მისტიკა ჯავახიშვილის ქუჩაზე

Image

მისტიკისადმი დაუძლეველი ლტოლვა მაქვს! მიზიდავს ყოველივე ის, რაც აუხსნელია. მოკლედ, მაინტერესებს ყველაფერი, რაც ჩვენი ცნობიერების საზღვრებს სცილდება…

ჰოდა, წარმოიდგინეთ ჩემი ემოციები, როდესაც მივაკვლიე სახლს, რომელიც 1919 წელს გადაეცა უდიდეს მაგს, მისტიკოსს, ფილოსოფოსს, მედიუმ გიორგი გურჯიევს, რომელსაც ტიბეტელი ლამები ”თეთრ ეშმაკს” ეძახდნენ. მისი ნიჭი მსოფლიომ აღიარა, მის ზემოქმედებას განიცდიდა თვით იოსებ სტალინიც.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, სწორედ გურჯიევი გახლავთ მიხაილ ბულგაკოვის ნაწარმოების, ”ოსტატი და მარგარიტას” პერსონაჟის – ვოლანდის პროტოტიპი.

მან შემოიარა მსოფლიო, ცხოვრობდა პარიზში, კითხულობდა ლექციებს, ჰყავდა მიმდევრები… მისტიკოსი ფრიად ცბიერი და საშიში ადამიანი იყო. ფლობდა ადამიანის დაჰიპნოზების და მისტიფიკაციის საოცარ უნარს… მასთან საუბრის დროს ყველა კარგავდა დროის შეგრძნებას. ბევრს ეგონა, რომ საუბარი სულ ახლახან დაიწყო, არადა, უკვე 6 საათი იყო გასული.

მოკლედ, ძვირფასო მკითხველებო… ამ ნომერში ჩემს საყვარელ ჟანრში – მისტიკაში გადაგაგდებთ და გიამბობთ ადამიანზე, რომელმაც თბილისში 1919 წელს ”ადამიანის ჰარმონიული განვითარების ინსტიტუტი” გახსნა.

17 (big)

გურჯიევი ძალიან ბევრს მოგზაურობდა. მან თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა. იმყოფებოდა: თურქმენეთში, მონღოლეთში, ეგვიპტეში, პაკისტანში, ტიბეტსა და ცენტრალურ აზიაში. ეძებდა აღმოსავლეთის ეზოთერულ მოძღვრებებს, რომელიც ფართო მასებისთვის მიუწვდომელი იყო.

აღმოსავლეთში მიღებული ცოდნით ის ევროპელებს და ამერიკელებს სულიერ მასწავლებლად მოევლინა.

ლექციებს კითხულობდა ბერლინსა და ლონდონშიც. გურჯიევი იკვლევდა და სწავლობდა უძველეს ნაშთებს, ადათ-წესებს, წარწერებს, რელიგიურ რიტუალებსა და ცეკვებს, რომელსაც ფარული მნიშვნელობა ჰქონდა. ის საუკეთესოდ ფლობდა სპირიტულ ძალებს, ქმნიდა თავის კოსმოლოგიას და იკვლევდა სამყაროში მოქმედ კანონებსა და კანონზომიერებებს. გურჯიევი თვით დალაი ლამას მრჩეველი იყო.

nullz

გიორგი გურჯიევის დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდო თარიღად ასახელებენ 1872 და 1877 წლებს. თავისი მოგონებების წიგნში ”შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან” ის წერს, რომ მამამისი, ივანე გურჯიევი, ბერძნული ოჯახიდან იყო. მათი წინაპრები თურქეთში, მოგვიანებით კი საქართველოში გადასახლდნენ.

გიორგის მამა, ივანე სომხეთში წავიდა და ალექსანდროპოლში დასახლდა. შემდეგ ოჯახთან ერთად ყარსში გადავიდა საცხოვრებლად.

გურჯიევი არსად აკონკრეტებს თარიღებს და არც ზუსტ საცხოვრებელ ადგილს. არსებობს მოსაზრება, რომ სტალინმა საკუთარი დაბადების დღის თარიღი გურჯიევის რჩევით შეცვალა, რითიც მან შეცვალა საკუთარი ასტროლოგიური მონაცემები და ამით შეუძლებელი გახადა მასზე ოკულტური თუ ფსიქოტრონული ზემოქმედება.

