ზღვარს მიღმა

Image 

 უხსოვარ დროს, როდესაც რაინდები დააჭენებდნენ ცხენებს, ხმლებით იბრძოდნენ და საგმირო საქმეებს ჩადიოდნენ მიჯნურების გულის მოსაგებად, ერთმა ქალიშვილმა, მასზე შეყვარებულ ყმაწვილს, უიშვიათესი ყვავილის პოვნა დაავალა. ყვავილი ულამაზესი იყო და მხოლოდ მაღალი კლდეების კიდეებზე ხარობდა. ყმაწვილი დიდხანს ეძებდა ყვავილს, მაგრამ ვერ პოულობდა. გოგონას კი ყვავილი სჭირდებოდა, რომ დარწმუნებულიყო რაოდენ ძვირფასი იყო მისთვის. გოგონას აზრით, ნამდვილი გრძნობა სიტყვებით კი არა, საქმით უნდა დამტკიცებულიყო.

 ერთხელ, ყმაწვილმა გადაწყვიტა თავისი სიყვარული, ყველაზე ლამაზ ადგილას წაეყვანა. მან ყველაზე მაღალი კლდე ამოარჩია, საიდანაც ულამაზესი ხედი იშლებოდა. როდესაც მწვერვალზე აღმოჩნდნენ, მათ თვალწინ საოცარი სურათი გადაიშალა. ხელის გულივით მოჩანდა ყველაფერი. სახლები ასანთის კოლოფებივით ჩამწკრივებულიყო და ადამიანები, ჭიანჭველებივით დაფუსფუსებდნენ. ცაზე თეთრი და ფუმფულა ღრუბლები გადაშლილიყო. პირდაპირ მათ წინ… თითქოს, ხელის ერთი გაწვდენა იყო საჭირო რომ მიმწვდარიყავი… 

 სწორედ ის მომენტი იყო, როდესაც ყველა ყოფითი რამ სადღაც, ბოლო პლანზე გადადის და გრძნობ რომ შენს თავს რაღაც განსაკუთრებული ხდება! გრძნობ, რომ ამ მომენტში გამორჩეული ხარ და ყველაფერს შეძლებ! აქ საზღვრები აღარ არსებობს…

 სწორედ ამ მომენტში, დაინახა მან ყვავილი, რომელიც უფსკრულის პირას ამოსულიყო და მომაჯადოვებელი სილამაზით ნიავის დაქროვაზე თრთოდა… ცეკვავდა… ყმაწვილის გულში შიშის ადგილი არ იყო! მისი გული უსაზღვრო სიყვარულით იყო სავსე! ისე, რომ ერთი წამითაც არ დაყოვნებულა, ისე გაიწია მოსაწყვეტად.

 როდესაც ფეხქვეშ მიწა Cამოეშალა და ვარდებოდა, ერთი რაღაცის დაყვირება მოასწრო: -“მაპატიე… არ დამივიწყო!”…

 მე მგონია, რომ როდესაც მის სხეულს დედამიწა ხარბად იზიდავდა თავისკენ, როცა უფსკრულში მიექანებოდა და ხელს მაგრად უჭერდა ყვავილს, _თავისი სიყვარულის დამამტკიცებელ საბუთს, _ის სიკვდილზე არ ფიქრობდა! მე ვხედავ მას, მომღიმარი სახით, სევდიანად ბედნიერს, სიამაყის გრძნობით აღსავსეს, რადგან მან შეძლო თუნდაც სიკვდილის ფასად დაემტკიცებინა თავისი სიყვარული! 

 ამ ყვავილს “არ დამივიწყო” ჰქვია!

 დრო ყველაფერს ცვლის. ადამიანები ცვლიან ყველაფერს. ადამიანები თავადაც იცვლებიან. იცვლება მსოფმხედველობა, კანონები, დამოკიდებულებები, გემოვნება, შეხედულებები, ამბიციები… მაგრამ არასოდეს იცვლება გრძნობები! ყველა ადამიანის პიროვნებას, მისი საქციელები განსაზღვრავს.

 რამდენი ადამიანიცაა, იმდენი ისტორია არსებობს! _უინტერესო, ნაკლებ საინტერესო, საინტერესო და განსაკუთრებული!..  ზოგი, თავად მართავს საკუთარი ისტორიის მსვლელობას, ზოგი კი ამ ისტორიის მსხვერპლი ხდება, რადგან ბრმად მიჰყვება სიუჟეტურ განვითარებას. xშირად გვგონია, რომ ჩვენი ისტორია დასრულდა, მაგრამ ის არასოდეს სრულდება! ან სრულდება მაშინ, როდესაც მისი პატრონი კვდება. და თუ ეს ისტორია განსაკუთრებულია, მაშინ, ის სიკვდილის მერეც განაგრძობს არსებობას! ტრანსფორმირდება!

 მე ვგავარ იმ რაინდს, კლდის პირას მდგარს. ჩემთვის საზღვრები წაშლილია და მე მზად ვარ გავრისკო ყვავილის მოწყვეტა, რადგან ჩემი ისტორია ამას იმსახურებს!

 ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ყველაფერს ფარავს. ასეთ დროს ადვილია საყვარელი ადამიანისთვის გულისტკენა. ასეთ დროს ადვილად ვისვრით სიტყვებს, ისე, რომ შედეგებზე არ ვფიქრობთ. შეუძლებელია ფიქრი ასეთ დროს, როდესაც გრძნობ, როგორ გლეჯენ შენს სულს ეშმაკები მილიონ ნაწილად… როგორ ხარობენ რომ გაიმარჯვეს… დაგამარცხეს… ასეთ დროს ძნელია წამოდგოmა! მაგრამ, თუ ერთადერთი გადარჩენილი სულის პატარა ნაწილაკი, უიმედოდ გთხოვს რომ იბრძოლო… თუ ის გაფიქრებინებს, რომ უნდა იბრძოლო საკუთარი ისტორიისთვის, მაშინ ასეც უნდა მოიქცე! აღარ უნდა იფიქრო საზღვრებზე და მოწყვიტო ყვავილი, თუნდაც იმიტომ, რომ არ დაგივიწყონ!..

 ეს ერთერთია იმ საქციელთაგან, რომელმაც ყველა არსებული ყოფითი პრობლემა უნდა გაანადგუროს! დაგანახოს ცხოვრება ისეTი, როგორიც ყველაზე მაღალი კლდიდან ჩანს!

 მე გავაცნობიერე,  რომ ყველაზე ძლიერი -ადამიანია! დაუძლეველი კი მაშინ ხდება, როდესაც საკუთარ სიძლიერეს გამოიყენებს და განახორციელებს!

 —და რეალობაში, ძალიან იშვიათად იბადება ადამიანი, რომელიც ამ ყვავილის მოსაწყვეტად წავა და არ შეუSინდება თავდაგასავლებს!

…ხოლო, თუ კონვერტით მოგიტანს ასეთ ყვავილს, გახსოვდეს, რომ მან უბრალო ყვავილი არ მოგიტანა… ეს მისი გულია!

…და ასეთი ადამიანი დაუფასებელია!

…არ დაივიწყო!

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s