოდი.

ეს კექსი პერსონალურად შენთვისაა. არავის აჭამო. შენც მხოლოდ წასვლის წინ შეჭამე, – ძალას მოგცემს!

p.s. ფოტოაპარატი შენია ”

trickster

სალის ძალიან გაუხარდა საჩუქარი. რამდენი ხანია, ციფრული კამერის ყიდვას აპირებს, მაგრამ ვერ იქნა და ვერ მოახერხა. ცოტა ხანი აპარატით გაერთო, სურათებს იღებდა. მერე სამზარეულოში გავიდა და ყავა მოიდუღა. საბას მამიდაშვილის ქმარს ბებია გარდაეცვალა და ჯერ პანაშვიდზე უნდა წავიდეს. ის საცოდავი ქალი ათი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი. 93 წლისა გარდაიცვალა. თვითონაც დაისვენა და სხვებიც დაასვენა.

კექსს ისეთი კარგი სუნი ჰქონდა, რომ სალის სულმა წასძლია და ყავასთან ერთად, დროზე ადრე შეჭამა.

ქუჩაში გასვლის შემდეგ თავი უცნაურად იგრძნო. სუნთქვა გაუხშირდა, ყველაფერს გამრუდებულად ხედავდა. სასწრაფოდ გააჩერა ტაქსი. მისამართი ძლივს გაიხსენა, რომ მძღოლისთვის ეთქვა. გზაში უარესად გახდა. ფულს ვერ ითვლიდა, რომ მგზავრობის საფასური გადაეხადა.

მანქანიდან რომ გადმოვიდა, ძალების მოზღვავება იგრძნო. ძალიან იყო აგზნებული და ეჩვენებოდა, რომ თვალებს აჭყიტავდა, მაგრამ ვერაფერს ახერხებდა…

ასეთ მდგომარეობაში შევიდა საბას მამიდაშვილის სახლში. მიცვალებულს წრე საპირისპირო მხრიდან შემოუარა და საბას მამიდაშვილის დედამთილის გვერდით დაჯდა.

საშინელი სირცხვილის გრძნობა დაეუფლა. ასე ეგონა, ყველა მას უყურებდა და ფიქრობდნენ, რომ სალი ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო… ეს კი კატასტროფის ტოლფასია…

სალიმ სირცხვილისაგან თავი ვეღარ შეიკავა და ტირილი დაიწყო. მის გარდა, იქ არავინ ტიროდა, მიცვალებულის შვილიც კი… ამის გამო უარესად შერცხვა და უარესად ატირდა. ცოტა ხანში აღრიალდა კიდეც. ბავშვს რომ საყვარელ ნუგბარს ხელიდან გამოსტაცებ და რომ ატირდება, დაახლოებით ისე…

ტიროდა იმის გამო, რომ რცხვენოდა… და რცხვენოდა იმის გამო, რომ ტიროდა.
ყველა სალის დამშვიდებას შეუდგა. საბას მამიდაშვილის დედამთილს შერცხვა, დედაჩემი მე არ მიტირია და ეს გოგო როგორ განიცდისო. მოულოდნელად სალიმ ტირილი შეწყვიტა და ხმამაღლა წამოიძახა:

რა დაემართა ვალია ბებოს? – რითი მოკვდაა?

ამ დროს საბა დაინახა, რომელიც კართან დამდგარიყო, გაოგნებული და გაწითლებული შესცქეროდა თავის ცოლს. ეს რომ გაიგონა, სალისთან მივიდა, თითქმის ძალით წამოაყენა ფეხზე და სხვა ოთახში გაიყვანა.

– რა რითი მოკვდა გოგო? – რა რითი მოკვდა??? არ იცი, რითი მოკვდა ვალია? – რითი მოკვდა და სიბერით! – რა დაგემართა, ჯანმრთელად ხარ შენ? – დაბოლილი ხარ თუ რა გჭირს, ტოო? – შეუტია საბამ, როდესაც საძინებელში განმარტოვდნენ.

არაფერიც არ მჭირს! უბრალოდ, კექსი შევჭამე – უთხრა სალიმ და ახლა სიცილი აუტყდა.

– კექსი კი არა, რა დალიე ამისთანა! ან რა მოწიე… შემარცხვინე ნათესავებთან! რა ჯანდაბა ვუთხრა ახლა, ვფიქრობ…

არც დამილევია და არც მომიწევია! ვითომ არ იცი, რომ არ ვეწევიაღარ გახსოვს, შენ რო მაძალებდი, გინდა თუ არა ნაფაზი დაარტყიო და რო ვერ დავარტყიი? დაგავიწყდაა? ვითომ არ იცისგითხარი, კექსი შევჭამემეთქი!..

– კაი ჰო, დაწყნარდი და ხმადაბლა ილაპარაკე, გოგო! რა კექსი… მაბოლებ? – ჰაშიშიანი თუ იყო, არ ვიცი…

რა ჭკვიანი ხარ, საბხანდახან… – ეგრე იქნებოდა, იციი?..

– მაგას სახლში გავარკვევთ, ახლა ამათ ვეტყვი, რომ ცუდად გახდი და წაგიყვან. – უფრო სწორად, ტაქსში ჩაგსვამ… მე არ მცალია, სარბენია აქ ბევრი…

საბამ ტაქსი გამოიძახა და სალის მანქანაში ჩაჯდომაში დაეხმარა. გზაში ცოტათი გამოვიდა მდგომარეობიდან. შუა გზაში ტაქსის მძღოლს მარშრუტი შეაცვლევინა და დანიშნულ დროს უკვე იმ მისამართზე იყო, რომელიც წერილში ეწერა.

ტორტების მაღაზია არსად ჩანდა. მხოლოდ რაღაც სასტუმრო იყო. მალევე სალის ახალგაზრდა ბიჭი მიუახლოვდა და ჰკითხა:

– კოდური სიტყვა?

რაა?.. აა, – ქერა!

– ტორტი უკვე მანქანაშია, – წავიდეთ! – გაუღიმა ბიჭმა და თეთრი ფურგონისკენ დაიძრა.

რესტორანთან რომ მივიდნენ, ბიჭმა დიდი ვარდისფერი ყუთი ფრთხილად გადმოიღო მანქანიდან. ტორტი საგულდაგულოდ იყო შეფუთული. შეფ-მზარეულს რომ ჩააბარეს, ბიჭი წავიდა, სალი კი ბარბაცით გაემართა დარბაზისკენ.

ალბათ, 300-კაციანი ქორწილი იქნებოდა, ბევრი ხალხი იყო. ყველაფერი ძალიან ლამაზად მოერთოთ. სალი კარების გვერდით, კიბის საფეხურზე ჩამოჯდა და კამერა ამოიღო. ძვირფას ფუშფუშა კაბაში გამოწყობილი თავისი კლიენტი დაინახა, წყნარი მუსიკის ფონზე თავის ახალ ქმარს ეცეკვებოდა.

მოულოდნელად დარბაზში სინათლე გამოირთო. რესტორნის პატარა სცენის თეთრ კედელზე აბსტრაქტული ფიგურები გამოისახა და მელოდიური მუსიკის ფონზე გოგოს ხმა გაისმა:

“ქორწინება – კაცისა და ქალის ურთიერთსიყვარულის ყველაზე სრულყოფილი განხორციელებაა. სიყვარული მათ ისე აერთებს, რომ ორნი ერთი ცხოვრებით ცოცხლობენ სრულყოფილ ჰარმონიაში. ქორწინებაში უმთავრესი უნდა იყოს ერთგულება და ურთიერთნდობა, რამეთუ შეუძლებელი იყოს მოტყუება. ტყუილზე აგებული ქორწინება კი დასაწყისშივე განწირულია! – საჩუქარი ნეფე-პატარძალს…”

ამ სიტყვების შემდეგ პროექტორით ვიდეო ჩაირთო. მხიარული მუსიკის ფონზე ჯერ გოგო გამოჩნდა, რომელიც წინ იყო გადახრილი და ჯინსიდან ტანგა უჩანდა. მერე ვიღაც ბიჭთან მივიდა, რომლის სახე არ ჩანდა და უკანალზე ხელი წამოარტყა. კადრები სწრაფად იცვლებოდა. გოგო და ბიჭი ბილიარდს თამაშობდნენ და თან ერთმანეთს ეღლაბუცებოდნენ.

დარბაზში ყველა გაჩუმდა. თავიდან სიცილი დაიწყეს. პატარძალი გაშტერებული იდგა. მერე თითქოს უცებ მოეგოო გონს, სცენაზე ავარდა და ხელების ქნევა დაიწყო. გამწარებული ყვიროდა, – გამორთეთო…

სალი მიხვდა, რომ რაღაც ხდებოდა. ფეხზე წამოდგა და სცენას მიუახლოვდა. ამ დროს ეკრანზე ბიჭის სახეც გამოჩნდა და სალი მოულოდნელობისაგან კინაღამ ჩაიკეცა. ის მამაკაცი, რომელიც პატარძალს ეღლაბუცებოდა – საბა იყო.

საბას გამოჩენისთანავე დარბაზში ქაოსი ატყდა. სტუმრები შოკში იყვნენ. პატარძალი ჩაიკეცა და სახეზე ხელები აიფარა, ხოლო თეთრებში გამოწყობილი ნეფე ეკრანის წინ გალენჩებული იდგა და ხმას ვერ იღებდა.

კლიპი დასრულდა და დარბაზში სინათლე აინთო. ამ დროს დიდი, სამსართულიანი ტორტი შემოაგორეს… ტორტს ზემოდან ნეფე-პატარძლის ფიგურა ედგა, მხოლოდ ნეფე ოთხ ფეხზე, ძაღლის პოზაში იდგა და კისერზე თოკი ჰქონდა გამობმული, რომლის ბოლოც პატარძალს ხელში ეჭირა და გამარჯვებული სახით იღიმოდა.

სალის ფეხებში ძალა გამოეცალა… აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. მექანიკურად ჩართო კამერა და ვიდეო გადაიღო.

რესტორნიდან რომ გამოვიდა, მეხსიერებაში ამოუტივტივდა სცენა, როდესაც საბას შეუსწრო კაბინეტში… ის ნახევრად შიშველი გოგოს სურათები გაიხსენა და მიხვდა, რომ ფოტოებზე თავისი პირველი კლიენტი იყო…

სახლში მისული საწოლზე პირქვე დაემხო და სახე ბალიშში ჩარგო. წესით, უნდა ეტირა, მაგრამ არ ეტირებოდა. საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. თითქოს არც არაფერი უნახავს… იმის ნაცვლად, რომ საბას საქციელზე ეფიქრა, თავისი იდუმალი “ბოსის” ფარულ ზრახვებზე დაიწყო ფიქრი…

ვინ არის ტრიქსტერი?.. ფაქტია, რომ ეს დავალება იმისთვის მისცა, რომ სალის ის ვიდეო ენახა, მაგრამ რაში სჭირდება ვიღაც უცნობს ამის გაკეთება, თუ რა თქმა უნდა, ნაცნობი არ არის?

სახლში არავინ იყო. სალიმ კომპიუტერი ჩართო და ტრიქსტერს მისწერა:

აი, თურმე რა თამაშს გულისხმობდი… – რაში გჭირდებოდა ჩემი გაუბედურება? – ვინ ხარ?

– გაუბედურებაა?.. – აბა, კარგად დაფიქრდი, ქერა! – გადახედე შენს ცხოვრებას… – გინდა, რომ მთელი ცხოვრება მოტყუებული იყო? რატომ გეშინია, სიმართლეს თვალი გაუსწორო? – ჩაიხედე შენი გულის ყველაზე დაფარულ კუნჭულში… – რას ხედავ? რამდენი წელია, რაც ქმარი აღარ გიყვარს? – გაინტერესებს, მე ვინ ვარ?.. – შენ თვითონ ვინ ხარ, სალი?.. – როგორი ხარ?.. აბა, სცადე და ამ კითხვებს გაეცი პასუხი… ეს რომ გეცოდინება, მერე მიხვდები, როგორი სალომეს ნახვას ისურვებდი სინამდვილეში…

თავისუფალი და მხიარული სალომესი

– შენ ხომ გადაწყვიტე, რომ ყველაფერი შეგეცვალა? – მაშინ, მზად უნდა ყოფილიყავი ცვლილებებისთვის… მე გავაკეთე ის, რაც შენ უნდა გაგეკეთებინა, თანაც დიდი ხნის წინათ… 🙂

სამწუხაროდ, მართალი ხარმაგრამ როგორ, საიდან იცოდი ჩემზე ამდენი რაღაც?.. ან ახლა რა უნდა ვქნა?.. სად უნდა წავიდე?..

– შენ არსად, ქერა

აბა, ის უნდა წავიდეს?

– თუ შენ მზად ხარ მის გასაშვებად

სალი სამზარეულოში გამოვიდა. თავში ყველაფერი აერია: ტრიქსტერი, კლიენტი… ტორტი, კექსი, პანაშვიდი, თამაში… სრული ქაოსი და არანორმალურობა!..
ჯერ კიდევ არ იყო მოსული გონს, როდესაც კარის გაღების ხმა გაისმა.
სახლში საბა და ლუკა დაბრუნდნენ.

მეძავიდან ქალიშვილობამდე ერთი ნაბიჯია, ანუპირიქით (თავი მერვე)

– გამარჯობა, მია, რეზო ვარ! ვიცი, წახვედი ჩვენგან, მაგრამ “ჩე-პე” გვაქვს… ხომ იცი, დღეს სპექტაკლის პრემიერაა და ეთო უკვალოდ გაქრა. არც მობილურზე გვპასუხობს, არც სახლშია… აღმოჩნდა, რომ მისი როლი სრულად არავინ იცის…
შენ თუ გახსოვს ყველაფერი, იქნებ შეცვალო?.. მე თუ რაიმე გაწყენინე უნებურად, მაპატიე და თუ შეგიძლია, იქნებ გადაარჩინო სპექტაკლი…

– იმედია, ეთოს ცუდი არაფერი შეემთხვა… კი, მისი როლი ზეპირად ვიცი. შემიძლია შევცვალო… ოღონდ ამას ბავშვების ხათრით გავაკეთებ, რადგან ბევრი იშრომეს… კარგით, ბატონო რეზო, მოვალ!

მიამ ელვის სისწრაფით ჩაიცვა და თეატრში გავარდა. დასში დაბრუნებას აღარ აპირებს, მაგრამ თავისი სიტყვა მაინც უნდა თქვას და დაუმტკიცოს ყველას საკუთარი შესაძლებლობები… თუ წამოსვლაა – ღირსეულად უნდა წამოვიდეს. ამისთვის კი მშვენიერი შანსი მიეცა.

რეპეტიციის გავლა ვეღარ მოასწრეს, მიას გრიმი გაუკეთეს, ჩააცვეს და ფარდაც გაიხსნა…
რეზო საშინლად ნერვიულობდა. სპექტაკლის დაწყების წინ მსახიობები ერთად შეკრიბა და მოუწოდა, რომ მაქსიმალურად მობილიზებულიყვნენ… დაახლოებით ისე, როგორც ომში, ბრძოლის დაწყების წინ მოუწოდებდა ხოლმე მეთაური თავის არმიას, რომ სისხლის ბოლო წვეთამდე ებრძოლათ.

როდესაც მია პირველად გამოვიდა სცენაზე, ინსტინქტურად დივნისკენ გაემართა, მაგრამ წამიერად გააცნობიერა, რომ იქ აღარაფერი ესაქმებოდა და მაყურებლისკენ შემობრუნდა. მას მეძავის როლის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრის ქალიშვილის როლი უნდა შეესრულებინა.

განათება მიასკენ იყო მომართული, ამიტომ ვერ ხედავდა დარბაზში მყოფთ. სანამ თავის მონოლოგს დაიწყებდა, რატომღაც უცნობი “კატის” სიტყვები გაახსენდა:

შენს სანახავად აუცილებლად მოვალ…”

თითქოს იგრძნო კიდეც მისი მზერა. რაღაცნაირად ძალა მიეცა, ღრმად ამოისუნთქა და მთელი შემართებით დაიწყო…

რეალობას მთლიანად გამოეთიშა და როლში ბოლომდე შევიდა. სპექტაკლი ერთმოქმედებიანი იყო. ფინალს რომ მიუახლოვდნენ, სცენაზე მიას მეძავის კოსტიუმში გამოწყობილი, აქოშინებული და აწითლებული ეთო გამოვიდა და დივანზე დაჯდა.

ამის დანახვამ უფრო მეტი სტიმული მისცა მიას და ყველაზე საპასუხისმგებლო სცენაში ისე ითამაშა, რომ სპექტაკლის დასრულების მერე მაყურებლის ტაში და ოვაცია კარგა ხანს აღარ წყდებოდა.

კულისებში რომ გავიდნენ, დასის წევრები მიას შემოეხვივნენ და ულოცავდნენ.

უმაგრესი იყავი! ასე როლს ვინმე იხდენდეს, იშვიათია! – უთხრა კოტემ, რომელიც სხვა დღეებისგან განსხვავებით, თავდაჯერებულად იქცეოდა.

ეთო და რეზო მოშორებით იდგნენ. ეთო გამწარებული ყვებოდა რაღაცას და დროდადრო მიასკენ გამოიხედავდა ხოლმე.

ეტყობა, რაღაც საშინელება მოხდა! ასეთი გამწარებული ეთო ჯერ არ მინახავსიბრდღვნის ყველაფერს! ეგრე მოუხდებაშენს როლს დასცინოდა და თვითონ მოუწია მისი შესრულება. – ცხოვრების კამერტონს ვეძახი მე მაგას! – უთხრა სოფომ მიას, როდესაც საგრიმიოროში შევიდნენ.

– მართლა უცნაურია… მოულოდნელად ყველაფერი როგორ შეტრიალდა პირიქით… მეძავიდან პრემიერ-მინისტრის ქალიშვილობამდე ერთი ნაბიჯი ყოფილა…

ხოო, გოგო! – იმედია, რეზო დაგაფასებს! ასეთი შესრულება ეთოს არც დაესიზმრება

– არა, სოფ… მე რომ ვთქვი, მივდივარ, ესე იგი, მართლა მივდივარ!

სად მიდიხარ რაა? მეტი საქმე არა გაქვს, მაგსტერვასგამო წახვიდე?

უცებ საგრიმიოროს კარი ეთომ შემოაღო…

მაინც გავიგებ, ვინ გამიჩალიჩა ეს ყველაფერი! პატრული უკვე ჩავაყენე საქმის კურსში! იმ ბინის პატრონები ისრაელში ცხოვრობენ და რომელიღაც მათი ნათესავი აქირავებს ხოლმემე მაინც ყველაფერს გავიგებ!

– რა სახლი? რაზე ამბობ? – გაოცდა მია. ეთო მას თვალს არ აცილებდა. სოფოსკენ არც გაუხედავს, თითქოს სულ არ იყო იქ.

რა მოხდა? რა შეგემთხვა ამისთანა? – ჰკითხა სოფომ.

– ეჭვი მაქვს, რომ შენს დაქალს ეცოდინება! – უპასუხა გამწარებულმა ეთომ და კარი გაიჯახუნა.

ეს ვერაა, ხო იცისულ გაგიჟებულა საწყალი

მხრები აიჩეჩა მიამ და კაბის გახდა დაიწყო. გრიმს რომ იცილებდა, კარზე რეზომ დააკაკუნა და შემოსვლის ნებართვა ითხოვა.

მია, გილოცავ და დიდი მადლობა, რომ ასე არაჩვეულებრივად ითამაშე! მინდა გითხრა, რომ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა შენმა გამოსვლამ სცენაზე. იმედია, ასეთივე შემართებით გააგრძელებ!

– მადლობა, ბ-ნო რეზო, მაგრამ წასვლის შესახებ ჩემი განცხადება ძალაში რჩება!

მე ვერაფერს დაგაძალებ, მაგრამ ძალიან დამწყდება გული, რომ წახვიდერაც შეეხება ეთოს, ძალიან უცნაურად იქცევამგონია, რომ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშააშეიძლება ნერვიულობის ნიადაგზე რაღაც დამამშვიდებელი მიიღო და პირიქით იმოქმედა, – რაღაც ზღაპრებს ყვება

– რას ამბობს, ბატონო რეზო? – ჩაეკითხა სოფო.

რას და, როგორ გაიტაცა ვიღაც ფსიქიკურად შეშლილმა, კოსმეტიკური ფირმის წარმომადგენელმა გოგონამ აკვარიუმიდან მისი თევზი, მერე დაურეკა და თავისი სახლის მისამართი შეატყობინა

– გამოსასყიდიც ხომ არ მოსთხოვა? – სიცილი აუტყდა სოფოს.

გასაკვირია! – სახლის კარი ღია დამხვდაო. ჩანთა შესასვლელშივე დავდე და ქილას მივვარდი, სადაც ჩემი საყვარელი თევზი ჩაესვათომერე ვიღაცამ ჩანთიდან მობილური ამომაცალა და კარი გარედან გადამიკეტაორამოდენიმე საათის შემდეგ კარი გააღეს და რო გამოვდიოდი, ფეხი შემთხვევით ჩემს მობილურს დავაბიჯე, რომელიც კართან ეგდოო

მოკლედ, არეულია. რამე რეალურთან მიახლოებული მიზეზი მაინც რომ მოეფიქრებინა, კიდე ჰომია, შენ გადებს ხელს და ძალიან გთხოვ, ნუ აყვებიახლა არაადეკვატურია! გამოვა მდგომარეობიდან და დამშვიდდება! თავის როლში რომ დაგინახა, გაგიჟდამოკლედ, ყურადღებას ნუ მიაქცევ

– არც ვაპირებდი, ბ-ნო რეზო…

კარგი, საყვარელოწასვლა თუ გადაიფიქრე, ძალიან გამიხარდება! თუ არა დაწარმატებებს გისურვებ და გზას დაგილოცავ!..

რეზო რომ გავიდა, მიამ და სოფომ ლაპარაკი გააგრძელეს. კარზე ისევ დააკაკუნა ვიღაცამ. ამჯერად მიას ორქიდეების უზარმაზარი თაიგული შეუგზავნეს… თაიგულში პატარა ბარათი იდო.

– რა სილამაზეაა! – აღმოხდა სოფოს. – ჩქარა გახსენი, ვისგანაა ნეტა…

მიამ ბარათი გახსნა და წაიკითხა:

ეს ბარათი გუშინ დავწერე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ მთავარ როლს შეასრულებდი, თანაც ასე ბრწყინვალედ! ხედავ, წითელთმიანო? – როლები იცვლება! ნებისმიერ წუთს შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგესცვლილებების დრო უკვე მოსულია! ვგრძნობ, შენ ერთერთი ძლიერი მოთამაშე იქნები!
გილოცავ!”

Trickster

მია თეატრიდან ფრთებშესხმული გამოვიდა. გარეთ ისევ ბევრი ხალხი ირეოდა. ყველა მამრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინც ახლა იქ იყო, შეიძლება ტრიქსტერი აღმოჩენილიყო. თუმცა, მიამ იცოდა, რომ ასე მალე არ გაამჟღავნებდა თავის ვინაობას იდუმალი უცნობი, რომელიც მიას ცხოვრებაში უცნაურად შემოიჭრა და ყველაფერი მართლა თავდაყირა დააყენა.

მია მთელი გზა ფიქრობდა, რომ თევზის ამბავი ტრიქსტერის მოწყობილი იყო. თევზის თუ არა, შეიძლება ეთოსთვის შეეპარებინა ისეთი რამ, რაც ჰალუცინაციას იწვევს… ეს ყველაფერი კი იმას ნიშნავს, რომ ვინც არ უნდა იყოს ტრიქსტერი, დასის წევრებს საკმაოდ კარგად იცნობს…

მან ხომ კოტეს შესახებაც იცოდა? იცოდა მიას როლების და ზოგადად, იმ სიტუაციის შესახებ…

დასის წევრებიდან არავისზე არ ჰქონდა ეჭვი, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ასეთ რაღაცას ვერც ერთი მათგანი ვერ მოიფიქრებდა.

– რა იქნება ჩემი შემდეგი როლი? – მისწერა მიამ ტრიქსტერს, მაგრამ 3 დღის განმავლობაში პასუხი არ მოსვლია. ამის გამო ინტერესი და სურვილი მისი გაცნობისა, უფრო მეტად გაუღრმავდა. ვინც არ უნდა იყოს ტრიქსტერი, აშკარად იცის, როგორ დააინტრიგოს და აცდუნოს ქალები… მან ისე ადვილად აიყოლია მია, რომ აზრზეც ვერ მოვიდა, რას აკეთებდა…

მეოთხე დღეს კარზე ზარის ხმა გაისმა. მიას მშობლები სამსახურში იყვნენ, კარი მიამ გააღო. სადარბაზოში ნაცნობი კურიერი იდგა, ხელში მუყაოს ყუთით. მია პირველად დააკვირდა კურიერს. ახალგაზრდა ბიჭი იყო, საშუალო სიმაღლის, სიმპათიური… წვერი და ბოლოებში აპრეხილი ულვაში ჰქონდა, რომელიც რაღაცნაირად გამორჩეულს ხდიდა და გაურკვეველი ფერის თვალები, მწვანესა და თაფლისფერს შორის…

ტანსაცმელი ჩვეულებრივი ეცვა. არც სამკერდე ნიშანი ეკეთა, სადაც კომპანიის სახელი იქნებოდა აღნიშნული.

ეს ბიჭი აშკარად მისი პირადი კურიერია! ისე, სავსებით შესაძლებელია, რომ თვითონაც იყოს…” – გაიფიქრა მიამ, როცა კარი დაკეტა.

“ამჯერად არჩევანს შენ მოგანდობ! – წარმოიდგინე, რომ ჩაკეტილ სივრცეში მოხვდი და შენს წინაშე ორი კარია, ორივე გააღე და ორივეგან გრძელი გვირაბი დაგხვდა. პირველი კარის გვირაბი საეჭვო სინათლითაა განათებული… მეორეში სიბნელეა! – შენ ფარანი გაქვს. – რომელ გზას აირჩევ? – საეჭვო სინათლით განათებულს თუ ბნელს?..

შენს პასუხზე იქნება დამოკიდებული შენი მომდევნო დავალება. ასე რომ, კარგად დაფიქრდი!

პასუხი ფეისბუქზე მომწერე!”

Trickster

რა მიართვეს პატარძალს ქორწილის ღამეს? (თავი მეცხრე)

ნინი ტრიქსტერის მიერ მოწერილ დროსა და მისამართზე, სკვერში მივიდა და კურიერს დაუწყო ძებნა. იპოვა კიდეც. რატომღაც მყუდრო და მოყუჩებული ადგილი შეერჩია და სიგარეტს ეწეოდა. ნინი მასთან მივიდა და კოდური სიტყვა უთხრა:

კოლიბრი!

ბიჭმა სიგარეტი ჩააქრო, ჩანთა გახსნა და ლამაზად შეფუთული იასამნისფერი ყუთი ამოიღო.

– იცი ხომ, რომ არ უნდა გახსნა?..

ვიცი! – შენ მისი პირადი კურიერი ხარ? – ჰკითხა ნინიმ, ყუთი გამოართვა და კურიერი შეათვალიერა. მომწვანო თვალები ჰქონდა, წვერი გასაპარსი, ხოლო ულვაში ბოლოებში აპრეხილი…

– ვისი მისი? – გაეღიმა ბიჭს და მზერა მოარიდა.

– ” თვითონ ხო არაა”… – გაიფიქრა ნინიმ და იქვე, სკამზე ჩამოჯდა.

რომელი კომპანიიდან ხარ?

– “ელვა”-დან, რა იყო?

არაფერიფორმა რომ არ გაცვია, გამიკვირდა.

– რაღა დროს ფორმებია?

ნინის გაეღიმა და ფეხზე წამოდგა.

კაი აბა, აღარ მოგაცდენ. ეჭვი მაქვს, ჩვენ ისევ შევხვდებით

– გამორიცხული არაფერია! – გაუღიმა ბიჭმა და თვითონაც ადგა.

ნინის დავალება ამჯერად მარტივი იყო. – ღამის თორმეტ საათზე ყუთი ტრიქსტერის გამოგზავნილ მისამართზე უნდა მიეტანა…

ნინი ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ იმ მისამართზე რაღაც სიურპრიზი დახვდებოდა, რადგან ლოგიკაში არ ჯდება, კურიერს გამოართვა ამანათი და თვითონ შეასრულო მისი მოვალეობა… ესე იგი, ტრიქსტერს სჭირდება, რომ იმ მისამართზე ნინი პირადად მივიდეს!

ეს ყველაფერი კი ძალიან საინტერესოა! თან, ნინი გიჟდება საიდუმლოებებზე…

ჯერ მამა და ბებია მოინახულა, საჭმელი გაუკეთა და ბიბლიოთეკაში შეიარა, რომელიც მამის სახლთან საკმაოდ ახლოს იყო. ბიბლიოთეკაში სტუდენტობის მერე აღარ ყოფილა. მცირე დარბაზში, ძირითადად, ხანშიშესული (როგორც ნინი ეძახის) “პროფესორა სასტავი” იყო, – არაფერი მისთვის საინტერესო.

ნინი ბიბლიოთეკარ ქალთან მივიდა და ძალიან ხმადაბლა ჰკითხა:

უკაცრავად, სახელიტრიქსტერიშეგიძლიათ დამიძებნოთ?.. ვინმე ავტორის გვარი ან ფსევდონიმი ხომ არ არის შემთხვევით?

– შშ, ჩუმად! – რა გაღრიალებს, გოგონი?

ნინიმ შეპასუხება დააპირა, მაგრამ თავი შეიკავა. თავისი მოსაწყენი პროფესიაც ეყოფა, კიდე მე რომ არ დავუმატოო, იფიქრა და დაელოდა, სანამ ნელი მოძრაობით მოძებნიდა კომპიუტერში მისთვის საჭირო მასალას.

– ტრიქსტერი მითოლოგიური პერსონაჟია და არა ავტორი! – უთხრა ოდნავ ირონიული ტონით ბიბლიოთეკარმა და ისეთი მზერით შეხედა, რომ ქვეტექსტს ადვილად ამოიკითხავდით: – “წიგნები გეკითხა თავის დროზე, კარგი იქნებოდა”.

იმ მრავალრიცხოვან რაღაცებში, რასაც ნინი ვერ იტანს, ერთ-ერთი კითხვა: – “ბოლოს რა წაიკითხე”-ა. ამაზე დიდ გოიმობად მხოლოდ ჩანჩქერის ფონზე, პალმა და გოგო-ბიჭის სილუეტიანი ნახატი მიაჩნია.

საშინლად აღიზიანებს ფსევდო-ინტელექტუალი ადამიანები, საუბრის დროს დამახსოვრებულ ფრაზებს და სლოგანებს რომ იყენებენ, გამოჩენილი მწერლების შემოქმედებიდან და იმიტომ მოსწონთ, რომ იციან, რომ უნდა მოსწონდეთ…

დაახლოებით ოცი წუთი ელოდა წიგნს. როგორც იქნა, მოუტანეს. ტრიქსტერის შესახებ ყველაფერი წაიკითხა.

– “ტრიქსტერი – მოხერხებული მატყუარა, რომელიც ყოველთვის წესების დარღვევით მოქმედებს. ის არანაირ წესს და კანონს არ ემორჩილება. როგორც წესი, ტრიქსტერს “ბოროტი ზრახვები” არ ამოძრავებს. სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში თამაში უყვარს და ეს პროცესი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია!

ღვთაება – ტრიქსტერი არღვევს ბუნების კანონებს, მაგრამ ამასთანავე, როგორც წესი, აღწევს (შეიძლება გაუცნობიერებლადაც) რაღაც პოზიტიურ ეფექტს. – “მე იმ ძალის ნაწილი ვარ, რომელსაც ბოროტება სურს, მაგრამ ყოველთვის აკეთებს სიკეთეს”.