როგორც დამტკიცდა, სტალინის დაბადების ნამდვილი თარიღი 1878 წლის 6 დეკემბერია და არა 1879 წლის 21 დეკემბერი. გურჯიევი საკუთარ ნაწერებში არც ოჯახის წევრების სახელებს ასახელებს. მამამისის, ივანეს საფლავზე მისი სურვილით დადეს ქვა მისტიკური წარწერით: ”მე ვარ შენ, შენ ხარ მე, ის ჩვენია, ჩვენ ორივე – მისი ვართ. ამიტომ, დაე, ყველაფერი იყოს ჩვენი მოყვასისთვის!”

ჩანაწერებიდან ჩანს, რომ თბილისს საკმაოდ ხშირად სტუმრობდა და დიდუბეში ქირაობდა ბინას. მალე საკუთარი სახელოსნო გახსნა, სადაც თაბაშირისაგან დამზადებულ ფიგურებს ყიდიდა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში ცხოვრობდა. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ის ჰიტლერს პირადად იცნობდა. კავშირი ჰქონდა ნაცისტებთან. მის სახელს საიდუმლო ორგანიზაცია ”თულეს” შექმნასაც უკავშირებენ.

გურჯიევი საიდუმლო ანბანს იყენებდა. მისი ცნობილი ”ენაგრამების” გაშიფვრა ყველაზე უკეთესად ძველი ქართული – მხედრული ანბანით იშიფრება და მკვლევართა აზრით, დიდი ალბათობაა, რომ ის მუშაობისას სწორედ ამ ანბანს იყენებდა.

გურჯიევი დერვიშიზმით იყო გატაცებული. იგი იყო ზეფენომენი და შეეძლო უსუსური ადამიანისთვის უზარმაზარი სულიერი და ფიზიკური ძალა შთაებერა. – ”შეუძლებელია, ადამიანის პიროვნული ”მე” იყოს მუდმივი. ის ყოველ წუთს იცვლება მისი ფიქრების, აზრების, ქცევების, განწყობის გამო.

ადამიანებს აქვთ ილუზია, რომ ჩამოყალიბებული, უცვლელი პიროვნებები არიან, მაგრამ რეალურად მათი ”მე” ყოველდღე იცვლება და ახლდება. ჩვენ ისიც კი არ ვართ, რაც ვიყავით თუნდაც ნახევარი საათის წინ”. – ამბობდა ის.

60p99mu8z6c95jvutr

კითხულობდა ლექციებს რელიგიის, ფილოსოფიისა და ხელოვნების საკითხებზე ეზოთერიზმის კუთხით. მისი აზრით, ადამიანი არასრულფასოვანი არსებაა, რომელიც სამი დამოუკიდებელი ცენტრისაგან შედგება – სულისგან, სხეულისა და პიროვნებისგან.

ის ამბობდა, რომ ადამიანი მექანიკურად ცხოვრობს, როგორც მანქანა და საჭიროებს სრულყოფას. გამოფხიზლებისთვის საჭიროა, რომ მუდმივად ახსოვდეს საკუთარი თავი. მან შეიმუშავა სისტემა, რომელსაც მისმა მოსწავლეებმა ”მეოთხე გზა” უწოდეს.

მეოთხე გზა ასწავლის ადამიანს, როგორ მოახერხოს ყურადღებისა და ენერგიის მართვა თავის სასარგებლოდ; განავითაროს ფარული უნარები, ნაკლები დრო დაუთმოს ოცნებებს და მობილიზებული იყოს, წარმართოს საკუთარი ცხოვრება ისე, რომ მასში აღმოცენდეს სული. წინააღმდეგ შემთხვევაში, ”მოკვდება ისე, როგორც ძაღლი”. მხოლოდ სულის განვითარების შემდეგ მოდის ადამიანში ცოდნა, აზროვნება და შეგნება. მანამდე კი ადამიანი მხოლოდ ილუზიაშია, რომ თითქოს აზროვნებს.

”ადამიანები ვერ აღიქვამენ რეალობას, რადგან ისინი იმყოფებიან ერთგვარი ”ფხიზელი ძილის” მდგომარეობაში. ადამიანი ცხოვრობს ძილში და ძილშივე კვდება!” გურჯიევის მტკიცებით, ადამიანები გააზრებულად რომ ცხოვრობდნენ, არ იყვნენ ერთფეროვანი ყოველდღიურობის გამო დაჰიპნოზებულნი და გაუცნობიერებლად, მექანიკურ სათამაშოებს არ ემსგავსებოდნენ, არ მოხდებოდა ისეთი საშინელებები, როგორიც, მაგალითად, ომია.

