მუშტაიდმა ქართველი ცოლი სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა – ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია

Image

შენობების ისტორიათა ციკლი კვლავ გრძელდება. სახლი, რომელიც, ალბათ, ყველას გინახავთ, თბილისის ერთ-ერთ უძველეს პარკშია აშენებული.

ის ერთ დროს პარკის მშვენება იყო. შემდგომ სხვადასხვა დანიშნულებას ასრულებდა (სანაყინე კაფე, სამეჯლისო ცეკვების შემსწავლელი დარბაზი)…

თავდაპირველად კი ირანიდან საქართველოში ჩამოსულმა მირ ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზიმ ააშენა. ის ირანის აზერბაიჯანში შიიტების რელიგიური ლიდერი – მუჯთაჰიდი იყო. სწორედ მისი სასულიერო წოდებისაგან წარმოსდგა ბაღის სახელიც – მუშტაიდი, რომელიც XIX საუკუნის 30-იან წლებში დაარსდა, მაგრამ ძალიან ცოტამ თუ იცის მისი ნამდვილი ისტორია.

mushtaidit

e1839be183a3e183a8e183a2e18390e18398e18393e18398e183a1-e18391e18390e183a6e18398-e28093-mushtaidi-park

ფეთეხ-აღა სეიდ თავრიზი დიდგვაროვანი ოჯახიდან იყო, განათლებული, კეთილი, გულუხვი და მიმტევებელი. ამიტომ ყველამ ადვილად შეიყვარა და სახელიც მალე გაუვარდა. იგი რუსეთის მთავრობამ გადაიბირა და თავის სამსახურში ჩააყენა, რის გამოც ირანის შაჰმა სამშობლოდან გამოაძევა.

მუშტაიდი თბილისში საყვარელი მეუღლის რჩევით დასახლდა, რომელიც სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა. ის ულამაზესი ქართველი ქალი, სახელად ნინო გახლდათ. მუშტაიდის ბაღს საფუძვლად სევდიანი ისტორია უდევს.

ხელისუფლებამ მუშტაიდს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მიწის ნაკვეთი გამოუყო. ნინოს თბილისში მშობლები ცოცხლები აღარ დახვედრიან, დარდისაგან ავად გამხდარა და ძალიან მალე, ექვს თვეში გარდაცვლილა. საყვარელი მეუღლე მუშტაიდმა სახლის წინ დაკრძალა და საფლავზე უამრავი წითელი ვარდი დარგო. საღამოობით ის დიდხანს იჯდა მის საფლავთან და გლოვობდა.

საფლავის ირგვლივ რგავდა უამრავ ვარდს, ყვავილს, ბუჩქსა და ხე-მცენარეს. სწორედ ასე დაიწყო ამ შესანიშნავი ბაღის გაშენება. მოსარწყავად მუშტაიდმა მტკვრიდან 12-კილომეტრიანი არხი გამოიყვანა.

1845 წელს იგი შაჰმა შეიწყალა და თავრიზში დაბრუნდა. ბაღი კი ერთ ვაჭარს მიჰყიდა. დროთა განმავლობაში ბაღი სასეირნო და გასართობ ადგილად იქცა. აქ მრავალი გასართობი და თავშესაქცევი იყო: რესტორანი, ბუფეტი, პავილიონი, საზაფხულო თეატრი. პირველი საჰაერო ბურთი ამიერკავკასიაში სწორედ აქედან აუშვეს.

sdss

მუშტაიდის ბაღში ათეულ ათასობით ჯიშის უნიკალური მცენარეა გაშენებული (გლედიჩია, თელა, იფანი, საპნის ხე, ქაღალდის ხე, თუთა, ელდარის ფიჭვი, კედარი, გუნდის ხე, მრავალი ბუჩქი და ყვავილი).

1935 წელს მუშტაიდის ბაღში გაიხსნა მსოფლიოში პირველი საბავშვო რკინიგზა.

tbil6

ამჟამად ბაღი განახლებულია. ახალი ატრაქციონებიც დაემატა და ბევრი რამ გაკეთდა. მიუხედავად ყველაფრისა, მას ბოლომდე შერჩა მისი დამაარსებლის, მუშტაიდის სახელი.

6191337241_f093d745bd_z

183043_1873003183048_2465586_n

მსოფლიოში პირველი საბავშვო ორთქლმავალი.

Advertisements

14 thoughts on “მუშტაიდმა ქართველი ცოლი სტამბულის ტყვეთა ბაზარზე იყიდა – ცნობილი ბაღის დაარსების ისტორია

  1. ამ ინფორმაციის წყაროს ხომ ვერ მეტყოდით? სტატიის ლინკი, წიგნის სათაური, რამე მაინც 🙂
    დიდი მადლობა წინასწარ 🙂

    • სტატია დაახლოებით 3 წლის წინ დაიბეჭდა ჟურნალ “და ქალში”. ერთი წყაროდან არ არის აღებული ყველაფერი. ახლა არ მახსოვს წიგნის სახელები. ერთ-ერთი იყო – “საქართველოს ძველი ქალაქები: თბილისი”. თბილისის რეკრეაციული ზონები, არქიტექტურული გზამკვლევი და ა.შ. ეს წიგნები უნდა გამოიწეროთ ბიბლიოთეკაში და მოძებნოთ 🙂

  2. ერთ რამესაც დავამატებდი მუშტაიდის ისტორიას: 1880-იანი წლებიდან აქ კავკასიის მეაბრეშუმეობის სადგური დაარსდა. მისი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობებიდან დღეს ცოტა რამ არის შემორჩენილი. მაგრამ შენობების გარდა, არსებობდა ნარგავებიც, რომელიც აგრეთვე ნაწილობრივ დღესაც არის. ჯერ-ჯერობით.
    ბოლო ფოტოზე სწორედ სადგურის სათაო შენობაა, რომელიც 1892 წ. ცნობილმა არქიტექტორმა, ალექსანდრე შიმკევიჩმა ააგო და რომელშიც იმ დროიდან დღემდე განთავსებულია აბრეშუმის მუზეუმი თავისი ბიბლიოთეკიანად. შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. დღეს ეს აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმია, მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი აბრეშუმის მცირერიცხოვან მუზეუმებს შორის.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s