ნინიმ ტრიქსტერზე კიდევ ბევრი საინტერესო რამ წაიკითხა. აღფრთოვანებული ფურცლავდა მსოფლიო მითოლოგიის წიგნის ფურცლებს… იმან, რაც ახლა შეიტყო, რაღაცები შეცვალა…

ნინი მთელი ცხოვრება ორიგინალურ ადამიანებს ეძებდა. თავისი იდუმალი კლიენტითაც მხოლოდ იმის გამო დაინტერესდა, რომ თავიდანვე მიხვდა, რომ საქმე ძალიან ჭკვიან, ენამახვილ და საინტერესო ადამიანთან ჰქონდა…

ახლა ეს შეგრძნება ძალიან გაუძლიერდა. ის, რომ ვიღაცამ ასეთი საინტერესო პერსონაჟის სახელი აირჩია და მისი იმიჯი მოირგო, ეს უკვე მის ორიგინალურობაზე მეტყველებს… ნინი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ტრიქსტერის თამაში ყოველგვარი წესის დარღვევით იქნებოდა და შესაძლებელია, რომ მისი ცხოვრება თავდაყირა დაეყენებინა.

მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაუარა. საშინლად მოეძალა სურვილი, რომ გაეგო, ვინ იმალებოდა ტრიქსტერის ნიღაბს მიღმა.

ბიბლიოთეკიდან სულ სხვა განწყობით გამოვიდა და 12 საათზე მოცემულ მისამართზე იყო.

საცხოვრებელი კორპუსი დახვდა. ახალი აშენებული იყო. მეოთხე სართულზე ავიდა და ბინა ნომერ 16-ზე ზარი დარეკა. მიუხედავად იმისა, რომ ნინის ემოციები არ ახასიათებს ხოლმე ზოგადად, ახლა რაღაცნაირად ღელავდა. ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ კარს ის გაუღებდა, მაგრამ…

კარი ზარის დარეკვიდან ძალიან სწრაფადვე გააღეს, ეტყობა, ვიღაცას სულმოუთქმელად ელოდნენ.

წამიერად ნინი ისე დაიბნა, რომ კინაღამ ხელიდან გზავნილი გაუვარდა, მაგრამ სწრაფადვე მოიკრიბა ძალა და ყუთი გადასცა…

კართან პატარძალი იდგა. ლამაზი საქორწინო კაბა ეცვა, მაგრამ სახეზე მთელი მაკიაჟი დათხაპნილი ჰქონდა, როგორც ჩანს, ტირილისგან…

ეს თქვენგამოგიგზავნეს

ნინის ცხოვრებაში პირველად გაუჭირდა რაღაცის წარმოთქმა. პატარძალმა ყუთი მოუთმენლად გამოართვა, მადლობის მსგავსი რაღაც ჩაიბურდღუნა და კარი მიხურა.

ნინის საშინლად აინტერესებდა, რა იყო ყუთში, ან საერთოდ, რა ხდებოდა აქ. ტრიქსტერის სიტყვები გაახსენდა, როდესაც უთხრა, რომ ვიდეო მეგობრის ქორწილში გასაშვებად უნდოდა… გული რაღაც ცუდს უგრძნობდა…

კიბეები ჩაირბინა და ქუჩაში გამოვიდა. სასწრაფოდ უნდა მისულიყო სახლში და მიეწერა ტრიქსტერისთვის… ბევრი რაღაც ჰქონდა გასარკვევი მასთან….

პატარძალმა კი გზავნილი საძინებელში შეიტანა, საწოლზე დაჯდა და იასამნისფერი ქაღალდი შემოახია. ყუთიც იმავე ფერის იყო. ხელებით სველი თვალები მოიწმინდა, რომ კარგად დაენახა, რა იდო ყუთში, რომელიც ქორწილიდან გაქცეული ქმრის გამოგზავნილი ეგონა…

ღრმად ჩაისუნთქა და გზავნილი გახსნა…

საეჭვოდ განათებული გვირაბი (თავი მეათე)

სალიმ თავი შეიკავა და ქმარს არაფერი უთხრა. არ უნდოდა, ლუკას მათი ჩხუბი ენახა. მის დაძინებას ელოდა. მამა-შვილი სამზარეულოში ვახშმობდა. სალი თვალს არ აცილებდა საბას და ფიქრობდა.

შენ არ ჭამ?

– არ მშია!

– “კაგდა ონ უსნიოტ, მი ტაბოი პაგავარიმ ტომ, შტო ტი ნაძელალა სევოდნა ნა პანიხიძე!”

ბავშვის თანდასწრებით როცა რაღაც ისეთის თქმა უნდა საბას, ყოველთვის რუსულად ეუბნება, თან საშინელი ინტონაციით.

– “ჟდუ ნე დაჟდუს!” – უპასუხა სალიმ და ტაბურეტზე ჩამოჯდა. რა უცნაურია, ადამიანთან დიდხანს რომ ცხოვრობ, შეიძლება მისმა ისეთმა უმნიშვნელო წვრილმანმა გაგაღიზიანოს, რომ ათასი წელი ვერ იფიქრებდი… ოჯახის დანგრევა მისთვის ურთულესი და თითქმის წარმოუდგენელი რამაა; მიუხედავად იმისა, რომ მათმა ურთიერთობამ ფერი დაკარგა, ამ ნაბიჯის გადადგმა მაინც ძალიან რთულია…

ახლა საბას ყველა უარყოფით თვისებას და ნაკლს იხსენებდა, რომ როგორღაც უფრო გაადვილებოდა მასთან თავდაჯერებული საუბარი… გაიხსენა, რამდენჯერ დასწყვიტა საბამ გული თავისი უხეშობებით. თვითონ წამოგორდებოდა ხოლმე ტახტზე და ვითომც არაფერი, მშვიდად უყურებდა ტელევიზორს. როგორ უნდებოდა სალის ასეთ მომენტებში, ჩუმად მიპარვოდა და ჩაეთხლიშა რამე…

როგორც იქნა, ლუკამ დაიძინა და ცოლ-ქმარი საძინებელ ოთახში განმარტოვდა.

აბა, მოყევი ახლა, რა დალიე? – ჰკითხა საბამ, საწოლზე წამოწვა და ხელები თავქვეშ ამოიდო.

– რამდენი წელია, რაც ფეხებზე გკიდივარ?

ჰა?

– რამდენი წელია, რაც ფეხებზე გკიდივარ? არ უარყო, რომ ასე არ არის… ამდენი წლის მანძილზე პირველად გამომიჩნდა ცხოვრებაში რაღაც სიახლე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი… შენ არც კი დაინტერესდი, ერთი არ მკითხე ჩემს ახალ სამსახურზე არაფერი, იმიტომ, რომ დარწმუნებული იყავი, არაფერი გამომივიდოდა! შენს თვალში მე არშემდგარი ქალი ვარ… ვერც კი დაუშვი, რომ შეიძლება სამსახურში ავეყვანე ვინმეს…

თუ სადმე მიმიღებდნენ, აუცილებლად ქსელური მარკეტინგი, ან რაღაც ძალიან დაბალი დონის კომპანია უნდა აღმოჩენილიყო, შპს “კოკლოზი” ან რაღაც ეგეთი… აბა, ნორმალურ სამსახურში ვის რაში ვჭირდები? გაუნათლებელი და უცოდინარი…

რა გჭირს?.. რა გეტაკა? აჟიტირებული ხარ ძალიანდღეს აშკარად შენს თავს არ ეკუთვნი!

– დღეს პირველად ვეკუთვნი ჩემს თავს… და არა შენ! დღეს პირველად ვაკეთებ რაღაცას გულწრფელად… მითხარი, ბოლოს როდის გვქონდა მე და შენ სექსი?

საბა დაიბნა და გაწითლდა.

ვერ იხსენებ, ხომ? ახლა მიპასუხეშენ როდის გქონდა ბოლოს სექსიუჩემოდ?

– მაგით რისი თქმა გინდა?..

ჩემი პირველი კლიენტი, რომელსაც მოვემსახურე, ის გოგოა, ვის სურათებსაც შენ ათვალიერებდი იმ დილითმაგრამ ეს ჯერ კიდევ არაფერია იმასთან, რაც ახლა უნდა გითხრა! – დღეს ტორტი მივიტანე მაგ გოგოს ქორწილში, სადაც გაუშვეს ვიდეო, როგორ თამაშობდით ერთად ბილიარდს, – ჩემს საყვარელ თამაშს, რომელიც ხუთი წელია, აღარ მითამაშია და შენ კარგად იცი, როგორ მენატრებოდაკიდევ, როგორ ექლასუნებოდით ერთმანეთს

საბა საწოლზე წამოჯდა. სიმწრის ოფლმა დაასხა. ასეთი გამომეტყველება მის სახეზე სალიმ პირველად ნახა.

– რას ბოდავ, გოგო?..

სიმართლეს! დღეს შენი საყვარლის, – მეგის ქორწილი ჩაიშალა და კარგი იქნება, რაღაც პერიოდი სადმე თუ წახვალრადგან სავარაუდოდ, მისი ქმარი მოგძებნის და ღირსიც იქნები, რომ ვერ გადაურჩე

საოცრება მოხდა, ენამოსწრებული საბა დამუნჯდა. აქამდე ყოველთვის ახერხებდა, რომ თავისი მოსწრებული სიტყვა-პასუხით ყოველთვის გამარჯვებული გამოსულიყო ცოლთან. მაშინაც კი, როცა თეთრზე შავის დამტკიცებას ცდილობდა. მას კარგად ეხერხებოდა, ისე შეეტრიალებინა სიტუაცია, რომ აქეთ ბოდიში მოეხდევინებინა სალისთვის, მაშინაც კი, როცა დამნაშავე იყო.

ბოლო სიტყვა მუდამ მისი უნდა ყოფილიყო. ეს კი პირველი შემთხვევაა, როდესაც სალიმ დაადუმა.

საბას თავის მართლება არ უცდია, ჩაიცვა და სადღაც წავიდა. მხოლოდ წასვლის წინ უთხრა ცოლს, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ გგონიაო…

ღამის 12 საათი იყო, როდესაც სალიმ კომპიუტერი ჩართო და “ფეისბუქზე” შევიდა.

აქ ხარ? – მისწერა ტრიქსტერს.

– კი!

საბა წავიდა

– ცუდად ხარ?

მგონი, არაუფრო უცნაურად, ვიდრე ცუდად.

– გეშინია?

ცოტა

– ეს ბუნებრივია

– ახალ დავალებას როდის მეტყვი?

როცა მზად იქნები

– მზად ვარ!

მაშინ ახლავე გეტყვი

– მითხარი…

ამჯერად არჩევანს შენ მოგანდობ. წარმოიდგინე, რომ შენს წინ ორი გვირაბია! ერთი ბნელია, მაგრამ ფარანი გაქვს; მეორე განათებულია, მაგრამ უცნაურადთეთრი სინათლე ბჟუტავს და ციმციმებსისეთ შეგრძნებას გიტოვებს, რომ იქ რაღაც საფრთხეა! რაღაც საეჭვო… – რომელ გზას აირჩევ?

– განათებულს!

რატომ?

– სიბნელის ბავშვობიდან მეშინია. თან ყველაფერი საეჭვო ჩემთვის საინტერესოსთან ასოცირდება. განათებულში დაინახავ საფრთხეს და მარტო ფარნის იმედზე არ იქნები…

რისკიანი ხარ ხვალ, საღამოს ექვს საათზე მანქანა მოგაკითხავს და დავალების შესასრულებლად წაგიყვანსგვირაბში მარტო შეხვალ და სანამ ორ რაღაცას არ იპოვი, იქამდე არ დაბრუნდები უკან!

– და როგორ უნდა მივხვდე, რა იქნება ის ორი რაღაცა?

მიხვდებიახლა დაისვენე! გამოიძინე შენ ძლიერი ხარ, ქერაეს გახსოვდეს!

– ყველაზე მეტად შენი ნახვა მაინტერესებს… სულ ცოტა რაღაც მაინც მითხარი შენზე

რა გითხრა?.. მე მძულს შეზღუდვები, უაზრო წესები და ყველაფერი, რაც ადამიანის თავისუფლებას აბრკოლებს. მიყვარს თავისუფლება, მძაფრი შეგრძნებები, თავგადასავლები, ძლიერი ემოციების განცდა

ვცდილობ, სხვასაც დავეხმარო, რომ ამ ყველაფრის გემო გაიგონჩათვალე, რომ მე, უბრალოდ, გეხმარებიცოტა ხანში ეს აღარ დაგჭირდება! შენ შეძლებ საკუთარი ცხოვრების მართვას. ისწავლი, როგორ უნდა იყო ბედნიერი დროებით, ქერა

სალის გვიანობამდე არ დაეძინა. ყველაზე რთული პერიოდი დაუდგა. ახლა ყველაზე მეტად მოუნდა გასაბერი ნავით უკაცრიელ კუნძულზე გადაკარგვა ცოტა ხნით…

დილით საბას ზარმა გააღვიძა. დალაპარაკება უნდოდა. როდის იყო, რომ წინასწარ უთანხმებდა და ნებართვას იღებდა სალისგან…

ერთ საათში მოვიდა და თავის მართლება დაიწყო. მეგისთან ახლო ურთიერთობას უარყოფდა. მოუყვა, რომ სამსახურში გაიცნო. ახალი მოსული იყო და საბა ეხმარებოდა რაღაცეებში… მისი თქმით, მათ შორის მხოლოდ მსუბუქი ფლირტი იყო და მეტი არაფერი, მაგრამ სალის აღარ სჯეროდა ამ ზღაპრების.

საღამოს ლუკა დედამისს დაუტოვა და სახლში დაბრუნდა. ჯინსის შარვალი და “ბათინკები” ჩაიცვა. ყოველი შემთხვევისთვის ფარანიც ჩაიდო და დაბლა ჩავიდა.

სადარბაზოსთან მანქანა იდგა. საჭესთან ის ბიჭი იჯდა, ვინც ტორტი წააღებინა რესტორანში. სალი რომ დაინახა, მანქანიდან გადმოვიდა და უკანა კარი გაუღო.

კოდური სიტყვა? – ჰკითხა სალის.

– ხო იცი ისედაც!

არა, უნდა მითხრა! ასეთი წესია.

– “ქერა” – უთხრა სალიმ და მანქანაში ჩაჯდა.

ტერიტორიულად სად მივდივართ? – ჰკითხა ბიჭს.

– არც მე ვიცი ჯერ! მანქანაში GPS-ია და ის მიგვიყვანს… გეშინია?

არა, ვღელავ ცოტათი

– ნუ, ეგ ბუნებრივია!

სალი სარკეში ხედავდა ბიჭის სახეს. შავგვრემანი იყო და სიმპათიური… ასაკით 30 წლამდე იქნებოდა.

GPS ინგლისურად კარნახობდა გზას, სად შეეხვიათ და რა მიმართულებით წასულიყვნენ. დაახლოებით ორი საათი იარეს. თეთრიწყაროს მიმართულებით მიდიოდნენ. როგორც იქნა, დანიშნულების ადგილზე მივიდნენ.

ბიჭმა მანქანა გააჩერა და გადმოვიდა. მდელოზე იყვნენ. მათ წინ ძველი შენობის დანგრეული კედლები იყო, სხვა არაფერი.

სადაა აქ გვირაბი? – იკითხა გაკვირვებულმა სალიმ.

– ქვევით!

ბიჭი ლუქთან მივიდა, რომელიც ორი რკინის კარით იკეტებოდა. ლუქს ბოქლომი ედო. ბიჭმა ჯიბიდან გასაღები ამოიღო და ბოქლომი გააღო. როგორც ჩანს, წინასწარ მოამზადეს ყველაფერი… სალის ცოტათი შეეშინდა და გაუბედავად მიუახლოვდა ლუქს. კიბეები ქვევით ჩადიოდა.

ეს რა არის?

– აქ ადრე საიდუმლო ლაბორატორია იყო. რაღაც რადიაციულ კვლევებს ატარებდნენ, ზუსტად არც მე ვიცი… კარგა ხანია, მიტოვებულია. გეშინია? მე ვერ ჩამოგყვები… არ მაქვს უფლება, ჩავერიო ან დაგეხმარო…

ვიცი! არა უშავს, მარტო ჩავალ

სალი კიბეებზე დაეშვა. გული აჩქარებით უცემდა. ძირს დადგა თუ არა ფეხი, უცებ თითქოს სხვა სამყაროში მოხვდა. მის წინ გრძელი და ვიწრო დერეფანი იყო, რომელიც მარჯვნივ უხვევდა. გრძელი ნათურები შიგადაშიგ ენთო. სპეციფიკური განათება იყო… ყველაფერი უცნაურად თეთრი იყო.

– “საეჭვო სინათლე…” – გაიფიქრა სალიმ და ფრთხილად გადადგა წინ ნაბიჯი. ნათურებს რომ უახლოვდებოდა, მათი ზუზუნი ესმოდა… უცნაურ ხმას გამოსცემდნენ… დერეფნის ორივე მხარეს თეთრი რკინის კარებები იყო. სალის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ რომელიმე კარიდან უცებ თეთრხალათიანი, შემზარავი სახის ადამიანები გამოვიდოდნენ და სალის სადღაც წაათრევდნენ.

სალი პირველ კარს მიუახლოვდა და სახელური ჩამოსწია, მაგრამ კარი დალუქული იყო. სალიმ კიდევ მოსინჯა რამოდენიმე კარი. უმეტესობა მათგანი არ იღებოდა. სალი დერეფანს ბოლომდე გაუყვა. მხოლოდ ოთხი კარი იყო ღია. შიგნით რკინისთაროებიანი კარადები იდგა, რკინის მაგიდა, რაღაც უცნაური დანადგარები, დაჭაობებული წყლის დიდი ავზები, სადაც გრძელი მილები იყო ჩაშვებული…

პირველ ოთახში სალიმ წყლის ბოთლი იპოვა. ახალი იყო, როგორც ჩანს, მისთვის იყო განკუთვნილი. მეორე ოთახის კედელზე უცნაური სიმბოლო მიეხატა ვიღაცას. – დიდ თვალში ჩახატული ხელი, გაშვერილი თითით და ამ ხელში კიდევ ერთი პატარა თვალი…

სალიმ ზურგჩანთა მოიხსნა, ბლოკნოტი ამოიღო და სიმბოლო გადაიხატა.

მესამე ოთახში დიდი რკინის მაგიდა იყო, რომელზეც მედალიონი იდო. ვერცხლის ჯაჭვზე პატარა ადამიანის თვალის სიმბოლო ეკიდა.

მეოთხე ოთახში, რენტგენის სურათების მისაკრავი დანადგარი დახვდა. ზედ რაღაც ქაღალდი იყო აკრული. ფურცელზე უცნაური სიმბოლოები და ნახაზები იყო გამოსახული. ერთ ადგილზე რუკა იყო მიხატული. ყველაფერი ხელით იყო ნაწერი, რუკის გარდა.

“ალბათ, ესაა ის ორი რაღაც, რაც უნდა მეპოვა… მედალიონი და ეს ფურცელი”.

სალიმ უცებ კედელზე ცარცით დაწერილი სიტყვები დაინახა…

“თუ ამ ნაწერს კითხულობ, ესე იგი, არ შეგეშინდა და ბოლომდე მოხვედი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მედალიონი და მანუსკრიპტი იპოვე!”

Trickster

ბნელი გვირაბი (თავი მეთერთმეტე)

– ეი, ხრიკების მოყვარულო, აქ ხარ?
– გისმენ, წითურო

.. ჯერ კიდევ საკითხავია, დივანზე ვიჯდებოდი თუ არა, ხოო?

– რას გულისხმობ?

ოჰ, არ გინდა ახლა! ეთო შენ შეაყოვნე, არა?

– ვინ არის ეთო?

ის, ვისი როლიც მე ვითამაშე თეატრში!

– ეთო არ ვიცი, მაგრამ შენ არაჩვეულებრივი იყავი… განსაკუთრებით, კულმინაციურ მომენტში, “სუტინიორი” რომ შეარცხვინე სახალხოდ

თაიგული ძალიან ლამაზი იყო მართლა! – მადლობა!

– არაფრის გააკეთე უკვე არჩევანი?

კი!

– რომელი?

ბნელი!

– რატომ ბნელი?

საეჭვოდ ნათელს საკუთარი ძალებით განათებული ბნელი ჯობია! თანაც, ის საეჭვო სინათლე მოულოდნელად შეიძლება ჩაქრეს კიდეცბნელი კი, უბრალოდ, “ბნელიადა არასაეჭვო“…

– კარგიიი… იყოს ბნელი ოღონდ, სანამ ორ ნივთს არ იპოვი, იქამდე უკან არ გამობრუნდე. დღეს, საღამოს 8 საათზე მძღოლი მოგაკითხავს. გვირაბთან ის მიგიყვანს და ფარანს მოგცემს. თვითონ გარეთ დაგელოდება.

რა ნივთები უნდა ვიპოვო?

– თვითონ მიხვდები!

ოკ

– არ გეშინია?

შიშით არა! ცოტათი ვღელავ

– ეგ ბუნებრივია მოკლედ, მოემზადე და აბა, შენ იცი!

მია მოუსვენრად იყო. ტანსაცმელი წინასწარ გაამზადა, რაც დავალების შესასრულებლად უნდა ჩაეცვა. 3 საათი ხდებოდა, როდესაც მობილურმა დარეკა.

გამარჯობა, მია! გაგიკვირდება დაკოტე ვარ!

– უთ… ისაა… თეატრის კოტეე?

ჰო. შეგიძლია, ცოტა ხნით შემხვდე? შენთან დალაპარაკება მინდა!

– ხომ მშვიდობაა?

კიი, კიმეც წამოვედი დასიდან და

– უი, რატომ?.. კი, შეგხვდები… სად მოვიდე?

თეატრის პირდაპირ კაფე როა… 4-ისთვის მოასწრებ?

– კაი, კიი მოვალ!

მიას ძალიან გაუკვირდა კოტეს ზარი. ნეტა რა უნდა მოუყვეს… ალბათ, მასაც რაღაც უსიამოვნება მოუვიდა ვინმესთან. შეიძლება ეთოსთან ან რეზოსთან… საინტერესოა!
4 სთ-ზე მია კაფეში მივიდა. კოტე უკვე იქ იყო. ფეხზე წამოდგა და მიესალმა.

ყავას ხომ დალევ?

– მე უფრო “ჩაისტი” ვარ!

ნამცხვარი?

– არა, მადლობა! ტკბილეული ნაკლებად მიყვარს… აბა, რა ხდება, კოტე?

მოკლედ, რაღაც მინდა, რომ მოგიყვე

– გისმენ ყურადღებით!

მსახიობობაზე არასოდეს მიოცნებია! აზრადაც კი არ მომსვლია ოდესმე, რომ მეცადა

– ჰო, ეგეთი რაღაც უცებ მოდის ხოლმე…

არა, არასხვა რამის თქმა მინდა! არც ნელნელა და არც უცებ! მე ჩემი პროფესია მაქვს და კმაყოფილი ვარმოკლედ, მოქანდაკე ვარ!

– აჰა…

ერთხელ ვიღაც ტიპმა დამირეკა და რაღაცა შემომთავაზარაღაც უცნაური

– შეკვეთა?

არა! თქვენს დასში მოსვლა!

– რა?

ჰო, უცნაურიამეც გამიკვირდა თავიდან და ვუთხარი, რომ ამის არც ნიჭი მაქვს და არც სურვილი, მაგრამ ამიხსნა, რომ ეს დროებითი იქნებოდა.

მიას გააჟრჟოლა.

– მერე?

მერე ფული შემომთავაზამითხრა, რომ მხოლოდ ერთ ეპიზოდში მომიწევდა გამოჩენა

– იცოდი, რა ეპიზოდი იქნებოდა?

არა!.. როგორც ჩანს, იმან იცოდა ჩემი თითის ამბავიასეთი დამთხვევა არა მგონია

– შეგხვდა?

პირადად არა! მხოლოდ ტელეფონით დამიკავშირდა რამდენჯერმედაფარული ნომრიდან რეკავდა. თანხა გადმომირიცხა. მეც მოვედი

– კონკრეტულად რა დაგავალა?

საქმეც მაგაშია! – არაფერი

– და მე რატომ მიყვები ამ ყველაფერს?

რატომ დამგონია, რომ ჩემი ამბავი რაღაცნაირად კავშირშია შენთანეთოს ამბავიცანუ იმ ვიღაცას აწყობდა, რომ შენ გეთამაშა მთავარი როლიესსპექტაკლიცმაგიტომ მოაწყო

სპექტაკლისპექტაკლშიშეიძლება ვცდები, მაგრამ მაინც საჭიროდ ჩავთვალე, რომ შენთვის მეთქვა! ყურადღებით იყავი

– მადლობა, კოტე! თუმცა, არა მგონია, მე ვიყო შუაში, მაგრამ მაინც მადლობა! ისე, როგორი ხმა ჰქონდა?

რავი, სასიამოვნო ხმის ტემბრიგოგოებს მოეწონებოდათ. – გაეღიმა კოტეს.

– საინტერესოა…

ჰო

– თუ კიდე რამეს გაიხსენებ, დამირეკე… ან თუ გამოჩნდება, მაშინაც.

კარგი.

მია სახლში დაბრუნდა. აღელვებული იყო. ეჭვიც არ ეპარებოდა იმაში, რომ ის, ვინც კოტეს დაურეკა და ის, ვინც მიას ინტერნეტის საშუალებით ელაპარაკება, – ერთი და იგივეა.

საღამოს 8 საათზე მიას კორპუსთან მანქანა დახვდა. საჭესთან ახალგაზრდა შავგვრემანი ბიჭი იჯდა. მია რომ დაინახა, მანქანიდან გადმოვიდა.

კოდური სიტყვა?

– “ფინტიკლუშკა”… სულ მეცინება, ამ სიტყვას რომ ვამბობ ხოლმე…

მია მანქანაში ჩაჯდა. ბიჭმა GPS ჩართო და მანქანა დაძრა. გზაში მია მძღოლს აკვირდებოდა. ახალგაზრდა იყო, დაახლოებით 30 წლამდე ასაკის, სიმპათიური… მთელი გზა ჩუმად მართავდა მანქანას. დაახლოებით საათნახევარი იარეს. კარგად ბნელოდა, როდესაც გვირაბთან მივიდნენ. გვირაბს ქვის კედლები ჰქონდა. შიგნით უკუნეთი სიბნელე იყო.

ესეც ფარანი! – უთხრა ბიჭმა და მიას დიდი ფარანი გაუწოდა.

– შენც მონაწილე ხარ?

წესი ნომერი პირველი გახსოვს? – გაუღიმა ბიჭმა.

– არ უნდა ვეცადო სხვა მონაწილეების ვინაობის გაგებას…

– “ტოჩნა!” – ხომ არ ნერვიულობ?

– თუ ჩემს ყვირილს გაიგებ, მოხვალ საშველად?

მაგის უფლება არ მაქვს, მაგრამ ალბათ ვერ მოვითმენ და მოვალ!

მიამ ფარანი აანთო და გვირაბში შევიდა.

აზრზე არ იყო, სად მოხვდა. ნეტა ამ ძველ გვირაბს რა დანიშნულება ჰქონდა ადრე?!
გვირაბი ვიწრო და გრძელი იყო. მიწა რბილი და ნესტიანი. ირგვლივ შმორის და ნესტის სუნი იდგა. მია ნელ-ნელა მიიწევდა წინ და თან ფარნით კარგად ათვალიერებდა იქაურობას.

შესასვლელს საკმაოდ დაშორდა… რაც უფრო მეტად შედიოდა სიღრმეში, მით უფრო ციოდა. სამარისებურ სიჩუმეს მხოლოდ მიას ნაბიჯების ხმა არღვევდა.

გზა არ მთავრდებოდა. მიას მოეჩვენა, რომ ასე უსასრულოდ უნდა ევლო. უცებ ფარნის სინათლემ ნელ-ნელა იკლო და ჩაქრა. მია გაჩერდა და ფარანი ააჯანჯღარა. რამდენჯერმე ჩართო და გამორთო, მაგრამ როგორც ჩანს, ელემენტები დაჯდა.

ესეც მისი ოინებია! – “ფარანი გექნებაო”, მითხრა, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, რომ ფარანი აუცილებლად გაანათებდა. სავარაუდოდ, ეს მისი მორიგი ხრიკი იყო, რომელიც წინასწარ გათვალა.

მიას არ შეშინებია. ფარანი იქვე დააგდო, ხელი ქურთუკის ჯიბეში ჩაიყო და თავისი ფარანი ამოიღო, რომელიც ყოველი შემთხვევისთვის წამოიღო სახლიდან.

გზა განაგრძო. როგორც იქნა, ბოლოში გავიდა, მაგრამ გვირაბის მეორე მხარე ჩახერგილი იყო დიდი ლოდებით.

ჩიხია! – თქვა მიამ და ფარნით მოათვალიერა იქაურობა. ერთ დიდ ლოდზე ვერცხლის მედალიონი იდო.

მედალიონი საკმაოდ უცნაური იყო, – ხელის მტევანი, რომელსაც საჩვენებელი თითი გაშვერილი ჰქონდა და თითქოს მიმართულებას აჩვენებდა. მიამ მედალიონი ჩამოიკიდა და მეორე ნივთის ძებნას შეუდგა.

დაახლოებით ხუთწუთიანი ძებნის შემდეგ უცნაური ფურცელი იპოვა. ზედ სხვადასხვა სიმბოლო ეხატა: მზე, ნალი, ხოჭო და ასე შემდეგ… ფურცელი ოდნავ ნესტიანი იყო.
ის იყო, გამობრუნებას აპირებდა, რომ გვირაბის ერთ-ერთ კედელზე ცარცით დაწერილ ნაწერს მოჰკრა თვალი:

თუ ამ ნაწერს კითხულობ, ესე იგი, არ შეგეშინდა და ბოლომდე მოხვედი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მედალიონი და მანუსკრიპტი იპოვე!”

Trickster

ბუს კვერცხები (თავი მეთორმეტე)

ნინის ჯერ კიდევ ეძინა, როდესაც დილის 7 საათზე ვიღაცამ კარზე ზარის რეკვა ატეხა. ნინი დაფეთებული წამოხტა. კარგი რა უნდა ეფიქრა, ასეთ დროს კარგი საქმისთვის ვინ შეაწუხებდა?..
ხალათის მოსაცმელად დრო აღარ დაკარგა და პერანგიანი გავარდა კარის გასაღებად.
მოულოდნელობისაგან ადგილზე გაქვავდა. ზღურბლთან მისი ყოფილი ქმარი იდგა. თეთრი პერანგი ყელთან გაღეღილი ჰქონდა, ბაფთა გვერდზე მოქცეული და ჩამოშლილი, სმოკინგი გაეხადა და მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული.

მთავარი მისი სახის გამომეტყველება იყო. თმა აჩეჩილი ჰქონდა, თვალები მორღვეული და ჩაწითლებული. სასმლის სუნიც ასდიოდა. როგორც ჩანს, საკმაოდ ბევრი დალია.

რა ხდება? აქ რა გინდა?.. ქორწილის პირველი ღამე არ უნდა გქონდეს ახლაა?

– ეგ შენ მითხარი!

მე რა გითხრა?

– პირველ რიგში, შემოდი, ნიკაო…

კაი, შემოდი, მაგრამნუ ხოოჯანდაბას, – შემოდი, შემოდი!

ნიკა ბარბაცით წავიდა მისაღები ოთახისკენ და დივანზე დაეგდო.

– აუუ, თავი მისკდება!

რა ხდება, გამაგებინე!

– გოგო, შუბლზე მაწერია, რომ დებილი ვარ?

ნიკაა, დილის 7 საათზე იმისთვის დამადექი, რომ გეკითხა, შუბლზე რა გაწერიაა?

– შენ როდიდან შეგიყვარდა შავი იუმორი, ჯერ ეს მითხარი?

შენ მთვრალი ხარ!

– გეკითხები! ასეთი კრეატიული ჩემთან დაშორების მერე გახდი? თუ ბებიაშენის კვალზე წახვედი? გოგოო, შენს ხმას მოხარშულს ვიცნობ! შემწვარს, მოხრაკულს, ჩაშუშულს და პილპილმოყრილს კიდე…

და რა გინდა ჩემი ხმისგან?

– ის მშვენიერი სიურპრიზი რომ გაგვიკეთე და ვიდეო გააშვებინე, სადაც ჩემი ცოლი ვიღაც ნაბიჭვართან ერთად საბილიარდოში ერთობა და შესავალში რო დაურთე, თუ რა მშვენიერია ქორწინება, შენ ერთი წამით მაინც დაუშვი, რომ ხმაზე ვერ გიცნობდი?