”გულწრფელობა ის გასაღებია, რომელიც ახალ სამყაროში გაგიხსნით კარს. სამყაროში, სადაც ბევრ ახალ რამეს აღმოაჩენთ. ნელ-ნელა უნდა მოიშოროთ ის ნიღაბი, რომელსაც ყოველდღე ატარებთ ხალხთან ურთიერთობისას”.

გურჯიევისთვის დახურული და საიდუმლო სკოლების მონახულება (რომლებიც ადრე არსებობდა და საიდუმლო ინფორმაციებს და ცოდნას ფლობდა) უმნიშვნელოვანესი იყო. ის ამბობდა, რომ რელიგიები და უძველესი ტრადიციები ერთ დროს დიდ ცოდნას ინახავდა, მაგრამ ადამიანებმა ზოგჯერ თავიანთი პატივმოყვარეობის გამო, უნებლიედ დაამახინჯეს და არსი დაუკარგეს, რის გამოც მათ აღარ ჰქონდათ უწინდელი ძალა. ადამიანის გონებაც თანდათან დაქვეითდა და აღარ შესწევდა უნარი, გაერჩია კარგი და ცუდი, შეეცნო ჭეშმარიტება.

”საკუთარი თავის შეცნობის გარეშე ადამიანი ვერ გათავისუფლდება, ვერ იქნება თავის მმართველი (თავის-უფალი) და სამუდამოდ მონად დარჩება. შემეცნების ერთგულება თავისუფლებაა, გრძნობების ერთგულება – სისუსტე, სხეულის ერთგულება კი სისულელე.”

გურჯიევს შემუშავებული ჰქონდა მოძრაობების სისტემა, რომელსაც ”წმინდა ცეკვებს” უწოდებდა.

ზოგიერთი კრიტიკოსი გურჯიევს შარლატანსაც უწოდებდა. მიუხედავად ამისა, მან უამრავ მისტიკოსზე, მოაზროვნეზე, მწერალსა და ლიდერზე მოახდინა გავლენა. მასზე უამრავი წიგნი დაიწერა. თვითონ გურჯიევმაც გამოსცა რამდენიმე წიგნი.

1921 წელს, სანამ ბოლშევიკები შემოიჭრებოდნენ, მან დახურა თავისი ინსტიტუტი და დატოვა საქართველო.

გარდაიცვალა 1949 წლის 29 ოქტომბერს საფრანგეთში.

”ყველა რელიგია საუბრობს სიკვდილზე, რომელიც დედამიწაზე არსებობის დასასრულია. არადა, სიკვდილი ხელმეორედ დაბადებამდე უნდა დადგეს, მაგრამ საკითხავია, – რა უნდა მოკვდეს? პირველ რიგში, მცდარი აზრები, უსარგებლო ფიქრები და ეგოიზმი. ამის შემდეგ იშვება ხელახლა ადამიანი. უნდა გავიაზროთ, რომ ჩვენ ძალიან რთული მანქანები ვართ. ამიტომ ეგოიზმის მსხვრევა საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია.”

gurjiev

ამჟამად ყოფილი ინსტიტუტის შენობა საცხოვრებელი სახლია, რომელიც ივანე ჯავახიშვილის #22-ში მდებარეობს. განსაკუთრებული არქიტექტურით არ გამოირჩევა. ეზოს მხრიდან კედლები ხის ძველებური ფიცრებითაა დაფარული. სახლს არც მემორიალური დაფა აქვს.

Advertisements

3 thoughts on “მისტიკა ჯავახიშვილის ქუჩაზე

  1. დადასტურებული ფაქტია რო სწავლობდა აქ სასულიერო სემინარიაში სტალინთან ერთად , ასევე ჭორის დონეზე არისებობს ერთი მოსაზრება რო თითქოს ნაცისტებს , კერძოთ ჰიტლერს მან მიაწოდა სვასტიკის იდეა .

  2. ჩვენ გვაქვს სტალინის შესახებ ტური და გურჯიევზე ჩვენც ვეძებდით ინფორმაციას…
    საინტერესო რამე გიწერიათ და ამ შენობას ვნახავთ აუცილებლად 🙂

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s