უსინათლოთა სკოლა-პანსიონის ისტორია

sk

ვაგრძელებ შენობების ძიებას და ამჯერად ავლაბარში, გუთნის ქუჩა № 6 ში  მდებარე უსინათლოთა სკოლა-პანსიონის შესახებ გიამბობთ.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც   ვალენტინ ჰაიუმ საფრანგეთში,   უსინათლოებისათვის  პირველი სასწავლებლები დააარსა. ის იყო ფრანგი ტიფლოპედაგოგი, რომელმაც გამოიგონა შრიფტი და  გამოსცა წიგნები უსინათლოთათვის.

ვალენტინ ჰაიუ პირველი იყო ვინც  ბიძგი მისცა  უსინათლოთა წიგნის შექმნას.  მისმა გამოგონილმა ანბანმა არ გაამართლა, რადგან არაპრაქტიკული იყო და წიგნები მძიმე გამოდიოდა.

მან საფრანგეთში რამდენიმე ასეთი სკოლა გახსნა, მაგრამ შემდეგ შეუწყვიტეს დაფინანსება.  მეფის რუსეთის დროს, იმპერატორის დედის ინიციატივით  რუსეთში  მიიწვიეს. ამგვარად მოიპოვა მან დაფინანსება.

ჰაიუმ იმპერიის რამდენიმე მთავარ ქალაქში  ააშენა ზუსტად ასეთი არქიტექტურის მქონე სკოლები, სახელმწიფოს დაფინანსებით. მხოლოდ საქართველოში  აშენდა ეს შენობა ქართველი მოსახლეობის ხარჯებით. ეს იყო 19 საუკუნის  ქართული საზოგადოების ტოლერანტობის ბრწყინვალე ნიმუში.

გახსნის დღიდან, შენობას არ დაუკარგავს ფუნქცია და დღესაც  ერთადერთი სკოლა-პანსიონია საქართველოში, სადაც სწავლობენ  უსინათლო ბავშვები.  მათთვის, ვინც სხვადასხვა რეგიონებში ცხოვრობს და თბილისში გასაჩერებელი ადგილი არ აქვთ, სკოლაში გამოყოფილია საძინებელი ოთახები, სადაც მათ აქვთ საცხოვრებელი პირობები.

დღესდღეობით სკოლაში 50 მდე ბავშვი სწავლობს, აქედან 20-მდე არის პანსიონარულად, საქ-ოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

შენობის შიდა ინტერიერში, ყველაფერს მომრგვალებული ფორმა ჰქონდა. კედლები  არ იყო  კუთხოვანი, კიბის მოაჯირის ბოლოც მომრგვალებული იყო.  არსად იყო კუთხეები და წვეტები.

სკოლის ეზოში იმართებოდა წვეულებები. სადაც  ქართველი თავადები დიდ მუხასთან  კლავდნენ საკლავს, ეპატიჟებოდნენ ხალხს და სთხოვდნენ, რომ  გაეკეთებინათ შესაწირი.

შენობა 11 წელი  შენდებოდა  და 1900 წლის 20 ივლისს დასრულდა.

თავიდან ეს არ იყო სკოლა. ეს იყო ადგილი, სადაც  უნდა შეგროვილიყვნენ უსინათლოები  და რაღაცა ეკეთებინათ. ზუსტად არც იცოდნენ რა.. ყველაფერი პირველი რაც მათთვის საქართველოში მოხდა, სწორედ ამ ადგილს უკავშირდება.

უსინათლოებისთვის ნებისმიერი  რამის სწავლებაა შესაძლებელი. ფერი, მოცულობის აღქმა და სხვა…  ამისთვის საჭიროა სპეციალისტები, რომელთა პრობლემა დღესაც დგას.

ძალიან დიდი პრობლემაა სახელმძღვანელოების მხრივაც,  დაწყებითების გარდა ბავშვებს არ აქვთ წიგნები.  მათ ხელით უწევთ წიგნების  გადაწერა, რაც მათთვის  ტიტანური შრომაა.

ამჟამად, სკოლის ეზოში შენდება სკვერი, რათა უსინათლო ბავშვებმა ისწავლონ სივრცეში ორიენტაცია. ბილიკები სპეციალურადაა დაკლაკნილი, არაფერია  გამარტივებული, პირიქით, ყველაფერი არის გართულებული იმისთვის, რომ როდესაც ბავშვი გარეთ გავა, მზად იყოს იმ ყველა შესაძლო წინააღმდეგობებისათვის, რომელიც შეიძლება მას შეხვდეს დაუცველ გარემოში.

სკვერს აქვს საქართველოს რუკის ფორმა და აღნიშნულია ყველა კუთხე. მაგალითად შავი ზღვის კუთხეში, სპეციალურად დაყენებულია ისეთი სისტემა, რომ  წყალმა იმოძრაოს და ჰქონდეს ჩუხჩუხის ხმა. აქვე დაირგვება  მოშრიალე მცენარეები, რათა  ბავშვმა ისწავლოს, რომ სადაც წყალია, იქვე იქნება მოშრიალე მცენარეები.

სკვერში ბილიკების ზედაპირიც სხვადასხვაგვარია. გარკვეულ მონაკვეთზე ყრია  კენჭები,  დაგებულია ხის ქერქებისაგან გაკეთებული გზა, გადაჭრილი მორები, დაყრილი ტოტები და ა.შ. ესეც იმისთვის, რომ ბავშვებმა ხელჯოხის გამოყენებით  და ფეხის ტერფით შეიგრძნონ, თუ რა სახის ზედაპირდე დადიან.

გაკეთდება  პატარა ამფითეატრი, ეთნოგრაფიული კუთხე, თუ ბავშვს არ ჰქონია შეხება სოფელთან და არ უნახავს ჭა, მიეცემა საშუალება რომ ესეც გაიგოს.  გაკეთდება  კლდე, რომელზეც აფოფხდებიან და ეს  ყველაფერი იქნება ძალიან რეალური.

სკვერის ცენტრალურ ნაწილში კეთდება  თვალის ფორმის ფანჩატური, სადაც უსინათლო ბავშვები თვითონ შეძლებენ საკუთარი სიმაღლის გაზომვას.  ჩაიდგმევა საქართველოს კონტურის ფორმის  მაგიდა, უსინათლოთა ჭადრაკი და სხვა ბევრი ძალიან კარგი რამ.

ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა ფინანსებთანაა დაკავშირებული და მე იმედი მაქვს, რომ სახელმწიფო გამონახავს ამ კეთილი საქმისთვის საჭირო თანხებს.

შენობა მართლაც ისტორიულია და განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაარსების დღიდან შენარჩუნებული აქვს ის ფუნქცია, რაც თავდაპირველად ჰქონდა.

Advertisements

One thought on “უსინათლოთა სკოლა-პანსიონის ისტორია

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s