ნინი გაშრა. უცებ გადახარშა ყველაფერი. მაშინვე მიხვდა, რაც გააკეთა ტრიქსტერმა… თავის მდგომარეობასაც მიხვდა… საქმე იმაშია, რომ სიმართლეს ვერ გაამხელს. ჯერ ერთი, არ დაუჯერებენ, მეორეც, უფლება არ აქვს, რომ ვინმესთან წამოსცდეს რამე თამაშზე… – წესი ნომერი ორი…

ნინი სავარძელზე დაეშვა და სახე ხელებში ჩარგო. ჯერ სათანადოდ გამოფხიზლებული არც იყო, რომ აზრები დაელაგებინა წესიერად და თავი გაემართლებინა დამაჯერებლად.

– არ ვიცოდი, თუ ასე გიყვარდი!

არ მიყვარხარ!

– აბა, გძულვარ?

არც მძულხარრატომ უნდა მძულდე?..

– აბა?

არაფერი არ არ

– რატო ჩაშალე ქორწილი? იცი, რა დამიჯდა ყველაფერიი?..

ნიკა, არ ვიცოდი, რომ ეგ გოგო შენი საცოლე იყოსაიდან უნდა მცოდნოდა? არასოდეს მინახავს

– კაი რაა… რად გინდა ახლა ეგ “რიჟა ბაზარი”… ვასკა მყავდა წაყვანილი მეჯვარედ და დამირეკა. – მეგის დაურეკავს მისთვის და უთქვამს, რომ ვიღაც შავგვრემანმა გოგომ ლამაზად შეფუთული ყუთი მიუტანა სახლში…

ნინის ტვინში სისხლი მოაწვა.

ყუთი?.. შიგ რა იდო?

– ბუს კვერცხები!

ნუ მეღადავები, მართლა?

– გოგო, ღადაობის თავი მაქ ახლა, ტოო? შემომხედე ერთი… ბუს კვერცხები იდო ყუთში… სად გაჩითე, გაფიცებ?

მეარსად

– გოგოს აღწერილობა ერთი-ერთში ემთხვევა შენსას. იმ ვიდეოს მერეც, ლოგიკურია, რომ ასე დაგეგვირგვინებინა, მაგრამ მაინც ვერ ვხვდები, რაში დაგჭირდა ამის გაკეთება! ალბათ, გიყვარვარ… შეიძლება შენ ვერც აცნობიერებდე…

კაი რა, ნიკოლოზრა სისულელეებს მელაპარაკებიაგიხსნიდი ყველაფერს, მაგრამ მაინც არ დაიჯერებ

-კაი, არ გინდა! რაც იყო, იყო… ახლა ხო საშინელებაა, მაგრამ რო დაუფიქრდე, მამენტ კაი საქმე გამიკეთე… მარა, ადრე ვერ მანახე ეგ ვიდეო? ამდენი ფული გავისროლე, ტოო…

ამ წუთამდე არ ვიცოდი, როგორი იყო ეგ გოგო. ვიღაცამ გააჩალიჩა ეგ ყველაფერი!

– ვინ, ტოო?

რა ვიცი, აბაა

– იმ ტიპის ცოლმა ხო არა?.. ერთი უნდა გავიგო, ვინ არის…

კაი, შეეშვიჯობია, რომ მეგის დაელაპარაკორა იცი, იქნებ გაუგებრობაა რამე

– რა გაუგებრობა, ჩემი თვალით ვნახე-მეთქი… ისე, რანაირად გადაუღე ასე ახლოდან, ჰა?

მე არ გადამიღიამეთქი, – ჰკითხე მეგის, იქ ვიყავი თუ არაიქნებ გაიხსენოს კიდეც, მათ სიახლოვეს ვინ იყო

– აუ, ახლა მაგის დანახვა არ მინდა, იმენა რაა…

მოდი, ყავას გავაკეთებ! მეც გათიშული ვარრა მაგარი დილა გამითენდააყოფილი ქმარი თავის მეორე ქორწილის ღამეს ჩემს დივანზეა გათხლეშილი

– ეგ არაფერია იმასთან, რომ ჩემმა ყოფილმა ცოლმა, ჩემს ახალ ცოლს, ქორწილის ღამეს ბუს კვერცხები მიართვა!

ნიკას უცებ არანორმალური სიცილი აუტყდა. თავი ვერც ნინიმ შეიკავა. ეს იყო ისტერიკული სიცილი…

ყავა დალიეს და ნიკას ნინის დივანზე დაეძინა. ნინიმ კომპიუტერი ჩართო და ტრიქსტერს მისწერა:

ინტრიგანო!

– რაო, შავგვრემანო?

ახლა ჩემი მისაღები ოთახის დივანზე ჩემს ყოფილ ქმარს სძინავს

– მერე?

მადლობა!

– არაფრის

ვინ ხარ? სად გნახო? ახლავე მითხარი!!!

ეს რამ მოგაფიქრებინა?.. რა გამაკეთებინე?

– სიგიჟეების ჩადენაზე შენ ოცნებობდი, მე მხოლოდ დაგეხმარე… ცოტა

შემხვდი!

– უნდა გამოიცნო, სად ვარ… ორ ვარიანტს გეტყვი, ერთ-ერთი ლოკაცია იქნება სწორი…

რას მეთამაშები, მითხარი პირდაპირ

ნინიმ გააცნობიერა, რაც მისწერა და გაეცინა.

კაი, ვითამაშოთ! თუ ესაა მხოლოდ ერთადერთი გზა, შენი ნახვისგამოუშვი ვარიანტები!

– ორი გვირაბია. ერთი უბრალოდ ბნელი… ფარანი ხელში გიჭირავს. – მეორე გვირაბი
განათებულია, ოღონდ საეჭვოდ…

ეგ რას ნიშნავს?

– იქაური აურა და სინათლის ინტენსივობა გიტოვებს შეგრძნებას, რომ რაღაც საფრთხე გელის…

და შენ ამ ორიდან ერთერთში ხარ?

– კი

საეჭვო! შენ სხვაგან რა გინდა

– დარწმუნებული ხარ?

კი

– ნახევარ საათში მძღოლი მოგაკითხავს! კოდურ სიტყვას ეტყვი და ის მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. გვირაბში მარტო შეხვალ!

– კაი…

ნახევარ საათში ნინი უკვე მანქანაში ჯდებოდა. გზაში მძღოლთან გამოლაპარაკება სცადა, მაგრამ ამაოდ… დამუნჯებული იჯდა და მანქანა მიჰყავდა სადღაც…

მინდორში გადაუხვიეს და შენობის ნანგრევებთან მივიდნენ. ბიჭმა ლუქი მოძებნა, ბოქლომი მოხსნა და გააღო.

ბოქლომი მე მომეცი! – უთხრა ნინიმ.

– რისთვის?

იმისთვის, რომ გარედან არ ჩამკეტო!

– კაი… აჰაა! – ბიჭმა წინააღმდეგობა აღარ გაუწია და ბოქლომი გაუწოდა. ნინიმ ბოქლომი ქურთუკის ჯიბეში ჩაიდო და კიბეებზე დაეშვა.

დერეფანს ფრთხილად მიუყვებოდა და ყველა კარს სათითაოდ სინჯავდა. მხოლოდ ოთხი მათგანი იყო ღია. მესამე ოთახში რკინის მაგიდა იდგა, რომელზეც ვერცხლის მედალიონი იდო – თვალის ფორმის სიმბოლო, რომელსაც ცენტრში ჩაღრმავება ჰქონდა.

ნინიმ მედალიონი ჯიბეში ჩაიდო და კედელზე დახატულ სიმბოლოს მოჰკრა თვალი… თვალში ჩასმული ხელი და იმ ხელში კიდევ პატარა თვალი…

რომ გამობრუნდა, ფეხი რაღაცას დაადგა… ძირს სურათი ეგდო. ნინი დაიხარა და ფოტო ხელში აიღო. სურათზე ახალგაზრდა გოგო და ბიჭი იყვნენ, როგორც ჩანს, ცოლ-ქმარი და შუაში მათი შვილი… გოგო ლამაზი იყო, – ქერა. ნინი ბიჭს დააკვირდა და ვიდეოში ნანახი ტიპი ამოიცნო, რომელიც ნიკას ახალ ცოლს ეკურკურებოდა.

ფოტოს უკანა მხარეს ეწერა: – “ბორჯომი, 14/07/2011. – მე, საბა და ლუკა“…

ნინიმ სურათი ჯინსის უკანა ჯიბეში ჩაიდო და ბოლო, მეოთხე ოთახისკენ დაიძრა. თან ფიქრობდა, რომ სურათი ტრიქსტერმა დაუტოვა, მაგრამ რისთვის?..

მეოთხე ოთახში ფურცელი იპოვა. ზედ უცნაური სიმბოლოები იყო გამოსახული.

კედელზე ეწერა: “თუ ამ ნაწერს კითხულობ, ესე იგი, არ შეგეშინდა და ბოლომდე მოხვედი, რაც იმას ნიშნავს, რომ შენ მედალიონი და მანუსკრიპტი იპოვე!”

Trickster

მანუსკრიპტი (თავი მეცამეტე)

 

სალი თავის საწოლში იყო წამომჯდარი და ხელში მანუსკრიპტი ეჭირა. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, – ღამის სამი საათი.

მედალიონი ტუმბოზე იდო. მან სახლში მისვლისთანავე მისწერა ტრიქსტერს, მაგრამ პასუხი არ მოსვლია.

მანუსკრიპტი ძველებურს ჰგავდა. ზედ შავი ფერის სხვადასხვა სიმბოლო იყო გამოსახული: სამი გოგო, მზე, კიბე, ცეცხლი, ნალი, რაინდი, ფოთოლზე ჭია, მონეტა და ხელის ანაბეჭდი. სულ ცხრა სიმბოლო იყო. ფურცელი ხაზით იყო გაყოფილი და მარჯვნივ რუკის პატარა ნაწილი ეხატა…

სალი სიმბოლოებს აკვირდებოდა, მაგრამ ვერაფრით მიხვდა, რა უნდა გაეგო აქედან. ვერც ერთმანეთთან აკავშირებდა მათ…

რუკა, სავარაუდოდ, რაღაც ადგილზე მიანიშნებდა, ხოლო ეს სიმბოლოები, შესაძლებელია, მისი ადგილმდებარეობის განმსაზღვრელი ყოფილიყო…

მაგალითად, მზე შეიძლება დღეს ნიშნავდეს, ნალი, დავუშვათ, იპოდრომს… კიბე – სადღაც ასასვლელს, მაგრამ დანარჩენი სიმბოლოები არ აღუძრავდა სალის ისეთ ასოციაციებს, რომ რაიმე აზრი გამოეტანა.

ამ ფიქრებში ჩაეძინა და დილით თერთმეტ საათზე გაახილა თვალი. როგორც ჩანს, მაღვიძარას ხმაც ვერ გაიგო და ლუკას სკოლა გააცდენინა.

აბრეშუმის ხალათი მოიცვა და ბავშვის ოთახს მიაშურა. ლუკას ჯერ კიდევ ეძინა. სალი სამზარეულოში გავიდა, რომ ყავა აედუღებინა. მეორე ღამეა, რაც საბა სახლში არ ათევს ღამეს, მაგრამ სალის ნაკლებად ანაღვლებდა მისი ადგილსამყოფელი. მას ახლა უფრო მნიშვნელოვანი საფიქრალი ჰქონდა, – მანუსკრიპტის გაშიფვრა.

ის იყო, ყავა უნდა დაელია, რომ კარზე ზარი დარეკეს. – საბა იყო.

სალ, საქმე მაქვს შენთან!

– მოდი…

ორივენი ოთახში შევიდნენ.

– ხმადაბლა ილაპარაკე, ბავშვს სძინავს!

სკოლაში არ უნდა იყოს ახლა?

– ჰო, მაგრამ დამეძინა და…

როდის აქეთ? შენბუძილნიკიცარ გჭირდებოდა არასოდეს, ისე იღვიძებდი.

– როდის აქეთ და ამას იქით აქეთ! – რა დროს ეგ არის, მითხარი, რაც უნდა მითხრა. ყავა თუ გინდა დაისხი, – ცხელია!

მისმინე! გუშინ მეგიმ დამირეკა

– და მე უნდა ჩამაბარო მოხსენება? ბილიარდსაც ითამაშებდით თქვენ… ეჭვი მაქვს! ჯიბისას თუ რასაც ეძახიან…

არა გოგო, ჯიბის ბილიარდს სხვა რაღაცას ეძახიანარსად არ თქვა ეგ! სირცხვილიათან, არაა ეგრე საქმე, შენ რო წარმოიდგინე რაღაცეები

– თავბრუ უნდა დამახვიო ახლა ტყუილებით?

მათქმევინე!

– ვინ გაჩუმებს?

მეგი საშინელ დღეშია!

– საბრალო! ხომ არ მივიდე და დავუყვავო?

ტიროდა

– ჩემი სიკვდილი…

სალომე! მისმინეირონია ბოლოსთვის შემოინახე, თორე ამევსო მოთმინების ფიალა!

– ფიალა შენ ჩემი იკითხე…

ვიციმერე მითხარი, მოკლედმთხოვა, რომ მის ქმარს შევხვდე და ავუხსნა, რომ

– ბილიარდს რომ ეთამაშებოდი მის საცოლეს აგზნებული და უკანალზე ხელსაც უცაცუნებდი, ეს ის არ იყო, რაც მან იფიქრა?..

შეუძლებელია შენთან ლაპარაკი!

– რაც გინდა, ის ქენი, მე რას მითანხმებ? ვერ გავიგე…

რას და მეგი თანახმაა, შეგხვდეს და დაგელაპარაკოსყველაფერს პირადად აგიხსნის

– რა პატივია! ყელამდე ვარ მისი პატივისცემით… მაგრამ ეს არაფერში არ მჭირდება, რომეო!

მშორდები?

– რა ვიცი მე…

ლუკა?

– ლუკაზე მაშინ გეფიქრა, საღალატოდ რო მიდიოდი… ახლა არ შემიძლია ამ თემის განხილვა, თავზე მაყრია სამუშაო!

ტორტები?

– არა, ტორტებში აღარ ვარ…

აბა, სადა ხარ?

– ახლა უკვე ინტელექტუალური სამუშაო მაქვს!

ვაა, ვააქაჩალი თავს არ მოიფხანს და თუ მოიფხანს, სულ დაიგლიჯავსო, – ეგრეა შენი საქმე!

– შენს ქაჩალ თავს მიხედე, გირჩევნია!

გამოცოცხლება დაგეტყო, რაშია საქმე?..

– მკვდარი როდის ვიყავი?

ჯობია წავიდერო დაწყნარდები, მერე მოვალ, ჯობია!

საბა წავიდა. სალიმ ლუკა ასაუზმა და კომპიუტერი ჩართო. ტრიქსტერს მოუწერია.

დილა მშვიდობისა, ქერა თავს როგორ გრძნობ?

– ნაღალატევი ცოლივით… იმ მანუსკრიპტს ვერაფერი გავუგე! გუშინ იქამდე ვფიქრობდი, სანამ ჩემმა ტვინმა პროტესტი არ გამომიცხადა და თავისით არ გააკეთა “shut down“-ი…

ვერ დამელოდე? ეგრე ვერაფერს ვერ გაიგებდი

– რა უნდა გავაკეთო?

წიგნების მაღაზიაში უნდა მიხვიდე და ნოველა იპოვო. ეგ ნოველა მანუსკრიპტის გასაღებია. მის გარეშე ვერ გაშიფრავ!

– რა ნოველაა?

– ამხელა წიგნების მაღაზიაში ერთი ნოველა უნდა ვეძებო? დამცინი?

სრულებითაც არა! ვიცი, იპოვი!

– ერთი მინიშნება მაინც მომეცი…

ერთს მოგცემ, – ნოველა არ დევს თაროზეარსად არ დევს

– დამცინი!

არა

– არ დევს რას ნიშნავს, აბა, ჩამოკიდებულია?

არ ვიცი

– რომელი მაღაზიაა?

მოგწერ!

სალიმ ტრიქსტერის მიერ მოწერილი მისამართი ამოიწერა და აღნიშნულ მისამართზე ლუკასთან ერთად წავიდა.

წიგნების მაღაზია ვიწრო და გრძელი იყო, იქაურობა ერთიანად გადაწიგნებული, დახლები და თაროები სავსე.

ხომ არ დაგეხმაროთ? – ჰკითხა კონსულტანტმა გოგონამ და გაღიმებული სალის მიუახლოვდა.

– რაღაც ნოველას ვეძებ…

ავტორი?

– არ ვიცი… არც ავტორი ვიცი და არც სათაური… მხოლოდ ის ვიცი, რომ არსად არ დევს!

კონსულტანტს უცებ სახეზე ღიმილი გაუქრა და ნირწამხდარი შეტრიალდა.

სალიმ ძებნა განაგრძო. ყველაფერს ათვალიერებდა… ლუკა უკან დაყვებოდა დედას…

ლუკა, ეძებე ისეთი რაღაცა, რაც არ დევს!

საბოლოოდ, ნოველა ლუკამ იპოვა. სალიმ ნოველა ვერ წამოიღო, რადგან არ იყიდებოდა. გადაწერაში დრო რომ არ დაეკარგა, თავისი ახალი ციფრული ფოტოაპარატით სურათი გადაუღო და წამოვიდა.

იქვე ახლოს სალის ერთადერთი დაქალი ცხოვრობდა და გადაწყვიტა, მასთან შეევლო. თიკომ ჯერ არ იცოდა მისი და საბას ამბავი… სალი მოუყვა, რომ საბას საყვარელი ჰყავს, მაგრამ დავალება და იდუმალი უცნობი, რომელიც ინტერნეტში გაიცნო, არ უხსენებია.

ეგრე გითხრა? შენთან ლაპარაკი უნდაო?.. ნეტა რა ნამუსით უნდა შემოგხედოს თვალებში! – გაბრაზდა თიკო.

სალი ჩაფიქრდა. ტრიქსტერმა ტყუილად არ გააგზავნა იმ ქორწილში… ის გოგო ალბათ რაღაცას წარმოადგენს მისთვის, რომ ამხელა ქორწილის ჩაშლა გაბედა… აქ მხოლოდ სალი არ არის შუაში… მას ხომ შეეძლო, ისე ენახებინა სალისთვის ის კადრები, რომ ქორწილი არ ჩაეშალა? – რა ხელს აძლევს სალის, იმ გოგოს ქორწილი შედგებოდა თუ არა…

სალი მიხვდა, რომ ქორწილის ჩაშლა იყო ტრიქსტერის მთავარი მიზანი და არა სალი…

თიკ, ცოტა ხნით დაიტოვებ ლუკას? იმ გოგოს უნდა შევხვდე!

– გაგიჟდი? თავი არ დაიმცირო!

არა, არასხვა რაღაც უნდა გავარკვიო

– ლუკას დავიტოვებ, აბა, რას ვიზამ, მაგრამ არ მგონია, ეს კარგი აზრი იყოს…

სალიმ მაშინვე მობილურზე გადაურეკა საბას და მეგისთან შეხვედრის დრო და ადგილი შეათანხმებინა… ის კაფე დაუსახელა, სადაც ტორტი აარჩევინა.

ამჯერად მეგი მივიდა პირველი. ყავა შეუკვეთა და სალის დაუწყო ლოდინი. მალევე კაფეში ნაცნობი ტორტების კომპანიის მენეჯერი შემოვიდა და პირდაპირ მისკენ გამოემართა.

მოკლედ, შენი ახსნაგანმარტების მოსმენა ნაკლებად მაინტერესებსახლა სხვა რაღაც უნდა გკითხო… – მტრები გყაავს? – შესავლის გარეშე დაიწყო სალიმ. მეგი გაოგნებული მისჩერებოდა. როგორც იქნა სიტყვის დაძვრა მოახერხა.

– შენ?.. შენ ხარ საბას ცოლი?..

უი, სულ დამავიწყდა, რომ არ იციკი, მე ვარ!

– ანუ შენ და ჩემი ქმრის ყოფილი ცოლი შეკრულები ხართ?.. შენ ტორტზე იზრუნე, იმან ბუს კვერცხებზე…

არ მესმის, რაზე ლაპარაკობ

– შენ ხომ მოხვედი ჩემს ქორწილში? დაგინახე… ტორტიც ძალიან კარგად მახსოვს… თქვენი კომპანიის სახელი კი გაამართლა, – კრეატიული იყო, მაგრამ… როდის ყოფილა, მენეჯერები ტორტებს უკან დაჰყვებოდნენ და ვიდეოებს იღებდნენ? – შენ და ნინიმ ერთად დაგეგმეთ ყველაფერი… როგორ ვერ მივხვდი…

ვინ არის ნინი? მართლა არ მესმის, რაზე ლაპარაკობ! შენ რომ შეგხვდი, ის ჩემი პირველი დღე იყო სამსახურში… – შენ ვისთან გგონივარ შეკრული?

– ვინც ბუს კვერცხები მომართვა ქორწილის ღამეს… ჩემი ქმრის ყოფილ ცოლთან…

სალი დაფიქრდა. შეიძლება ტრიქსტერმა სალის მსგავსად დაავალა ვიღაცას პატარძლისთვის ბუს კვერცხების მიტანა… თუ ასეა, მაშინ მეგის ქმრის ყოფილი ცოლიც მოთამაშე გამოდის… პროექტის ერთ-ერთი მონაწილე…

მე არავისთან არ შემიკრავს პირი! – რა ჰქვია იმ გოგოს?

– რა ვიცი, უკვე აღარაფერი არ ვიცი… ამერია ყველაფერი ტვინში…

მეგიმ სახეზე ხელები აიფარა… დაბნეული და განადგურებული იყო.

რა ჰქვიამეთქი იმ გოგოს?

– ნინი ჰქვია…

შეგიძლია მაგ ნინის კოორდინატები მითხრა?..

– არ ვიცი, მაგრამ შემიძლია გავიგო…

ჩემს ნომერს დაგიწერ და როგორც კი გაიგებ, მაშინვე დამირეკეახლა ის მითხარი, ვის შეიძლებოდა შენთვის ასეთი რამ გაეკეთებინა?

მეგი დაფიქრდა. არის ერთი ადამიანი, ვისაც არ ვეხატები გულზე… მაგრამ მე აქ ჩემზე და საბაზე სალაპარაკოდ მოვედი…

ვიცი, რასაც ილაპარაკებ და მეზარება მოსმენა! შეგიძლია იმ ადამიანის ვინაობა მითხრა?

– შენ ეს რაში გჭირდება? ვერაფრით ვხვდები…

მე ჩემი ინტერესი მაქვს! ტორტების კომპანიას უკავშირდება

– ერთ ტიპს ვხვდებოდი ადრე… ახლო ურთიერთობა გვქონდა, მერე გადამიყვარდა და დავშორდი… უხეშად კი მომივიდა. უცებ გავწყვიტე ურთიერთობა და არც არაფერი ავუხსენი… საშინლად იყო გამწარებული და მემუქრებოდა!

ვინ არის?

– რეზი ჰქვია! რეზი კვესელავა… მრბოლელია…

აქ დამიწერე მისი ნომერი

– ნომერი არ მაქვს, მაგრამ რუსთავში რბოლები რო იმართება ხოლმე, ყოველთვის მონაწილეობს…

ეს ამბავი რაღაცნაირად შენც გიკავშირდება, არა? როგორც მივხვდი…

სწორედ მაგის გარკვევას ვცდილობ! კარგიწავედი და იმ გოგოს საკონტაქტო ინფოს რომ გაიგებ, დამირეკე! ისე, ცოლიან კაცებთან ჩალიჩს არანაირად არ ვამართლებ, სხვას ალბათ გაუხარდებოდა, რაც დაგემართამაგრამ მე შენი ბოდიშები არაფერში მჭირდება! შენ არაფერს გაბრალებმე ქმარი დიდი ხნის წინ დავკარგე… – მშვიდობით!

სალიმ კაფე დატოვა და ქუჩაში გამოვიდა.

– “შეიძლება ის ტიპი იყოს ტრიქსტერი… უნდა შევამოწმო! ესე იგი, მრბოლელი – რეზი კვესელავა…

ცხრა სიმბოლო (თავი მეთოთხმეტე)

 

მიამ გვირაბი მშვიდობით დატოვა და მანქანასთან დაბრუნდა. მძღოლი სიგარეტს ეწეოდა.
– იპოვე, რაც უნდა გეპოვა?

კივიპოვე, მაგრამ არ ვიცი, გავუგებ თუ არა თავს და ბოლოს

მძღოლმა გაუღიმა, სიგარეტი გადააგდო და მანქანის კარი გამოაღო. მიაც ჩაჯდა. ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იდგა.

დიდი ხანია, მასთან მუშაობ? – ვერ მოითმინა მიამ და ბიჭს კითხვა დაუსვა. მძღოლმა სარკიდან გამოხედა და გაიღიმა. ახალგაზრდა იყო. წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ძალიან სიმპათიური იყო. განსაკუთრებით, ღიმილი ჰქონდა ძალიან საყვარელი.

ვიცი, რომ აკრძალული გაქვს ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვერ ვითმენ, რომ სულ არაფერი გკითხო

– არა უშავს… მესმის შენი! სხვა ვითარებაში რომ შევხვედროდით, ალბათ ბევრს ვილაპარაკებდით.

უთხრა ბიჭმა და ისევ გაიღიმა.

მია სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნდა. მშობლები შეშფოთებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მობილურზე ურეკავდნენ, მაგრამ გვირაბში ყოფნის დროს ქსელი მიუწვდომელი იყო.

ახსნა-განმარტებების მერე მია თავის ოთახში შეიკეტა და მანუსკრიპტი გაშალა. ზედ ცხრა სიმბოლო იყო გამოსახული. რუკის ნაწილს კარგად დააკვირდა… დაახლოებით მიხვდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილი, მაგრამ სიმბოლოები ამ ადგილთან ვერ დააკავშირა…

ფისო, აქ ხარ? – მისწერა ტრიქსტერს.

– კი! – გავიგე, წარმატებით შეგისრულებია მისია! გილოცავ

მადლობა მედალიონს რა ვუყო?

– ჩამოიკიდე და სულ თან გქონდეს. დღეიდან შენი თილისმა იქნება… რაც შეეხება მანუსკრიპტს, ხვალ მიხვალ წიგნების მაღაზიაში. მისამართს მოგვიანებით მოგწერ… მოკლედ, ნოველა უნდა იპოვო!

რა ნოველა?

– ნოველა, რომელიც არ დევს და არ იყიდება!

სერიოზულად? ეგ რომ ვთქვა, ხომ დამცინებენ

– შენ თვითონაც იპოვი! სხვისი დახმარების გარეშე. ნოველა დაგეხმარება მანუსკრიპტის გაშიფვრაში და კიდევ რაღაცაში…

სად მომიწევს წასვლა?

– მაგას ნოველიდან გაიგებ!

გვირაბში მოგზაურობა საინტერესო იყო განსაკუთრებით, შუა ნაწილში, როცა ფარანი ჩაქრა. შენი სიურპრიზი მოსალოდნელი იყო ჩემთვის

-არ შევმცდარვარ შენში! ეგ წინდახედულობა ყოველთვის გამოგადგება! ახლა დაისვენე ძილი ნებისა, წითურო

ძილი ნებისა, კატა!

მიას მალე დაეძინა. დილით ისაუზმა თუ არა, იმ წიგნების მაღაზიაში გავარდა, რომელიც ტრიქსტერმა მისწერა. თაროებისთვის არც შეუხედავს, ცარიელ ადგილებს დაუწყო ძებნა. ნოველა იპოვა, – პატარა იყო. თავის ბლოკნოტში გადაიწერა და სახლში დაბრუნდა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, – პრინციპს ადვილად მიხვდა.

აქ ხარ?.. მივხვდი, რა ადგილზეა საუბარი

– ძალიან კარგი კვირას, სამ საათზე წახვალ და მაგ ცხრა სიმბოლოს მოძებნი. პრაქტიკულად ჩაიცვი. სასურველია, ფარანიც წაიღო. ბლოკნოტი და კალამიც დაგჭირდება. სიმბოლოებს რომ იპოვი, მერე მიხვდები, რაც უნდა გააკეთო.

მგონი, უკვე მივხვდი, გამუქებულ სიტყვასაც დავაკვირდი

– კარგია! მე რამდენიმე დღით მივდივარ ქვეყნიდან და არ ვიქნები! ორშაბათს დავბრუნდები და შენს ამბავს გავიგებ… აბა, წარმატებები, წითურო ჰო, მართლა! – შენი ანგარიშის ნომერი მომწერე, სანამ ახალ სამსახურს არ იშოვი, ფულს ჩაგირიცხავ ხოლმე…

კარგი, მოგწერშენ სულ ასეთი კეთილი ხარ?

ასე გჭირდება, ალბათ ისეთ აზარტში შევედი, რომ ალბათ სანამ არ გიპოვი, ვეღარ გავჩერდები

– სიამოვნებით წარვსდგები შენს წინაშე ფინალში, წითელთმიანო

მიამ ლეპტოპი დახურა და დაფიქრდა. იმდენად უნდოდა, ტრიქსტერის ვინაობა გაეგო, რომ თავს ძლივს ერეოდა… რომ ვერ მოისვენა, სოფოს დაურეკა და თეატრის ამბები ჰკითხა.

გოგო, ჩემს გულში იჯექი? ახლა უნდა დამერეკა, დაჟე ტელეფონი ავიღე

– მართლა? რა უცნაურია… როგორ ხარ?

კარგად! არ გინდა, სადმე დავსხდეთ ცოტა ხნით? რაღაც უნდა მოგიყვეეთომ სულ გაუბერა!

– კიი, როგორ არა! ჩვენს კაფეში მოვალ. რამდენ ხანში იქნები შენ მანდ?

ორმოცი წუთი მეყოფა!

– ოკს… ორმოც წუთში იქ ვარ!

კაფეში ბევრი ხალხი იყო. მიამ და სოფომ თავისუფალი ადგილი ძლივს იპოვეს და დასხდნენ.

რა ხდება, აბა, თეატრშიმაინტერესებსკიდე ვერ მოვიდა გონზეე?

– რა მოვიდა? – უარეს დღეშია! – დარწმუნებულია, რომ ის ვიღაც შავგვრემანი გოგო შენ მიუგზავნე, არარსებული ფირმიდან… ეს კიდე არაფერი, თავისი ყოფილი შეყვარებულის საყვარლობასაც გაბრალებს!

მიას ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა.

მეე? საყვარლობას?..

– აბაა! – გახსოვს, რომ თქვა, გავიგებ, ვის სახელზეა ის ბინაო თუ რაღაც… სადაც ვითომ მაგისი თევზი წაიღეს…

ჰო

– ის ბინა იმ თავის ყოფილ შეყვარებულს გაუქირავებია!

მერე?

– რა მერე? დააკავშირა ეს ყველაფერი ერთმანეთთან… ვითომ შენ და იმ ტიპმა ერთად მოიფიქრეთ თევზის მოპარვა და ის გოგო გარიეთ… იმ გოგოს არც ეძებს, – ეგ “ისპალნიტელი” იყო და არ მაინტერესებსო…

და ის ბიჭი ვინ არისო?

– ვიღაც მრბოლელია… რა ვიცი…

საინტერესოა

– რა არის გოგო საინტერესო?

იქნებ მართლა გაუჩალიჩა იმ ბიჭმა ეგ ამბავი? რა იცი? თუ ყოფილი შეყვარებულია, ეცოდინებოდა მაგისი დაქნეული თავის და თევზდამოკიდებულების ამბავი

– ჰო, რავი… შეიძლება! მეც არ მგონია მთლად გიჟი ეთო…

ერთი ჰკითხე იმ ბიჭის სახელი და გვარი მერე, ოღონდ ტექნიკურად შეაპარე

– რაში გაინტერესებს? – სახელი კი მახსოვს! – მგონი, რეზი ახსენა… გვარი არ უთქვამს. რუსთავში გონკაობსო…

უი, მე მყავს ერთი ნაცნობი, მანდ გამოდის ხოლმე შეჯიბრებებშივკითხო ერთი

– თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი!

მია და სოფო კიდევ ცოტა ხანს ისხდნენ კაფეში. კვირამდე მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. კვირას, 3-ის ნახევარზე მიას ნაცნობმა მძღოლმა მოაკითხა და დანიშნულების ადგილზე წაიყვანა.

