ერთადერთი სახლი თბილისში, რომელსაც ქართულად აწერია “სალამი”

Image

ძველ სახლებს თუ დააკვირდებით, სადარბაზოს შესასვლელთან ლათინური ასოებით დაწერილ სიტყვას – “SALVE”-ს დაინახავთ, რაც ქართულად “სალამს” ნიშნავს. თბილისში მხოლოდ ერთადერთი სახლია, რომელსაც ქართული ასოებით აწერია – “სალამი”.

DSC_6995 (2)

სახლი მართლაც რომ საოცარია. გარე ფასადი მოჩუქურთმებული აქვს. ფანჯრების ზემოთ, როგორც მცხოვრებლებმა მითხრეს, ქართველიშვილის საგვარეულო გერბის ბარელიეფებია გამოქანდაკებული.

სულ ზემოთ კი პატარა, უცნაური გუმბათი ადგას, რომელზედაც ქალის თავია გამოსახული. აივნები ძალიან ორიგინალური ფორმისაა. სადარბაზოს ფანჯრები შენარჩუნებულია. ეს სახლი ერთ დროს ულამაზესი იქნებოდა.

ebe262a70f21

ახლა, სამწუხაროდ, სავალალო მდგომარეობაშია, როგორც უმრავლესობა ძველი შენობებისა, რომლებიც ისტორიული, ულამაზესი და განსხვავებული არქიტექტურით გამოირჩევა.

ეს სახლი რომის ქუჩაზე მდებარეობს. გადავწყვიტე გამეგო, უკავშირდებოდა თუ არა მას რაიმე საინტერესო ისტორია. ძიების დროს აღმოვაჩინე, რომ ამ სახლში ცხოვრობდა ადამიანი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მეწარმე საქართველოში, ცნობილი მნიშვნელოვანი საქველმოქმედო საქმიანობით, რომელიც ქართულ ისტორიას და კულტურას უკავშირდებოდა.

რაც შენობების ისტორიის “მაძიებელი” გავხდი, უფრო და უფრო დავრწმუნდი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი კარგი ადამიანი ცხოვრობდა, რომელთა შესახებ ცოტას თუ სმენია და რომლის სახელებიც დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ამჯერად გიორგი ქართველიშვილზე გიამბობთ, რომელიც ერთ დროს ამ სახლში ცხოვრობდა.

1881-1882 წლებში ქართველიშვილმა შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” გამოცემაზე დაიწყო ზრუნვა. წიგნის გასაფორმებლად მოიწვია რუსეთის საიმპერატორო კარის მხატვარი, ეროვნებით უნგრელი მიხაი ზიჩი. 1884 წელს მისივე ინიციატივით შეიქმნა კომისია, რომელსაც “ვეფხისტყაოსნის” ტექსტის ვარიანტების შეჯერება-დადგენაზე უნდა ემუშავა.

კომისიის წევრები იყვნენ: ილია ჭავჭავაძე, ივანე მაჩაბელი, რაფიელ ერისთავი, დიმიტრი ბაქრაძე, პეტრე უმიკაშვილი და იონა მეუნარგია. წიგნის გამოსაცემად გამოიწერა ახალი შრიფტი, სათაურის ასოები, ორნამენტები (სხვადასხვა ქართული ტაძრიდან აღებული), გასაფორმებელი ნახატები.

ზიჩის ილუსტრაციებით გაფორმებული “ვეფხისტყაოსანი” გამოიცა 1888 წელს და ისტორიაში შევიდა, როგორც “ქართველიშვილისეული გამოცემა”.

ქართველიშვილმა გამოცემის მთელი ტირაჟი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას საჩუქრად გადასცა. მოგვიანებით ცალკე წიგნად გამოსცა რუსულ ენაზე თარგმნილი “ვეფხისტყაოსანი”, რომელიც პირადად გადასცა საჩუქრად საქართველოში მყოფ რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის მეუღლეს მარია ფიოდოროვნას.

1885 წელს გამოსცა ვახუშტი ბაგრატიონის საქართველოს ისტორია. ქართველიშვილის დავალებით, ფოტოგრაფ ერმაკოვის მონაწილეობით, შედგენილ იქნა საქართველოს ისტორიული ალბომი.

ქართველიშვილი წიგნებით ასაჩუქრებდა მთელ რიგ სასწავლებლებს, ეხმარებოდა შეგირდებს და სტუდენტებს, აფინანსებდა ძველი ტაძრების სარესტავრაციო სამუშაოებს.

1880-1884 წლებში მისი შემწეობით ხელახლა აშენდა აღა-მაჰმად-ხანის მიერ 1795 წელს დანგრეული დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია.

ქველმოქმედების გარდა, ქართველიშვილი აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდა. იგი იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის წევრი და ხაზინადარი. 1883-1885 წლებში ქართველიშვილი გამოსცემდა ქართულ გაზეთ “დროებას”.

მან ააგო რკინიგზა, ატენიდან გორამდე. ასევე, მსხვილ სავაჭრო საქმიანობას ეწეოდა და პირველი გილდიის ვაჭრის წოდებას ატარებდა, რაც რუსეთის იმპერიაში კომერციის დარგში უმაღლეს აღიარებად ითვლებოდა.

ქართველიშვილს ჰყავდა მეუღლე, თამარ მჭედლიძე და თერთმეტი შვილი. გარდაიცვალა 1901 წელს. დაკრძალულია თბილისში, დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

post-51-1290349257post-51-1290356318

ქართველიშვილის სახლის მშენებლობა

Advertisements

2 thoughts on “ერთადერთი სახლი თბილისში, რომელსაც ქართულად აწერია “სალამი”

  1. ულამაზესი შენობაა, სამწუხაროა, რომ სავალალო მდგომარეობაშია, თანაც ერთ-ერთ ბინადარს ძველი აივანი გადაუკეთებია, ასევ ვთქვათ “გაუთანამედროვებია”, რომელიც ძალიან ამახინჯებს, იქნებ ვინმემ მოიცალოს ამისთვის! ვიტოვებ იმედს! 😦

  2. გამარჯობა ქბ-ნო ირინა!მართალს ბრძანებთ.ევროპაში ასეთ ძველი სტილის შენობებს ანგრევენ და ხელახლა იგივე არქიტექტორული სტილით აშენებენ,რომ ქალაქს ისტორია არ დაეკარგოს.ხოლო თუ ვინმე გაბედავს თუნდაც დარაბის ფერის შეცვლას მთელი ბინის ღირებულების ჯარიმა ეკისრება.ძალიან სამწუხაროა,რომ საქართველოს მთავრობები ისტორიის წაშლას ყველანაირად უწყობენ ხელს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s