შენობის ისტორია: ელექტროთეატრი “აპოლო”

652a9a766f5e54befb1be459fdbce7e6

1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარზე, “გრანდ კაფეში” მისული ადამიანები ნამდვილი სასწაულის მოწმეები გახდნენ… სწორედ ამ საღამოს იშვა “მეოცე საუკუნის სასწაულად” წოდებული ხელოვნება – კინემატოგრაფია.
ლიონელმა ძმებმა ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა თავიანთი შექმნილი აპარატით გადაღებული და ეკრანზე პროეცირებული “გაცოცხლებული ფოტოგრაფია” წარუდგინეს მაყურებელს.

მოულოდნელად კაფეს ერთ კედელზე გამოსახულება გაჩნდა.

პირველი სეანსის სახელწოდება – “მატარებლის შემოსვლა” იყო. მატარებელი უახლოვდებოდა კადრს. მაყურებელმა ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა და კაფეში ნამდვილი ქაოსი ატყდა. მაყურებლის რეაქცია წარმოუდგენელი იყო… ზოგიერთს ეგონა, რომ მატარებელი დაეჯახებოდა და გასასვლელისკენ გარბოდა.

ლუმიერების კინოსეანსებმა მსოფლიო რეზონანსი გამოიწვია. დაიწყო კინემატოგრაფიის მეფობის ხანა. კინომ სწრაფად დაიპყრო ამერიკა, ინგლისი, – მთელი ევროპა.
1896 წლის 4 მაისს ლუმიერის კინემატოგრაფიის პრემიერა სანკტ-პეტერბურგშიც გაიმართა. ამავე წლის 26 მაისს – მოსკოვში, ხოლო 16 ნოემბერს – თბილისში.

პირველ ცნობებს ძმები ლუმიერების გამოგონების შესახებ გაზეთ “ცნობის ფურცელზე” ვხვდებით: “დღეს, 16 ნოემბერს, სათავადაზნაურო თეატრში ნაჩვენები იქნება კინემატოგრაფი – მთელ ევროპაში განთქმული ცოცხალი ფოტოგრაფიული სურათები ლიუმერისა” (გაზ. “ცნობის ფურცელი”, 1896, 16 ნოემბერი).

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს თითქმის ყველა ქალაქსა და დაბაში იყო ელექტროთეატრები. მათგან მხოლოდ “აპოლო” შემორჩა. ეს კულტურული ძეგლი ბევრი რამით არის ღირებული. იგი მსოფლიოს კინოთეატრთა იმ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნება, რომლებიც მოდერნის სტილშია აგებული.

e18394e1839ae18394e183a5e183a2e183a0e1839de18397e18394e18390e183a2e183a0e18398-e2809ee18390e1839ee1839de1839ae1839de2809c

მოდერნის სტილის ნაგებობების მშენებლობა თბილისში XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო და ძალიან პოპულარული გახდა.

“აპოლოს” არქიტექტორის ვინაობა უცნობია. 1909 წელს იგი საზეიმოდ გაიხსნა. მისი დეკორის ავტორი კარლ სოუჩეკი გახლდათ. შენობა იმდენად ლამაზი იყო, რომ მხოლოდ მის სანახავად ღირდა შორიდან ჩამოსვლა.

საბჭოთა პერიოდში მას “ოქტომბერი” ეწოდებოდა. 1987 წელს, რეკონსტრუქციის შემდეგ, კინოთეატრი ხელახლა გაიხსნა. სახელი “აპოლო” 1990 წლიდან დაუბრუნდა.

IMG_1219_2

შენობა სამსართულიანია. ის აღმაშენებლის გამზირისა (№135) და კარგარეთელის ქუჩის კუთხეში მდებარეობს. ფასადები სწორკუთხა, თაღოვანი დიდი ფანჯრებითა და გიგანტური იონიური პილასტრებით არის დანაწევრებული. ძირითად სამკაულს მოდერნის სტილისთვის დამახასიათებელი ნაძერწი გირლანდებისა და გვირგვინებისაგან შემდგარი კომპოზიციები და სიმბოლური ფიგურული რელიეფები წარმოადგენს.

e18394e1839ae18394e183a5e183a2e183a0e1839de18397e18394e18390e183a2e183a0e18398-e18390e1839ee1839de1839ae1839d-1910-e183ac

არქიტექტურის ამ სტილისა და ქართული კინემატოგრაფიის განვითარება თითქმის ერთდროულად დაიწყო. სწორედ ამიტომ ეს ძეგლი ქართული კინოს ისტორიისთვისაც განსაკუთრებით ღირებულია.

საქართველოს გასაბჭოებამდე შენობა გერმანიის მოქალაქეს, ვინმე ჰეგელეს ეკუთვნოდა. სსრკ-ის დაშლის შემდეგ კი – მთელ ქართულ კინოწარმოებას, კინოთეატრების ქსელს, სააქციო საზოგადოება “ქართული ფილმი” მეურვეობდა. მათ არ ჰქონდათ კინოთეატრის, კულტურული ძეგლის გაყიდვის უფლება, მაგრამ სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო “აპოლოს” გაყიდვების ისტორია.

Apollo_cinema_tbs

პირველად ის “ქართულმა ფილმმა” უკანონოდ გაასხვისა. შენობამ რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, მაგრამ არავის მოსვლია აზრად მისი რესტავრაცია.

უნიკალური კინოთეატრი ნელ-ნელა ინგრეოდა. ამჟამად კინოთეატრში სარეკონსტრუქციო სამუშაოები უკვე ჩატარებულია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s