შენობა უზარმაზარი და ძველი იყო. დიდი დარბაზები ერთმანეთში ლაბირინთებივით გადიოდა… ტრიქსტერის ხელის და თვალის სიმბოლო რომ არა, მია ალბათ დაიკარგებოდა კიდეც შიგნით.

მიმართულების მაჩვენებლებს მიყვებოდა და სიმბოლოებს ეძებდა. ყველაფერი დანგრეული იყო.

სპეციალურად არჩევს ასეთ ადგილებს“… – გაიფიქრა მიამ და გზა განაგრძო. ოდნავ შიშმაც შეიპყრო.

მია დადიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა. გზადაგზა სიმბოლოებს პოულობდა, რომლებიც შენობაში იყო მიმოფანტული…

მინიშნებები მხოლოდ შენობის მარცხენა ფლიგელში იყო. მიამ 8 სიმბოლო იპოვა, მეცხრეს მოძებნა გაუჭირდა, მაგრამ იქამდე არ დატოვა შენობა, სანამ ისიც არ იპოვა.

ნოველის მიხედვით, შემდეგი მინიშნებაც გამოიცნო და რაღაც ამოიკითხა. მოულოდნელობისაგან სიცილი აუტყდა. ამდენი იმისთვის იარა და ეძება, რომ ისევ იმასთან მისულიყო, რაც ისედაც ახლოს იყო მასთან?..

მიამ ფანჯრიდან გადმოიხედა. მძღოლს მანქანა დაეკეტა, როგორც ჩანს, ისიც შენობაში შემოვიდა.

მია მის მოსაძებნად გაემართა…

ყოფილი ქმრის მეორე ცოლი შენს სამსახურში (თავი მეთხუთმეტე)

 

– შენ კიდევ აქ ხარ? – ჰკითხა სახლში დაბრუნებულმა ნინიმ ყოფილ ქმარს, რომელსაც მისი პირსახოცის ხალათი შემოეცვა…. როგორც ჩანს, იბანავა.
– აბა, სად ვიქნები? სადღაც წახვედი, დაიკარგე და თან გარედან ჩამკეტე…
უი, სულ დამავიწყდა, გასაღები რომ არ გქონდა, სორი..

– არა, რა სორი… მაინც ვერ წავიდოდი ვერსად!

ვითომ რატომ?

– ჩემს ბინაში ის ქალბატონია… მე კიდე მაგის დანახვა არ მინდა!

ის ბინა იყიდე?.. არ ვიცოდი, შენი თუ იყო

– ჰო, ვიყიდე… ძველი გავყიდე და დავამატე ცოტა. ისე, რა არის გოგო, საჭმელი რომ არ გაქვს სახლში… მოვკვდი მშიერი, ტოო…

მოიცა, კვერცხს შევწვავ, მეც მშია

– გაასწორებს… იმედია, ბუს კვერცხებს არ მაჭმევ!

არა, არა… – ქათმისაა! – გაეცინა ნინის და სამზარეულოში გავიდა.

– რას ვიფიქრებდი, საკუთარი ქორწილის მეორე დღეს თუ შემწვარ კვერცხს შევჭამდი… ისედაც სულ შემწვარ კვერცხებს არა ვჭამ? – კარმაა, მაგის დედაც…

ნინი კვერცხს წვავდა და ნიკას ხმა მისაღები ოთახიდან ესმოდა.

– ეს რა არის, ტოო?..

რა?

– ეს ზებუნებრივი რაღაცები… რად გინდა? სიმბოლიკით დაინტერესდი?

აა, ეგ? – მანუსკრიპტია! უნდა გავშიფრო

ნიკა სამზარეულოში შევიდა. ნინის მოკლე ხალათიდან ბანჯგვლიანი ფეხები უჩანდა და ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ხელში ფურცელი ეკავა.

შენ ტყუილად იყურები შიგ, ეგ მაღალი ინტელექტისთვისაა გათვლილი!

– რატო ვითომ? გინდა გაგიშიფრო წამებში?

მიდი, აბა!

ნიკა სკამზე ჩამოჯდა, სიგარეტს მოუკიდა და სერიოზული სახით დააკვირდა ფურცელს.

– ე.ი. ეს მოედანია, რუკის ნაწილი… მზე, ალბათ, ზაფხული ან დღე იქნება… კიბე – ან ასასვლელი იქნება, ან ჩამოსასვლელი…

კაი კაცო, არ გამაგიჟო! – მართლაა?

– დამაცადე! ეს სამი გოგო ტრასის მეძავები არიან ვითოომ?..

დღემდე სულ მიკვირს და ახსნა ვერ მოვუძებნე, რატომ შემიყვარდი?..

– რა რატო, გოგო? რატომ არ უნდა შეგყვარებოდი, ერთი ის მითხარი!

მაგ მიზეზების ჩამოთვლა რო დავიწყო, დღეს ვერ მოვრჩები. მე კიდე მანუსკრიპტი მაქვს გასაშიფრიშენ ის მითხარი, საერთოდ რას აპირებ? აქ ხომ არ იჯდები სულ?

– თუ გიშლი, წავალ…

ეს სიტყვები რომ წარმოთქვა, ნინიმ მის სახეზე ნაცნობი გამომეტყველება შეამჩნია. – “შრეკში” რომ კატაა – ისეთი.

მე არ მიშლი, მაგრამან ტანსაცმელი არ გინდა, ან რამეე?.. თუ ჩემი საცვლების ჩაცმასაც აპირებ?

– ვასკას ვთხოვ, გამომიტანოს რაღაცები… შენ მაინც არ მეუბნები სიმართლეს?

რა სიმართლეს?

– ქორწილი რატო ჩაშალე…

არ ჩამიშლიამეთქი, გითხარი უკვევიღაცამ სპეციალურად გააჩალიჩა! გავიგებ სიმართლეს! შენ იმ ტიპის კოორდინატები დამიდგინე ერთი

– ვისი? იმ პეტუხის?

ჰო

ნინიმ ჯიბიდან სურათი ამოიღო და ნიკას გაუწოდა.

ეს ტიპია ნამდვილად თუ მეშლება?

– ეე… საიდან გააძრე ესა? შენ აღარ ხუმრობ, ხო იცი… – ეგაა, რა დამავიწყებს მაგის როჟას! რა ნაშა ცოლი ყოლია, ხედავ შენ?..

ჰოდა, მაგ გოგოს ნახვა მინდა, – უნდა გავიცნო!

– მეც გამაცანი მერე…

აბა, ახლა! რა შუაშია ის გოგო, დაუნი ქმარი თუ ჰყავს?

– ეჭვიანობ, გვრიტო? – გაიღიმა ნიკამ და სახეზე კმაყოფილება გამოეხატა.

გვრიტი არა, კოლიბრი! – მიდი, მიდიჭამე ეგ კვერცხი და დამანებე თავი.

ვახშმის შემდეგ ნიკამ ჩაიცვა და ვასკასთან წავიდა. ნინიმ დრო იხელთა და კომპიუტერი ჩართო.

ინტრიგანო

– გისმენ, შავტუხა

რა მიმართულებით ვიფიქრო?

– მარჯვნიდან მარცხნივ იფიქრე… ან პირიქით…

კაი ახლა

– წიგნების მაღაზიაში უნდა მიხვიდე! იქ პატარა ნოველას ნახავ, რომელიც დაგეხმარება გაშიფვრაში… ოღონდ ნოველას ავტორი არ ჰყავს, არ იყიდება და არსად არ დევს!

აჰა.. გაკრულია რაღაცრომელი მაღაზიაა?

ტრიქსტერმა მისამართი მისწერა. ნინიმ დრო აღარ დაკარგა და წიგნების მაღაზიაში გაიქცა. სულზე მიუსწრო, – იკეტებოდა. ნოველა იპოვა და მანუსკრიპტი მანქანაშივე გაშიფრა. კვირამდე კიდევ ორი დღე იყო დარჩენილი.

ნინიმ გადაწყვიტა, ბარემ მამა და ბებია მოენახულებინა და მათთანაც შეიარა.
საღამოს ცხრა საათი ხდებოდა, როდესაც მობილურზე უცნობი ნომრიდან ვიღაცამ დაურეკა. – მეგი აღმოჩნდა. გაბზარული ხმა ჰქონდა, მაგრამ მშვიდად საუბრობდა… ნინის შეხვედრა სთხოვა.

ნახევარ საათში ნინი ისევ იმ მისამართზე მივიდა, სადაც ბუს კვერცხები მიიტანა და კარზე ხელმეორედ დარეკა ზარი.

ნაცნობმა პატარძალმა გაუღო და უხალისოდ შეიპატიჟა.

ყავას დალევ?

– არა, იყოს… – ნინი დივანზე ჩამოჯდა და ჩანთა ძირს დადო.

მისმინე… რაღაც ძალიან დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და მინდა, რომ გავერკვეთ…

შენც იმას მეტყვი, რომ არავითარ ქერა გოგოს არ იცნობ?

– ქერა გოგოს?

მე შეკრულები მეგონეთშენ და საბას ცოლი

საბას ცოლსაც იცნობ?

ქორწილამდე ტორტების კომპანიიდან დამირეკეს და ფასდაკლებით შემომთავაზეს ტორტიმერე მენეჯერს შევხვდი კაფეში, – ქერა გოგო იყოტორტი ამარჩევინა. ქორწილში, როცა ის ვიდეო გაუშვეს, ქერაც იქ იყო და მანაც დაინახა ყველაფერი

მერე?

ვიდეო რომ დასრულდა, ტორტი შემოიტანეს, სადაც პატარძლის ფიგურას თოკი ეჭირა ხელში, რომელზეც ნეფე იყო ძაღლივით გამობმული

ნინიმ თავი ვერ შეიკავა და ხმამაღლა გაიცინა.

ვაი, მაპატიე…

ქერამ კამერა ამოიღო და გადაიღოღამით, შენ რომ ის ყუთი მომართვივიფიქრე, რომ ორივე ერთად მოქმედებდით

– რაც შეეხება ყუთს, მართლა აზრზე არ ვიყავი, შიგნით რა იდო და ვისთან მიმქონდა… უბრალოდ, გადამიხადეს და მეც გავაკეთე… ვიცი, დაუჯერებელია, მაგრამ…

შეიძლება მართალი ხარ! ქერაც იგივეს ამტკიცებდა, რომ რაღაც გაუგებრობაში მოხვდათუმცა, რაღაც მიზეზით არაფერი არ მოყვა

“ქერა ნამდვილად მოთამაშეა!” – გაიფიქრა ნინიმ და გული აუჩქარდა.

– მაგ გოგოს ტელეფონი ხომ არ გაქვს?

კი, მაქვს

– მომეცი და ვეცდები, გავარკვიო რამე…

ნიკასი ხო არაფერი გაგიგია? სადაა?

– აა… ის… არაა… აზრზე არ ვარ!

თუ რამეს გაიგებ, მეც შემატყობინე, კაი? ვიცი, არასწორად მოვიქეცი, მაგრამ

– ცოტა აცადე და მერე გაარკვევთ ყველაფერს, ალბათ…

შენ რეზის იცნობ?

– ვინაა რეზი?

რეზი კვესელავა! – მრბოლელიარატომღაც მგონია, რომ ეგ უნდა იყოს კავშირში ამ ყველაფერთან

– მართლა?.. და სად ვნახო ეგ რეზი?..

რუსთავში თუ გამოიჭერ, იქ გონკაობსტელეფონი აღარ მაქვსნომერი გამოიცვალა. ადრე ვხვდებოდი დამერე რაღაც მოხდა, არ მინდა ახლა ამაზე ლაპარაკი...

– კაი… თუ რამე გავიგე, შეგატყობინებ და შენც თუ გაიგე, შენც დამირეკე, ოკეი?

კაი

ნინი მეგის სახლიდან წამოვიდა. სალის ნომერი მობილურში შეიტანა… მთელი ღამე ფიქრობდა, ცდილობდა, ქორწილის ამბავი, თავისი თავი, მეგი და ქერა ერთმანეთთან დაეკავშირებინა, მაგრამ ამაოდ…

სალისთან დარეკვა რამდენჯერმე დააპირა, მაგრამ ბოლო წუთს თავი შეიკავა. წესების დარღვევა არ უნდოდა.

კვირას, სამის ნახევარზე, ნაცნობმა მძღოლმა მოაკითხა და იმ მისამართზე წაიყვანა, რომელიც ნინის უნდა გამოეცნო მანუსკრიპტის დახმარებით.

ძველი მიტოვებული შენობა აღმოჩნდა. ნინი მარტო შევიდა და მიმართულების მაჩვენებლებს გაუყვა. მანუსკრიპტზე გამოსახული ცხრავე სიმბოლო მოძებნა და მინიშნების მიხედვით იმოქმედა.

შემდეგ რაღაც ამოიკითხა და გაეღიმა…

ოჰ, რა ინტრიგანი ვიღაცა ხარ! – ჩაილაპარაკა ჩუმად და მანქანისკენ გაემართა. მძღოლს მანქანა დაეტოვა და სადღაც გასულიყო… სავარაუდოდ, ისიც შენობაში იყო შემოსული.

მოულოდნელი სატელეფონო ზარი (თავი მეთექვსმეტე)

 

 

ამდენ ხანს იმისთვის ვიმტვრიე თავი მანუსკრიპტის გაშიფვრით, რომ ეს შენობა მეპოვა, მერე ცხრა სიმბოლო მომეძებნა, თანმიმდევრობით დამელაგებინა და შენთან დავბრუნებულიყავი?

სალის ნათქვამზე მძღოლს გაეცინა. – რა მიიღე გაშიფვრით?

– ” სიახლოვეს ტრიალებს, რამდენჯერმე გინახავსჰკითხე, – იქნებ რაიმე საიდუმლოს ინახავს!” – პასუხი შენ ხარ! ჩემს სიახლოვეს ტრიალებ, რამდენჯერმე მინახიხარ… მისი პირადი მძღოლი ხარ. პირადმა მძღოლებმა კიდევ, უნდა იცოდნენ თავიანთი უფროსის საიდუმლოებები…

მძღოლმა საყვარლად გაიღიმა.

პირდაპირ მეტყვი თუ გითხრა კოდური სიტყვა?

– გეტყვი! მომისმინე… თუ გინდა, ჩაიწერე…

მოიცა, ჩავიწერ!

– თამაშში მხოლოდ ორი ფერია!
ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია…
გამარჯვებისთვის მთავარი ფიქრია!
რიგითი იცავს! – ცხენები მიქრიან…

და ეს უნდა გამოვიცნო?

– კი! – გაუღიმა მძღოლმა და მანქანისკენ დაიძრა.

როდისთვის?

– რა როდისთვის?

როდისთვის უნდა მქონდეს პასუხი?

– მე რა ვიცი… მე რაც მევალებოდა, გავაკეთე… ახლა სახლში უნდა წაგიყვანო! შენი დღევანდელი მისია დასრულებულია… წარმატებით! გილოცავ!

მადლობა

სალი მძღოლს უკან გაჰყვა და თან ბლოკნოტში ჩაწერილ გამოცანაზე ფიქრობდა.

შენს სახელს ვერ მეტყვი, ხო?

– რატო ვერ გეტყვი? – არასოდეს გიკითხავს და… – შოთიკო მქვია!

ვითომ?

მძღოლმა გაუღიმა და აღარაფერი უპასუხა. საღამოს სალი სახლში დაბრუნდა.
იმ შენობაში მარტო სიარული და გაფანტული სიმბოლოების ძებნა ძალიან უცნაური იყო… თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ მერე ძალიან აზარტში შევიდა… თავს სათავგადასავლო ფილმის გმირივით გრძნობდა.

ყოველ ნაპოვნ სიმბოლოს ქვეშ ერთი სიტყვა ჰქონდა მიწერილი და მათი თანმიმდევრობით დალაგებით ცხრასიტყვიანი წინადადება ეწყობოდა.
შხაპი მიიღო, ლუკასთან ერთად ივახშმა, გაკვეთილები ჩაიბარა და როგორც იქნა, კომპიუტერამდეც მიაღწია.

დავალება შევასრულე, ბოსს!

– ძალიან კარგი…

შენ სულ ონლაინ როგორ ხარ? აქ ხომ არ ცხოვრობ?

– შეიძლება… გამოცანის პასუხი გაქვს?

ჯერ არ მქონდა დრო, რომ მეფიქრა! ღამე ჩავუჯდებიპასუხი როდის გჭირდება?

– მე არა, შენ გჭირდება! მომდევნო კვირას… მართლა, მე რამდენიმე დღით მივდივარ ქვეყნიდან და არ ვიქნები… შაბათს დავბრუნდები და მოგწერ!

კარგიკეთილი მგზავრობა!

– ძალიან კარგი ტემპებით მიდიხარ და ეს მომწონს! ასე გააგრძელე, ქერა

ვეცდები!

ძილის წინ სალი გამოცანაზე ფიქრობდა. ის იყო, უნდა დაეძინა, რომ უცებ მობილურმა დარეკა.

– გამარჯობა, სალომე, მეგი ვარ… ხომ არ გაგაღვიძე?

არა, არა… – გისმენ!

– ნინის ტელეფონის ნომერი გავიგე და იმ სახელოსნოს მისამართიც ვიცი, სადაც მუშაობს…

მითხარი! – მოიცა, ჩავიწერ
სალიმ სახელოსნოს მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.

– რეზი ხომ არ გინახავს შემთხვევით?

არა ჯერ, მაგისთვის არ მეცალა! მაგრამ აუცილებლად ვნახავ ამ დღეებში

– კარგი! თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი რა…

კარგი, გეტყვი!

– და კიდევ ერთხელ ბოდიში… მაპატიე რა… ის ამბავი…

დავივიწყოთ ეგ თემა! ასე ჯობია

– ჩემ გამო არ გაშორდე საბას! ჩვენ შორის მართლა არაფერი ყოფილა, მსუბუქი ფლირტის გარდა! ეს არ არის მიზეზი, რომ ოჯახი დაანგრიო…

როგორღაც თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებასთუ რამეს გავიგებ, დაგირეკავ!

– კარგი… აბა, დროებით…

დროებით!

სალის თვითონვე გაუკვირდა თავისი ასეთი გარდაქმნა. ადრე, თუ რამე იყო, რაღაცნაირად დაბეჩავდებოდა ხოლმე და ჩუმდებოდა… ახლა კი როგორ თამამად ლაპარაკობს და იქცევა. თითქოს მასში “მეორე მემ” გამოიღვიძა. – ძლიერმა “მემ”, რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ეძინა.

დილით ლუკა სკოლაში გაისტუმრა და სახელოსნოს მისამართს დახედა. დარეკვას პირდაპირ მისვლა ამჯობინა, რადგან არ იცოდა, ტელეფონში რა ეთქვა იმ გოგოსთვის…

სალიმ გეგმა წინასწარ მოიფიქრა. – ნინისთან მივა, როგორც კლიენტი… რომელსაც ნახატის შეკვეთა სურს და ფასებს ჰკითხავს… დააკვირდება, რაღაცას “წაუნამიოკებს” და მისი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდება, ღირს თუ არა რამის თქმა თამაშზე…

მთელი გზა ღელავდა. სახელოსნოს კართან რამდენიმე წუთით შეყოვნდა, დაკაკუნებას ვერ ბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო, არადა, შიგნიდან რაღაც ხმები გამოდიოდა.

კიდევ დააკაკუნა, ახლა უფრო ძლიერად… როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი დაახლოებით 60 წლამდე ჩაფსკვნილმა ქალმა გააღო.

“იმედია, ეს არ იქნება მოთამაშე”… – გაიფიქრა სალიმ და ქალს გაუღიმა.

– ნატურა ხარ?

უკაცრავად?..

– ნატურა ხარ? – დასახატად მოხვედი?

აა, არა, არაერთ გოგოს ვეძებ! – მხატვარიანინი ჰქვია

– ნინიკო ეს წუთია, გავიდა. – არ შეგხვდა?

არაა – დაიბნა სალი.

– რაღაც წუთებში ასცდით… გნებავდათ რამე?

კი, დალაპარაკება მინდოდათქვენ მისი დედა ხართ?

– არა, მე დამლაგებელი ვარ! თუ გინდა, დაუცადე, მაგრამ ასე თქვა, გვიან დავბრუნდებიო… მაგისას ვერ გაიგებ! შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს დღეს…

გასაგებია! – მადლობა, ქალბატონო

– რამე გადავცე?

იყოს, არაფერისხვა დროს მოვალ

– კარგი, შვილო!

სალიმ კიბეები ჩაირბინა და გარეთ გამოვიდა. რა უცნაურია, რამდენიმე წუთით ადრე რომ მოსულიყო, მოუსწრებდა… არადა, როგორ აინტერესებდა მისი ნახვა!

გაჩერებასთან მიდიოდა, როდესაც მობილურზე დაურეკეს… ნომერი დაფარული იყო. სალის უცნაური გრძნობა დაეუფლა… ზარს უპასუხა…

– გახსოვს, ადრეც გითხარი – სულსწრაფი ხარ, ქერა! ეს თვისება ერთდროულად ცუდიც არის და კარგიც; უბრალოდ, გააჩნია, სად და როდის გამოიყენებ! ამჯერად გადააჭარბე! – წესების დარღვევა მოგინდა?

სალი ადგილზევე გაქვავდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ ხელიდან ტელეფონი გაუვარდა. ყურში მისი ხმა ჩაესმა… პირველად! – ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა… სალის ძალიან გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, მაგრამ როგორც იქნა, ამოილუღლუღა…

ტრიქსტერ?..

– თამაშში მხოლოდ ორი წესია! ნუთუ მისი დამახსოვრება გაგიჭირდა?

არა, არაუბრალოდ

– ცნობისმოყვარეობამ დაგძლია! მესმის… ძნელია, ცდუნებას წინ აღუდგე… მაგრამ, თუ გინდა რომ ძლიერი იყო, ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც სხვა შეგრძნებებმა და ემოციებმა ვერ უნდა გმართონ! პირიქით, ძლიერი მაშინ იქნები, როდესაც შენ თვითონ შეძლებ მათ მართვას! დაიმახსოვრე, – თუ ადამიანი საკუთარ თავს მოერევა, იმას წინ ვერავინ და ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება! ყველაზე რთული საკუთარი თავის კონტროლი და მართვაა!..

თამაშიდან გავვარდები?..

– არა… ამ ერთხელ გპატიობ და თვალებს დავხუჭავ, მაგრამ, თუ ისევ ეცდები იმ გოგოს მოძებნას, მაშინ…

გასაგებია! – მის არსებობასაც დავივიწყებ! აი, ახლავე დავხევ იმ ფურცელს, რომელზეც მისი ტელეფონი და მისამართი მიწერია!

– ჰო, კიდევ რა… ბანკში ანგარიში გაგიხსენი. მოგვიანებით გამოგიგზავნი! მაგ ანგარიშზე თანხა ჩაგერიცხება ხოლმე. ახლა უნდა დაგემშვიდობო! როგორც გითხარი, შაბათამდე ვერ მნახავ! – დროებით, ქერა…

დროებით

სალიმ მობილური ჩანთაში ჩააგდო და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ გაჩერებას საკმაოდ გასცდა…


მანუსკრიპტის გასაღები (ნოველა)

მზიანი დღე იყო. გასეირნება მომინდა.
სახლიდან გამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. ხიდზე რომ გადავდიოდი, ნალი ვიპოვე. – წარმატების ნიშნად ჩავთვალე და გზა გავაგრძელე.

ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, რამდენიმე მონეტა აღმოვაჩინე. მოედნის შუაგულში გავჩერდი, თვალები დავხუჭე და რატომღაც გმირებზე დავიწყე ფიქრი.
მათ ხომ არაფრის ეშინოდათ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ?! – მიყვარს მებრძოლი ხალხი, მაგრამ სადღა არიან რაინდები…

ცეცხლი ენთო. აღმართს გავუყევი. – რაღაცის ყიდვა მინდოდა…

სამი გოგო გამახსენდა, რომელიც ამოვარჩიე და გადავწყვიტე, მათთვის მეყიდა საჩუქრები.

ამ ფულით სამი “ნაჭერი” აბრეშუმი მომივიდოდა.

კვირა დღე იყო.

ჭიშკარში შევედი და ეზო გავიარე. შემდეგ კიბეებზე ავედი და მარცხნივ შევუხვიე…
შენობა დიდი იყო და რომ არ დავკარგულიყავი, კედელზე ჩემი ხელისგულის ანაბეჭდი დავტოვე.

9 მეტრი აბრეშუმი მომივიდა. თითოს სამი მეტრი შეხვდება…

მთავარია, ეს 9 მეტრი სწორად გადანაწილდეს…

შენობა დავტოვე.

იმედია, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგიყევით…

მრბოლელის ძებნაში (თავი მეჩვიდმეტე)

“სიახლოვეს ტრიალებს, რამდენჯერმე გინახავს. ჰკითხე – იქნებ რაიმე საიდუმლოს ინახავს…” – შენზეა საუბარი, ხო? – ჰკითხა მიამ მძღოლს, როგორც კი შენობის ნულ სართულზე იპოვა.

– ჩაიწერე მინიშნება! – უპასუხა მძღოლმა და გაუღიმა.

მიკარნახე!

– თამაშში მხოლოდ ორი ფერია!
ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია.
გამარჯვებისთვის – მთავარი ფიქრია,
რიგითი იცავს! ცხენები მიქრიან…

ეს უნდა გამოვიცნო?

– ალბათ…

მია მანქანაში ჩაჯდა და ჩაწერილი გამოცანა გადაიკითხა.

– “ცხენები მიქრიან“, ვითომ დოღზეა საუბარი?.. მაგრამ რა შუაშიარიგითი იცავს?”..

– სამწუხაროდ, მე ვერ დაგეხმარები…

ვიცი და არც გთხოვ! უბრალოდ, ჩემთვის ვმსჯელობთამაშში მხოლოდ ორი ფერიაბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელიაჭადრაკია ალბათ… – და პასუხი როდის უნდა ვუთხრა?

– თვითონ გეტყვის…

კარგი

საღამო იყო, როდესაც მია სახლში დაბრუნდა. დედამ ახალი ამბავი დაახვედრა, – თეატრიდან რეზოს დაურეკავს, ეთო დასიდან წასულა და იმისთვის რეკავდა, რომ მიასთვის დაბრუნება ეთხოვა.

– მე მაინც ვერ ვხვდები, რატომ წამოხვედი თეატრიდან?..

კარგი რა, დეე.. დავიღალე უაზრო როლებით

– ყველა გამოჩენილი მსახიობი ეგრე იწყებდა…

ექვსი წელია, ვიწყებ და რა ვერ დავიწყე? რა მჭირს ამისთანა?

– ჰოდა, რო დაიწყე, მაგიტომ გეუბნები,  გოგო! მთავარი როლი ითამაშე და წამოხვედი…

ეგრე იყო საჭირო!

– ვინმე შეგიყვარდა, დედა? არ დამიმალო!

საიდან მოიტანე?

– ამ ბოლო დროს უცნაურად იქცევი… თითქოს გამოგცვალეს… აღარ გამოდიხარ ჩვენთან, არ გველაპარაკები… შეიკეტები შენს ოთახში და სულ ჩაფიქრებული ხარ!

არავინ არ შემყვარებია! რო შემყვარებოდა, რატო დავმალავდი?

– რა ვიცი, დედი, იქნებ ცოლიანია ან რაღაც სხვა მიზეზით…

ამოიგდე ეგ სისულელე თავიდან!

– სულ არავინ მოგწონს, დედიკო?

არავინ! ყველა ერთმანეთზე უარესი მხვდება მეხო იცი, არა?

– და შავი ჯიპით რომ გაკითხავს სიმპათიური ბიჭი?

ფანჯრიდან მიჭვრიტინებდი? – ყოჩაღ!

– შენც გეყოლება შვილი და გაიგებ… შენ არაფერს მიყვები და…

ის, უბრალოდ, პირადი მძღოლია!

– პირადი მძღოლი?.. შენი?

არა, სხვისი.. ვერ გაიგებ შენ!

– რატო, გაუგებარი ვარ? ეგრე მიცილებ ხოლმე შენ სულ თავიდან, მია! მე კიდე ვიცი, რომ ვიღაცაზე ფიქრობ…

მია სოფოს სატელეფონო ზარმა გადაარჩინა. დედასთან დიალოგი შეწყვიტა და თავის ოთახში განმარტოვდა.

– გოგო, იმ რეზიზე გავიგე რაღაცეები…

ჰოო? – რეები აბა?

– მოკლედ, ხვალ, დილის 11 საათზე რუსთავშია რბოლა… ხოდა, წესით, ეგეც მონაწილეობს!

ჯიგარი ხარ, სოფ

– რას იზამ?

წავალ და ვნახავ ერთი, ვინაა

– წამოგყვე?..

თუ მაგ სიკეთეს იზამ, კარგი იქნება

– ცხრაზე გამოგივლი მანქანით! მეც დავინტერესდი რაღაც… იცი ხო, ეთო რო წავიდა?.. უფრო სწორად, რეზომ აიძულა, ფაქტობრივად… არაადეკვატური იყო…

ჰოო, დაურეკავს რეზოს აქ

– გოგო, დაბრუნდი რაა!.. მოკლედ, ამ თემაზე ხვალ ვილაპარაკოთ…

კარგი. მოკლედ, 9-ზე დაბლა ჩამოვალ პირდაპირ

– ოკეი…

ღამე, როდესაც ყველა დასაძინებლად დაწვა, მიამ ტრიქსტერს მისწერა.

ჭადრაკი!

რა?

– სწორი პასუხია!

მერე რა ვუყო მაგ ჭადრაკს?

– იმისთვის, რომ ჯაჭვი გაგრძელდეს, შენ შემდეგი მინიშნება უნდა მოიპოვო… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ მოხვალ ჩემს სამალავამდე… იქ, სადაც ახლა ვარ!

სამალავი?.. ვის ემალები?

უცებ არ მითხრა!

– არ გეუბნები! მოკლედ, კვირას შენ იდგები ჭადრაკის დაფაზე…

ანუ?

– იდგები სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! მოძებნე გიგანტური ჭადრაკი, შეხვდი მოჭადრაკეს და ეთამაშე… თუ მოუგებ, მინიშნება შენია!

მოიცა, მოიცამოჭადრაკე უნდა მოვძებნო და იმას უნდა მოვუგო პარტია, – მეე?.. ხუმრობ?

– ეს არის შენი ახალი დავალება!

და სად ვიპოვო გიგანტური ჭადრაკი, რომელზეც სიარულს შევძლებ?..

– არ ვიცი – მე ახლა მივდივარ და შაბათამდე არ ვიქნები… შაბათს გვიან დავბრუნდები და მოგწერ!

სად მიდიხარ?

– მივემგზავრები ერთი კვირით… ქვეყანა უნდა დავტოვო… კავშირზე ვერ გამოვალ!

და რომ ვერ ვიპოვო ის დაფა და მოჭადრაკე? ან რომ ვიპოვო და წავაგო?

– მაშინ ჯაჭვი გაწყდება და ჩვენ ერთმანეთს დავემშვიდობებით!

რა უსამართლობაა!

– მე ვიცი, რომ შენ ყველაფერს გაართმევ თავს! გაქვს ამის პოტენციალი… დროებით, წითელთმიანო

მია სასოწარკვეთილებამ მოიცვა. მიხვდა, რომ მთელი არსებით იყო ჩართული ამ უცნაურ თამაშში… მიხვდა, რომ ღრმად გულში ფიქრობდა ტრიქსტერზე… უნდოდა მისი პოვნა და ამისთვის ალბათ ბოლომდე იბრძოლებდა…

11 საათზე სოფომ მოაკითხა და რუსთავში წავიდნენ. რბოლა კარგა ხანს გაგრძელდა. მია და სოფო მოაჯირთან იდგნენ და ტრასას გადაჰყურებდნენ.

– ნეტა რომელია ის რეზი?..

რბოლა რომ დასრულდა, ქვემოთ ჩავიდნენ… მია ერთ-ერთ მრბოლელს მიუახლოვდა და მიესალმა.

უკაცრავად, ერთ პიროვნებას ვეძებ

– ვის? – ჰკითხა ბიჭმა და კასკა მოიხადა.

