იდეალური ცოლი (ნაწილი მეორე)

თერთმეტი ხდება. მე და ჩემი პატივცემული ცოლი დივანზე ვსხედვართ და კინოს ვუყურებთ. უფრო სწორად, მე ვუყურებ. ეს ქალბატონი, ალბათ, იმაზე ფიქრობს, რატომ არ წავიყვანე კინოში…

არ მევასება ეს მელოდრამები რა… “ექშენი” მიყვარს! კინოშიც და ცხოვრებაშიც. სულ ვცდილობ, ამ ქალბატონსაც შევაყვარო, მაგრამ სულ ცხვირს იბზუებს. კაცს რომ “ხერხი” არ მოეწონება… რაზე უნდა ელაპარაკო… სამაგიეროდ, “ტიტანიკზე” ხო აღვარღვარებს ნიანგის ცრემლებს…

აუ, ახლა მაგარი მომენტია! დაიცა, ცოტა უნდა გამოვაფხიზლო…

– უყურე ახლა, უყურე! მაგარი მომენტია!!! (როგორც იქნა, ინება და ეკრანს შეხედა).

– ვაიმე, დედა! (მგონი, გული გაუსკდა).

– რა იყო, იცანი? 
(აუ, რა კარგად გამომივიდა, ჰაჰაჰააა).

– არ დაიხრჩო! – მომაძახა და სადღაც გავარდა, ალბათ, სამზარეულოში. სხვაგან სად წავა? ნეტა რას აკეთებს ხოლმე, სულ იქ რო ზის, არ ბეზრდება?.. ისე, ჩაის კი დალევდა კაცი…

– ჩაი არ გინდა? 
(გავძახე. იმედია არ წამიყრუებს).

– შენ თუ გინდა, პირდაპირ მითხარი! (გამომძახა).

– ჰო, კაი… მეც გამიკეთე! 

რა კარგია ხანდახან სახლში ყოფნა. შემოაწყობ ფეხებს მაგიდაზე, კინოს უყურებ და ცოლის მოტანილ ჩაის დალევ… ისე, ამ ბოლო დროს სულ დედაჩემს დაემსგავსა. ძილში საბანი თუ გადამძვრა, მაფარებს. მორთმეულები კი კაია, მაგრამ ზომიერად. ხანდახან მოგინდება კაცს რაღაცის გაკეთება, მარა რად გინდა?

ეგრევე ხელებში მეცემა და ყველაფერს მართმევს… მერე კიდე წუწუნებს! მგონი, თვითონაც არ იცის, რა უნდა.

ფული კი უნდა სულ, იცოცხლე. ვერ გაძღა ჩანთების და ფეხსაცმელების ყიდვით. ნეტა სად დადის? რად უნდა? თვეში ერთხელ თუ წავა თავის ქათამ დაქალთან… ისე, რა მართალია ის გამოთქმა: “მამაკაცებო, არ ეძებოთ ქალი! ეძებეთ ფული და ქალი თვითონ მოგძებნით თქვენ!” – ნაღდია რაა…

ალბათ, იმიტომ მართმევს ამდენ ფულს, რომ სხვას არ დავახარჯო… ჰო, ასე იქნება აშკარად. მომკლა თავისი პათოლოგიური ეჭვიანობით. ნეტა ყველა ცოლი ასეთი ეჭვიანია? ალბათ, კიი… მე ჯერ არ მინახავს ქალი, რომელიც არ ეჭვიანობს. თუ ქალი არ ეჭვიანობს, ე.ი. ჯერ არაფერი არ იცის!

მოდის. უფ, რა კარგია ცხელი ჩაი… (ვსვამ). რას დამადგა თავზე იასაულივით?.. მადლობას ელოდება?.. – ფუუ, მე ამის… რა არის ეს? უშაქროა?..

– შენი ჩაი მოსარევია!!!

გაიგეთ, რა ტონით მითხრა?.. ან როგორ ამაყად წავიდა? სპეციალურად გამიჩალიჩა! კინოში რომ არ წავიყვანე… მაინც რა ბოღმაა…

სად წავიდა ახლა?.. თუმცა, ჰო… სამზარეულოში. სხვაგან სად წავიდოდა… არა, ჩემი ბრალია ყველაფერი! რას მომყავდა ცოლი ასე ნაადრევად? რაზე ვფიქრობდი?.. თუმცა, მოფიქრება ვინ დაგაცადა… სანამ მე ვფიქრობდი, დამეპატიჟა თუ არა ყავაზე, მაგას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, გამომყოლოდა თუ არა ცოლად. ოჰ, ეს ქალები რაა… ხელს ვერ გადახვევ ისე, რომ ეგრევე გათხოვებაზე არ იფიქრონ…

გათხოვებაზე ფიქრი კიდე ჯანდაბას, ასატანია, მაგრამ ეს ეჭვიანობა რა უბედურებაა? ჯერ ის საწყალი გოგო ამოიჩემა, ჩემი თანამშრომელი მარიკა; მერე მისი დაქალი… ბოლოს იმ თამრიკოთი დააგვირგვინა! მაინც რა შტერია, იმ ლილიპუტზე როგორ იეჭვიანა ტო?.. ხომ ვამბობდი, გიჟია-მეთქი…

ისე, კაცის ცხოვრებაში უნდა იყოს ადამიანი, რომელთანაც მხიარულად ხარ, რომელიც გიზიდავს და რომელთანაც კომფორტულად ხარ, მაგრამ მთავარია, რომ ეს სამი არ იცნობდეს ერთმანეთს… ისე, მაინც ტყუილად მაბრალებს და ბარემ ხომ არ ვუღალატო, ჰა? უდანაშაულო ვარ და სულ სკანდალებს მიწყობს… ცოდო არა ვარ?.. ვიმსახურებდე მაინც!

მაგრამ ვისთან შეიძლება?.. მოიცა ერთი, დავფიქრდე… აა, იმ გოგოს არა უშავს, მგონი, ჩვენი თანამშრომელი როა, მეორე სართულიდან… სულ რაღაცნაირად მიღიმის ხოლმე… თან ისეთ მოკლე კაბებს იცვამს, რომ… მე მგონი, ცოტა “ისეთია”… ჰაა?.. რა ვქნა?… ხვალ შევივლი და ყავაზე დავპატიჟებ. ნეტა რას მეტყვის?..

უცებ წარმოუდგენელი რამ მოხდა! ოთახში ჩემი ცოლი შემოიჭრა გიჟივით და მთელი ძალით სახეში გამილაწუნა…

– ყველაფერი გავიგე! – ამის გაკეთება როგორ შეძელი???

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s