რეზი კვესელავას

– აა, რეზი დღეს დილით გაემგზავრა ბულგარეთში და კვირის ბოლოს ჩამოვა!

მიას კინაღამ ფეხები მოეკვეცა… გულმა ბაგა-ბუგი აუტეხა…

უკაცრავად?.. ანუ დღეს დილით დატოვა ქვეყანა?..

– ასეა! უკაცრავად, მელოდებიან…

ბიჭი შებრუნდა და დიდი ნაბიჯებით წავიდა დანარჩენი მრბოლელებისაკენ, რომლებიც ერთად შეგროვილიყვნენ.

– რაო, გოგო, რა გითხრა?.. მია… – მიაა! რა გჭირს?

ჰა?.. აა, არაფერიბულგარეთში წავიდაო
ძლივს ამოილუღლუღა მიამ, რომელიც გაშტერებული იდგა და ადგილიდან ვერ იძვროდა…

“ნუთუ მართლა ის არის?..” – ეს აზრი გონებიდან არ გამოსდიოდა. კვირის დარჩენილი დღეები გიგანტური ჭადრაკის ძებნაში გაატარა და როგორც იქნა, ერთ-ერთ სკვერში იპოვა.

ტრიქსტერს არც შაბათს მოუწერია. მის ნაცვლად ამჯერად მძღოლმა მისწერა, თავისი პროფილიდან… რაც მიასთვის მოულოდნელი იყო…

“ესე იგი, შოთა ჰქვია მძღოლს… საინტერესოაა…”

როგორც შეთანხმდნენ, კვირას, 3-ის ნახევარზე მიას შოთამ მიაკითხა და იმ სკვერში წაიყვანა, რომლის მისამართიც მიამ გამოიცნო.

შენ რატომ მომწერე? შაბათს თვითონ უნდა მოეწერა

– ჰო, რეისი გადაიდო…

სად იყო წასული, ხომ არ იცი?

– ვიცი, მაგრამ ვერ გეტყვი!

რა თქმა უნდა

ამით დამთავრდა მათი ხანმოკლე დიალოგი. მია გიგანტურ ჭადრაკთან მივიდა. ირგვლივ ცოტა ხალხი იყო… შესრულდა თუ არა სამი საათი, მან ახალგაზრდა ბიჭი დაინახა, რომელიც მისკენ სწრაფი ნაბიჯით მოდიოდა და თან მზერას არ აცილებდა.

ბიჭი დაახლოებით 30 წლის იქნებოდა… სიმპათიური იყო. მიას ყურადღება მისმა ვარცხნილობამ მიიპყრო, რომელიც რაღაცნაირად გამოირჩეოდა სხვა სტანდარტული ვარცხნილობებისგან… ამ ყველაფერთან ერთად, გემოვნებითაც ეცვა და მთლიანობაში, საკმაოდ ეფექტური შესახედი იყო…

არანაირად არ ჰგავდა მოჭადრაკეს. რამდენი მოჭადრაკეც მიას უნახავს, ყველა მათგანს სათვალე ეკეთა და თან რაღაცნაირად გამოიყურებოდნენ…

– კოდური სიტყვა? – ჰკითხა ბიჭმა და გაუღიმა.

ფინტიკლუშკა! – უპასუხა მიამ და მასაც გაეღიმა.

– ძალიან კარგი, ფინტიკლუშკა!.. – აბა, ვითამაშოთ?

***

ტრიქსტერის მძღოლმა ნინი სახლამდე მოიყვანა და წავიდა. ეზოში, სკამზე ნიკა იჯდა და ნინის ელოდა.

– სად იყავი ამდენ ხანს? ვინაა ეგ ტიპი?

სად ვიყავი და საქმეზე! შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?..

– იცი, რამდენი ხანია, გელოდები? გასაღები მაინც დაგეტოვა!

მოიცა, შენ რაა, სულ ჩემთან აპირებ ცხოვრებას?

– ეეე… ხომ გითხარი, ერთ-ორ დღეში წავალ-მეთქი რა… ვასკასთან მერიდება პროსტა… ცოლი, შვილები, მშობლები…

კაი ხოო, მორჩი წუწუნს! წამო, ავიდეთ

ნინი და ნიკა სახლში ერთად შევიდნენ.

შენი ცოლი ვნახე, მართლა!

– ჰა?.. რა პონტში?..

ამტკიცებს, რომ იმ ტიპთან სერიოზული არაფერი ჰქონია! შენი ამბავი აინტერესებდანერვიულობს! რა ჩემი საქმეა, მაგრამ დალაპარაკებას წინ რა უდგას? მიდი, მოუსმინე, რას გეტყვის

– აუუ, ამეშლება ნერვები და თავს ვეღარ შევიკავებ, ვიცი რა… დახურე ეგ თემა საერთოდ!

კაი, ხოორაც გინდა, ის ქენი. – მე საშინლად მშია!

– სახლში არაფერი გაქვს და… წამო თუ გინდა, დავსხდეთ სადმე…

დილით ამოვიტანე ჩაბასტურმებული ხორცი, მაცივარშია! უცებ დავყრი ტაფაზე და შევწვავ.

– მე ხორცს აღარ ვჭამ, ხო იცი?

არაა? – როდის აქეთ აღარ ჭამ? ან რატო აღარ ჭამ? რა ვიცი, ხორციანი სადილი რო არ გამეკეთებინა ყოველდღე, ცოცხლად მჭამდი

– გოგო, ამას წინათ ცხვარი დავკალი… ჰოდა, დამესიზმრა მერე, მოვიდა და მითხრა, რატო დამკალი, რა დაგიშავეო… აი, მაგის მერე იმენა პირს ვერ ვაკარებ რაა…

უიმე, ვერ ხარ რაა – გაეცინა ნინის და მაცივარი გამოაღო.

რა გაჭამო, აბა?

– წამო-მეთქი, რესტორანში გეპატიჟები… მეტი რა ვქნა?

არ შემიძლია! ძალიან დაღლილი ვარშენ წაიჭამე

– წაიჭამეს მოგცემ, გოგო, შენ! – რამ დაგღალა? თუმცა, ვიცი! რამ კი არა, ვინ! – იმ ტიპმა ხო? ვინც მოგასრიალა სახლამდე…

იმანაცმაგრამ ისე არა, როგორც შენ იფიქრე! – შენ რაც იფიქრე, ის სასიამოვნო დაღლაა

– ხო-ხო, შენ რა ხარ!.. და ვინაა ეგ ტიპი?

რაში გაინტერესებს? ხომ არ ეჭვიანობ?

– არა, ტო… იმ იეროგლიფებს უკავშირდება რამენაირად?

მანუსკრიპტს? – კიი

– რა ქენი, გაშიფრე?

კი და ახალი გამოცანა მაქვს!

– მეტყვი?

ჰოუცებ არ გამოიცნო

– შენ თქვი და… შენი რა მიდის?

თამაშში მხოლოდ ორი ფერია, ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია. გამარჯვებისთვისმთავარი ფიქრია! რიგითიიცავს! ცხენები მიქრიან.

– ოჰო…

რა უნდა იყოს?..

– ვერ ხვდები?

ნწწ

– ჭადრაკი იქნება… თამაშში ორი ფერიაო, – ბნელი და ნათელი, ანუ თეთრი და შავი. მთავარი ფიქრიაო და რა იყო კიდე? ცხენები… ჰო, ნუ ეგაა რა!

ვაა, ყოჩაღ შენ!

– ჭადრაკი უნდა ითამაშო?

იმედია, არა! ჭადრაკის გონზე არა ვარ

– მაგარ სტრანნი დვიჟენიებში ხარ შენ ამ ბოლო დროს…

ნიკას მწვადის სუნზე მადა გაეღვიძა და შიმშილმა ძალიან შეაწუხა. ვასკას გადაურეკა და საჭმელად წავიდა. ნინიმ დრო იხელთა და ტრიქსტერს მისწერა:

ინტრიგანო, აქ ხარ? ამდენი იმისთვის მაწვალე, რომ მძღოლის ნათქვამი გამოცანა მომესმინა?

– ფაქტობრივად, ეგრეა

ჭადრაკია სწორი პასუხი?

– კი…

მერე რა უნდა ვქნა?

– კვირას, 3 საათზე მოჭადრაკეს შეხვდები… მანამდე მოძებნე გიგანტური ჭადრაკი სკვერში… ის იქნება თქვენი შეხვედრის ადგილი.

მეკაიფები? ჭადრაკის გონზე არ ვარ! თან მოჭადრაკეს როგორ მოვუგებ? – ზღაპარია!

– ვერ მოუგებ და თამაშს დატოვებ!

არ არსებობს!

– სამწუხაროდ, ასეა! მხოლოდ მოჭადრაკეს შეუძლია მოგცეს შემდეგი მინიშნება! იმისთვის, რომ ჯაჭვი გაგრძელდეს, მას უნდა მოუგო!

რა სისასტიკეა!.. გამოსავალს არ მიტოვებ, ხომ?

– უკიდურეს შემთხვევაში, შეგიძლია ვინმე დაიხმარო! მე ახლა მივდივარ და შაბათამდე არ ვიქნები…

მიდიხარ?

– ქვეყნიდან მივდივარ! კონტაქტი არ გვექნება, შაბათამდე…

რა გაეწყობა! გამოდის, რომ მე და შენ ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთარადა, რა საინტერესოდ დაიწყო ყველაფერი

– კვირამდე დრო გაქვს! – ივარჯიშე!

რაც არ უნდა ვივარჯიშო, რამდენიმე დღეში ნასწავლი ჭადრაკით მოჭადრაკეს როგორ მოვუგებ? ვითომ არ იცი, რომ აბსურდია! თუმცა, იმედს ვიტოვებ, რომ ესეც შენი მორიგი ხრიკია და მეტი არაფერიდროებით, ინტრიგანო

– წარმატებებს გისურვებ, შავგვრემანო

ნინიმ მაინც ვერ მოისვენა. მთელი ღამე ფიქრობდა, – მართლა რომ გამორიცხოს თამაშიდან ტრიქსტერმა და ვერასოდეს გაიგოს, ვინ არის ამოფარებული ამ დამაინტრიგებელი ჩეშირელი კატის ავატარის უკან? – არა, ამას ნინი ვერ შეეგუება!

გათენდა თუ არა, სახელოსნოში წავიდა. ხატვა დაიწყო, მაგრამ გული ვერ დაუდო. მობილური ამოიღო და სალის ნომერს დახედა. მაინც ვერ გადაეწყვიტა ბოლომდე, – დაერეკა თუ არა. ვერც ტექსტი მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა ტელეფონში მისთვის… დარეკვას პირდაპირ მისვლა ამჯობინა. – ან უკეთესი… გაიგებს მისი სახლის მისამართს და უბრალოდ, გარედან შეხედავს ფანჯრებს… დააკვირდება!

ნინიმ მეგის გადაურეკა და საბას სახლის მისამართი გაიგო. დამლაგებელს დაუბარა, თუ ვინმემ მიკითხოს, ან მოვბრუნდები, ან არაო და კიბეები სწრაფად ჩაირბინა.

მანქანა იმ კორპუსის ეზოში გააჩერა, რომელშიც საბა და სალი ცხოვრობდნენ. მეგიმ სართული და ბინის ნომერი არ იცოდა, მხოლოდ ქუჩა და კორპუსი…

ნინი დაახლოებით ოცი წუთი იჯდა მანქანაში და ყველა ფანჯარას სათითაოდ აკვირდებოდა. ბოლოს საკუთარ თავზე გაეცინა, აგენტივით რომ იჯდა მანქანაში და ფანჯრებს მისჩერებოდა.

მანქანა დაქოქა და სახლისკენ აიღო გეზი. დაუკმაყოფილებლობის გრძნობა ჰქონდა და რაღაცის გაკეთება უნდოდა. უცებ ის მრბოლელი გაახსენდა, რომელზეც მეგიმ მოუყვა და მაშინვე დაამუხრუჭა.

მეგისგან იცოდა, რომ BMW-ეს კლუბში იყო გაწევრიანებული. თავისი ნაცნობის ნომერი მოძებნა ტელეფონში, რომელიც “გონკების” დიდი მოყვარული გახლდათ და ძალიან ხშირად ესწრებოდა შეჯიბრებებს… ნინის ბუნდოვნად ახსოვდა, რომ ამ კლუბთან რაღაც კავშირი უნდა ჰქონოდა კახას. – არც შეცდა! კახასგან კლუბის მისამართი შეიტყო და მაშინვე მოატრიალა მანქანა.

კლუბის წევრებს პატარა ოფისი ჰქონდათ დაქირავებული, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე. ნინი ცერემონიების გარეშე, პირდაპირ შევიდა და იქ მყოფთ მიესალმა.

გამარჯობაერთ ადამიანს ვეძებ, თქვენი კლუბის წევრია, – რეზი კვესელავა! – სად შეიძლება ვნახო?

ბიჭები ნინის თვალს არ აშორებდნენ. ერთ-ერთმა მათგანმა, რომელიც ძირს დაგდებულ პუჰზე იჯდა, სხვებს გადახედა და ღიმილით წამოიძახა:

– რა ბედი აქ ამ რეზის, ტოო… სულ მაგარი გოგოები ეძებენ ხოლმე…

მე მხოლოდ საქმეზე ვარ მოსული

– კაი, კოსტა… რეებს ბაზრობ… – მოშორებით მჯდარი ქერა ბიჭი ფეხზე წამოდგა და ნინის თავისი სკამი შესთავაზა.

არა, მეჩქარება! არის აქ რეზი თუ არა?

– რეზი ერთი კვირა არ იქნება! ქალაქიდან გაემგზავრა…

გაემგზავრა? – იკითხა ნინიმ და უცნაურად გააჟრჟოლა ტანში.

– კი… ბულგარეთში წავიდა!

ააროდის?

– მგონი, გუშინ ღამით…

კარგი, მადლობა

ნინი გარეთ გამოვიდა და ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ იპოვა ის, ვისი ნახვაც ასე ძალიან სურდა… თავისი ექსტრაორდინარული კლიენტი…

შაბათს ტრიქსტერი არ გამოჩენილა. მხოლოდ მისმა მძღოლმა მისწერა, რომ კვირას მანქანით გამოუვლიდა და დანიშნულების ადგილას წაიყვანდა.

ნინი აღარ ნერვიულობდა, რადგან წაგების შემთხვევაშიც კი შეძლებდა ტრიქსტერის პოვნას…

თუმცა, სასურველი იყო, გაემარჯვებინა, რადგან თამაშის გაგრძელება მთელი არსებით უნდოდა. დაფიქრდა, ვისთვის ეთხოვა დახმარება…

წესი თუ უწესობა? (თავი მეცხრამეტე)

სალი თავის უზარმაზარ საწოლში მარტო იწვა და ფიქრობდა. გონებაში თანამიმდევრობით დაალაგა თავისი განვლილი ცხოვრება: სკოლის პერიოდი, მერე ქორწინება, რომელიც საკმაოდ მოკლე ხანში გაუფერულდა და გაჩვეულებრივდა. პირველად ჩაუღრმავდა საკუთარ თავს და ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა…

საერთოდ, ადამიანები ცდილობენ, რომ დამნაშავედ არ სცნონ საკუთარი თავი და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ისეთ გარემოებებს ეძებენ, რომლებიც ამ პრობლემებს დაავიწყებთ…

სალიმ კარგად გააცნობიერა, რომ ზოგადად, ყველა ადამიანის მდგომარეობა განპირობებულია მათივე ხასიათით, ქცევით, პრობლემების აღქმის და გაანალიზების უნარით… საკუთარ ცხოვრებას ყველა ადამიანი თავად ქმნის და არა გარშემომყოფები… იმისთვის, რომ ჩაკეტილი წრე გაარღვიო, პრობლემების გადაწყვეტა საკუთარ თავში უნდა ეძებო.

ის, რაც სალიმ ტრიქსტერის ხმის გაგონებისას განიცადა, ათასჯერ აღემატებოდა იმას, რასაც საბასთან სიახლოვის დროს გრძნობდა… უფრო სწორად, – აღარ გრძნობდა!

და მაინც, რატომაა ასე ძნელი ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა?.. ვინ იცის, რამხელა ბედნიერებას კარგავენ ადამიანები იმის გამო, რომ ათასი ადამიანის აზრს ითვალისწინებენ… ის რას იფიქრებს, ეს რას გეტყვის… და რაც მთავარია, ცვლილებების შიში, რომელიც ძალიან ძლიერია!

ტრიქსტერმა ძლიერი ბიძგი მისცა სალის… ის მყარი ბარიერები, რომლებიც მას აქამდე გააჩნდა, ფაქტობრივად, გაარღვია! სალის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნით დაგროვილმა ენერგიამ იფეთქა, ერთბაშად ამოხეთქა… ყველაზე მეტად ახლა შეიგრძნო, რომ ქალია! რომ მიმზიდველია… ვიღაცისთვის საინტერესოც და ალბათ საჭიროც…

მას ახლა მიეცა შანსი იმისა, რაზეც ბევრი გათხოვილი ქალი ოცნებობს, – საკუთარი თავის რეალიზაციის!

ჭადრაკის თამაშის დროს მოჭადრაკის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მის წინაშე სწორედ ტრიქსტერი იდგა. მოჭადრაკეს ერთი თვისება განსაკუთრებით მოხვდა თვალში. ის, თითქმის ყოველი სვლის დროს, ფიგურას ხელში კი არ იღებდა, არამედ ფეხით გააცურებდა ხოლმე… მოჭადრაკეები ასე არ თამაშობენ. მათი ყოველი მოძრაობა სპეციფიკურია…

სალი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მოჭადრაკე არ იყო სინამდვილეში “მოჭადრაკე”…

ბავშვობაში სალი ბაბუას ხშირად მიჰყავდა ხოლმე თავის მეგობართან სახლში, სადაც სულ ჭადრაკს თამაშობდნენ. თავიდან ყურებით დაიმახსოვრა სვლები, შემდეგ უკვე ბაბუამ ასწავლა თამაში… სტრატეგია, ყველაფერი… მოკლედ, სალი საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იყო…

თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სალის გამარჯვებით დამთავრდა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი მოწინააღმდეგე არ იყო ნამდვილი მოჭადრაკე…

სალი მინიშნების ჩასაწერად მოემზადა. მოჭადრაკემ საქაღალდე გახსნა და რაღაც ფურცლები ამოიღო.

– იმისთვის, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, დაგჭირდება გასაღები, რომლის სამი დუბლიკატი არსებობს! სამივე ტრიქსტერმა დამალა… მე მოგცემ იმ ადგილის მინიშნებას, სადაც გასაღების პოვნას შეძლებ!

მზად ვარ!

სალი მის ხმას აკვირდებოდა. თითქოს ძალიან ჰგავდა იმ ხმას, რომელიც ტელეფონში მოისმინა…

შენს სახელს ვერ მეტყვი?

– რატო ვერ გეტყვი? – მიშკა ვარ! მოკლედ, პირველი მინიშნება არის ეს…

მიშკამ ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრის ერთ-ერთი ილუსტრაცია ამოიღო და სალის აჩვენა. ნახატზე ეკლესია ეხატა და მუხლებზე დამხობილი ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გარს უვლიდნენ.

დანარჩენი სამი მინიშნება იყო ფურცელზე ამობეჭდილი სიტყვები: – სიახლოვეს“, “ნანგრევები და ასტვაც! ინჩუ ჰამარ!”

ამის შემდეგ მოჭადრაკე სალის დაემშვიდობა და წავიდა. სალიც მანქანასთან დაბრუნდა. მძღოლმა სახლამდე მიიყვანა.

მთელი დღე რაღაცნაირად მოუსვენრად იყო… ტრიქსტერი კონტაქტზე აღარ გამოსულა. ნეტა საიდან გაიგო, რომ იმ შავგვრემანი გოგოს სანახავად წავიდა? იქნებ იმ დამლაგებელ ქალთან აქვს კონტაქტი და მან უთხრა?.. საინტერესოა, ტრიქსტერის მთავარი კრედო ხომ წესების და საზღვრების დარღვევაა და მოთამაშეებს წესები დაუწესა? – ის ხომ წესების მტერია?.. ან იქნებ თამაშის მთავარი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეები მიხვდნენ, რომ წესების მიხედვით არ იმოქმედონ და დაარღვიონ?

ამაშიც იყო რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი… სალის ცნობისმოყვარეობა კლავდა… აინტერესებდა ყველაფერი: – სულ რამდენი ადამიანია თამაშში, ვინ არიან, როგორები… რის მიხედვით აარჩია ისინი ტრიქსტერმა და ა.შ… მის თავში ათასნაირი ფიქრი ტრიალებდა.

– “თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნინიც მოთამაშეა, მისი სოციალური სტატუსი – განქორწინებული – შეიძლება არ იყოს შემთხვევითი”… – გაიფიქრა სალიმ და რატომღაც
უცებ ის მრბოლელი გაახსენდა და გადაწყვიტა, რაიმე გაერკვია.

ჯერ ინტერნეტში ეძება, ვიღაცეებს დაუკავშირდა და ასე გაკითხვა-გამოკითხვით გაარკვია, რომ რეზი კვესელავა BMW-ეს მრბოლელთა კლუბში ყოფილა გაწევრიანებული…

მისი მონაცემებიც კი იპოვა, უბრალოდ, სურათი არ ედო, სხვა მოთამაშეებისაგან განსხვავებით…

ამან რაღაცნაირად დააეჭვა. კლუბის ტელეფონის ნომერზე დარეკა და რეზის კოორდინატები იკითხა. პასუხად მიიღო, რომ რეზი უკვე ერთი კვირაა, რაც ბულგარეთში წავიდა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მისი დაბრუნება შეფერხდა…

ამ ინფორმაციამ სალი ძალიან ააღელვა. რეზის და ტრიქსტერის გამგზავრება დროში ზუსტად ემთხვევა. ნუთუ სწორ კვალს ადგას?..

ტრიქსტერის “ფეისბუქის” გვერდი კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად დაათვალიერა და იმ სიმბოლოს დააკვირდა, რომლის ფოტოც რამდენჯერმე ედო… დიდი თვალი, შიგნით ხელი – გაშვერილი თითით და ხელში კიდევ პატარა თვალი…

სალიმ თავისი მედალიონი მოიხსნა, ხელისგულზე დაიდო და კარგად დააკვირდა. ადამიანის თვალი იყო… ამოატრიალა და უკანა მხარესაც შეხედა. მედალიონს შუაში პატარა ჩაღრმავება ჰქონდა… სალიმ ძლივს იპოვა გამადიდებელი შუშა და სინათლეზე კარგად დაათვალიერა. პატარა ხვრელში აშკარად რაღაც კბილანებივით მოჩანდა…

“იქნებ ეს მედალიონის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია”… – გაიფიქრა და გააჟრჟოლა. კიდევ ერთხელ გაადიდა სიმბოლოს სურათი… სიმბოლო სამი ნაწილისაგან შედგებოდა: – პატარა თვალი, ხელი და დიდი თვალი… სალის მედალიონი პატარა თვალის ზუსტი ასლი იყო…

– დავუშვათ, სწორად მივხვდი და მედალიონი სამია… და ეს მედალიონები ერთმანეთში იწყობა… თუ ეს სიმართლეა, მაშინ თამაშში მხოლოდ სამი მოთამაშეა! და თუ მედალიონები იწყობა, გამოდის, რომ… ჩვენ მართლა უნდა დავარღვიოთ წესი და… ერთმანეთი ვიპოვოთ!

უკვე საკმაოდ გვიანი ღამე იყო, როდესაც სალი ამ დასკვნამდე მივიდა…

“სამი გასაღებიც… თითომ თითო უნდა ვიპოვოთ ალბათ…”

სალიმ მინიშნებებზე დაიწყო ფიქრი… რა კავშირი უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან გუდიაშვილის ნახატს, სიახლოვეს“, “ნანგრევებს და ასტვაც! ინჩუ ჰამარ!”-ს?..

როგორც მოჭადრაკემ უთხრა, ყველა ეს მინიშნება ერთმანეთს უკავშირდება და იმ ადგილზე მიუთითებს, სადაც ტრიქსტერმა გასაღები დამალა…

-“ასტვაც! ინჩუ ჰამარ!” – ასეთი სათაურით ნოდარ დუმბაძის მოთხრობაა, სადაც სწორედ ჭადრაკის თამაშის დროს ამბობს ამ სიტყვებს მოთხრობის გმირი და კვდება…

საიდუმლო ოთახის გასაღები… – რას ნიშნავს “საიდუმლო ოთახი” ან რა საიდუმლო შეიძლება ყოფილიყო იმ ოთახში…

სალი ისე იყო შესული აზარტში, რომ თავზე დაათენდა…

მას აღარც საბას არგამოჩენა უკვირდა და აღარც არაფერი… ამ მომენტში მისი ერთადერთი მიზანი მინიშნებული ადგილის გამოცნობა და საიდუმლო ოთახის გასაღების პოვნა იყო.

მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ როგორც კი გასაღებს ხელში ჩაიგდებდა, მაშინვე ენახა თავისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე – შავგვრემანი ნინი.

საცოლობანა (თავი მეოცე)

 

 

მიამ მოჭადრაკესთან თამაში წააგო და სახლში სასოწარკვეთილი დაბრუნდა. განადგურებული იყო. იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ თამაშს გამოეთიშებოდა…

რამდენიმე დღე ტრიქსტერი არ გამოჩენილა. მიას იმედი ბოლომდე გადაეწურა, რადგან არცერთ მესიჯზე არ მოსვლია პასუხი. ბოლოს ისღა მოიფიქრა, რომ ეთო ენახა და თევზის ამბავი დეტალურად გამოეკითხა… იქნებ ასე მაინც მიმხვდარიყო რამეს…

ეთოსთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა, საღამოს რვა საათზე პირდაპირ სახლში მიადგა. ეთო მარტო ცხოვრობდა. კარი თვითონ გააღო და გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა.

– შეენ?

სალაპარაკო მაქვს შენთან!

– პრინციპში, მეც… შემოდი!

მიამ კორიდორი გაიარა და მისაღებ ოთახში შევიდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა – დიდი აკვარიუმი იყო, რომელშიც ერთი ცალი თევზი დაცურავდა.

ეს ის თევზია, ცუდად რომ იყო?

– ჰოო… ნაომია! – დაჯექი…

კიდევ ფიქრობ, რომ მე რაიმენაირად გარეული ვარ მაგ თევზის და სპექტაკლის ამბავში?

– არა… უბრალოდ, ყველაფერი ისე უცნაურად წაეწყო… ის გოგო, არარსებული კომპანიიდან…

რომელი გოგო?

– შავგვრემანი, გრძელთმიანი გოგო იყო მოსული, რაღაც კოსმეტიკური ფირმიდან ვითომ… საჩუქარი აირჩიეო! დაჯდა აქ… მერე ტელეფონმა დარეკა, სანამ ვლაპარაკობდი, ნაომი ამოუყვანია და ჩუმად გაიძურწა. მერე დარეკა და მისამართი მითხრა, მოდი და წაიყვანეო…

გეფიცები, მე საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს მაგ ამბავთანრა გავაკეთო, რომ დამიჯერო?

– არაფერი, მია! ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ… უბრალოდ, მაშინ ძალიან გაგიჟებული ვიყავი…

იმ გოგოს სახელი გახსოვს?

– არა, სახელი არ მახსოვს, – ლამაზი გოგო იყო… იმ მისამართზე გამოცარიელებული ბინა დამხვდა. რომ შევედი, გარედან ჩამკეტეს და კარგა ხნის მერე გააღეს კარი…

და რომ უნდა გაგერკვია, ვის სახელზე იყო ბინა?

– ჩემს “ექსს” გაუქირავებია! ეგ გავიგე… დავურეკე და ველაპარაკე კიდეც, მაგრამ ყველაფერი უარყო, – გონზე არ ვარო… მე არ მჯერა! ჩემზე ძაან აკრეფილი ჰქონდა მაგას…

გასაგებია

– და შენ ამაზე სალაპარაკოდ მოხვედი?

ფაქტობრივად, კიიცი, რა მინდა გკითხო?.. რო თქვი, ვიღაცამ დამირეკა და ვლაპარაკობდიო, თუ გახსოვს, ვინ დაგირეკა?..

– მაშინ?.. კი, როგორ არ მახსოვს! ამას წინათ ერთი ტიპი გავიცანი… და რატო მეკითხები?

დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად არ დაგირეკა იმ ვიღაცამ იმისთვის, რომ იმ შავგვრემანს დრო ჰქონოდა თევზის მოსაპარად?

ეთო ჩაფიქრდა…

– არაა.. რა ვიცი… არა მგონია…

სახეზე ყოყმანი შეეტყო.

შეგიძლია მითხრა, ვინ არის ის ტიპი, ვინც დაგირეკა?

– ბიზნესმენია! რაღაც ბანკთან აქვს, მგონი, კავშირი… ბევრი ფული აქვს აშკარად… მაგრამ მაგას ვითომ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა? – არაა, არა მგონია!

გამორიცხული არაფერია, ხომ იცი?

– ეგ კიი… მაგრამ რა ვიცი… შენ სულ დამაბნიე…

როდის გაიცანი?

– პრემიერამდე სადღაც ერთი თუ ორი კვირით ადრე… ზუსტად არ მახსოვს.

გაქვს მაგის საკონტაქტო ინფო?

– ფეისბუქზე გავიცანი… ნომერი მთხოვა და მივეცი. რამდენჯერმე სახლში დამირეკა. თვითონ არ მოუცია თავისი და არც მე გამოვიჩინე ინიციატივა, თავის დაფასების პონტში…

ჰო

– დაგილინკავ ამ საღამოს… რაღაც ეჭვები გაქვს შენ… გატყობ!

კი, ჩემთვისაც უცნაურია ეს ყველაფერიკოტე მელაპარაკა ამას წინათ დათურმე ჩვენთან თავისი ნებით არ მოსულა! ვიღაც დაკავშირებია და ფული გადაუხდია იმისთვის, რომ დასში შემოსულიყო

– არ გამაგიჟო!

ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს რასანამ არ გავარკვევ რა ხდება, ასე დავტოვოთ ეს ამბავი! შენს გარდა, მეც მეხება ეს ყველაფერიასე მგონია, ვიღაც გაისარჯა იმისთვის, რომ მე მთავარი როლი მეთამაშა; ან იმისთვის, რომ შენ არ გეთამაშამოკლედ, ამ ორიდან ერთერთია!

– გეთანხმები…

ეთო ძალიან შეცვლილი ჩანდა. მშვიდად და აუღელვებლად ლაპარაკობდა.

იმ მრბოლელზე რისი თქმა შეგიძლია?

– რავი… ადრე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე მე გავწყვიტე მასთან კავშირი და ძაან იყო გაგიჟებული… მემუქრებოდა! და ის ბინა, სადაც ნაომი წაიღეს, მას გაუქირავებია. ახლა ჩემს ზარებს არ პასუხობს… საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე…

გასაგებია

– და რას ფიქრობ შენ?

არ ვიციუნდა ვიფიქრო, რისი გაკეთება შეიძლება! კაი, წავალ ახლაძაან გვიანია

– აუ, ყავა რო არ შემოგთავაზე?..

არა, არ მინდა მართლა

– მოკლედ, ირაკლის გვერდს მოგილინკავ მოგვიანებით…

კაი!

მია ეთოს გამოემშვიდობა და სახლში დაბრუნდა. წყალი გადაივლო, ორი ლუკმა შეჭამა, საწოლში ჩაწვა და ჩვეულებისამებრ, მუხლებზე ლეპტოპი დაიდო. ფეისბუქზე შევიდა, რომ ენახა, ეთომ გამოუგზავნა თუ არა იმ ბიზნესმენის ლინკი და…

– წაგებული წითური… რაღაც კარგად ხვდება ყურს… ცუდია, რომ მხოლოდ ყურს ხვდება კარგად და გულს არა!

მეგონა, აღარ მომწერდი, ფისო.

– გახსოვს, რომ გითხარი, თუ პარტიას წააგებ, თამაშს გამოეთიშები-მეთქი?

კიი, მახსოვს

– მოგატყუე

რაა?

მია მოულოდნელობისაგან კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა.

ანუ არ გამოვეთიშე თამაშს?.. თუ მატყუებ? რომელს მატყუებ? – რო გამოვეთიშე, თუ რო არ გამოვეთიშემოკლედმპატიობ?

– რა არის საპატიებელი? მინიშნებას გიგზავნი! დააკვირდი…

ტრიქსტერმა ლადო გუდიაშვილის ილუსტრაცია გამოუგზავნა და მერე კიდევ სამი სიტყვა: – სიახლოვეს“, “ნანგრევებიდა ასტვაც! ინჩუ ჰამარ!”

ღმერთო, რისი გულისთვის თუ რაღაცეკლესიაა ნახატზეცესე იგი, რაღაც რელიგიური თემაანანგრევებიეკლესიის სიახლოვეს ნანგრევები?.. გუდიაშვილის სურათი ვერ დავაკავშირე

– პირობას არ მოისმენ?

აა, კიი

– თუ გინდა, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, შენ დაგჭირდება გასაღები, რომელიც დავმალე… და ეს მინიშნებები მიგიყვანს იმ ადგილამდე, სადაც შეძლებ გასაღების პოვნას!

აამოიცაგუდიაშვილი, სიახლოვესგუდიაშვილის მოედანთანაა რაღაც ნანგრევებისომხური ეკლესია რომ დაინგრაეგ არის, ვითომ?

– არ ვიციი

დავუშვათ, გამოვიცანიმერე რას ვაკეთებ?

– კვირას, ჩვეულებრივ, 3 საათისთვის წაგიყვანს მძღოლი… შოთიკო… იპოვი გასაღებს… დანარჩენი მერე იყოს

რა საიდუმლო ოთახია?

– არ ვიცი… მანამდე კიდევ ერთი დავალება უნდა შეასრულო!

აბა?

– საცოლის როლის შესრულება მოგიწევს… ხვალ, საღამოს 7 სთ-ზე, მანქანით გამოგივლის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი… რესტორანში წაგიყვანს, სადაც საქმიანი ვახშამი აქვს! იქ იქნებიან მისი კომპანიონები, თავიანთი ცოლ-შეყვარებულებით… შენც ვითომ საცოლე ხარ… კოცნა-პროშტნა არ მოგიწევს, მაქსიმუმ, თავზე გაკოცოს…

და ვინ არის ის ახალგაზრდა მამაკაცი?

– მაგას ხვალ ნახავ, წითურო ახლა დაიძინე! 7-ზე შენს სადარბაზოსთან იყავი! არ ალოდინო… ზედმეტად პუნქტუალური ბიჭია!

კარგი, კარგი მადლობა, რომ არ გამომაგდე თამაშიდან!

– ახლა ფულს გადმოგირიცხავ, რომ ხვალ კაბა და ფეხსაცმელი იყიდო! ლამაზი უნდა იყო

ვაიჰმადლობა

მიამ სიხარულისაგან კიდევ დიდხანს ვერ დაიძინა. მოგვიანებით ეთომ იმ ბიზნესმენის გვერდის ლინკი გამოუგზავნა. დახურული პროფილი ჰქონდა, მხოლოდ პატარაზე ჩანდა მისი ავატარი.

მეორე დღეს მიამ მაღაზიები მოიარა და ბარათზე ჩარიცხული ფულით შაბიამნისფერი კაბა და ფეხსაცმელი იყიდა. 7 საათზე მზად იყო. თმა მაღლა აიწია, მაკიაჟიც გაიკეთა, გამოეწყო და ქვემოთ ჩავიდა.

სადარბაზოს წინ შავი “მერსედესი” იდგა. უკანა კარი გაიღო და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა. მიამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კიდევ კარგი, მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ სახლში და არც მეზობლები ჩანდნენ სიახლოვეს, თორემ განხილვის თემად აქცევდნენ მიას “ნაირ-ნაირ, მანქანებიან თაყვანისმცემლებს”…

– საღამო მშვიდობისა!

მიამ მზერა თავის “საქმროზე” გადაიტანა, რომელიც ამასობაში მოუახლოვდა და მოულოდნელობისაგან კინაღამ იქვე ჩაიკეცა…

– მე ირაკლი ვარ! – ხელი გაუწოდა მიას ეთოს ნაცნობმა ბიზნესმენმა და თავაზიანად გაუღიმა.

 

 

 

განათხოვარისაცოლე” (თავი ოცდამეერთე)

ლაშ, შენ ჭადრაკი იცი?

– კი, როგორ არა! – რაში გჭირდება, ნინ?

შეგიძლია დღეს, 3 სთზე წამომყვე სათამაშოდ? მე საერთოდ არ ვიცი და რომ არ მოვიგო ეს პარტია, არაფრით არ შეიძლება!

– მაზიანზე თამაშობ?.. შენც რაც იცი, ის გეთამაშა, გოგო… ჯოკერში ხო ხარ პელე?

არა, ეს სხვა ბაზარია! – წამოხვალ?

– დღეს ანუუ?

ჰოო

– ვერანაირად, ნიი… დღეს გვიანობამდე მაგარი სარბენი მაქვს… ალექსას არ დაურეკე? – ეგეც მაგარი იგროკია…

კიიყველას დავურეკე და არავის არ სცალია! შენ ბოლო ვარიანტი იყავიკაი, არა უშავსრამეს ვიზამ.

– ბოდიში რაა…

კაი, არ გრცხვენია? რა ბოდიში

ნინიმ ვერავინ ნახა, ვინც თამაშში დაეხმარებოდა და სათამაშოდ მარტო წავიდა. დახმარებაზე მძღოლმაც უარი უთხრა. ნინის ერთი გამოსავალიღა დარჩა, რომ იქვე, სკვერში ეთხოვა ვინმესთვის დახმარება.

ნინის დასახმარებლად ერთი ბიჭი და რამდენიმე გოგო შეიკრიბა. როგორც იქნა, მოჭადრაკეც გამოჩნდა. ახალგაზრდა, 30 წლამდე ასაკის ბიჭი იყო – სიმპათიური, უცნაური ვარცხნილობით.

კოდური სიტყვა იკითხა და თამაში დაიწყო. ძირითადად, ბიჭი მოთამაშე თამაშობდა. მას გოგონები ეხმარებოდნენ და ნინი უბრალოდ, თვალს ადევნებდა თამაშს. საბოლოოდ, ერთობლივი ძალებით ნინის მხარემ გაიმარჯვა. ნინიმ მადლობა გადაუხადა დახმარებისთვის ყველას და მინიშნების მოსასმენად მოჭადრაკეს მიუახლოვდა.

– იმისთვის, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, დაგჭირდება გასაღები, რომელიც ტრიქსტერმა დამალა. ჩაიწერე მინიშნება იმ ადგილის, სადაც დამალულია გასაღები…
მოჭადრაკემ პირველად ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნახატი აჩვენა ნინის, შემდეგ ორი სიტყვა: – სიახლოვეს“, “ნანგრევები და ბოლოს ფრაზა: -“ასტვაც! ინჩუ ჰამარ!”
ამის შემდეგ დაემშვიდობა და წავიდა. ნინი ისევ შოთამ წამოიყვანა სახლში.

ჭკუის კოლოფო! კიდე აქ ხარ?

ნინის სახლში შესვლისთანავე ტელევიზორის ხმა მოესმა და თავის ყოფილ ქმარს გასძახა.

– დღეს წავალ და დაგასვენებ!

ნიკას ტანსაცმელი გამოეცვალა და დივანზე იჯდა.

– შენ გელოდებოდი…

სად მიდიხარ?

– მეგი წავიდა ჩემი სახლიდან და… გათავისუფლდა ანუ… მისმინე, შენ ხომ არ გინდა იქ გადმოსვლა? ჩემთან?

ჰა?.. რა მოგეჩვენა?.. ან რა შემატყვე, რომ მინდა?

– არა, რა ვიცი.. გკითხე რაა… ისე, მე და შენ ძაან უაზროდ დავშორდით. ფაქტობრივად, ამაზე არც გვილაპარაკია!

აზრი არ ჰქონდა და იმიტომრა იყო, – დაგინებული გაქვს, რომ ცოლი მოიყვანო იმ სახლში და სულერთია, ახალი იქნება თუ ძველიი?

– ეგ რა შუაშია, გოგო… ვერ ხარ!

შენ ვერ ხარ! მისმინეჭადრაკი როგორც გამიშიფრე, კიდე გამიშიფრე რა რაღაც

– მოიცა, შენ ვერ გავიგე, რა პონტში ეძრობი საერთოდ? რეებს შიფრავ, ტოო? მაგას არ ჯობია, სექსით დავკავდეთ მე და შენ და ძველი დრო გავიხსენოთ?

შენთან სექსს სომხური მინიშნების გაშიფვრა მირჩევნია!

– სომხურის? მაჩვენე ერთი, აბა…

ნინიმ ბლოკნოტი ამოიღო და მინიშნებები აჩვენა. გუდიაშვილის ნახატის ფოტო მობილურით ჰქონდა გადაღებული.

– რაღაც რელიგიური თემა იგრძნობა! ამ ნახატშიც და სომხურ სიტყვებშიც…

მოკლედ, ამ ყველაფრით მისამართს უნდა ვიგებდეთ

– აა, მისმინე… რაღაც ნანგრევებზეა საუბარი… სომხური ეკლესია რო ჩამოინგრა, ვითომ იის?

სად ჩამოინგრა?

– დამავიწყდა, რა ჰქვია მაგ ქუჩას. დაგუგლე რა და ამოგიგდებს რაღაცას…

კი, ეგრეც ვაპირებდი

– კაი, წავედი მე და მადლობა ყველაფრისთვის! დივანზე ძილისთვისაც და კვერცხებისთვისაც…

არაფრისაბა, შენ იცი და დაელაპარაკე მართლა იმ გოგოსრა ბავშვივით იქცევი

– ჰოო რა! – პაჟივიომ ი უვიძიმ…

ყოფილმა ქმარმა, როგორც იქნა, დატოვა ნინის აპარტამენტები… ყოვლისშემძლე და ყოვლისმომცველი “გუგლის” დახმარებით ნინიმ ის ადგილი მოძებნა, სადაც გასაღები იყო დამალული და ტრიქსტერს მისწერა.

ვიცი, რა ადგილიცაა და როდის წავიდე?

– ხვალვე შეგიძლია! შოთა წაგიყვანს…

შენ ჩამოხვედი?

– შეიძლება არც წავსულვარ… რა ვიცი

ჰო, კაცმა არ იცის, სად დადიხარ საერთოდამერიკაში, აფრიკაში თუ ბულგარეთში

– კაი შედარებები იყო ისე, შენ რაღაც ეჭვები ხომ არ გაწუხებს ამ ბოლო დროს?

ეჭვები მხოლოდ შენთან მიმართებაში მაწუხებს მე, ისე არადა რა საიდუმლო ოთახზეა საუბარი? სად მაგზავნი?

– ნუ ხარ სულსწრაფი! ყველაფერს გაიგებ თავის დროზე!

და მე რომ ახლა მინდა?

რაა? შენ ხომ ხარ წესების მტერი?.. და რომელ ლოგიკაში ჯდება ის, რომ მე წესები დამიწესო?..

მოიცაააინტრიგანოოიმას ხომ არ უნდა მივხვდე საბოლოოდ, რომ წესები დავარღვიო?.. ასეაა?

– შენ ჩემგან პასუხს ელოდები ამ კითხვაზე?

ეგრეა! წესები უნდა დავარღვიო

– იცოდე, თუ ცდები… თამაშს გამოეთიშები. ასე რომ, კარგად იფიქრე! ხვალ შეგეხმიანები, გასაღები რომ გექნება!

რომ მექნება თუთუ მექნება?

– ნებისმიერ შემთხვევაში მოგწერ ხვალ! აბა, შენ იცი, შავგვრემანო… ყურადღებით იყავი!

ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ვიქნები!

მეორე დღეს მძღოლმა ნინი ნანგრევებში წაიყვანა. კიდევ კარგი, რომ ფარანი წაიღო, თორემ ვერ დაინახავდა გასაღებს, რომელიც საგულდაგულოდ დაემალა ტრიქსტერს. ნინიმ გასაღები კისერზე ჩამოიკიდა, რომ არ დაკარგვოდა და მანქანაში დაბრუნდა.

– რა ქენი, იპოვე?

კიაი, ნახე, თუ გინდა!

შოთიკომ ნინის გასაღები გამოართვა და დაათვალიერა.

როგორი პატარა გასაღები ჰქონია ტრიქსტერის სამალავს

ტრიქსტერის სამალავს? – ყურები ცქვიტა ნინიმ.ესე იგი, საიდუმლო ოთახიმისი სამალავია? ვაუუ

– აუუ… ფუუ ჩემი… ეგ არ უნდა მეთქვა!

მძღოლი ძალიან განერვიულდა.

წამოგცდა, ხოო? კაი, ნუ ნერვიულობ! – თევზი ვარ!

– მართლა?

ჩემი იმედი გქონდეს! ერთი სიტყვაც არ წამომცდება!

– მადლობა…

არაფრის! წავედით

ნინიმ სახლში მისვლისთანავე კომპიუტერი ჩართო და ტრიქსტერს მისწერა.

გასაღები ვიპოვე! შტო დალშე?

– მინიშნებას დაელოდე! მანამდე ერთი დავალებაც უნდა შეასრულო… შენს ანგარიშზე თანხას გადმოვრიცხავ, რომ გამოსასვლელი კაბა და ფეხსაცმელი იყიდო…

გამოსასვლელი კაბა? – ცხოვრებაში მარტო ერთხელ მეცვა კაბა, – ჩემს ქორწილში და კარგი არაფერი მოუტანია. და სად მიშვებ მაგ კაბით?

– ხვალ საღამოს ერთი ახალგაზრდა მამაკაცი გამოგივლის და რესტორანში წაგიყვანს. ეს კაცი ბიზნესმენია და საქმიანი ვახშამი აქვს კომპანიონებთან. ყველა საცოლესთან ერთად იქნება… მის გარდა.

და მე ვითომ მაგ ტიპის საცოლე ვარ? ინტერესნოო

– ასეა! სავახშმოდ წახვალ. ძირითადად, კაცები ილაპარაკებენ…

კაი, ბატონოო და რა ჰქვია მაგ ბიზნესმენს?

– ვაკო! მის გარდა, სავარაუდოდ, კიდევ ორი კაცი იქნება, თავიანთი საცოლეებით… ანუ სულ ექვსნი იქნებით!

კარგიგამოუშვი ფულითანახმა ვარ!

ფარსი ვახშამზე (თავი ოცდამეორე)

– სალ, შენთან ლაპარაკი მინდა!

რა ვერ ამოთქვი?

– ნუ ხარ შეუვალი! როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩემები რაღაცას ხვდებიან უკვე… კითხვები დამისვეს…

ჰოდა, მერე შენც აუხსენი! – რა პრობლემაა?

– ბავშვივით იქცევი! აქეთ-იქით დადიხარ, გაურკვეველ ადგილებში, რაღაც უცნაურ სამსახურებს იცვლი, ტელეფონს არ პასუხობ… – რა ხდება, გამაგებინე…

ერთი პროექტის მონაწილე ვარ!

– რა პროექტის? გიხდიან რამეს?

მაგას ვერ გეტყვი

– არ ვიცი, სალ… უცებ ისე შეიცვალე, მართლა ვეღარ გცნობ! იმ ქორწილში მართლა შემთხვევით მოხვდი თუ მე რო მეგის სურათებს ვათვალიერებდი, მერე მოძებნე და…

რა სისულელეა! ეგღა მაკლია, შენს საყვარლებს ვეძებდე და ტორტები მივართვა!

– პანაშვიდზეც უცნაურად იქცეოდი… ვიცი, რომ რაღაცას მიმალავ!

დამალვა შენი მოგონილია! – წავედი, დავალება უნდა ამოვხსნა! გუშინ გავათენე ისედაც

– რა დავალება?

რაღაც თავსატეხია და უნდა ამოვხსნა! მისმინერამეს ხომ არ გეუბნება სიტყვები: -“გუდიაშვილი“, “სიახლოვეს“, “ნანგრევებიდა არ გაგეცინოს!

– რა?

– “ასტვაც! ინჩუ ჰამარ! – ეს ყველაფერი რაღაცა ადგილის მინიშნებაა

– გუდიაშვილის მოედანთან რო სომხური ეკლესიის ნანგრევებია?

ვაიმეერა იცოდი?

– დაგავიწყდა, რომ მერიაში ვმუშაობ, გოგო?

სიმართლე გითხრა, კიირატომღაც არ გამხსენებია ეგ. – კაი, წავედი! მერე დაგირეკავ

სალიმ საბას ტელეფონი გაუთიშა და ტრიქსტერს მისწერა:

გუდიაშვილის მოედანთან ეკლესიის ნანგრევები, ხომ?

– ნწწ…

არაა?..

– კიი, კიი… ეგაა ყოჩაღ, ქერა

როდის უნდა წავიდე?

– თუ გინდა, დღესვე გამოვუშვებ შოთიკოს და წაგიყვანს. გასაღები დამალულია!

რატომაც არა! სადღაც, ერთ საათში მოვიდეს, კაი?

– კარგი შენ პრაქტიკულად ჩაიცვი

ეგ თავისთავად

ერთ საათში სალი უკვე მანქანაში იჯდა. მძღოლმა არც ამჯერად დაარღვია ტრადიცია და მთელი გზა ჩუმად მართავდა მანქანას.

ეკლესიის ნანგრევებში სალიმ გასაღები ძალიან დიდხანს ეძება. ისე დაიღალა, რომ ბოლოს ლამის ხელიც ჩაიქნია, მაგრამ საბოლოოდ მაინც იპოვა. – კიბეზე, ქვიშაში იყო ჩამარხული. გახარებული მანქანაში დაბრუნდა.

გასაღები პატარა იყო და შავი ფერის ატლასის “ლენტი” ჰქონდა გამობმული.
სახლში მისვლისთანავე მისწერა ტრიქსტერს.

მე საიდუმლო ოთახის გასაღები მაქვს!

– გილოცავ! მაგრამ, სანამ იმ ოთახში მოხვდები, ერთი დავალებაც უნდა შეასრულო!

დღეეს?.. ძალიან დავიღალეფეხზე ძლივს ვდგავარ!

– დღეს არა, ზეგ! ხვალ ფულს ჩაგირიცხავ, ქერა! ლამაზი გამოსასვლელი კაბა იყიდე და ფეხსაცმელი…

რისთვის?

– ზეგ, საღამოს მანქანით ერთი ახალგაზრდა მოგაკითხავს. – ბიზნესმენია! თავის კომპანიონებთან საქმიანი ვახშამი აქვს…

მერე მე რა შუაში ვარ?

– ვისაც ხვდება, ორივე მისი კომპანიონი საცოლეებთან ერთად მოდის. – მას კიდევ არ უნდა მარტო წასვლა…

ანუ მისი საცოლე უნდა ვიყო?

აუუარ ვიცი

– იცი! შენ არ გაგიჭირდება გაიხსენე, შეყვარებული რომ იყავი!

უუფრაღა მახსოვსკაი, კაირამეს ვიზამ იმედია, ისევ რაღაც შარში არ გამხვევ!

მეორე დღეს სალი საყიდლებზე წავიდა და ლამაზი წითელი კაბა იყიდა. ყველაზე მეტად წითელი ფერი უხდება. მერე ლუკა დედამისთან გაიყვანა, თვითონ საგულდაგულოდ გამოეწყო. ძალიან უნდოდა, რომ ლამაზი ყოფილიყო…

დაბურულმინებიანი მანქანა კორპუსთან დახვდა. მძღოლის მხარეს კარი გაიღო და შუახნის კაცი გადმოვიდა, რომელიც საერთოდ არ ჰგავდა ბიზნესმენს… მანქანას შემოუარა და უკანა კარი გამოაღო.

სალი დაბნეულად მიესალმა და მანქანაში ჩაჯდა.

– რა ლამაზი ყოფილხარ!

მანქანაში სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი იჯდა და იღიმოდა. ეტყობოდა, რომ ყველაფერი ძალიან ძვირფასი ეცვა და რაღაც საოცარი სუნამო ესხა… სალის ლამის თავბრუ დაეხვა უცებ…

– ხომ არ ნერვიულობ?

ააარა

– მე გიორგი მქვია! – გაუღიმა და სალის ხელზე აკოცა.

მესალი

– კიი, უკვე ვიცი… – წავედით?

უჰჰკიი

– ოღონდ არ ინერვიულო! თავისუფლად იყავი, კარგი?

ვეცდები

სალიმ ღრმად ამოისუნთქა და დაძაბულობისაგან ხელი ჩანთის სახელურს მაგრად მოუჭირა. ძალიან უხერხულად გრძნობდა თავს. ფაქტობრივად, მას გათხოვების მერე არ ჰქონია სხვა მამაკაცთან ურთიერთობა… არადა, ძალიან პატარა გათხოვდა…

მანქანა დაიძრა. გიორგი მთელი გზა ლაპარაკობდა, რომ სალის დაძაბულობა მოხსნოდა. რაღაცებს უყვებოდა თავის შესახებ… რა საჭმელი და სასმელი უყვარს და ათას წვრილმანს…

რესტორანი, სადაც მივიდნენ, საკმაოდ ძვირად ღირებული იყო. გიორგის მაგიდა წინასწარ ჰქონდა დაჯავშნული. ერთი წყვილი უკვე ადგილზე დახვდათ, – ჟღალთმიანი გოგონა, თავის საქმროსთან ერთად…

გიორგიმ სალის სკამი გამოუწია და შემდეგ თვითონაც მის გვერდით დაჯდა.

– ეს ირაკლია! – ირაკლი, ეს სალია, ჩემი საცოლე…

– სასიამოვნოა! – ესეც ჩემი საცოლე, – მია!

ერთმანეთის გაცნობის მერე ბიჭებმა რაღაც აქციებზე ჩამოაგდეს საუბარი… სალიმ მოპირდაპირედ მჯდომი მია შეათვალიერა, რომელიც მის მკერდს უცნაურად მიშტერებოდა. სალის ეგონა, რომ რამე ცუდად უჩანდა და თვითონაც დაიხედა მკერდზე. – ყველაფერი წესრიგში იყო… სალი მიხვდა, რომ წითური მის მედალიონს უყურებდა.

სალის თავისით გაექცა მზერა მიას მკერდისკენ და მოულოდნელობისაგან გაშრა… წითურსაც ეკეთა მედალიონი, ხელი – გაშვერილი თითით…

მათი მზერა შეხვდა ერთმანეთს… ორივე ძალიან კარგად მიხვდა, რომ ერთი და იგივე რაღაცაზე ფიქრობდნენ…

ამ დროს მაგიდას მესამე წყვილიც მოუახლოვდა… – ბიჭი და მომღიმარი შავგვრემანი გოგონა, რომელსაც სალის დანახვისთანავე შეეცვალა გამომეტყველება.

– ცოტა დავაგვიანეთ, ბოდიში! – გაიცანით, ჩემი საცოლე – ნინი…

სალის, ისევე, როგორც მიას, შავგვრემანი გოგონას მკერდისკენ გაექცა თვალი…
მას დიდი თვალის ფორმის მედალიონი ეკეთა…

სამი მედალიონი (თავი ოცდამესამე)

მიას ეთოს ნაცნობი ბიზნესმენის დანახვისას მოულოდნელობისაგან ენა ჩაუვარდა. თავში ერთდროულად ათასნაირი ფიქრი უტრიალებდა. – ტრიქსტერი აშკარად იცნობს საიდანღაციდან ეთოს, ამ ირაკლისაც… ან იქნებ სულაც თვითონაა?.. ან იქნებ რეზია ტრიქსტერი და ეს ირაკლი სპეციალურად შემოიყვანა “თამაშში”? იქნებ ამით იმას ცდილობს, რომ მიას ყურადღება მრბოლელიდან ბიზნესმენზე გადაიტანოს?.. – კაცმა არ იცის!

ვინც უნდა იყოს ტრიქსტერი, ნამდვილად კარგად იცის, სიტუაცია როგორ ჩახლართოს და კვალი არიოს…

– ნერვიულობ? – ჰკითხა ირაკლიმ მიას და გაეცინა.

არა! უბრალოდ, ძალიან ნაცნობი სახე გაქვს!

– არა მგონია, მიცნობდე… მე ზუსტად ვიცი, რომ პირველად გხედავ!

საიდან იცი ზუსტად?

– იქიდან, რომ აქამდე რომ მენახე, ასე იოლად არ დაგავიწყდებოდი…

თამამი განაცხადია!

ირაკლის ისევ გაეცინა და მანქანის კარი გამოაღო.

კოდური სიტყვა არ უნდა მკითხო?

ეშმაკურად ჩაეკითხა მია და გაუღიმა.

– აუჰ, ჰოო… აი, ხედავ? შენ რომ დაგინახე, ეგრევე დამავიწყდა!

არ მოეწონება შენს უფროსს ეს

– ჩემი უფროსი რა შუაშია?

ნუ, ხომ მიხვდი, ვისაც ვგულისხმობ! რა მნიშვნელობა აქვს, უფროსია თუ უმცროსი

– სასაცილო ხარ! – კარგი გაგებით… შენ ალბათ იმას გულისხმობ, ვინც შენი თავი შემომთავაზა, ასე რომ ვთქვათ… რა ცუდად ჟღერს, – “შენი თავი შემომთავაზა”! – რაღაც, სხვა შესატყვისი ვერ მოვიფიქრე უცებ…

არა უშავს! ჰოდა, რას ამბობდი, ვინ შემოგთავაზა ჩემი თავი?

ირაკლის გაეცინა.

– ჩემმა ერთმა ნაცნობმა! – დავიწუწუნე, რომ ყველა შეყვარებულით მოვა-მეთქი…

მერე, წაგეყვანა ეთო – გაიფიქრა მიამ, მაგრამ სხვა რამე უთხრა: – და რაო იმან, მე მოგიგვარებ მაგ პრობლემასო?

– დაახლოებით! – ისევ გაიცინა ირაკლიმ. – ასე მითხრა, აირჩიე როგორი გოგო გინდაო, – შავგვრემანი, ქერა თუ წითურიო…

და შენ წითური შეარჩიე?

– აბა რა! – წითურები ჩემი სუსტი წერტილია! – თან, შენ ლამაზი ხარ და ძალიან საყვარელი…

მადლობა!

– და ეს შაბიამნისფერი კაბა ძალიან გიხდება.

გზაში მეტი არაფერი უთქვამთ. რესტორანში პირველები მივიდნენ. ირაკლიმ მიასთვის მარტინი შეუკვეთა. ორივე მაგიდასთან დაჯდა.

რესტორანი საკმაოდ ძვირად ღირებული იყო… ფანტასტიკური დიზაინი ჰქონდა… ცოტა ხნის მერე მაგიდას წყვილი მიუახლოვდა – წითელ კაბაში გამოწყობილი ლამაზი ქერა გოგო და ძალიან კარგად ჩაცმული ბიჭი.

– მოხვედი, გიო?.. გაიცანით ჩემი საცოლე – მია! მია, ეს არის გიორგი, ჩემი კომპანიონი!

სასიამოვნოა

– ჩემთვისაც! ეს კიდევ ჩემი საცოლე სალია! – გაიღიმა გიორგიმ. – სალ, ეს არის ირაკლი…

ქერამ თავი დააქნია და გაიღიმა. ცოტა დაბნეული ჩანდა… მიას პირდაპირ დაჯდა და ჩანთა ძირს დადო. მიამ უცებ მისი მედალიონი დაინახა და მოულოდნელობისაგან წინ გადაიხარა.

მისი რეაქცია არც სალის გამოპარვია. ჯერ თავის მკერდს დახედა, მერე მიას შეხედა და მისი მედალიონის დანახვაზე მზერა მასაც შეეცვალა. ამასობაში მაგიდას მესამე წყვილი მოუახლოვდა, – კრემისფერ კაბაში გამოწყობილი შავგვრემანი გოგო და მესამე, კოსტიუმიანი ბიჭი…

– ცოტა დაგაგვიანდა, ვაკო…

– ჩემი ბრალი არ არის, აი, ამან მალოდინა! -თქვა სიცილით და შავგვრემანს ხელით ოდნავ შეეხო მხარზე.

– ჰოო, ჩემი ბრალია! სარკეს ვერ მოვწყდი… – თქვა შავგვრემანმა და რატომღაც ქერას უცნაურად შეხედა.

– ჩემი საცოლე, – ნინი!

სანამ ბიჭები ერთმანეთის საცოლეების გაცნობით იყვნენ დაკავებულები, გოგოებმა ერთმანეთი კარგად შეათვალიერეს. სალის პატარა თვალის ფორმის მედალიონი ეკეთა, ნინის დიდი თვალის ფორმის… სამივენი მზერით ხვდებოდნენ იმას, რაზეც ახლა ფიქრობდნენ, მაგრამ სიტყვის დაძვრას ჯერჯერობით ვერცერთი მათგანი ვერ ბედავდა.

ბიჭები თავიდან ძალიან ზოგად თემებზე საუბრობდნენ. შიგადაშიგ გოგოებიც ერთვებოდნენ საუბარში. მერე თემა შეიცვალა.

– მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები და ვიტყვი, რომ ღირს გარისკვა და ამაში რეკლამის ჩადება! – თქვა ირაკლიმ და მის ამ განცხადებას პოლემიკა მოჰყვა. სიტუაციით ნინიმ ისარგებლა.

– უკაცრავად, მე ცოტა ხნით დაგტოვებთ… გოგოებო, ხომ არ შემომიერთდებოდით? – როგორც იტყვიან ხოლმე, ცხვირების გასაპუდრად წავიდეთ?..

მიამ მაშინვე ჩანთას დასტაცა ხელი და ფეხზე წამოდგა. ქერამაც იგივე გააკეთა და სამივე დინჯად გაემართა ქალების ტუალეტისკენ.

საპირფარეშოში შევიდნენ თუ არა, მიამ კარი შიგნიდან გადაკეტა.

მოთამაშეები ხართ? – როგორც იქნა, ამოთქვა ის შეკითხვა, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე არ ასვენებდა.

– ასეც ვიცოდი! – თქვა ნინიმ და სალის შეხედა. – შენი სურათი ვნახე განათებულ გვირაბში…

– მართლა? – ალბათ ამომივარდა! – მე კიდევ, მგონი, შენ გეძებდი… სახელოსნოშიც კი მოვედი და არ დამხვდი… მერე იმან დამირეკა და…

– აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით. ამიტომ, მოდით, უცებ ძირითადი ინფორმაცია გავცვალოთ! როგორც ვხედავ, თმის ფერით შევურჩევივართ… – მე სალი მქვია! გათხოვილი ვარ… თუ ვიყავი… უკვე აღარ ვიცი…

– მე ნინი, – განქორწინებული ვარ! მხატვარი…

მე მია მქვია და არ ვარ გათხოვილიჩვენი სოციალური სტატუსებიც კი განსხვავებულია, თმის ფერისა არ იყოს

– ნამდვილად! – რა იცით ტრიქსტერის შესახებ? მე ფეისბუქზე მომწერა, – მკითხა, მინდოდა თუ არა ჩემი ცხოვრების შეცვლა და… მერე მართლა შეცვალა რაღაცეები…

– მეც ფეისბუქით დამიკავშირდა და ნახატი შემიკვეთა! ჯობია, რომ დრო დავთქვათ, შევიკრიბოთ და ყველაფერზე ვილაპარაკოთ!

– კარგი აზრია! მანამდე კი ჩემს მოსაზრებას გაგიმხელთ… მგონია, რომ ჩვენი მედალიონები იწყობა!

სალიმ თავისი მედალიონი მოიხსნა და ხელისგულზე დაიდო.

ეგ მეც მომივიდა თავში. – მიამაც მოიხსნა თავისი ხელის ფორმის მედალიონი და სალის გაუწოდა. სალიმ თავის მედალიონს ჯაჭვი მოხსნა და მიას მედალიონში ტრიქსტერის სიმბოლოს მიხედვით ჩასვა.

წკაპუნის ხმა გაისმა. ეს ორი ნაწილი ნინის მედალიონს შეუერთეს და შედეგად, ტრიქსტერის სიმბოლო მიიღეს.

ეს რას უნდა ნიშნავდეს? – იკითხა გაკვირვებულმა მიამ.

– მთავარია, რაში დაგვჭირდება! – თქვა ნინიმ. მოკლედ, ხვალ, ასე, პირველი საათისთვის, მრგვალ ბაღთან შევხვდეთ… ჩემთან სახელოსნოში ავიდეთ და ყველაფერზე დავილაპარაკოთ! იქნებ მას სწორედ ეს უნდოდა, რომ ერთმანეთს შევხვედროდით…

– მაგრამ, მე რომ ვეცადე შენს ნახვას, სახელოსნოდან გამოსული არ ვიყავი წესიერად, რომ ტელეფონზე დამირეკა და მისაყვედურა… უფრო სწორად, გამაფრთხილა, – მეორედ აღარ გააკეთო ეგო…

– მაგისას რას გაიგებ! მთავარია, ჩვენ მივხვდეთ, საერთოდ ვინ არის და რა უნდა! მოკლედ, ახლა მაგიდასთან დავბრუნდეთ, სანამ რამე არ იეჭვეს იმათ… ეგ სამივე მაგისიანი იქნება!

გოგოები მაგიდასთან დაბრუნდნენ. ვახშამმა კარგად ჩაიარა. მია ფიქტიურ საქმროებს აკვირდებოდა და ფიქრობდა, ეს სამი მართლა იცნობდა ერთმანეთს, თუ უბრალოდ, ტრიქსტერის დავალებას ასრულებდნენ… იქნებ ესენიც, უბრალოდ, კარგი მსახიობები არიან…

– იმ მიგდებული შენობის ამბავი მაინც ვერ გავარკვიეთ, არა?

– ეგ, წესით, მაგრა უნდა გაკეთდეს… აუუ, რა იქნება, თავისი სახე რო დაუბრუნდეეს… ისლამური სტილის ნიშნებით… სახელსაც ეგრე დავუტოვებდი – “ქარავანსარაი” ან “ქარავან სრა”… მაგას ქვემოთ გვირაბები აქვს, – დაიკარგები…

რა საინტერესოა! – თქვა მიამ და ხელი ირაკლის მხარზე ჩამოსდო.

აქამდე რატომ არასოდეს გიხსენებია ეგ შენობა? ვგიჟდები ეგეთ ადგილებზე

ირაკლი წამიერად დაიბნა, მაგრამ მიას ეშმაკობას მიუხვდა და გაეცინა.

– დალუქულია ახლა ეგ შენობა, საყვარელო… ვერ შეხვალ…

სამწუხაროა! და სად არის ტერიტორიულად?

მიას კითხვაზე სალი და ნინიც სმენად იქცნენ.

– თბილისშია! – მარტინის ვინ გაიმეორებს?

ირაკლი მაგიდიდან სწრაფად ადგა და ბარისკენ გაემართა. სამივესთვის გასაგები გახდა, რომ იმ შენობის ადგილმდებარეობას ცოცხალი თავით არ გაამხელდა.

გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს. სამივე ერთი და იმავე რაღაცას ფიქრობდა – იქნებ ტრიქსტერის სამალავი მაგ შენობაშია…

ვახშმის დასრულების მერე ერთმანეთს დაემშვიდობნენ და მანქანებისკენ გაემართნენ. მია ირაკლიმ სახლამდე მიაცილა.

– მადლობა მშვენიერი საღამოსთვის…

არაფრის.

– რაღაც, არ მინდა, რომ წახვიდე. ძალიან მინდა, კიდევ გნახო. თუ შენ წინააღმდეგი არ იქნები…

ვნახოთმე ძალიან მინდა იმ შენობის ნახვა! თუ წამიყვან, შეგხვდები!

– ულტიმატუმი მომწონს… – გაეცინა ირაკლის.

მათხოვე შენი მობილური

მიამ ირაკლის ტელეფონში თავისი ნომერი აკრიფა და ზარი გაუშვა. შემდეგ დაემშვიდობა და სახლში ავიდა. კაბა გაიხადა თუ არა, ლეპტოპი ჩართო და “გუგლში” სიტყვა – ქარავანსარაი მოძებნა.

“ქარავანსარაი” სპარსული სიტყვაა და გზისპირა სასტუმროს, ფუნდუკს ნიშნავს. – ქარავან სრა, ან იგივე – ქარვასლა, ძველად ვაჭართა და ხელოვანთა სასტუმროს ფუნქციას ასრულებდა. აქვე იყო დუქნები, საწყობები, სადაც საქონელს ინახავდნენ და საჯინიბოები…”

შეთქმულება (თავი ოცდამეოთხე)

– მოგეწონა ვახშამი? – ჰკითხა ვაკომ ნინის, როცა მანქანით სახლამდე მიაცილა.

კი! საინტერესო იყო… “თენქს.

– პირიქით, შენ მადლობა! სასიამოვნო იყო შენი გაცნობა, შენს კომპანიაში ყოფნა და საერთოდ… კარგი საღამო იყო. შეიძლება, კიდევ გნახო?

შეიძლება რო? არ აგიკრძალა ერთმა ინტრიგანმა? – გაეცინა ნინის.

– მე ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს, შავგვრემანო…

რა თქვი?

– ვერავინ ვერაფერს ამიკრძალავს-მეთქი…

არა, მაგის მერე?

– რა ვთქვი?.. – არ მახსოვს…

შავგვრემანოო

– მერე? არ უნდა მეთქვა?

ეგრე ის მეძახის!

– ვინ? ტრიქსტერი?

ჰომისმინე… – რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მითხრა, ვინ არის?

ვაკოს გაეღიმა.

– შენ გგონია, რომ ვიცი, ვინ არის?

არ იცი?
– მხოლოდ ის ვიცი, რომ ვინც არ უნდა იყოს, მაგარი ჭკვიანია! ძალიან ინტრიგანია, სწორად უწოდე შენ… ადამიანების მართვის საოცარ უნარს ფლობს… მისგან ძალიან კარგი ლიდერი გამოვიდოდა. ყოველთვის ყველაფერი წინასწარ, ზედმიწევნით ზუსტად აქვს გათვლილი და მისი გაშიფვრა შეუძლებელია! ისე ნატურალურად გადაგიტანს ეჭვებს… თითქმის დაგარწმუნებს რაღაცაში და უცებ – ბაც! და საპირისპიროდ შეატრიალებს ყველაფერს…

შენ რამდენი რამე გცოდნია მის შესახებ!

– მქონდა ბედნიერება!

საიდან, ვერ მეტყვი? გპირდები, ჩემგან ვერაფერს გაიგებს!

– უკვე ესმის! ყოველთვის ყველაფერი ესმის…

რას ამბობ?

– კარგი… ზედმეტი წამოვროშე ისედაც!

ვიცი, რომ ფულით აინტერესებს ადამიანებს და შენ რითი დაგაინტერესა, საინტერესოა?.. შენ ფული უკვე გაქვს

– მართალი ხარ… მე სხვანაირად მომიდგა! იცის, ვის როგორ მიუდგეს! სამწუხაროდ, მე მალე გამოვეთიშე თამაშს…

თამაშს? – შენ მოთამაშე ხარ?

– ყოფილი… ადრე ბიჭებს ეთამაშა! ერთ-ერთი მე ვიყავი…

დანარჩენები? როგორ დასრულდა თამაში?

– სამნი ვიყავით! – ბიჭები… მე, ჭადრაკი ვისაც ეთამაშეთ ის და მესამე…

მესამე ვინ?

– მრბოლელი…

მერე?

– ვერცერთმა ვერ გავქაჩეთ… არადა, ძალიან მაინტერესებდა ფინალში გასვლა! ისეთ აზარტში შეგვიყვანა, რომ…

ანუ თამაშს გამოეთიშეთ?

– სამივე! შესაბამისად, არც თვითონ გამოჩნდა… მერე ეტყობა, გოგოებზე სცადა და… როგორც ვხედავ, გაამართლა! თქვენ ჩვენზე მაგრები გამოდექით…

და ახლა როგორ მოხვდი აქ?

– მომწერა, მკითხა, მინდოდა თუ არა ახალ მოთამაშეებთან შეხვედრა… მითხრა, რომ ამჯერად გოგოებს ეთამაშება! თამაშის მეორე მხარეს გადმოდიო… ჯერ უარი ვუთხარი, მერე ცნობისმოყვარეობამ მძლია! ვეღარ მოვითმინე… ეგ ვახშამიც თვითონ დაგეგმა…

და ის ორი? ირაკლი და გიორგი?

– ეგენი არ ვიცი, ვინ არიან, – პირველად ვნახე…

მეც შევატყვე, რომ თავშეკავებული იყავი და ყველაზე ნაკლებად შენ ერთვებოდი საუბარშიის ორი ისე ტლიკინებდა, რომ აშკარად იცნობენ ერთმანეთსრა საინტერესოა

– მისმინე! ჩემს ვიზიტკას მოგცემ რაა და თუ რამეა, დამირეკე… მითხარი, რასაც გაიგებ, კაი?

კაიჩემი ნომერიც ჩაიწერე და იგივე, “კაროჩე“…

– ჰო…

ნინიმ და ვაკომ ნომრები გაცვალეს.

– ახლა რა ეტაპზე ხართ?

გასაღები ვიპოვე! როგორც თქვა, მისი სამალავის

– ვაუ… რა შორს წასულხარ!.. გოგოებმა რა თქვეს? მივხვდი, რომ იცანით ერთმანეთი…

არ ვიციდრო არ იყო იქ სალაპარაკოდდა შენ რა დავალებები გქონდა?

– რავი, ბევრნაირი… მე გვირაბში ჩავფლავდი… ბნელი ავირჩიე და შუა გზაში ფარანი დაჯდა… უკან ძლივს გამოვაღწიე…

ყველაფერი ესმისო, რომ მითხარირა იგულისხმე? ანუ სიახლოვეს ტრიალებს?

– არ ვიცი… სრულიად მარტო რომ ვყოფილვარ და რაღაც გამიკეთებია, ეგეც გაუგია… ისეთ რაღაცას მომწერდა, რომ ლამის მისი ზებუნებრიობა დამეჯერებინა!

რა საინტერესოა

– კარგი, აღარ გაგაცდენ… გვიანია უკვე… თუ რამეა, დამირეკე! ისეც თუ დამირეკავ, ბედნიერი ვიქნები.

კარგიდაგირეკავ ისეც! – დროებით

ნინი სახლში ავიდა და ეგრევე დივანზე დაეგდო. მის თავში სრული ქაოსი ტრიალებდა. ჯერ გოგოები, მერე ვაკოს ნათქვამი… როგორც ჩანს, ტრიქსტერს ადრეც ჰქონდა თამაშის მცდელობა… ნინის გონებიდან არ ამოსდიოდა ვაკოს სიტყვები: – ყოველთვის ყველაფერი ესმისო…

უცებ თითქოს დენმა დაარტყაო, არანორმალურივით წამოჯდა და სასწრაფოდ მედალიონი მოიხსნა…

“იქნებ მედალიონშია მოსასმენი აპარატი? რატომ აქამდე არ მომივიდა თავში?.. ტრიქსტერმა ხომ მითხრა, სულ გეკეთოს და არასოდეს მოიხსნაო?.. თუ ასეა, მაშინ ჩვენი ხვალინდელი შეხვედრის ამბავიც ეცოდინება…” – გაიფიქრა ნინიმ და ძალიან ინანა, რომ გოგოებს ტელეფონი არ გამოართვა. რატომღაც არცერთს არ მოსვლია თავში ეს აზრი… ისე იყვნენ დაბნეულები და გაოგნებულები…

მეორე დღეს ნინიმ მედალიონი სახლში დატოვა და ისე წავიდა შეხვედრაზე. სალი მისული დახვდა. ცოტა ხანში მიაც მოვიდა. ნინიმ ფურცელზე დაწერა, რომ შესაძლებელია, მედალიონებში მოსასმენი აპარატი იყოს და ხმა არ ამოიღოთო…

სახელოსნოში რომ ავიდნენ, ორივეს გამოართვა მედალიონები და ტუალეტში შეიტანა. მერე ოთახში მუსიკა ჩართო და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი. ნინიმ გოგოებს ვაკოს მონაყოლი ყველაფერი უთხრა. ამის შემდეგ სამივემ თავისი ისტორია და დავალებები დაწვრილებით გაუზიარა ერთმანეთს.

– იცით, რას ვფიქრობ? იქნებ ტრიქსტერს უნდოდა, რომ ერთმანეთი გვეპოვა? მით უმეტეს, თუ ვაკომ გითხრა, რომ ყოველთვის ყველაფერი აქვს გათვლილიო, ნუთუ იმას ვერ გათვლიდა, რომ ჩვენ მედალიონებით მივხვდებოდით?

– მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვახშამი სპეციალურად მოაწყო! საინტერესოა, გასაღებები, რომლებიც ვიპოვეთ, ერთი და იგივე კარს აღებს თუ სხვადასხვას?

– მე აქ მაქვს! ხელზე მიკეთია, რომ არ დავკარგო. – თქვა ნინიმ და ხელზე დახვეული ლენტი მოიხსნა.

– მე ჩანთაში მაქვს! – თქვა სალიმ და თავისი გასაღები ამოიღო. ნინის და სალის გასაღებები იდენტური აღმოჩნდა. მიას არ ჰქონდა თან წამოღებული, მაგრამ სავარაუდოდ, ისიც იგივე იქნებოდა…

– მე აქამდე რეზი მეგონა! ის გამგზავრებაც როგორ დაემთხვა! – თქვა მიამ.

– ისე, რეზი რომ ერთ-ერთი მოთამაშე იყო, ეს სულაც არ გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ტრიქსტერია! – თქვა სალიმ.

უი, ისე ხოოძაან ლოგიკური სვლა იქნებოდა მისი მხრიდან ეგ! კაკ რაზ, მის ხასიათში ჯდება! – თქვა ნინიმ და თან ლეპტოპი ჩართო.

– მე და შენ, ნინი, საერთო გვიპოვა აშკარად! ჩემი ქმრის საყვარელი – შენი ყოფილი ქმრის საცოლეა… ძაან უცნაურია, მაგრამ მიასთან ჯერჯერობით ვერ ვიპოვე საერთო… ესეც უცნაურია!

– გეთანხმები! – დაემოწმა მია.

რა ვქნათ?

– არაფერი, სალ… – განვაგრძოთ თამაში! მოვძებნოთ ის სამალავი და სამივე ერთად მივიდეთ! მე ირაკლიმ რომ ქარვასლა ახსენა, – ეგ მგონია! გუშინ “გუგლში” ვეძებე და რამდენიმე ქარვასლა ამომიგდო… მერე გავცხრილე… ანუ უმოქმედო რომელიცაა, ის იქნება ყველა ვარიანტში! თან, ისლამური სტილი რომ ახსენა, ეგეთია ზუსტად ლესელიძეზე რომ ქარვასლაა… თან შემოღობილია! კერძო საკუთრებაშია!

ერთი იდეა მომივიდა! რა მოხდება, რომ არ დაველოდოთ, როდის დაგვიწესებს იქ მისვლის დროს და ჩვენით მივიდეთ? გასაღები კი გვაქვსდარწმუნებული ვარ, რომ მივალთ, თვითონ იქ არ დაგვხვდება და მოულოდნელად რომ დავადგეთ თავზე? სად წავა? – თქვა ნინიმ და თან “ფეისბუქი” გახსნა.

– ეგეც კარგი აზრია! – დაემოწმა სალი.

– ვაიმე… მოუწერია!

რას იწერება?

– მოიცა, წავიკითხავ: – გამარჯობა, შავგვრემანო მოკლედ, შესანიშნავი სამეული ხართ და ძალიან კარგად გამოიყურებით ერთად თქვენი ტრიო არაჩვეულებრივია! სამწუხაროა, რომ მინორში უნდა გადაგაგდოთ და გითხრათ, რომ სამივემ დაარღვიეთ წესები და ერთმანეთთან კონტაქტში შეხვედით! ვახშამი მხოლოდ თქვენს გამოსაცდელად მოვიფიქრე. მაინტერესებდა, გაუძლებდით თუ არა ცდუნებას… სამწუხაროდ, ვერც ამჯერად გაამართლა თამაშმა და უნდა დაგემშვიდობოთ! სამალავის მინიშნებას ვერ მიიღებთ და ვერც პასუხს დამიბრუნებთ, რადგან ამ გვერდის დეაქტივაცია უკვე ძალაში მომყავს!

სასიამოვნო იყო თქვენთან თამაში! მინდა გითხრათ, რომ თქვენ არცერთს აღარ გჭირდებათ ტრიქსტერი! თქვენ სამივე უკვე გამარჯვებული ხართ, იმით, რომ თამაშში მოხვდით…

მომენატრებით

GAME OVER
Thank you for playing

Trickster

საიდუმლო ოთახი (თავი ოცდამეხუთე)

ტრიქსტერის წერილის წაკითხვამ გოგოები შოკში ჩააგდო. როგორც აღმოჩნდა, მან სამივეს ერთნაირი ტექსტი მისწერა. მის საქციელზე დიდხანს იმსჯელეს და სამივე ერთ ვარაუდზე შეჩერდა, რომ ტრიქსტერი ასე ადვილად არ დაემშვიდობებოდა მათ.

შეიძლება, მისი გაქრობა წინასწარ გამიზნული ქმედებაა და სხვა არაფერი… შეიძლება, ეს სვლაც თამაშის შემადგენელი ნაწილია…

ტრიქსტერმა მართლა მოახდინა თავისი “ფეისბუქის” გვერდის დეაქტივაცია, რითაც ყველანაირი გზა მოუჭრა მოთამაშეებს.

მთავარია, არ დავიბნეთ და ყველაფერი კარგად გავთვალოთ! ჩვენ საკმარისი კონტაქტები გვაქვს და საკმაო რაოდენობის ინფორმაციას ვფლობთ იმისთვის, რომ დამოუკიდებლად ვიმოქმედოთ. – თქვა ნინიმ და სახელოსნოს ფანჯრიდან გადახედა ქუჩას.

– მგონი, აჯობებს, მრბოლელი მოვინახულოთ, პირველ რიგში! მძღოლის, კურიერის და მოჭადრაკის კოორდინატები არ ვიცით… ვაკო მნიშვნელოვანი ფიგურაა და მგონია, იმაზე მეტი იცის, ვიდრე შენ მოგიყვა…

– მართალი ხარ, სალ… მეც ეგრე მგონია! უნდა ვეცადო, რომ მაქსიმალურად გამოვწურო!
როგორც კი დამირეკავს, შევხვდები…

– ის მრბოლელი ხვალ რომ ვნახოთ, არა? ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც გავიგებთ, ჩამოვიდა თუ არა!

– რა თქმა უნდა, მია! ეგეც უნდა ვნახოთ და მე საიდუმლო ოთახზე ვფიქრობ… ირაკლის ნახსენები შენობა მგონია და მომკალი! ლესელიძეზეა ერთი ეგეთი ქარვასლა… რა მოხდება, რომ მივიდეთ და ვნახოთ?

თუ გინდა, ახლავე წავიდეთ! ჩემი მანქანით. – თქვა ნინიმ და მანქანის გასაღები ამოიღო ჯიბიდან.

– თუ მართლა მანდ არის მისი სამალავი, მაშინ ნამდვილად მოულოდნელი იქნება ჩვენი ვიზიტი! შეიძლება ელოდება, რომ ჩვენ მაინც ვიპოვით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, დღესვე რომ მივიდეთ, ამას ვერც კი წარმოიდგენს!

– ჰოდა, დრო აღარ დავკარგოთ, – წავიდეთ…

სამივენი ნინის მანქანით ლესელიძის 36 ნომერში წავიდნენ, სადაც ძველი ქარვასლის შენობა იდგა. შენობას გარშემო გალავანი ჰქონდა შემორტყმული. გოგოებმა მთლიანად შემოუარეს ქარვასლას და შედარებით ადვილად გადასაძრომი ადგილიც იპოვეს.

ქარვასლის მხოლოდ კედლები იყო შემორჩენილი. მთელ შენობას გარშემო დიდი თხრილი ჰქონდა შემოვლებული და მხოლოდ ერთი ფიცარი იყო გადებული, საიდანაც შეიძლებოდა გადასვლა.

წვიმდა და სველ ფიცარზე ფეხი სრიალებდა. გოგოები შენობაში შევიდნენ. კედლები წითელი აგურით იყო ნაშენები და ფანჯრების ადგილას დიდი სპარსული სტილის ლამაზი თაღები იყო.

გოგოებმა ჯერ ზედა სართულები მოიარეს. გზადაგზა ხვდებოდათ ორმოები, გაუქმებული შახტები, რომლებიც საკმაოდ სახიფათო იყო. ბევრი ძებნის შემდეგ გოგოებმა დახვეული ვიწრო კიბე იპოვეს, რომელიც ქვემოთ, ნულ სართულზე ჩადიოდა. რაც უფრო ღრმად ეშვებოდნენ კიბეზე, მით უფრო კლებულობდა დღის სინათლე და საჭირო გახდა ფარრის ანთება.

ფარანი არცერთს არ ჰქონდა წამოღებული, ამიტომ მობილურებით ინათებდნენ გზას.
სარდაფიც მოიარეს და პატარა ხის კარი იპოვეს. კარს გარედან გამჭვირვალე პარკი ჰქონდა აკრული და უცებ ვერ მიხვდებოდი, რომ იქ კარი იყო.

მიამ კედელზე ცარცით მიხატული ტრიქსტერის სიმბოლო შენიშნა და გასაღები ამოიღო. გოგოები თითქმის ბოლომდე იყვნენ დარწმუნებულნი, რომ ეს კარი სწორედ ის იყო, რასაც ეძებდნენ…

კარს პატარა ოქროსფერი ბოქლომი ეკეთა გარედან. მიამ გასაღები ამოიღო და ბოქლომს გაუყარა. ტკაცუნის ხმა გაისმა და ბოქლომი გაიღო.

სამივეს ტანში ჟრუანტელმა დაუარა. კარი გამოაღეს და ვიწრო, ბნელ კორიდორს გაუყვნენ.
კორიდორი მარჯვნივ უხვევდა. აქაც ძალიან ცუდი გადასასვლელები იყო.
მოსახვევს მიუახლოვდნენ თუ არა, ძირს დაწყობილი პატარა, მრგვალი ყვითელი სანთლები დაინახეს, რომლებიც მათ გასაკვირად, ენთო…

უკუნეთ სიბნელეში ეს ყვითელი პატარა სანთლები ძალიან იდუმალი სანახავი იყო… გოგოები ხმას ვერ იღებდნენ და სუნთქვაშეკრულები მიიწევდნენ წინ.

მალევე გვირაბი დაიქსაქსა და რამდენიმე გასასვლელ-გამოსასვლელი გამოჩნდა.

გავნაწილდეთ თუ ერთად ვიაროთ? – იკითხა ნინიმ.

– არა, ერთად ჯობია! რა ვიცით, რა ხდება… სად ვართ. – უპასუხა მიამ.

– აშკარად იცოდა, რომ მოვიდოდით… საიდან ხვდება ამ ყველაფერს… – თქვა სალიმაც.
გოგოები ხმადაბლა საუბრობდნენ, მაგრამ იმ სამარისებურ სიჩუმეში მათი ხმა მაინც ხმამაღლა ისმოდა.

გზაში რამდენიმე წყლის ბოთლი იპოვეს, რომლებიც სანთლების სიახლოვეს ეწყო, თითქოს ვიღაცამ სპეციალურად დატოვა განათებულ ადგილზე, რომ ეპოვათ…

გვირაბში უკუნეთი სიბნელე იყო გამეფებული და საკმაოდ ციოდა. იქაურობა მტვრის და ნესტის სუნით იყო გაჯერებული.

როგორც ჩანს, ამის ქვემოთაც იყო გვირაბები, რადგან შახტები კიდევ ეშვებოდა ქვემოთ, მაგრამ იქ ჩასვლა შეუძლებელი იყო… ჯერ ერთი, ჩასასვლელი არსად ჩანდა, მხოლოდ ორმოები და შახტები და მეორეც, რომც ჩასულიყავი, კოჭებამდე წყალში აღმოჩნდებოდი.

– რა უცნაური ადგილია! ასეთი ჯურღმულები მხოლოდ ფილმებში მქონდა ნანახი… – თქვა სალიმ და ნინის ხელი მოჰკიდა.

ნუ გეშინია! სპეციალურად არჩევს ასეთ ადგილებს

– იქიდან რაღაც თითქოს უფრო მეტი შუქი გამოდის… – დაიძახა მიამ და გვირაბი ბოლომდე გაიარა. გოგოებიც უკან გაჰყვნენ და პატარა ოთახში მოხვდნენ, სადაც…

– საიდუმლო ოთახი! – ხმამაღლა შეჰყვირა სალიმ.

ვიპოვეთ! – ტრიქსტერის სამალავი ვიპოვეთ!

ოთახი პატარა იყო და ბნელი. არანაირი განათება, მხოლოდ ის ყვითელი სანთლები… ოთახის ბოლოში, კედელზე ფურცლებზე დაწერილი დავალებების და მინიშნებების ნიმუშები იყო გაკრული. შუაში პატარა, სახელდახელოდ მოწყობილი მაგიდა… რომლის ფეხების მოვალეობას აგურები ასრულებდა, ხოლო ზედაპირს – რაღაც სქელი ბეტონის ფირფიტა.

მაგიდაზე ცარიელი შავი ლუდის ბოთლი, ჭიქა, თეფშზე დაწყობილი თევზის ფორმის ნამცხვრები, სანთლები, წყალი და კუბიკ-რუბიკი იდო.

– მგონი, ნამდვილად გვეკაიფება ეს! – შეხედეთ რაა… თევზები… – კატას თევზები უყვარს და თითქოს ჩვენ დაგვახვედრა, ხუმრობით… – თქვა მიამ და იქაურობა კარგად მოათვალიერა.

ჩვენი დავალებებისად გაუკრავს

– ლუდიც ჰყვარებია!

– ვაიმე, ვკვდები, ისე მაინტერესებს, ვინ არის… უკვე იმ ეტაპზე ვარ, რომ ყველაფერზე წავალ, ოღონდ გავიგო, ვინ არის…

თქვა სალიმ და მაგიდას მოშორდა. იქაურობას ათვალიერებდა. შემოსასვლელის გასწვრივ, მაღლა, კედელზე ბეტონი იყო გამოწეული და ზემოდან ოდნავ რაღაც თეთრი მოჩანდა.

– გოგოებო, აქ რაღაც დევს…

მია და ნინი სალის მიუახლოვდნენ და ფარნები მიანათეს.

– ბლოკნოტს ჰგავს… როგორ ჩამოვიღოთ?

მოდი, მე და შენ მია ავწიოთ და ჩამოიღებს!

მიამ შავი ტყავგადაკრული დღიური ჩამოიღო და გადაშალა. გაკრული ხელით, მელნიანი კალმით რაღაცები ეწერა. შიგადაშიგ ჩანახატებიც იყო გაკეთებული. ბევრი ფურცელი ამოხეული იყო, ზოგიც მომწვარი…

გოგოებმა სამალავი დატოვეს და დღის შუქზე გამოვიდნენ, რომ დღიური კარგად ენახათ.
“ჩემი პირადი ჩანაწერები” – ასე იწყებოდა დღიური… სამივე გარეთ იდგა და დღიურს ათვალიერებდა. კითხვა სალიმ დაიწყო. დღიურში ტრიქსტერი რამდენიმე ფრაგმენტს იხსენებდა თავისი ბავშვობიდან… აქ იყო მისი მოსაზრებები გოგოების შესახებაც, მათ დავალებებზეც ეწერა. კიდევ, რაღაც კოორდინატები იყო ჩანიშნული… უცნაური ფრაზები, ზოგი რამ წაშლილი…

– “გოგოებმა მედალიონები იპოვეს. საინტერესოა, თუ მიხვდებიან, რომ მედალიონები უნდა გააერთიანონ იმისთვის, რომ…” დანარჩენი ნაწილი ამოხეული იყო.

დღიურში მიტოვებული ჰოსპიტალიც იყო ნახსენები, რომელიც ღამე საკმაოდ შემზარავია. ასევე, რაღაც უცნაური პატარა სოფელი, რომელიც “გუგლის” რუკაზეც არ არის აღნიშნული…

“სოფელში ფიჭვნარიც არის, მუხნარიც, ფოთლოვანი და შერეული ტყე… სახლი, – ცისფერი სახლი ორსართულიანია… სახურავი კრამიტისაა. მეორე სართულზე მხოლოდ ორი ოთახია. ქვემოთ ადრე ბოსელი იყო, ახლა საწყობია… მიყვარს სხვენში ასვლა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩრდილები იწელება და გრძელდება… სხვენში დიდი დაწნული ხის გოდრებია. ღამღამობით თაგვები აგორავებენ რკინის ცარიელ ქილას, რომელიც სპეციალურად არ ჩამოვიტანე…

– “კალიმერა”, “ელა” – ეს ორი სიტყვა ისმის ყველაზე ხშირად. სოფელში მხოლოდ მოხუცები ცხოვრობენ და ეს ძალიან უცნაურია.

ისინი ხელში კრიალოსანს ათამაშებენ და ითვლიან… ითვლიან… ითვლიან… – კაცმა არ იცის, რას… იქნებ თავიანთ განვლილ დღეებს…

ამ სოფელში მხოლოდ ბ*** ცხოვრობენ”

ეს სიტყვა წაშლილია! ზერა უნდა იყოს

– ეს რაღაც შენობაა კიდე? წვეტიანი თაღები აქვს, ნახეთ… რაღაც, გოთიკურ სტილს ჰგავს… და 66 აწერია… ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?

– დააკვირდით, ეს ფრაზა რამდენჯერ მეორდება? – “ეს არის მეთოდი”… – რას უნდა ნიშნავდეს? – რა მეთოდზეა ნეტა საუბარი?

– არ ვიცი… ბოლოს ნახე, როგორ ამთავრებს: – იმისთვის, რომ ფინალში მოხვდე, ძალიან ბევრი უნდა იარო!” დაეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია…”

– ვაიმე, რა საინტერესოა! რაღაც მიწისქვეშეთს ახსენებს, ძველ ჰოსპიტალს… ეს უცნაური სოფელი, სასაფლაო… ნეტა ის ლოკაციები ხომ არ არის, სადაც უნდა გავეგზავნეთ ჩვენ?

– შესაძლებელია!

– ნახე: – “მოჭადრაკე, რომელიც სულაც არ არის მოჭადრაკე, ძირითად სვლებს ფეხით გააკეთებს”.. – ასეც ვიცოდი, რომ არ იყო მოჭადრაკე… – თქვა სალიმ.

– შეიძლება, აქედან ბევრი რამე ცრუ იყოს და უბრალოდ, იმისთვის დაწერა, რომ კვალი აგვირიოს… მოდი და გაიგე, რა არის აქ სიმართლე და რა – არა…

– ეგა თქვი!.. ამ დღიურს კარგი ჩაჯდომა უნდა. სჯობს წავიდეთ! – აქ მეტი არაფერია და მოვიფიქროთ, რას ვიზამთ მერე…

მართალი ხარ, სალდღიურს მე წავიღებ და დავასკანერებ. მერე გამოგიგზავნით ორივეს… – თქვა ნინიმ და დღიური ჩანთაში ჩაიდო.

– და იმ მრბოლელს მივადგეთ პირდაპირ იმ “ბე-ემ-ვეს”  კლუბში… იმას მაინც გავიგებთ, ჩამოვიდა თუ არა!

– აუცილებლად! ხვალვე წავიდეთ…

პირადად მე უკან არაფერზე დავიხევ და მაინც ვიპოვი! მაინც გავიგებ, ვინ არის და რა უნდა ჩვენგანრას გვათამაშებს თაგვებივით

თქვა ნინიმ და სამივემ დატოვა ტრიქსტერის სამალავი.

სხვა სიმართლე (თავი ოცდამეექვსე)

სალი და მია ნინისთან სახლში ავიდნენ და გვიანობამდე ცდილობდნენ ტრიქსტერის ჩანაწერების გაშიფვრას. კოორდინატები, რომლებიც დღიურში ეწერა, ყოფილი სამხედრო ბაზები თუ აეროდრომი აღმოჩნდა. საინტერესოა, ეს უცნაური ადგილები არის თუ არა რაიმე კავშირში თამაშთან, თუ, უბრალოდ, დასაბნევად ჩაწერა ტრიქსტერმა…

ალბათ, ბევრი ცრუ ინფორმაციაა ჩაყრილი აქ! – თქვა მიამ და ყავა მოსვა.

– ხედავთ, გოგოებო… რამდენი ფურცელია ამოხეული? – ნეტა იქ რეები ეწერა… ისე, სავსებით შესაძლებელია, რომ ეს ამოხეული ფურცლები მომდევნო დავალებებზე გვეპოვა ნელ-ნელა! ბოლოს გავაერთიანებდით…

– სავსებით ლოგიკურია, სალ! ტყუილად არ ამოხევდა მაგ ფურცლებს… მის ხასიათსაც თუ გავითვალისწინებთ, სიამოვნებით გაგვაწვალებდა მაგ ფურცლების ძებნით. – თქვა ნინიმ და სიგარეტს მოუკიდა.

– მალე უნდა წავიდე! ბავშვი დედაჩემთან მყავს დატოვებული…

მეც, თორე გამიგიჟდებიან ჩემები! რაც თეატრიდან წამოვედი და ყოველ კვირას ნაირნაირი კაცები მაკითხავენ მაგარი მანქანებით, მეზობლებიდან დაწყებული, ჩემი მშობლებით დამთავრებული, ყველა ეჭვის თვალით მიყურებს უკვე.

– მოდით, მოკლე მონახაზი გავაკეთოთ, რას ვაპირებთ…

მოკლედ, ასე მოვიქცეთხვალ, თორმეტ საათზე, ისევ მრგვალ ბაღთან შევხვდეთ და იმ BMW- კლუბში მივიდეთაქედან დავიწყოთ!

– ისე, ეს უცნაური სოფელი, ცისფერი სახლით, საეჭვოდ აქვს ნახსენები…

მაგის დღიურში ყველაფერი საეჭვოა, ნინ!

– კიი… საეჭვოა, მია, მაგრამ თითქოს ამ სოფელზე აქვს გაკეთებული აქცენტი… ისე აღწერს გარემოს და ზოგადად, სიტუაციას, რომ ასე მგონია, უნდა, რომ მიგვახვედროს ადგილი…

– ჰო, მაგრამ… თუ “გუგლის” რუკაზეც არ არის აღნიშნული სოფლის სახელი, მაშინ ინტერნეტით ვერ ვიპოვით, გამორიცხულია…

-“კალიმერა” ბერძნულად გამარჯობაა და “ელა” – მოდის ნიშნავს… კრიალოსნებიც უყვართ ბერძნებს… და მხოლოდ მოხუცები თუ ცხოვრობენ, მაშინ ძალიან პატარა სოფელი უნდა იყოს… ბერძნების სოფელი…

შეიძლება, ნინშეიძლება ეგრეც იყოსის ცისფერი სახლივითომ მანდ ჩადის ხოლმე?

– არ ვიცი, მია… არ ვიცი… მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ ეგ სოფელი მართლა არსებობს სადღაც…

– ცუდია, რომ ვერც კურიერს ვიპოვით, ვერც მძღოლს და ვერც მოჭადრაკეს… –
სალი სავარძლიდან წამოდგა და ჟაკეტი ჩაიცვა.

– სამაგიეროდ, მრბოლელის ვინაობა ვიცით! – ნინიმ სალის ჩანთა გადააწოდა.

მეც მოვდივარ! მადლობა, ნინ, მასპინძლობისთვის და ხვალ 12-ზე არ დააგვიანოთ!

– მოიცა, მედალიონებს რა ვუყოთ?

რომ მოვედით, წყლიან ჭიქაში ჩავდე. თუ მოსასმენი აპარატები მართლაა შიგნით, გაფუჭდებოდა! დღიურში უწერია, რომ მედალიონების გაერთიანებით რაღაცა მოხდება. ამიტომ აჯობებს, რომ ვატაროთრა ვიცით, როდის და სად გამოგვადგება?

– მართალია!

გოგოებმა მედალიონები ისევ ჩამოიკიდეს და დაიშალნენ. ნინიმ რამდენჯერმე სცადა ტრიქსტერის მოძებნა “ფეისბუქზე”, მაგრამ ამაოდ… მისი გვერდი გამქრალი იყო.

მეორე დღეს, 12 საათზე გოგოები ერთმანეთს შეხვდნენ და BMW-ს კლუბში ერთად მივიდნენ. პირველი ნინი შევიდა. სალი და მია უკან მიჰყვნენ. ოფისში 5 თუ 6 ბიჭი იყო. მათგან რამდენიმემ ნინი იცნო. ქერა ბიჭი ფეხზე წამოდგა და ნინის ისე მიესალმა.

– გამარჯობა! – თქვა ნინიმ. სალი და მია მის გვერდით დადგნენ და იქ მყოფები შეათვალიერეს.

– ვაჰ, ქერა, შავგვრემანი და წითური ერთად… სამოთხეში ვარ თუ მძინავს? – თქვა ერთ-ერთმა ბიჭმა, რომელიც დივანზე იჯდა და მუხლებზე ipad-ი ედო. სიმპათიური იყო. ეს რომ თქვა, თან გოგოებს თვალი ჩაუკრა.

– თქვენ ყველანი რეზის ეძებთ? – იკითხა ქერა ბიჭმა და გაიცინა.

– კი…

– აუ, რას აკეთებს ამისთანას ეს ბიჭი, ტოო… სულ გოგოები დასდევენ. – თქვა ისევ იმ შავგვრემანმა და გაიცინა.

ჩვენ არ დავდევთ! ჩვენ ვეძებთ! – აუხსნა მიამ.

– აჰა, გაგიიასნეს ეგრევე? – გაეცინა ქერა ბიჭს და შავგვრემანს გადახედა.

– რისთვის ეძებთ, ხომ ვერ მეტყვით? – შავგვრემანმა ipad-ი გვერდით გადადო და დივნის საზურგეს მოხერხებულად მიეყუდა.

– შენ არა და მას ვეტყვით, როცა ვიპოვით! – უთხრა ნინიმ.

– რეზი არ არის აქ! მე მითხარით და გადავცემ! რისთვის ეძებთ? საქმე გაქვთ?

– არა, უბრალოდ, ვთამაშობთ! – უთხრა სალიმ.

– საქართველოში არ არის, თუ აქ არ არის? – ჰკითხა ნინიმ ქერა ბიჭს და მისკენ რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა. მან კი დაბნეული გამომეტყველება მიიღო და შავგვრემანს გადახედა.

– არც ერთი და არც მეორე! – ქერას ნაცვლად უპასუხა დივანზე მჯდომმა ბიჭმა და ფეხზე წამოდგა, გოგოებს მიუახლოვდა. რაღაც უცნაურად იღიმოდა… მოულოდნელად სალის ჩამოსართმევად ხელი გაუწოდა და თქვა:

– რეზი კვესელავა!

სალიმ ინსტინქტურად ჩამოართვა ხელი და სახეზე დააკვირდა. რეზი მას უყურებდა და ეღიმებოდა.

მე სალი! ეს მიააის ნინი

რეზიმ სათითაოდ ჩამოართვა ხელი გოგოებს.

– შეიძლება, სადმე დავილაპარაკოთ? მოწმეების გარეშე? – ჰკითხა ნინიმ.

– ძიმ, კაბინეტის გასაღები მომე რა!

რეზი ქერასთან მივიდა და გასაღები გამოართვა. მერე კიბისკენ მიუთითა გოგოებს და პირველი თვითონ დაწინაურდა. მეორე სართულზე ხის კარი დახვდათ, რომელიც რეზიმ გასაღებით გააღო.

ოთახში კედლებზე სულ პლაკატები იყო გაკრული. რეზის ფოტოც იყო მათ შორის, მანქანასთან იდგა.

– დასხედით! – აბა, გისმენთ… რისთვის მეძებენ ასეთი ლამაზი გოგოები…

რეზი პირდაპირ მაგიდაზე შემოჯდა. გოგოებმა ერთმანეთს გადახედეს… სამივე ახლა მიხვდა, რომ ჯერ არ ჰქონდათ მოსაზრებული ის, რაც უნდა ეთქვათ მისთვის, როცა იპოვიდნენ.

– ჩვენ ვიცით, რომ ტრიქსტერი შენ ხარ! – უთხრა ნინიმ და გამომცდელად დააკვირდა. რეზიმ ნინის მზერა თამამად გაუსწორა, ისე, რომ სახეზე ღიმილი არ მოშორებია!

– ტრიქსტერი?

– დიახ! – თქვა მიამ და ისიც მიუახლოვდა და ნინის გვერდით ამოუდგა.

– მგონი, რომ ვიყო ეგ ვიღაც ტრიქსტერი, კარგი იქნებოდა არა ჩემთვის? – გაიცინა რეზიმ და მაგიდიდან კალმისტარი აიღო.

რატომ არ გვეკითხები, რას ნიშნავს ტრიქსტერი? წესით, პირველი რეაქცია ეგ უნდა ყოფილიყო – თქვა სალიმ.

– მივხვდი, რომ ვიღაცას ეძებთ, მაგ მეტსახელით. ჩვენთან, კლუბში ეგეთი არავინაა!

– და ხელში რომ მაგ კალამს ნერვიულად ათამაშებ, ეგ მეჩვენება? – ჰკითხა ნინიმ და თვალებში ჩააცქერდა.

– ცოტა დამძაბეთ და რა გასაკვირია! მოულოდნელად მოდის სამი ლამაზი გოგო და უცნაურ კითხვებს მისვამს…

სიტყვათამაშირამეს გეუბნება? – ჰკითხა მიამ.

– ბევრ რამეს! – რა არის რო?

შენ ეთოს იცნობ, ვიცი! შეყვარებულები იყავით!

– შეყვარებულები ნაკლებად… ისე, ვხვდებოდით ცოტა ხანი… საიდან იცი? ვინ ხართ, ტო?

ჯერ უნდა გავიგოთ, ვინ ხარ შენ და მერე შეიძლება გითხრათ, ჩვენ ვინ ვართ

– თქვენ უკვე იცით, ვინც ვარ! – ეთომ გამოგაგზავნათ?

– მეგიზე რას გვეტყვი? თუ ეგეც არ ყოფილა შენი შეყვარებული? – ჰკითხა ნინიმ.

– მეგისაც იცნობთ? რა იყო, პირი შეკრეს მაგათმა, თუ რა ხდება? – გაეცინა რეზის.

მაგათმა არა, – ჩვენ შევკარით პირი და დღეიდან ერთად ვიმოქმედებთ! – თქვა მიამ.

– მეგი დაგშორდა და გაბრაზებული იყავი ძალიან, ხომ?

– ვინ, მეე? რა სისულელეა! მე არასოდეს ვბრაზდები, ქერა! მით უმეტეს, გოგოების გამო…

– ქერა?

– ჰო, რა იყო? არა ხარ ქერა?

– ვარ!

– მაინც ვერ გავიგე, რა გინდათ! მეჩქარება თან მაგრად…

რეზიმ მაჯის საათზე დაიხედა და ფეხზე წამოდგა. უცებ მია კართან მივიდა, გარეთა მხრიდან გაყრილი გასაღები გამოაძრო, კარი შიგნიდან გადაკეტა და გასაღები მაისურის შიგნით ჩაიგდო. მისი საქციელი ძალიან მოულოდნელი იყო ყველასათვის.

აქედან ვერ გახვალ მანამ, სანამ არ იტყვი ყველაფერს, რაც იცი! – ვინ არის ტრიქსტერი?

რეზი ცოტა ხანი გაკვირვებული უყურებდა მიას, მერე მიუახლოვდა, ძალიან ახლოს მივიდა მასთან და ცოტა ხანს კიდევ უყურა უხმოდ.

– ახლა მე ერთ რაღაცას გავაკეთებ და შენ უნდა მიხვდე, ტრიქსტერი ვარ თუ არა! – გაწყობს ეგრე?

კარგი!

– დარწმუნებული ხარ?

კიი

– დახუჭე თვალები!

მია დაემორჩილა. ნინი და სალი მოშორებით იდგნენ და გაკვირვებულები შესცქეროდნენ ამ სცენას.

– მოეშვი… მიენდე შენს შეგრძნებებს… – უთხრა რეზიმ და მოულოდნელად აკოცა. მია შეკრთა, ხელები მკერდზე მიადო, რომ მოეშორებინა, მაგრამ მრბოლელს მაგრად ჰყავდა დაჭერილი. მიამ წინააღმდეგობის გაწევა შეწყვიტა და კოცნაზე კოცნით უპასუხა.

ნინი და სალი გაოგნებულები უყურებდნენ ერთმანეთს. კოცნის მერე რეზიმ ორი ნაბიჯით უკან დაიხია და გაიღიმა.

– აბა, რას იტყვი?

მია სუნთქვაშეკრული იდგა. სახეზე გაწითლებული იყო.

– რა იგრძენი?

ცოტა ხანი კიდევ ჩუმად იდგა მია, ბოლოს სახიდან ხელით თმა გადაიწია და თქვა:

სიყალბე!

– დარწმუნებული ხარ?

კი

– ასეთი რამ კოცნის მერე ჩემთვის არასოდეს უთქვამთ. – კარგი, რახან ასეა…

რეზი ისევ მაგიდაზე ჩამოჯდა.

– რაღაცას მეც გეტყვით! – წესების დარღვევა ერთადერთი სწორი სვლა იყო ამ თამაშში…

მისმა სიტყვებმა სამივე უცებ გამოაფხიზლა.

– მაგით რისი თქმა გინდა? ანუ თამაში არ დამთავრებულა? – ჰკითხა ნინიმ.

– თამაში ახლა დაიწყო! ჩემი პოვნა იყო თქვენი დავალება, ამას თვითონვე უნდა მიმხვდარიყავით!

ჭკვიანი გოგოები ხართ და ბოლომდე მხოლოდ იმ შემთხვევაში გახვალთ, თუ წესებს დაარღვევთ და თავისუფლებას მისცემთ თქვენს სურვილებს და შეგრძნებებს… რაც შეეხება სოფელს, რომელიც დღიურში იყო ნახსენები… მას “გუგლის” რუკაზე ვერ იპოვით, რადგან მისი სახელი არ არის შეტანილი… სოფელი აღმოსავლეთ საქართველოშია! ქვემო ქართლის მხარე, – თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში… თეთრიწყაროს რაიონიდან გადასახვევია და გზა ტყით გრძელდება! ძალიან ცუდი გზაა, ჯიპის გარდა გაგიჭირდებათ მისვლა. რამდენიმე წლის წინ, აღწერის მიხედვით, სოფელში 75 ადამიანი ცხოვრობდა… ბერძნების სოფელია და მას “ივანოვკა” ჰქვია!

– და იქ უნდა წავიდეთ?

– იქ უნდა წახვიდეთ, იპოვოთ ცისფერი სახლი… დანარჩენი თქვენ იცით! ჰო, და კიდევ… – მე არ ვარ ტრიქსტერი! – ან ვარ, არ ვიცი…

რეზიმ მიას ხელისგული გაუშვირა და მკერდზე შეხედა…

– სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია თქვენთვის! ახლა მართლა ძალიან მეჩქარება…

მიამ გასაღები ამოიღო და რეზის ხელში ჩაუდო.

ამისთვისაც მადლობა! .. ტრიქსტერი აღარ მოგვწერსფეისბუქით“?

– არ ვიცი… შეიძლება გწერთ კიდეც… სხვა პროფილიდან! კაცმა არ იცის… – ორაზროვნად გაიღიმა რეზიმ და კარი გასაღებით გააღო.

ცისფერი სახლი (თავი ოცდამეშვიდე)

რეზიმ კარი გააღო და დაიცადა, სანამ სამივე გამოვიდოდა ოთახიდან. მერე ისევ დაკეტა და კიბეზე დაეშვა. გოგოები უკან გაჰყვნენ. გასაღები დიმას გადაუგდო, დივნიდან  ipad-ი აიღო, ზურგჩანთაში ჩადო და მხარზე გადაიკიდა.

– ძიმ, წავედი და თუ ვინმემ მიკითხა, ხვალ საღამომდე არ ვიქნები!

– კაი, მიდი! – უპასუხა დიმამ და გოგოებს შეხედა.

ჩვენც მივდივართკარგად
თქვა ნინიმ და სამივე გასასვლელისკენ გაემართა.

მანქანით ხარ? თუ გინდა, გაგიყვანთ ჩვენ! – უთხრა ნინიმ რეზის, როცა გარეთ გავიდნენ.

– მეკაიფები, ხოო? – გაეცინა რეზის.

თუმცა შენ უმანქანოდ როგორ იქნებიგამოვშტერდი მეც! – გაეცინა ნინის.

– მოკლედ, გავიქეცი, მართლა მაგრა მეჩქარება! წარმატებებს გისურვებთ!

რეზიმ გოგოებს გაუღიმა და იქვე, სიხლოვეს მდგარ BMW-სთან მივიდა, რომელიც წარწერებით და ნახატებით იყო გაფორმებული.

მანქანაში რომ ჯდებოდა, წამიერად მიასკენ გაიხედა და თვალი ჩაუკრა.

– ახლა რა ვქნათ? თქვა მიამ და გოგოებისკენ შემობრუნდა.

რას ფიქრობთ ამ ტიპზე? ვითომ ისაა? რაღაც, ქცევებით კიპადმახივაეტ ნა ტო“…
თქვა ნინიმ და მანქანისკენ გაემართა.

– შეიძლება ეგაა! – თქვა სალიმ და ნინის უკან გაჰყვა.

– ეგრე ადვილად არ გამოჩნდება ტრიქსტერი! – თქვა მიამ და მანქანის კარი გამოაღო.

გოგოები მანქანაში ჩასხდნენ.

რატომ უთხარი შენ, სიყალბე ვიგრძენიო?

– არც კი ვიცი… რეაქცია მაინტერესებდა…

გაუტყდა აშკარად! – გაიცინა ნინიმ.

– ჰოო… სოფელზე რას ფიქრობთ?

წასვლას არაფერი უდგას წინ! თეთრიწყაროს რაიონში ჩავიდეთ და იქ ეცოდინება ვინმესაბა, ისე როგორ იქნება!

ნინიმ მანქანა დაქოქა.

– როდის წავიდეთ?

კვირას გაწყობთ? რადგან თამაშის დღეებად კვირა აირჩია, მაშინ აჯობებს, რომ კვირას ჩავიდეთ.

– მაზეგ?

ჰოომანამდე მოვემზადოთ! საქმეები თუ გაქვთ რამე, მოიშორეთ

ნინიმ გოგოები სახლში მიიყვანა და თვითონაც სახლში წავიდა. ის იყო, მანქანა დააყენა, რომ მობილურზე უცხო ნომერმა დარეკა.

გისმენთ!

– გამარჯობა, ნინი…

რომელი ხარ?

– ვაკო ვარ!

აა, უიროგორ ხარ?

– კარგად… შეგიძლია შემხვდე?

როდის?

– საღამოს შეძლებ?

რამე ხომ არ ხდება?

– არა, არაფერი… ვახშამზე გეპატიჟები!

კარგისად?

– სახლში გამოგივლი, 6-ზე…

ოკეეი

– ველოდები საღამოს, მოუთმენლად!

ნინიმ მობილური გათიშა და სახლში ავიდა. წყალი გადაივლო, თმა გაიშრო, მოწესრიგდა და მიკროტალღურ ღუმელში ჭიქა შედგა, რომ ყავისთვის წყალი გაეცხელებინა. ყავა რომ ჩაყარა, მისაღებ ოთახში, დივანზე ფეხებმოკეცილი დაჯდა და ლეპტოპი ჩართო. ტრიქსტერი ისევ არ ჩანდა.

უცებ ნინის რეზის სიტყვები გაახსენდა, შეიძლება სხვა პროფილიდანაც გწერდესო და თავისი მეგობრების სიას გადახედა.

სულ 457 მეგობარი ჰყავდა. ამათგან ძალიან ბევრს ჰქონდა ანონიმური პროფილი. ასე რომ, ნებისმიერი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო ტრიქსტერი…

ექვს საათზე ნინი ქვემოთ ჩავიდა. ვაკო მოსული იყო და მანქანაში ელოდა. ნინი დაინახა თუ არა, მანქანიდან გადმოვიდა და მისკენ გამოეშურა.

– როგორ ხარ?

კარგად, შენ?

– მეც…

ორივე მანქანაში ჩაჯდა.

სად მივდივართ?

– მცხეთაში რომ წაგიყვანო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?

არა, რატომ

– ძალიან კარგი! – თქვა ვაკომ და მანქანა დაძრა. გზაში ზოგად თემებზე საუბრობდნენ. – მუსიკაზე, ხელოვნებაზე და ა.შ. მცხეთაში, რესტორანში რომ მივიდნენ, ვაკომ ვახშამი შეუკვეთა და როგორც კი მიმტანი მაგიდას მოშორდა, ნინისკენ გადაიხარა და ხმადაბლა ჰკითხა:

– მედალიონი გიკეთია?

არა, სახლში დავტოვე!

– კარგია! შენთან ლაპარაკი მინდოდა… მოკლედ, რაღაც გავიგე!

რა გაიგე?

– ირაკლი და გიო ხომ გახსოვს, რესტორნიდან?

რა თქმა უნდა!

– ეგენი ორივე მართლა ბიზნესმენები ყოფილან და ორივე რაღაც გაუგებარ ორგანიზაციაშია…

რას ნიშნავს გაუგებარი ორგანიზაცია?

– მგონი, საიდუმლო ორგანიზაციაა რაღაც, სახელად – “სფერო” ჰქვია! ჰოდა, ორივე მანდ მუშაობს!

როგორ გაიგე?

– ჩემი კავშირებით… მაგას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! მთავარია, რომ გავიგე…

და ეგ ორგანიზაცია რა საქმიანობას ეწევა?

– ჰოდა, მაგაშია საქმე! – კაცმა არ იცის!.. ჯერჯერობით ვერაფერი გავიგე… ვითომ, რაღაც ფონდია… პერიოდულად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან, მაგრამ ზოგადად, კაცმა არ იცის… რაღაც აქციებს ფლობენ… დახურული ორგანიზაციაა!

და შენ ფიქრობ, რომ ტრიქსტერიც მაგ ორგანიზაციის პროდუქტია?

– ან დამფუძნებელი…

ვაიმე, თავი ფილმში მგონია! რა საინტერესოა!

– ნინ, მგონი, აჯობებს, რომ საერთოდ შეეშვათ ამ თამაშს… ჩემზე აზარტული ადამიანი არ მეგულება, მაგრამ, მიუხედავად ამისა…

თამაში თვითონ დაგვიმთავრა!

– რა?

სამივეს დაგვემშვიდობა, გვითხრა, რომ წესები დავარღვიეთ და ამის გამო თამაშს გამოვეთიშეთმერე თავისი გვერდის დეაქტივაცია მოახდინაგაქრა

– გამოჩნდება!

ჩვენ დღეს მრბოლელი ვიპოვეთ!

– რეზი?

ჰოიმ კლუბში მივადექით სამივეგვითხრა, რომ თამაში ახლა იწყებადა ესეც ტრიქსტერის გეგმის ნაწილი იყო

– არ მომწონს ეს ყველაფერი… ძალიან ბევრი ადამიანია უკვე გარეული! – იქნებ სექტაა რამე? არ გიფიქრია ამაზე? იქნებ ეგენი ყველანი შეთანხმებულად მოქმედებენ და… რა ვიცი…

გამორიცხული არაფერია, ვაკოკიდევ იმ უცნაური სოფლის მისამართი გავიგეთ, რომელიც მის დღიურში იყო ნახსენები

– ვის დღიურში?

– უი, შენ არ იცი! ტრიქსტერის სამალავი ვიპოვეთ! იმ შენობაში იყო, რომელიც ირაკლიმ ახსენა!

თქვენ აღარ ხუმრობთ

– დღიურში ერთ სოფელს ახსენებდა, ცისფერი სახლით… და რეზიმ გვითხრა, რომ მანდ უნდა მივიდეთ!

არ გაბედოთ! საერთოდ შეეშვით ამ ყველაფერს! გოგოებსაც უთხარი, ნინძალიან სახიფათოა! ცეცხლს ეთამაშებით

– მაგაშია მთელი მუღამი… რომ ცეცხლს ვეთამაშებით!

მესმის! მაგრამ არ ღირს

– რა იცი? იქნებ ღირს?

ნინ

– კარგი… ვიფიქრებ მაგაზე! გპირდები…

ნინი და ვაკო კიდევ კარგა ხანს ლაპარაკობდნენ. ივახშმეს. საკმაოდ გვიანი იყო, როცა ვაკომ ნინი სახლში მიაცილა და დაემშვიდობა.

ნინიმ ასვლისთანავე დაურეკა გოგოებს და ყველაფერი მოუყვა. მიას გადაწყვეტილება არ შეუცვლია სოფელში წასვლაზე. სალის ცოტა შეეშინდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც არ გადათქვა.

კვირას ნინის მანქანით გაემგზავრნენ. თეთრიწყაროს რაიონში შევიდნენ და ცენტრში სოფელი “ივანოვკა” იკითხეს. გადასახვევი მიასწავლეს, რომელიც მხოლოდ იმ სოფელთან მიდიოდა და მიგნება არ გაუჭირდებოდათ.

გზა მართლა საშინელი იყო. რამდენიმე ადგილას ხევზე გადავიდნენ მანქანით და კინაღამ იქ ჩარჩნენ.

გზა სულ ტყით მიდიოდა. გზაში რამდენიმე სახის ტყე გაიარეს, როგორც დღიურში ეწერა… დროდადრო საოცარი სილამაზის ჩიტები გამოჩნდებოდნენ ხოლმე…
საათნახევარში სოფელიც გამოჩნდა.

შესასვლელშივე სასაფლაო იყო… წინ უცნაური ძეგლი იდგა და ეს ყველაფერი მისტიკურ განწყობას უფრო უღვივებდა გოგოებს.

სახლებიც გამოჩნდა. ძველი სახლები იყო… ბერძნული… მანქანა ნელი სვლით მიდიოდა და გოგოები გაფაციცებულნი აკვირდებოდნენ ყველაფერს…

უცნაურია… რამდენიმე წუთი იარეს ისე, რომ ერთი კაციც კი არ შეხვედრიათ. თითქოს უცებ რაღაც მოხდა, ხალხმა დატოვა ეს ადგილი და გადაიკარგა…

როგორც იქნა, ერთი მოხუცი კაცი გამოჩნდა, რომელიც ღობის წინ, ხის გრძელ სკამზე იჯდა და ხელში კრიალოსანი ეჭირა…

– ზუსტად ისეა ყველაფერი, როგორც თავის დღიურში აღწერს! – აღმოხდა სალის.
გოგოები განცვიფრებას ვერ მალავდნენ.

სოფელი პატარა იყო და მალე შემოიარეს. მათ გასაკვირად, არც ერთი მაღაზია არ იყო… სოფელს ერთი მაღაზიაც კი არ ჰქონდა.

– ასე მგონია, წარსულში მოვხვდი! – თქვა მიამ და მანქანიდან გადმოვიდა.

– მეც! მოდი, ვინმეს დაველაპარაკოთ! – დავიჯერო ქართული არავის ეცოდინება?

გოგოები ერთ სახლთან მივიდნენ და ჭიშკარზე დააბრახუნეს. ჯერ ძაღლის ყეფა მოისმა, მერე კარი მოხუცმა ქალმა გააღო და გოგოების დანახვაზე გაკვირვებული სახე მიიღო.

– ქართული გესმით? – ჰკითხა სალიმ.

– ია ნე პანიმაც…

– ა რუსკი?

– რუსკი დაა…

– ნე პადსკაჟიტე, გდე ნაიწი გალუბოი დომიკ?

– გალუბოი? ტოტ, მალინკი? ნა სამომ კონცე?

– მოჟედ ბიც…

– ვოტ, ტაკ პაეძიწე ი უვიძიწე… ეტა სამი პასლედნი დომიკ…

– სპასიბა!

გოგოები მანქანაში დაბრუნდნენ და იმ მიმართულებით წავიდნენ, რომელიც ქალმა აჩვენა.
მოუხვიეს თუ არა, ისიც გამოჩნდა! – პატარა ცისფერი სახლი… თეთრი ორნამენტები ჰქონდა მიხატული გარედან.

ჭიშკარი ღია დახვდათ და მანქანა ეზოში შეაყენეს. ეზო ჭინჭრით იყო სავსე. სახლში არავინ ჩანდა.

გოგოები კიბეზე ავიდნენ და კართან მივიდნენ. კარს უცნაური საკეტი ჰქონდა! ასეთი რამ არასოდეს ენახათ გოგოებს… დიდი, ოთხკუთხედი მეტალის ყუთივით რაღაც იყო მიმაგრებული, რომელსაც გასაღების ჭუჭრუტანა არ ჰქონდა. მხოლოდ უცნაური ფორმის ჩაღრმავება ჰქონდა…

კარი არ იღებოდა. ფანჯრებიც მყარად იყო დაკეტილი. დიდხანს უტრიალეს სახლს გოგოებმა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს სალი ისევ დაბრუნდა კართან და იმ უცნაურ საკეტს დააკვირდა. ცოტა ხანს უყურა, ბოლოს ხმამაღლა წამოიძახა:

– მედალიონები თან გაქვთ?
მის შეძახილზე მიამ და ნინიმ მოირბინეს.

ვაიმე, რა დებილები ვართ! – მედალიონები

თქვა ნინიმ და თავისი მედალიონი მოიხსნა. სამივე ნაწილი გააერთიანეს და მეტალის ყუთის ჩაღრმავებულ ნაწილს მიადეს. მედალიონი ზუსტად მოერგო და რაღაცამ დაიწკაპუნა.

კარი გაიღო.

გოგოები ოთახში შევიდნენ… პირველი ოთახი მისაღებს და სასადილოს ერთად ითავსებდა. იქაურობა ძალიან დასალაგებელი იყო, მტვრით და თაგვის ცურცლებით იყო სავსე…

ოთახში ხის ავეჯი იდგა. მეორე ოთახში საძინებელი იყო მოწყობილი, სამი საწოლით…

პირველი, რაც გოგოებს თვალში მოხვდათ, დიდი მუყაოს ყუთები იყო, რომლებიც ოთახის ცენტრალურ ნაწილში დაელაგებინა ვიღაცას. ყუთებს იარლიყები ჰქონდა დაკრული, რომლებზეც ეწერა: – “ორგანიზაცია – სფერო”

გოგოები ყუთებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნიდნენ. ყუთებში დიდი მარაგი იყო, -პროდუქტი, კონსერვები, ყავა, ჩაი, ხელსახოცები, საპნები და ა.შ…

ამ მარაგით ერთი თვე იცხოვრებდი. ბოლო, სულ ქვედა ყუთში კონვერტი იდო. სალიმ კონვერტი ფრთხილად გახია და წერილი გაშალა.

– “თუ ამ წერილს კითხულობთ, ესე იგი, ყველაფერი კარგადაა!

იმისთვის, რომ ბოლომდე მოხვიდეთ, ძალიან ბევრი უნდა იაროთ!

დრო პირობითია!

მიმართულება პირობითია!

მანძილიც პირობითია!

“ძალიან ბევრი” შეიძლება ნიშნავდეს “ძალიან ცოტას”…

ჩვენ ვცხოვრობთ პირობით სამყაროში!

მე ვარ პირობითი!

შეიძლება ვარ ან შეიძლება არც ვარ… იქნებ სულაც თქვენი ფანტაზიის ნაყოფი ვარ?

ან პირიქით…

თქვენ ხართ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი…

და ვინ ვარ მე?..

აქ ყველაფერია იმისთვის, რომ რაღაც პირობითი დროით დარჩეთ და…

ესეც თქვენი გადასაწყვეტია! – გააგრძელებთ თუ უკან სვლით წახვალთ…

მე არაფერს ვწყვეტ! მე, უბრალოდ, თქვენ მოგყვებით…

გელოდებით…

თუ თქვენ სახლებში დაბრუნებას გადაწყვეტთ, მაშინ თამაში დამთავრდება!

შესაბამისად, ვერასოდეს გაიგებთ, ვინ ვარ მე!

– წახვალთ თუ…

– ვითამაშოთ?

Trickster

პირველი ნაწილის დასასრული

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s